newstudio Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 ცნობილი ქართველი ბიზნესმენი გოგი თოფაძე ბიზნეს საქმიანობის გაგრძელებას ძირითადად უცხოეთში აპირებს. “ყაზბეგის” დამფუძნებელი საქართველოში დიდი ბიზნესის განხორციელებაზე უარს ამბობს. როგორც რადიო “კომერსანტს” თოფაძემ განუცხადა, საქართველოში ბიზნეს საქმიანობის საერთოდ შეწყვეტას ამ ეტაპზე არ აპირებს. თუმცა განმარტავს, რომ სურს მაქსიმალურად მცირე მაშტაბის ბიზნესი შეინარჩუნოს. ,,ძირითად აქცენტს სამომავლოდ უცხოეთზე გადავიტან. უცხოეთში იცნობენ ჩვენს პროდუქციას და საკმაოდ რეალურად არიან განწყობილნი. ქვეყანაში დღითიდღე შეუძლებელი ხდება ბიზნესის არსებობა, მაღალი გადასახადები, უცხოეთიდან შემოტანილი დაუბეგრვი პროდუქტი, რომელიც შედარებით დაბალ ფასად შემოდის და ფაქტიურად ჩრდილავს ეროვნულ ნაწარმს. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი აქცენტი უცხოეთზე გადავიტანო”, - დასძენს თოფაძე. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...=10189&ct=2 პ.ს. ნელნელა ვუბრუნდებით შევარდნაძისეულ ეპოქას, როცა საქართველო ერთი დიდი ჭაობი იყო, სასწრაფოდ არის გამოსავალი მოსაძებნი, თორემ აღარ დარჩება ამ ქვეყანაში აღარაფერი! რა გამოსავალი?! არ ვიცი ერთად ვიფიქროთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 newstudio მაღალი გადასახადებიფუ რა ამაზრზენი ტიპია ეს თოფაძე :puke:თავზე უნდა დაახიო იმ სხვა ქვეყნების საგადასახადო კოდექსი. უცხოეთიდან შემოტანილი დაუბეგრვი პროდუქტიმოიცა კაცო. რამდენიმე დღის წინ თქვენ არ გახსენით აქ თემა უცხოეთში ნაყიდი საქონელი დაიბეგრებაო რომ წერდით და ამისათვის ხელისუფლებას რომ აკრიტიკებდით? რომელი დავიჯერო ახლა, იმ თემაში რაც წერია თუ აქმ თემაში? თუ ყველას "ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები ჯობია"? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 29, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 Saturn ფუ რა ამაზრზენი ტიპია ეს თოფაძედარჩა შენი ხედვიტ ვინმე საქართველოში ვინც ამაზრზენი არაა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 newstudio დარჩა შენი ხედვიტ ვინმე საქართველოში ვინც ამაზრზენი არაა?!აბა ვითომ ბიზნესმენი რომ მაგას დაწერს, არაა ამაზრზენი? მაღალი გადასახადებია ახლა საქართველოში? P.S. მეორე კითხვაზე მიპასუხე თუ შეიძლება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 Saturn ფუ რა ამაზრზენი ტიპია ეს თოფაძე თავზე უნდა დაახიო იმ სხვა ქვეყნების საგადასახადო კოდექსი. ციტატა(newstudio @ 29th July 2009 - 01:34 PM) უცხოეთიდან შემოტანილი დაუბეგრვი პროდუქტიმოიცა კაცო. რამდენიმე დღის წინ თქვენ არ გახსენით აქ თემა უცხოეთში ნაყიდი საქონელი დაიბეგრებაო რომ წერდით და ამისათვის ხელისუფლებას რომ აკრიტიკებდით? რომელი დავიჯერო ახლა, იმ თემაში რაც წერია თუ აქმ თემაში? თუ ყველას "ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები ჯობია"? ხა. დავიწყოთ სხვა ქვეყნების საგადასახადო კოდექსებიდან... მე არ ვარ დარწმუნებული რომ დღგ და მოგება ჩვენთან რაიმე მნიშვნელოვნით განსხვავდება საშუალო ევროპულისგან. და თუკი მაგას ადრი მაშინ გასაღების ბაზარიც შეადარე და პოლიტიკური რისკებიც... რაც შეეხება დაბეგვრას... ტანგა ტრუსიკის და ბასანოჟკის დაბეგვრა და ლუდის და სასმელი წვენის დაბეგვრა თუ ვერ გაგირჩევია... ჯობია არ ილაპარაკო იმ თემაზე რაც არ გესმის... აი მე ხომ არ გელაპარაკები პროგრამირების ენების უპირატესობაზე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mogzauri Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 რა გამოსავალი?! არ ვიცი ერთად ვიფიქროთკი ბატონო, ვიფიქროთ, მაგრამ რაიმე, რომ მოვიფიქროთ მერე რა გინდა, რომ ქნა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 dire ტანგა ტრუსიკის და ბასანოჟკის დაბეგვრა და ლუდის და სასმელი წვენის დაბეგვრა თუ ვერ გაგირჩევიაანუ ტანსაცმლის შემოტანა არ უნდა იბეგრებოდეს და ლუდის და სასმელების - კი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 Saturn ანუ ტანსაცმლის შემოტანა არ უნდა იბეგრებოდეს და ლუდის და სასმელების - კი?შენ რა ჯიბრში ჩადგომა იცი ხოლმე. ფიზიკური პირი არ უნდა იბეგრებოდეს და იურიდიული უნდა იბეგრებოდეს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 Saturn ინტერნეტით ცალობით ნაყიდი არ უნდა იბეგრებოდეს...საკმაოდ ბევრი ადამიანი ამით ჭამდა საჭმელს.ლიმონათს და ლუდს კიზუსტადაც რომ არც ბეგრავენ თითქმის.გვერზე სახელმწიფოში 50 ცენტი რომ უჯდება თვითღირებულება და შენთან 80... ეს ხელისუფლების პრობლემაა ჩემო კარგო... და ამ პრობლემის მოგვარება ხელშეწყობითი დაბეგვრითაც რომ არ გინდა... ესეიგი გირჩევნია სავალუტო ფონდის ტრანშებზე იყო დამოკიდებული ვიდრე საკუტარ მოსახლეობაზე. შესაბამისად, სავალუტო ფონდის პტრონის დაკვეთას უფრო შეასრულებ ვიდრე საკუთარი მოსახლეობის... მოკლედ... მიბმული სისტემაა რა...და ერთი რამ კი ნათელია.ამ ქვეყანაში ვერანაირმა დარგმა ვერ გაიხარა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 lasalexx ფიზიკური პირი არ უნდა იბეგრებოდეს და იურიდიული უნდა იბეგრებოდეს!როგორც ფიზიკური პირი, ისე შემოვიტან იმ საქონელს მეც და ამით დამთავრდება ყველაფერი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 Saturn და როგორ გაყიდი მერე თუ საიდუმლო არაა? სახლდან ჩუმად? 15 ცალს? :sorry: :sorry: და ამით დაანგრევ ქვეყანას ხო? :sorry: თუ როგორც ფიზიკური პირი საბრენდო მაღაზიას გახსნი? :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 dire მე პროტექციონიზმის მომხრე არ ვარ. არ უნდა დაიბეგროს არც ინეტში ნაყიდი პროდუქცია და არ უნდა დაახრჩო ის საზღვარგარეთული ლუდის შემომტანიც იმ მიზნით, რომ თოფაძე და მისი კოლეგები გამდიდრდნენ. რა უშლით ხელს რომ კონკურენტუნარიანი ფასები ჰქონდეთ. მუშა ხელი იაფია, გადასახადები ნორმალურია, კრიმინალი ვერ აწერთ თანხებს და იმ შემოტანილი პროდუქტის თვითღირებულებას კიდევ ტრანსპორტირების თანხაც ემატება. რატომ ვერ უნდა გაუწიოს ადგილობრივმა ლუდმა, წვენებმა და საკვებმა კონკურენცია? რა უშლით ხელს? რა თქმა უნდა თუ გაღორებას არ გავითვალისწინებთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 Saturn ძალიან პატარა ბაზარია საქართველოში. ამიტომ უჭირთ აქაურ მეწარმეებს დაბალ ფასებში კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება. ექსპორტი თითქმის არ გადის საქართველოდან. ქვეყნის შიგნით ძირითადად იმპორტირებულ პროდუქტს მოიხმარს ხალხი. არ უნდა დაახრჩო ის საზღვარგარეთული ლუდის შემომტანიც იმ მიზნით, რომ თოფაძე და მისი კოლეგები გამდიდრდნენ.მარტო თოფაძეზე არაა აქ ლაპარაკი. თოფაძის საწარმოში 1000-მდე ადამიანია დასაქმებული. ხოდა შენ როცა ყაზბეგს ყიფულობ, ეს ფული ამ 1000 მოქალაქეზე ნაწილდება. და როცა უცხოეთიდან შემოტანილ ლუდს ყიდულობ, შენი ფულის ძირითადი ნაწილი უცხოეთში გადის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 იმ მიზნით, რომ თოფაძე და მისი კოლეგები გამდიდრდნენ. რა უშლით ხელს რომ კონკურენტუნარიანი ფასები ჰქონდეთ. მუშა ხელი იაფია, გადასახადები ნორმალურია, კრიმინალი ვერ აწერთ თანხებს და იმ შემოტანილი პროდუქტის თვითღირებულებას კიდევ ტრანსპორტირების თანხაც ემატება. რატომ ვერ უნდა გაუწიოს ადგილობრივმა ლუდმა, წვენებმა და საკვებმა კონკურენცია? და რატომ არ უნდა გამდიდრდნენ? ფული რომელიც საქართVელოში იშოვება აქვე დარჩება... თუ არ გააქციე რა თქმა უნდა.რა უშლით ჩემო კარგო ადამიანო და მაღალი ენერგეტიკული დანახარჯები, უკიდურესი არაპროფესიონალიზმი სახელმწიფო სტრუქტურებში, ამას დაუმატე ის რაც ხელისუფლებას დიდ მიღწევად მიაჩნია და ამ დროს კი დიდი ნაკლია, ტოტალური შიში ჩინოვნიკების, რაც ფაქტობრივად გაურკვეველ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებას ყინავს. + ნორმალური კადრების ვერ შექმნა ქვეყანაში ( განათლების სისტემა )+ დაჯარიმებების უდიდესი მექანიზმი ( სასამართლო სისტემა )+ არჩევითი ბოზნესის ხელშეწყობა... თოფაძის რაიმე ინიციატივის განხილვას და მით უმეტეს გატანას დაუშვებს უმრავლესობა? არა! ესეც პოლიტიკური კორუფცია... და + შენს მიერ თავში ნათქვამი სიტყვები რაო იმისთვისო რომ ვიღაც თოფაძეები გამდიდრდნენო? ეგეც მენტალობის პრობლემა...დაამდროს ყველა ქვეყანა,,, აბსოლუტურად ყველა ვინც დღეს ძლიერია ეკონომიკურად ეწევა პროტექციონიზმს ძირითად დარგებში და ამ ყველაფრის შემდეგ... აქ რომ კაცს ბიზნესის კეტება არ უნდა ის უნდა გაამტყუნო? თორემ არ გავარტყი თოფაძეს კიდევ ცალკე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 dire და + შენს მიერ თავში ნათქვამი სიტყვები რაო იმისთვისო რომ ვიღაც თოფაძეები გამდიდრდნენო? ეგეც მენტალობის პრობლემა...მე ვგულისხმობდი გამდიდრებას პროტექციონისტული პოლიტიკის დახმარებით, თორე კონკურენტული პირობები თუ იქნება, გამდიდრდეს, ვინ უშლის... მაგრამ გამდიდრდეს თავისი სწორად დაგეგმილი და აწყობილი ბიზნესით და არა ჩემს ხარჯზე. მაგალითად უკრაინული წვენები სანტეს წვენებზე გემრიელიცაა და ფასი დაბალი აქვს. და ასე მგონია რომ ეგ სანტეს მენეჯმენტის ბრალია და არა სავალუტო ფონდისა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.