newstudio Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 “ბაიდენის კარგი შეცდომა" - ასეთი სათაურით მოკლე სარედაქციო სტატიას ამერიკული გამოცემა "უოლ სტრიტ ჯორნალი” აქვეყნებს. წერილში ნათქვამია, რომ უკრაინამ და საქართველომ ბაიდენზე შთაბეჭდილება მოახდინა.აქვე მოყვანილია ბაიდენის ინტერვიუს ფრაგმენტები, რომელიც მან გამოცემას შაბათს მისცა. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ინტერვიუში მიუთითებდა, რომ აშშ და რუსეთი სტრატეგიულად თანასწორნი არ არიან. “მიმაჩნია, რომ ჩვენ ზედმეტად ვაფასებთ ჩვენს პარტნიორს”, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკა და მოსახლეობა ”ჭკნება”. “ისინი იმ სიტუაციაში არიან, როდესაც მსოფლიო მათ თვალწინ იცვლება, რუსეთი კი არასიცოცხლისუნარიან წარსულს ეჭიდება”. რაც შეეხება საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით მიღებულ არსენალს, ბაიდენმა განაცხადა, რომ “ისინი მას ვერ შეინახავენ”. ~გასაოცარი არ არის, რომ კრემლი მწყობრიდან გამოვიდა და კომენტარს “დამაფიქრებელი” უწოდა. არც ის არის გასაოცარი, რომ აშშ-ს ადმინისტრაციამ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი იმის დასარწმუნებლად, რომ “ჩვენ რუსეთს დიდ სახელმწიფოდ მივიჩნევთ” კვირას “პრესასთან შესახვედრად” გააგზავნა. ბაიდენის საღმა აზრმა ძირი გამოუთხარა ობამას “გადატვირთვას”, რომელიც შეირაღების კონტროლსა და ევრაზიის დემოკრატიებისადმი აშშ-ს მხარდაჭერის შერბილებას ემყარება~, - ნათქვამია სტატიაში. სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ არ ესმით, რატომ უნდა შემცირდეს აშშ-ს ბირთვული ქობინები და გამშვები დანადგარები, როდესაც რუსეთს შეიარაღების ამ მარაგების შენახვის შესაძლებლობა არ გააჩნია. “რატომ წავაქეზოთ რუსეთის ილუზიები “პრივილეგირებული ინტრესების” სფეროზე აღმოსავლეთ ევროპაში იმით, რომ პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში სარაკეტო თავდაცვითი სისტემების განთავსებაზე უარი ვთქვათ. ამაზე კი, რუსეთს მივანიშნოთ მაშინ, როდესაც, ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მოსკოვის არსებული რეჟიმი წარსულში ცხოვრობს და თავისი იმპერიის აღორძინებაზე ოცნებობს? მართლაც, რას ელოდება აშშ ამ “დამჭკნარ” პარტნიორთან ასეთი დათმობების საპასუხოდ?~, - ნათქვამია სტატიაში. აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთზე სიმართლის ლაპარაკის სურვილით, ჯოზეფ ბაიდენმა ამერიკელ ჟურნალისტებს დიკ ჩეინი გაახსენა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. იტოგში რუსეთს უთხრეს "წადი ბიჭო ტოლი ნახეო", და ფაქტიურად ზესახელმწიფოებასაც გამოემშვიდობეო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 ძალიან უცნაური რაღაცეები ხდება...ობამა ერთს ამბობსმერებაიდენი მეორესმერე კლინტონი გამოსწორებას ჩალიჩობს ბაიდენის ნათქვამის...ძალიან უცნაურად ნვითარდება მოვლენები.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 რუსეთს უთხრეს "წადი ბიჭო ტოლი ნახეო", და ფაქტიურად ზესახელმწიფოებასაც გამოემშვიდობეომაგათი ზესახელმწიფოობა არ გაიშვას, ნორმალური ავტომობილი ვერ გაუკეთებიათ. ხხხტფუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 კლინტონი მოსკოვს ”გადატვირთვაში” არწმუნებს პიტერ შპიგელი, ალან კალინსონი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ - ”ობამას ადმინისტრაცია რუსეთს “ზესახელმწიფოდ” მიიჩნევს და მისი ძლიერ და აყვავებულ ქვეყნად ხილვა სურს.” ამით ის აშკარად ცდილობდა მოსკოვი დაერწმუნებინა, რომ თეთრი სახლი ორმხრივ ურთიერთობების “გადატვირთვის” იდეის ერთგული რჩება ქალბატონმა კლინტონმა ამით იმ ვარაუდს უპასუხა, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსთქვა Wall Street Journal-ში შაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, სადაც ის აღნიშნავდა, რომ რუსეთს მისი ეკონომიკის დასუსტება, როგორც სჩანს უსაფრთხოების საკითხებზე დასავლეთთან თანამშრომლობისთვის უფრო ღიას გახდის. “ჩვენ რუსეთს სუპერ-სახელმწიფოდ მივიჩნევთ” - განაცხადა ქალბატონმა კლინტონმა ტელეკომპანია NBC News-ზე გადაცემის Meet the Press-ის (”პრესასთან შეხვედრა”) ეთერში. “გამოწვევები ყველა ქვეყნის წინაშეა, ჩვენ - ჩვენი გვაქვს, რუსეთს - თავისი. ზოგიერთი საკითხი რუსეთმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს.” მისი თქმით ობამას ადმინისტრაციას არ მიაჩნია, რომ ის წამყვანია მოსკოვთან ურთიერთობებში. ქალბატონმა კლინტონმა ასევე აღნიშნა, რომ ბატონი ბაიდენი მათ ადმინისტრაციაში პირველი იყო, ვინც თებერვალში მიუნჰენში გამოსვლისას “გადატვირთვის” მოწოდება გააკეთა. ბაიდენის განცხადებებმა მოსკოვი შეაშფოთა და კითხვა გაუჩინა, საუბრობდა თუ არა ის ამერიკის მთავრობის სახელით. “ჩნდება კითხვა: ვინ განსაზღვრავს აშშ-ს საგარეო პოლიტიკას - პრეზიდენტი, თუ მისი გუნდის წევრები, მათ შორის თუნდაც ყველაზე საპატივცემულოები?” - კითხულობს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე სერგეი პრიხოდკო. მან ასევე “გასაოცარი” უწოდა იმ ფაქტს, რომ ბატონი ბაიდენის განცხადებები ურთიერთობების ”გადატვირთვის” ფონზე გაისმა. იმის გამო, რომ ობამას დროს თეთრ სახლში საგარეო პოლიტიკის მართლაც უამრავი სპეციალისტი და ხელმძღვანელი გაჩნდა, კერძოდ ბატონ ბაიდენს ერაყის სტრატეგიის კურირება დაავალეს, ადმინისტრაციის წინაშეც მსგავსი კითხვა დგას - შეუძლია კი მას საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე ერთი ხმით საუბარი? ქალბატონი კლინტონის თქმით, ის ფიქრობს რომ ამგვარი შიშები უსაფუძვლოა. მან სთქვა, რომ ამერიკა ახლა ორ ომს აწარმოებს და უამრავ საერთაშორისო კრიზისს აწყდება, ამდენად “დიპლომატიური შეცდომა იქნებოდა განსაკუთრებული მდგომარეობისა და გამოცდილების ადამიანებისთვის მუდმივ რეჟიმში არ დაევალებინათ ქვეყნის ყველაზე რთულ პრობლემებზე მუშაობა.” მას მიაჩნია, რომ შრომის ამგვარი განაწილების გარეშე, ობამას ადმინისტრაცია გარისკავდა ისეთივე შეცდომები დაეშვა, როგორსაც ბუშის თეთრი სახლი უშვებდა, რომლის დროსაც ერაყის და ავღანეთის გარდა, სხვა ქვეყნები “თავს მეორე ხარისხოვნად” მიიჩნევდნენ. კვირას, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კრიტიკულად გამოეხმაურა აშშ-ს მხარდაჭერილ იდეას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე. მისი თქმით, ალიანსი მათ მისაღებად “მზად არ არის.” გასულ კვირას ბატონი ბაიდენი რეგიონში ტურნეს დროს, უკრაინას და საქართველოს სტუმრობდა და ისინი დაარწმუნა, რომ აშშ მათ ალიანსში გაწევრიანებას კვლავ მხარს უჭერს. “ჩვენ ამა თუ იმ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსებში შეთრევა, ამ ქვეყნების მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ, სწორად არ მიგვაჩნია” - განაცხადა მედვედევმა რუსული ტელეარხის “ენტევე”-ს ეთერში. ქალბატონმა კლინტონმა დაადასტურა, რომ ადმინისტრაციის აზრით, ამ ქვეყნებს საკუთარი არჩევანის მიხედვით, ნებისმიერ ალიანსში გაწევრიანების უფლება აქვთ და იმავდროულად აღნიშნა, რომ მოსკოვთან ამ საკითხზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა თეთრ სახლს რუსეთთან თანამშრომლობაში ხელს უშლის. “რუსებმა იციან, რომ ჩვენ მათი პოლიტიკის მისამართით გარკვეული კითხვები გვაქვს და თავის მხრივ მათაც აქვთ გარკვეული კითხვები ჩვენთან” - განაცხადა მან.მოკლედ ან ბაიდენმა დიკ ჩეინივით გადაწყვიტა დამოუკიდებლად აკეთოს განცხადებები. ან ობამას ადმინისტრაცია შეგნებულად ცდილობს რუსეთის დაბნევას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Indian_Summer Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 კაი კაცო ეგეთი ადვილი რომ იყოს რუსეთის დაკიდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 ჩეინი არ იყო დამოუკიდებელი ზუსტადაც რომ ერთი გუნდი იყვნენ ეგ და ბუში.დამთავარი ვინ იყო მაგ წყვილში კიდევ საკითხავია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 ბაიდენის ამ გამონათქვამებს ამერიკაში გარკვეული რექციები მოყვა. ერთ ერთი ასეთია ეს სტატია.Российская оплошность Байдена ("Los Angeles Times", США)Заявления вице-президента о России не лучшим образом свидетельствуют о его хваленом внешнеполитическом опыте. Редакционная статья, 28 июля 2009Есть реальный мир, и есть антимир, есть материя, и есть антиматерия, наконец, есть Сара Пэйлин (Sarah Palin), и есть Джо Байден (Joe Biden). Оба вице-президента - потенциальный и актуальный - притом, что находятся на разных концах политического спектра, одинаково прославились глупыми и непродуманными заявлениями и обладают особым талантом злить оппозицию без необходимости. Характерно, что если Пэйлин набирает политические очки, искажая истину, то Байден наоборот теряет их из-за своей честности. Наглядный пример: на этих выходных он на удивление опрометчиво высказался в адрес России. 'В действительности, русские находятся, где находятся, - заявил Байден в опубликованном в субботу интервью. - У них сокращается население, слабеет экономика, их банковский сектор и структура вряд ли продержатся еще 15 лет, они оказались в ситуации, когда мир перед ними меняется, а они цепляются за ненадежное прошлое'. Байден просто сказал то, что он думает о России. Тем не менее, демонстрацию содержимого своей черепной коробки перед репортером Wall Street Journal на фоне дипломатических инициатив новой администрации, визитов в Москву президента Обамы и госсекретаря Хиллари Родэм Клинтон (Hillary Rodham Clinton), 'кнопок перезагрузки' и обещаний начать эпоху взаимоуважения и хороших отношений вряд ли можно назвать продуктивным шагом. Кремль в ответ сразу же ядовито осведомился, кто формирует внешнюю политику США - президент или вице-президент? Клинтон в эфире NBC попыталась разрядить обстановку, назвав Россию 'великой державой', но вред уже был причинен. Как написала одна из российских газет: 'Джо Байден неожиданно вернулся к риторике администрации Буша'. Разумеется, Обама знал, приглашая Байдена на роль партнера на выборах, что он приобретает 'пушку без лафета', так что его, наверное, не слишком удивляет, когда сквозь его политические построения пролетает очередное 16-фунтовое ядро. Скажем, в апреле, когда вся администрация пыталась успокоить мнительных американцев, остановить дутую истерию вокруг свиного гриппа и избежать транспортного коллапса, Байден посоветовал людям избегать поездов и самолетов, чтобы не подхватить инфекцию. А как можно забыть убийственный взгляд, которым Обама наградил Байдена, когда тот начал насмехаться над перепутавшим слова президентской присяги председателем Верховного суда Джоном Робертсом-младшим (John G. Roberts Jr.) сразу же после того, как Обама призвал к межпартийному сотрудничеству и взаимоуважению? Как известно, главная причина, которой объясняли выбор Обамы, состояла в том, что внешнеполитические навыки бывшего сенатора должны компенсировать отсутствие дипломатического опыта у самого президента. Не верится, что Обама действительно на это рассчитывал. ლოს ანჟელოს ტაიმსი არ არის რიგითი ბეჭვდითი ორგანო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 “ბაიდენის კარგი შეცდომა" - ასეთი სათაურით მოკლე სარედაქციო სტატიას ამერიკული გამოცემა "უოლ სტრიტ ჯორნალი” აქვეყნებსრუსების მიმართ გაცილებით ხისტია, ვიდრე ჩეინი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 licemer არ დაიჯერო ლიცემერ ჩემი აზრით ჩეინის ნაირი ხისტი და გამტრაკებელი ბარე ორი არ ყავს აშშ-ს დღეს. ალბათ ისტორიაშიც ბევრი არ ყოლია მასეთები... ბაიდენი კი... ჯერ ჯერობით მხოლოდ კლოუნადებს ატარებს რეალური ქმედებების ნაცვლად... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 რუსების მიმართ გაცილებით ხისტია, ვიდრე ჩეინიმე რამაზ ბატონო ჩეინის როლს ვხედავ ჩვენი მიშიკოს ქმედებებში და რითითაც დამთავრდა ეს ყველაფერი ჩანს. ბაიდენის სავსებით სამართლიანმა გამონათქვამებმა ასევე შეიძლება ისევ ჩვენს თავზე გადატეხოს ჯოხი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 dire ძალიან უცნაური რაღაცეები ხდება...ობამა ერთს ამბობსმერებაიდენი მეორესმერე კლინტონი გამოსწორებას ჩალიჩობს ბაიდენის ნათქვამის...ძალიან უცნაურად ნვითარდება მოვლენები.. ეგებ პუტინს და მედვედევს ცალ-ცალკე თამაშს ეთამაშებიან? მგონი ღირს ამაზე დაფიქრება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 newstudio ბაიდენმა რუსეთი დავიკიდოთო მეც ვერ გავიგე რა ხდება.ეს ობამა სხვას ამბობს ბაიდენი კიდევ სხვას.მთავარია ამ ყვარყვარემ არ აიშვას და არ დაიწყოს რუსეთის გინება კიდევ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შხარა Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 ბოლო სამი თვის განმავლობაში, რამდენიმე ცალკეული შემთხვევა იყოს სადაც ბაიდენის განცხადებებზე ობამას და მისი ადმინისტრაციის სხვა წევრებს განმარტების კეთება მოუწიათ. ასე რომ ეს ბოლო შემთხვევა არ არის რაიმე ანომალია. საერთოდ, ცნობილია ეგ კაცი იმით, რომ ბევრი ლაპარაკი უყვარს. :http://www.washingtontimes.com/news/2009/j...-message/print/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 29, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 შხარა ხო მარა ისიც ფაქტია რომ ბაიდენის ვიზიტის შემდეგ ხელისუფლებამ საბლოოდ გაიჯეჯილა(((( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 newstudio ხო მარა ისიც ფაქტია რომ ბაიდენის ვიზიტის შემდეგ ხელისუფლებამ საბლოოდ გაიჯეჯილა(((( მაგასაა რომ ვაბობ.თუ ამ ყვარყვარემ აიშვა,ქვეყანას საბოლოოდ დაღუპავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.