Jump to content
Planeta.Ge

ქუტაისში რა ამბებია ნახეთ!


Recommended Posts

ციტატა(newstudio @ 29th July 2009 - 11:47 AM) *

ძალიან ძალიან ეჭვი მეპარება

 

ნუ გეპარება ეჭვი...newstudio , მართლა მასეა. რაც შეეხება თემას, ჩემო ბატონო, თუ ხელისუფლებას ჭკუა მთლად არ გამოლევია, მაშინ "ზადნი ხოდი" უნდა მისცენ

ქუთაისში სამარშრუტო ხაზების გაქირავებააზე გამოცხადებული ტენდერი შეჩერდა

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 37
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ქუთაისში სამარშრუტო ხაზების გაქირავებააზე გამოცხადებული ტენდერი შეჩერდა

გაამართლა "მიშა გვიშველე" წარწერამ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ისწავლონ როგორ უნდა პრეზიდენტთან ლაპარაკი.

მუდარით, ვედრებით და მისი სიდიადის სრული აღქმით და თვალზე ცრემლით....

 

არა ბიჭო მოითხოვენ ხოლმე რა..

არ მომინდომეს თავისუფლება...

 

ცეკას პირველ მდივანს ეგრე ვინ ელაპარაკება?

 

 

კვერცხები ესენი :D:D:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

აშკარად იმუშავა

 

 

ხომ გითხარით „უშველის“ მეთქი.არჩევნები ჩაივლის და ისევ ვნახავ მაგათ რიყეზე მაგ თხოვნით. :D შეიძლება არც ჩამოუშვან რიყემდე. :D

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

კი კაცო :D

რა არჩევნები? :D

მაქსიმუმ ერთ თვეში :D

ტელევიზორში გამოჩნდება რომ საკიტხი მოყომარდა...

ეხლა ხერხემალი დაიბარიებს ქუთატელებს სიმონ და ტქვნო სიმონ ხომ არ გინდათ დედის წიოკიო... ერთი ორს დაიჭერენ, ერთი ორს წაარტყავენ და სიამ ტკბილად ჩაატარებენ მაი ტენდერს...

 

ჰა ჰა ერთ თვეში...

 

წარმატებული სამინისტრო ტყუილად კი არ ჰყავთ :D :D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“მიშა გვიშველე” - 250 მძღოლის შედეგიანი რეისი მარშრუტით ქუთაისი-რიყე

 

“29 ივლისს ქუთაისიდან თბილისისკენ უჩვეულო კოლონა დაიძრა. 250-მდე ცარიელი მიკროავტობუსი, საჭეს მიმსხდარი გაბრაზებული მძღოლები და არც მეტი, არც ნაკლები მიხეილ სააკაშვილის გადიდებული სურათი წითელი წარწერით - მიშა გვიშველე. ვინც ქუთაისურ იუმორს ვერ აუღო ალღო, ერთრიგად გამწკრივებული მიკროავტობუსები დამკრძალავი პროცესის მონაწილე ეგონა... როგორც აღმოჩნდა მძღოლები ქუთაისის მერიამ გაანაწყენა და საჩივლელად სააკაშვილთან ჩამოვიდნენ”, - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით “მიშა გვიშველე” ქუთაისურად და 250 მძღოლის შედეგიანი რეისი მარშრუტით ქუთაისი-რიყე.

“ქუთაისის თვითმმართველობამ მოულოდნელად გამოაცხადა რაღაც სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს მიკროავტობუსების ავტობუსებით ჩანაცვლებას. ჩვენთვის მოულოდნელად პრიორიტეტი ავტობუსებს მიანიჭეს მას შემდეგ, რაც ჩვენ ძვირადღირებული სპრინტერები შეგვაძენინეს - ეს სპრინტერები თანამედროვე მიკროვატობუსებია, რომლებიც ჩვენი სურვილით ნამდვილად არ გვიყიდია. ახლა ამბობენ, ავტობუსები გვირჩევნიაო და დაგვრჩა ეს მიკროავტობუსები ასე. სამი მილიონის ოდენობის სესხები გამოვიტანეთ, დღეს მიკროავტობუსები უმოქმედოდ შეგვრჩა და სესხი როგორ და რანაირად დავფაროთ, აღარ ვიცით. გავეფრთხილებინეთ, თუკი ავტობუსები უფრო პრიორიტეტული იყო მათთვის და შევიძენდით ჩვენც ამ ავტობუსებს. მაგრამ არაფერი გვითხრეს, მერიამ თვითონ ჩაიგდო მონოპოლია ხელში და არ უნდა ამ ხაზებზე ძველმა მძღოლებმა ვიმუშაოთ. ჩვენ არც ბელადი გვყავს, არც ლიდერი, უბრალო მშრომელი ხალხი ვართ, აქციის დაგეგმვა რომ გვდომოდა, ან ოპოზიციას დავუკავშირდებოდით, ან ვინმეს. მაგრამ ჩვენ პრეზიდენტთან ჩამოვედით, რომ დახმარება პირდაპირ მას ვთხოვოთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ერთ-ერთი მძღოლი ბადრი ქურდაძე.

“მძღოლებმა ტენდერის პირობების უხეშ დარღვევასა და ისედაც გადატვირთულ სატრანსპორტო ხაზებზე მერიის მიერ დაურეგისტრირებლად დამატებულ ახალ რეისებზეც ისაუბრეს და ქუთაისის სატრანსპორტო სისტემის ლობებიც გამოკვეთეს. დღის მეორე ნახევარში მათ აქცია რიყეზე გადაიტანეს და მუქარაც შეასრულეს - ხუთი მათგანი უვადოდ საშიმშილოდ დაჯდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იმაზე მოკლე ვადით, ვიდრე წარმოვიდგენდით. ჯერ იყო და 250 გაბრაზებულ ქუთაისელ მძღოლთან ტრანსპორტის პროფკავშირის პრეზიდენტი მივიდა, მოგვიანებით ტრასნპორტის დეპარტამენტის წარმომადგენელი და საქმეც გაიჩარხა - ქუთაისში სამარშრუტო ხაზების გაქირავებაზე გამოცხადებული ტენდერი შეჩერდა. როგორც გაირკვა, ქუთაისის მერიამ ტერდერი დროებით შეაჩერა და 3-დან 17 აგვისტომდე სატენდერო პირობებს სპეციალური კომისია შეისწავლის. მასში მონაწილეობას “ქრისტიან-დემოკრატი” გიორგი ახვლედიანიც მიიღებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ერთი სიტყვით, არცთუ დაბალბიუჯეტიანი აქცია შედეგიანად დასრულდა. არ ვიცი, წითელმა წარწერამ გაამართლა თუ მოდერნიზებული სპრინტერების საქარე მინაზე მიმაგრებულმა სააკაშვილის გადიდებულმა სურათმა, ფაქტია, 250 მძღოლი მშობლიურ ქუთაისს უვადო აქციის მეორე დღესვე კმაყოფილი დაუბრუნდა”, - წერს სტატიის ავტორი.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/105405.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...