Jump to content
Planeta.Ge

როგორ იფლანგება ჩვენი ფული


Recommended Posts

გაზეთ ``ვერსიის`` მიხედვით

 

გაზეთმა ``ვერსიამ`` მოიპოვა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისით დათარიღებული # 484 განკარგულება, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ მინისტრი აწერს და რიმელსაც ეწოდება ``ინა გუდავაძის მიერ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ UNჩIთღAL–ის (გაეროს საერთაშორისო სავაჭრო წესების) წესების თანახმად ჩამოყალიბებულ საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარე დავის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ.``

 

განკარგულების თანახმად, საქართველოს მთავრობის საბიუჯეტო ფონდიდან უნდა გამოიყოს 1,2 მილიონი დოლარი, რომლითაც ხელისუფლებამ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს სასამართლო უნდა მოუგოს.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თანხას ‘’საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფინდიდან, იუსტიციის სამინისტროს იურიდიული მომსახურების შესასყიდად გამოყოფს.

აღსანიშნავია, რომ ეს 1,2 მილიონი ``დამატებითი`` თანხაა. უცნობია, ამ მიზნით მანამდე რა თანხაა გამოყოფილი.

 

http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...=10186&ct=2

 

პ.ს. ასე იფლანგება სხვადასხვა რაღაცეებში მილიონობით დოლარი, ამ დროს კი კონფლიქტისპირა სოფლებს უკიდურესად უჭირს, მერე რა მოხდა არა?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მდას. და იცი რაზე ვბრაზდები? აი ასეთ რამეებზე რომ არ რეაგირებს საზოგადოება და არ მიდის თუნდაც ფინანსთა სამინისტროსთან საპროტესტოდ....

მარტო რა დამაჯენს, თორემ სხვა რამეებზეც ზუბი მაქვს ფინანსთა სამინისტროზე (ონლაინ შოპინგი).

 

აუცილებლად ზეციურა უნდა გამოხტეს ვინმე და დაიძახოს მიშა მოვდივარ, რომ ხალხმა ტრაკი გაანძრიოს???

 

უარესის ღირსები ვართ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Goddess

აი ასეთ რამეებზე რომ არ რეაგირებს საზოგადოება და არ მიდის თუნდაც ფინანსთა სამინისტროსთან საპროტესტოდ....

და რა აზრი აქვს ფინანსთა სამინისტროსთან პროტესტს? ვთქვათ გადააყენეს ეს ფინანსთა მინისტრი და მოიყვანეს ვინმე ახალი. ამით იცვლება რამეს? ახალი მინისტრი ვეღარ გაფლანგავს ჩვენს ფულს? (თანაც ამ განკარგულებაზე პრემიერ მინისტრის ხელმოწერა ყოფილა).

 

გუშინ გახელაძემაც გატისკა კავკასიაზე ყუბანეიშვილი, ტენდერების არასწორად ჩატარებაზე მოგვივიდაო ინფორმაცია. მერე რა? ახალ დირექტორს რომ დანიშნავენ ის ვეღარ იზამს მსგავს რაღაცეებს?

 

იერიში იქითკენ უნდა მივიტანოთ, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

Goddess

მე არ ვფიქრობ რომ საზოგადოება პასიურია.... უბრალოდ მიტინგებიდან ინფორმაციის მიწოდება-ათვისებაზეა გადასული ჯერ... გაგანია ზაფხულია, ესეც გასათვალისწინებელია

 

ვფიქრობ შემოდგომიდან საინტერესო დღეები გველის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუშინ გახელაძემაც გატისკა კავკასიაზე ყუბანეიშვილი, ტენდერების არასწორად ჩატარებაზე მოგვივიდაო ინფორმაცია. მერე რა? ახალ დირექტორს რომ დანიშნავენ ის ვეღარ იზამს მსგავს რაღაცეებს?

ეხლა მოუვიდა იფორმაცია? აქამდე სად იყო ეს ჩემი ცოდვით სავსე. დირექტორი რომ აღარ არის ყუბანეიშვილი, ეხლა დაიწყო ლაპარაკი?

თემას რაც შეეხება ცხადია რომ ხელისუფლება ბოლომდე იბძოლებს რათა თავისი ნამოქმედარი როღორგაც დამალოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...