analgin Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 (edited) ჩემს ცხოვრებაში ქალისთვის გადაბრუნებული სიტყვა არ მიკადრებია. ოღონდ მართლა.პრინციპი მაქვს ასეთი: ქალმა რაც არ უნდა დამიშავოს და მაკადროს, ქალია და მასზე ხელის აღმართვა ან მისი გალანძღვა ვერც თავმოყვარეობას დამიკმაყოფილებს და ვერც გულს მომფხანს... :psix: ასე 10 დღის უკან ჩემი საცოლე შეაწუხა რაღაც ქალურმა პრობლემებმა, 9-ე საავადმყოფოში გაესინჯა გინეკოლოგს, გინეკოლოგი შეშფოთდა, იქაურ ონკოლოგთან მიგვაგზავნა და დიაგნოზიც უმალ დაუსვეს: საკვერცხეზე კისტა გაქვს, სასწრაფოდ საოპერაციოაო. გვაყიდინეს 500 ლარის წამლები და თავბედი მაწყევლინეს. 5500$ ჯდებოდა ოპერაცია... სად აღარ ვირბინე, რა აღარ ვქენი, კაცი კაცად აღარ ვვარგოდი...ცალკე ამის გადარჩენის იმედს ვერ მაძლევდნენ, ცალკე 850$ მაკლდებოდა ოპერაციის და თავის მოკვლამდე ვიყავი მისული... იქითა კვირის დასაწყისში უკვე ოპერაციას უპირებდნენ. დღეს ყოველი შემთხვევისთვის ახლობელ ონკოლოგთან ლეჩკომბინატში მივიყვანე...ჩემი ჭკუით ხავსს ვეჭიდებოდი და თურმე: გადაირია ქალი, რა კისტა რის კისტა, პატარა ანთებითი პროცესია, ცალი საკვერცხეა ოდნავ გადიდებული უბრალოდო, 2 ნემსი დაარტყა, 3 წამალი გამოუწერა და 1 თვეში ყველაფერი მორჩებაო. მივუვარდი მეცხრეში ერთი სურვილით დედა მეგინებინა და პანჩურები მერტყა...როგორ შევიკავე თავი არ ვიცი. საყელოში რო მოვკიდე ხელი, მერე მოვედი აზრზე და დავმშვიდდი...ღმერთის წყალობით რადგან ყველაფერი მშვიდობით დასრულდა რაღას დავეძებ... ოხ თქვენ არ იცით რა ტრიალებს ეხლა ჩემს გულში, არ ვიცი სიმწრისგან ვიტირო, სიხარულისგან ვიბღავლო თუ დავთვრე და გავითიშო. ასე ადამიანებზე თამაში შეიძლება? არ ვიცი ამ თემას აქ რა უნდა, მარა როდისმე ვინმე მიხედავს ამ უთავბოლო ექიმებს? ამ ფულის საკეთებელ ცეხებს?და გამაგებინეთ რისი ღირსია ასეთი ექიმი ან ასეთი ადამიანი საერთოდ? უღრმესი ბოდიში პირადი პრობლემებით თავი რომ შეგაწყინეთ...უბრალოდ ეხლა არავინ არ მინდა, არც მეგობრები, არც მშობლები, გამოშიგნული ვარ და სადმე უნდა ამომეხეთქა... Edited July 28, 2009 by ozzyka Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 analgin მართლა გულით მიხარია,რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.ძალიან უსუსური ხდები ადამიანი მაგ დროს,როცა ვერ ეხმარები შენს საყვარელ ადამიანს. ღმერთი თქვენსკენ და ქორწილი არ გამოგვაპარო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Goddess Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 analgin მესმის შენი პათოსი. საკუთარ ტყავზე მაქვს ყოველივე გამოცდილი. თუ გინდა რჩევებს PM-ში მოგცემ. მომწერე აუცილებლად.ეს თემა კი გადადის ჯენერალში. პოლიტიკასთან არსებით კავშირს ვერ ვხედავ. დახურვა კი არ მინდა, აქტუალური თემაა ბოლო ბოლო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 analgin :2kiss: მადლობა უფალს ყველაფერი კარგად გაქვს.ამ ექიმების ხელში ჩემი ჯტერი ჩავარდა, არანაირი კონტროლი მაგათზე არ არსებობს - უსწავლელი იდიოტები არიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted July 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 lasha1997 Goddess kisa ძალიან დიდი მადლობა ყველას ადამიანებო :2kiss: აი, სერიოზულად ცუდად ვარ რა...ეს რა მიქნეს...ადამიანად აღარ ვვარგივარ იმენა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MR:RAZIEL Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 მასეთ ახვრებს უნდა უჩივლო და ტრუსიკისამარა უნდა დატოვო იმხელა ჯარიმა უნდა დააკისრო ან საერთოდაც ციხეა მაგათთვის ზედგამოჭრილიასეთი დევილი ექიმები მაინც საიდან მოდიანერთიორი ისეთI ამბავი მაქ კიდე გაგონილი ნაღდად სიკვდილი ჯობია მგონი საავადმყოფოშI დაწვენასკინაღამ გავგიჭდი როცა მომიყვნენ ექიმს პინცეტი რო დარჩა ქალის მუცელში და ისე ამოუკერიარათქმაუნდა ქალი გარდაიცვალა იმ გოგოს დედამ არ უჩივლა ექიმს (მე თუ მკითხავთ იმ ექიმის ადგილას მგონი ჯობდა მისთვის რო ეჩივლათ) ესაა რა რო აწყობდნენ მამიკოები შვილიკოებს ფულებით ინსტიტუტში და ისევ ნაცნობიბით სამსახურში ეგაა არაფროფესიონალებითაა სავსე საავადმყოფოებივინც კი მაგარი და კარგი ექიმი იყო უმეტესობა საზღვარგარეთაა წასული მოკლედ ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს თორე ნაღდად არაფერი არ გვეშველება ჩვენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 analgin არ ვიცი ამ თემას აქ რა უნდა, მარა როდისმე ვინმე მიხედავს ამ უთავბოლო ექიმებს? ამ ფულის საკეთებელ ცეხებს?და გამაგებინეთ რისი ღირსია ასეთი ექიმი ან ასეთი ადამიანი საერთოდ?მხოლოდ ექიმები რომ იყოს პრობლემა რა გვიჭირს. კვალიფიციური კადრების სერიოზული დეფიციტია ქვეყანაში. "უცხოელებს, რომლებიც აქ აწარმოებენ ან აშენებენ რამეს, თავისი კადრები რატომ ჩამოჰყავთ, ადგილობრივი დაასაქმონო" რომ იძახიან, ვერ ქაჩავს ის ადგილობრივი კადრი ვერაფერში. იმ კორუმპირებული "განათლების სისტემის" შედეგია ეგ მავანთ რომ ძალიან მოსწონდათ და რომ ყიყინებენ "განათლების სისტემას გვინგრევენო". არადა ძალიანაც რომ გინდოდეს დანგრევა, ვეღარ დაანგრევ. დანგრეულია უკვე კაი ხანია. P.S. analgin გილოცავ მაგ ამბავის მშვიდობიანად დამთავრებას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
jood Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 მგონი ეს ტემა პოლიტიკასი უნდა იყოს პოლიტიკური ამბავია გარკვეულწილად ასეტ დეგენრატობას რო აკეტებენ საერტოდაც რამდენი პაციენტი მოუკლავტ ეგრე!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted July 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 (edited) P.S. analgin გილოცავ მაგ ამბავის მშვიდობიანად დამთავრებას გაიხარე, ძალიან დიდი მადლობა Edited July 28, 2009 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
jood Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 ისე 18-19 წლის გოგოს რა მოუვიდა ეგეტი რა ქნა რო საკვერცხეების ანტება გაქო უტხრეს :შ ტააავს უნდა გაუფრტხილდეს მიტუმეტეს ამ ასაკსი ტანაც ტუ ყველაფერი მოგვარდა მსვენიერია მარა მაინც ყურადგებაა საცჰირო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Goddess Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 analgin კარგი და სანდო გინეკოლოგი სერიოზულად პრობელემა.. გინეკოლოგიური დაავადებები ისეთია, რომ თავისუფლად შეუძლიათ გიმკურნალონ არარსებულ დაავადებებზე... ამიტომ, მნიშვნელოვანია სანდო, პატიოსანი და პროფესიონალი გინეკოლოგის მონახვა... ქალისთვის კი, გინეკოლოგი მოძღვარის პონტშია ისე, კისტაზე ონკოლოგთან რატომ გაგიშვეს? რაზე დაგაფეთეს. ... კისტა ისეთი პონტია, ლამის 60% ქალებისას ან აქვს ან ქონია. უმეტესად, თუ დროულად მიუსწარი, მხოლოდ მკურნალობაა საჭირო და ოპერაციის შემთხვევაშიც საკმაოდ მარტივი და არც თუ ისე ძვირი ოპერაციაა.. ნამეტანი შარლატანებში მოხვედრილხარ. მიხარია, რომ დროულად გაარკვიეთ სიმართლე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted July 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 Goddess არ ვიცი რა... რო დავლაგდები მორალურად, ფსიქოლოგიურად, ფინანსურად, მერე დავილაპარაკოთ და კიდევ ერთხელ უუუდიდესი მადლობა :2kiss: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Elibo Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 analgin საღოლ, მე ვერ მოვითმენდი მაგდენს, გადავუყირავები დედიმისისას, კაბინეტს არ გავუტოვებდი ცოცხალს... ისე ძალიან კარგია რომ მშვიდობით მორჩა ყველაფერი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ozzyka Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 სამწუხარო ფაქტია. ეგეთი არაპროფესიონალების გამო ბევრი უსიამოვნო ფაქტი მომხდარა საქართველოში.გილოცავ რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა analgin იმედია ყველაფერი ძალიან მალე უკეთესად იქნება. რაც შეეხევა პრობლემას ალბათ აუცილებელია საქართველოში მომუშავე ექიმების პროფესიონალიზმის გადამოწმება. რა ხერხებით სამწუხაროდ ამაში ვერ ვერკვევი. პ.ს. თქვენის ნებართვის გინებებს წავშლი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 ნელნელა მაგარმ შეუჩერებლად გრძელდება დაღმასვა :resent: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.