lasha1997 Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 ყველაფრის უბედურება არის,სხვაზე ზემოდან ყურება და იმის ილუზია,რომ ჩვენსნაირი ერი დუნიაზე არ არსებობს.ვართ ბაქია ერი და საქმე საქმეზე რომ დგება,ვისვრით ხოლმე.რუსეთის დრო იყო და უძვრებოდით,დღეს არის და ამიერიკას ვუძვრებით.გასაგებია,რომ პატარა ერი ვართ,მაგრამ თავმოყვარეობა საერთოდ არ გაგვაჩნია? ერთმანეთის ჭამა იცოცხლე,მაგარი ვიცით. პ.ს. სატრაბახო,მხოლოდ აღმაშენებელის პერიოდი გვაქვს. აბა რაში მეთანხმებით და რაში არა იუზერებო? ლიცი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kontr-agent 007 Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 მაგაზე პასუხი ყველაზე უკეთესად სანდრო კარიძემ გასცა: გათითოკაცებული და საშოვარს გადაგებული, ფუნქციადაკარგული ერი ვართ ! სამწუხაროდ მას მერე რეალობა არ შეცვლილა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 kontr-agent 007 დათა თუთაშხია მაგარი წიგნია.ზუსტად ასახავს ვინცა ვართ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 (edited) ყველას გაქვთ წაკითხული და ამაზე ზუსტი პასუხი აგერ უკვე თითქმის სრული 140 წელი გავიდა და ვერავინ გასცა: ილია ჭავჭავაძე ბედნიერი ერი ჩვენისთანა ბედნიერიგანა არის სადმე ერი?მძიმე ყალნით,ლამაზ ფალნითმორთული და მშვენიერი;უწყინარი,უჩივარი,ქედდრეკილი, მადლიერი;უშფოთველი,ქვემძრომელი,რიგიანი, წესიერი;ყოვლად მთმენი,ვით ჯორ-ცხენი,ნახედნი და ღონიერი. ჩვენისთანა ბედნიერიგანა არის სადმე ერი?!ყველა უნჯი,ყველა მუნჯი,გულჩვილი და ლმობიერი;თვალაბმული,თავაკრული,პირს ლაგამი ზომიერი;ყველა ყრუი,ყველა ცრუი,ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;მცირე, დიდი -ყველა ფლიდი,ცუღლუტი და მანკიერი. ჩვენისთანა ბედნიერიგანა არის სადმე ერი?!მტვერწაყრილი,თავდახრილი,ყოვლად უქმი, უდიერი;უზღუდონი,გზამრუდონი,არგამტანი და ცბიერი;მტრის არმცნობი,მოყვრის მგმობი,გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;არრის მქონე,არრის მცოდნე,უზრუნველი და მშიერი. ჩვენისთანა ბედნიერიკიდევ არის სადმე ერი? 1871 Edited July 28, 2009 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
სანდროია Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 (edited) http://forum.ge/?f=29&showtopic=33995679 აგერ და გადაიკითხეთ უი აქაც ყოფილა გახსნილი კოპიო ხო აგერ კიდევ თემა სადაც კომენტარებია მხეციhttp://forum.ge/?f=29&showtopic=33995668 Edited July 28, 2009 by სანდროია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 analgin ილია ჭავჭავაძე ბედნიერი ერი ისე არ უნდა გვეღირსოს იმისთანა კაცი,რომელსაც ილიასავით ეყვარება ქვეყანა? მაგისთანები ზემოთ ვერ ხვდებიან არა? ამისთანა მენტალიტეტის პატრონი ხალხი, არაფრის ღირსნი არა ვართ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kote-1962 Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 lasha1997 ყველაფრის უბედურება არის,სხვაზე ზემოდან ყურება და იმის ილუზია,რომ ჩვენსნაირი ერი დუნიაზე არ არსებობს.ვართ ბაქია ერი და საქმე საქმეზე რომ დგება,ვისვრით ხოლმე.რუსეთის დრო იყო და უძვრებოდით,დღეს არის და ამიერიკას ვუძვრებით.გასაგებია,რომ პატარა ერი ვართ,მაგრამ თავმოყვარეობა საერთოდ არ გაგვაჩნია? ერთმანეთის ჭამა იცოცხლე,მაგარი ვიცით. :yes2: სამწუხაროდ ასეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 ილუზიებში გაზრდილი ერი ვართ - უშიშნი ვითარცა უხორცონი, თავდადებულნი, გმირები... არადა, ყველაზე მეტად კაკლის ძირში წოლა გვიყვარს და იმით ტკბობა, თუ როგორ აკეთებენ ჩვენ საქმეს სხვები... ყველამე მეფე ტახტზე ღალატით და სხვისი თვალების დათხრით ადიოდა....ყველაზე მეტი მოღალატეც და გამცემიც ჩვენ გვყავდა.. ვიღაცეები ფულებს გვაძელევენ, რომ ფეხზე დავდგეთ.. ამ ფულებით ისევ ჩვენმა "რამდენიმემ" კუჭები დაიძღო და ახლა იმ ფულის მომცემებს ვლანძღავთ...... სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში მარტო მთებია სუფთა და მთის მდინარე.... ხალხი კი ყოველთვის კაციჭამია იყო, ერთმანეთის მოქიშპე, მოძულე .. ყოველთვის ასე იყო - სპარსეთის დროსაც, ბიზანტიის დროსაც, რუსეთის დროსაც და ამერიკის დროსაც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 ილუზიებში გაზრდილი ერი ვართ - უშიშნი ვითარცა უხორცონი, თავდადებულნი, გმირები... არადა, ყველაზე მეტად კაკლის ძირში წოლა გვიყვარს და იმით ტკბობა, თუ როგორ აკეთებენ ჩვენ საქმეს სხვები... ყველამე მეფე ტახტზე ღალატით და სხვისი თვალების დათხრით ადიოდა....ყველაზე მეტი მოღალატეც და გამცემიც ჩვენ გვყავდა.. ვიღაცეები ფულებს გვაძელევენ, რომ ფეხზე დავდგეთ.. ამ ფულებით ისევ ჩვენმა "რამდენიმემ" კუჭები დაიძღო და ახლა იმ ფულის მომცემებს ვლანძღავთ...... სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში მარტო მთებია სუფთა და მთის მდინარე.... ხალხი კი ყოველთვის კაციჭამია იყო, ერთმანეთის მოქიშპე, მოძულე .. ყოველთვის ასე იყო - სპარსეთის დროსაც, ბიზანტიის დროსაც, რუსეთის დროსაც და ამერიკის დროსაც კი მართალი ხარ,მაგრამ რას აკეთებ ამის გამოსასწორებლად პირადად შენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 lasha1997 კი მართალი ხარ,მაგრამ რას აკეთებ ამის გამოსასწორებლად პირადად შენ?დოსტოევსკისა არ იყოს - "ვიდავლივაეტ იზ სებია რაბა პო კაპლე" ჯერ უნდა გაითავისოს ადამიანმა აზრი, რომ რაღაც შესაცვლელი აქ ცნობიერებაში და შემდეგ იმოქმედოს - გამოგვივა რო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 kisa ჯერ უნდა გაითავისოს ადამიანმა აზრი, რომ რაღაც შესაცვლელი აქ ცნობიერებაში და შემდეგ იმოქმედოს - გამოგვივა რო? თუ პატიოსანი გონებით გაიაზრე, აუცილებლად გამოგივა(გამოგვივა) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 lasha1997 გონებითეჰ! ვინ იწუხებს ამით თავს ჩენოlasha1997 ?ქალამანა -ფოსტალას დონეზეა დასული საზოგადოება რა შეჭამოს, რა დალიოს, რა ჩაიცვას და რით გაერთოს - გული მწყდება პიროვნული ფასეულობები ფა-ფუ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 kisa ეჰ! ვინ იწუხებს ამით თავს ჩენო მე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 არაფერი ისეთი.ერთი ჩვეულებრივი ერი.თავის ნაკლებით და დადებითი თვისებებით...სამწუხაროდ უკანასკნელი 100 წელი ნელ ნელა გაღრწნის პროცესი მიმდინარეობს.არანაირი ფასეულობა რომელიც ჩვენ გამოგვასწორებდა და გვიშველიდა არ ინერგება.ასე რომ...ალბათ მალე გავქრებით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 კი მართალი ხარ,მაგრამ რას აკეთებ ამის გამოსასწორებლად პირადად შენ? ვცდილობ ყოველი შემთხვევისთვის... ცვდილობ გონება გავითავისუფლო, არ დავბინძურდე და ადამიანებსაც მართლად გარკვევის საშუალება მივცე... ხოლო, გამომდის თუ არ გამომდის... აი ეგ, ჯერ არ ვიცი :sorry: :sorry: :sorry: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.