PIPITO Posted July 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2009 http://i056.radikal.ru/0907/6b/d62bbcf6fc25.jpgმე-20 საუკუნის ყველაზე მასშტაბური ძარცვა "კრანახის მაჭანკალი" აღმოჩნდა, რომ იმ უამრავი ყაჩაღობიდან, რაც ჩვენს ქვეყანაში მომხდარა, ყველაზე ძვირადღირებული იყო საქართველოს ხელოვნების მუზეუმიდან 1994 წელს ლუკას კრანახის "მაჭანკალის" გატაცება, რომელიც 40 მილიონადაა შეფასებული. მასშტაბურობაში მას მხოლოდ 1907 წელს თბილისში, ერევანსკის მოედანზე გაძარცვული ბანკი თუ შეედრებოდა. თუ გავიხსენებთ, ეს ძარცვა სტალინის ხელმძღვანელობით განხორციელდა და მასში მონაწილეობას ცნობილი სომეხი კომუნისტი კამოც იღებდა."მაჭანკალი" საქართველოში სავარაუდოდ დიდი მთავრის გიორგი რომანოვის წყალობით აღმოჩნდა. დასტურდება არსებობა მისი ლიკანის რეზიდენციაში. 1920 წლამდე კი იგი კერძო კოლექციონერ ყორღანოვს ჰქონდა, რომლისგანაც შეიძინა ცნობილმა მხატვარმა და მეცენატმა დიმიტრი შევარდნაძემ და თავის მიერ დაარსებულ ცისფერ გალერეაში დაკიდა. 1921 წელს ნახატი საქართველოს საგანძურის ნუსხაში მოხვდა და მენშევიკურმა მთავრობამ ემიგრაციაში წაიღო, სადაც ექვთიმე თაყაიშვილი ერტგულად იცავდა. ცნობილია ისიც, როგორ ცდილობდნენ მის ხელში ჩაგდებას ფაშისტები. 1946 წელს ქართულ საგანძურთან ერთად "მაჭანკალიც" დაუბრუნდა საქართველოს და 1994 წლამდე ხელოვნების მუზეუმში იყო გამოფენილი.ლუკას კრანახი მე-16 საუკუნის ფერმწერია და ჩრდილოეთის რენესანსის საუკეთესო წარმომადგენელი. მსოფლიოს ნებისმიერი მუზეუმი დიდ პატივად და პრესიჟად თვლის თავის კოლექციაში კრანახის ნახატის ქონას. პოსტსაბჭოთა სივრცეში მისი ნახატები დაცულია "ერმიტაჟში", მოსკოვში და ერთი მათგანი არსებობს საქართველოშიც. კრანახი პირველ რიგში პორტრეტისტია, აქვს მითოლოგიურ სიუჟეტებზე შექმნილი ნახატებიც და ცნობილია იმით, რომ ხატავდა ხის დაფებზე. "მაჭანკალი" რამდენიმე ფიცრისაგან შეკრულ დაფაზეა შესრულებული და მისი თავისებურება ისაა, რომ სამი პერსონაჟისაგან შემდგარი კომპოზიციაა: ახალგაზრდა მამაკაცი ფულით სავსე ქისას აწვდის საზიზღარი გარეგნობის დედაბერს, მაჭანკალს, რომ დააქორწინოს აქვე მდგომ მშვენიერ ქალიშვლზე. შტამბეჭდავია მაჭანკლის სახე, რომლის ცბიერი გამომეტყველება იმდენად უარყოფით აურას ატარებს, რომ მაგიურად მოქმედებს მხილველზე. როდესაც ხელოვნებათმცოდნენი ამ ნახატზე საუბრობენ, აღნიშნავენ, რომ მას მაგიური ძალა აქვს, თუმცა კი, არა მხოლოდ კრანახის მხატვრობას, ასეთ მნიშვნელოვან ნახატებს ყოველთვის ახლვს ხოლმე რაღაც მაგია და ვინც მათ ხელში ჩაგდებას მოინდომებს, ამ ავანტიურას აუცილებლად შეეწირებაო.მე პირადად ძაან მომწონს ეს ნამუშევარი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted July 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2009 PIPITO უძლიერესი სურათია ემოცია ჩანს ძალიან მაგრად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 არ მიყვარს ეგეთი ნახატები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
BOO Posted July 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2009 არ მიყვარს კრანახი, არვიცი რატომ , რაღაც არასასიამოვნო ემოცია მოაქვს ჩემთვის. არც მისი მადონები მიყვარს და საერთოდ , არაჩემი ფერმწერია :sorry: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2009 BOO არ მიყვარს კრანახი, არვიცი რატომ , რაღაც არასასიამოვნო ემოცია მოაქვს ჩემთვის. არც მისი მადონები მიყვარს და საერთოდ , არაჩემი ფერმწერიაზუსტად მაგის თქმა მინდოდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mrs.Brigante Posted November 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2009 ძალიან მაგარი ნახატია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.