lasha_alo Posted July 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2009 (edited) http://fazanda.wordpress.com/2009/07/11/cultmatr/ჰარი პოტერის ბლოგიდან. ობიექტური შეფასებაა. კულტურის სამინისტრო და პრეზიდენტი გამოსულან ინიციატივით, რომ ყველა ფილმი გავიდეს ორიგინალში და თან ერთვოდეს ქართული სუბ-ტიტრები. ეს ინიციატივა რითია გამოწვეული ყველამ კარგად ვიცით. მოკლედ რუსული აგრესიის მერე კინოთეატრებმა და ტელევიზიებმა პრინციპულად სთქვეს უარი ფილმების რუსულად გაშვებაზე და ქართულად გახმოვანება დაიწყს (მგონი მხოლოდ მაესტრო უშვებს რუსულად დუბლირებულ ფილმებს). დუბლირების ხარისხი როგორც შინაარსობრივი ასევე ტექნიკური ძალიან დაბალი იყო რამდენადაც მე ვიცი. იქვე კრეატივის ზეიმიც გამართეს – როგორც მოგეხსენებათ რადიო 105 ძველი ”სასტავის” რამდენიმე წარმომადგენელი ასეთი დუბლირებითაა დაკავებული, ჩვენ გვახსოვს მათი ”ფორმულა 51,” ”ევრო-ტური,” და ა.შ. ბოლო ასეტი პროექტი პიქსარის ”UP” იყო, რომლის გახმოვანებაც იყო აბსულუტური კრახი! ჰოდა, რამდენადაც ვიცი ამ პროექტზე ძალიან ბევრი ადამიანი არ მივიდა, ყველა ვინც პიქსარს და მის ნამუშევრებს უყურებს როგორც ხელოვნებას და არა როგორც ”ტომიდაჯერის” და ”ნუკაბაძის” გაწბილებულები დარჩნენ. შესაბამისად პროექტი კომერციულად ჩავარდა. ცუდად გახმოვანებული სხვა ფილმებიც ასევე გახდა იმის მიზეზი, რომ მაყურებელმა კინოთეატრებში სიარული შეწყვიტა, ამიტომ გადაწყდა ფილმების ისევ რუსული დუბლირებით გაშვება. ასე გაცილებით ადვილია – უფრო იაფი ჯდება, პასუხისმგებლობაც ნაკლებია. კინომოყვარულთა უმრავლესობას ეს გადაწყვეტილება გაუხარდა, ვერც გაამტყუნებ პრინციპში. როცა ფილმის ყურება გინდა და მუსიკა და ხმოვანი ეფეხტები არ ისმის საერთოდ, თან კრეტინულადაა ნათარგმნი სხვა რა უნდა ქნა? ან რუსულად (ამ შემთხვევაში ეს უკეთეს ხარისხს ნიშნავს) უყურო ან საერთოდ სახლში დარჩე და DVD ვერსიის გამოსვლას დაელოდო. მაყურებლისგან განსხვავებით ეს გადაწყვეტილება არ მოეწონა ხელისუფლებას. პირდაპირ რუსული დუბლირება ვერ აკრძალეს – შოვინიზმში ჩამოართმევდათ ბევრი ადამიანი (აი ისინი საქართველოს რომ იცავენ). ამიტომ ზოგადად დუბლირება აკრძალეს და ხალხი დაავალდებულეს ასე უყურონ ფილმებს, სუბტიტრებით. არადა რა საჭირო იყო ამისთანა მარაზმი საერთოდ ვერ ვხვდები. ტელევიზიებთან დაკავშირებით რა ხდება არ ვიცი, როგორც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან ეს ვალდებულება სერიალებს არ შეეხება – აქვე ჩნდება კითხვა სერიალებში მარტო სამხრეთ ამერიკული სერიალები იგულისმხება თუ ამერიკული ტელე შოუებიც (”დაკარგულები,” ”გაქცევა,” ”24” და ა.შ.). თუ ტელევიზიებს ფილმების გაშვებას ორიგინალში დაავალდებულებენ, საერთოდ გაუგებარი იქნება – რადგან რამდენიმე წლიანი გამოციდლება, რომელიც რუსთავი 2-ს და იმედს დაუგროვდათ უკვე სახეზეა და ხარისხი ნორმალურია. ადრე იმისთანა მარტგალიტებს ისროდა ორივე ტელევიზია თმები ყალყზე მიდგებოდა. მაგალითად რუსთავის მიერ ნაშობი ჩემი ყველაზე საყვარელი მარგალიტი: ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი, ჰარი ესაუბრება ტომ რიდლის დღიურს: - Can you tell me something about chamber of secrets? – შეგიძლია რამე მიამბო საიდუმლო ოთახის შესახებ? - No, but I can show you. – არა, მაგრამ მე შემიძლია გაჩვენო. ”ერორის” თარგმანი: არა, მაგრამ მე შენ გხედავ! (მსახიობის დრამატული ტონი). ხელისუფლებამ ეს ინიციტივა ხალხზე ზრუნვით ახსნა. როგორც ”ინტერპრეს ნიუსი” იუწყება დავით ბაქრაძეს პარლანეტის სხდომაზე ინიციატივის გამართლება უცდია: პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ სცადა, ოპოზიციონერი კოლეგებს აუხსნა, რომ ფილმების ორიგინალში ნახვა სიამოვნებაა და მოუწოდა აღნიშნული კანონპროექტის გამო ტრაგედია არ შექმნან. რამდენად აბსურდია ეს განმარტებას არ საჭიროებს მგონი. ეს კაცი და ნუ საერთოდ მთელი პარლამენტი ქვევრის შთაბეჭდილებას ტოვებს, აი რასაც ჩასძახებ იმას რომ ამოგძახებს. ან კიდე მაუგლიში რომაა ტურა, შერხანის შნირი ”а мы на север поидем.” არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელსაც უყვართ ფილმების სუბტიტრებით ყურება და ეს დისკომფორტს არ უქმნით. მაგრამ ვართ ისეთებიც, რომლებიც ვერ ვეგუებით ამ სუბტიტრებს. მხედველობასთან გვაქვს პრობლემები, ან კიდევ დაღლილ ადამიანს, რომელსაც მთელი დღე მუშაობა უწევს საბუთებში და კომპიუტერსი კირკიტი და თვალები დაძაბული აქვს, საშინელ დისკომფორტს შეუქმნის ეს კამპანია – რომელიც თურმე ესთეთიური სილამაზისთვის წამოიწყო ხელისუფლებამ. როგორც ზემოთ გამოვთქვი აზრი, ეს ყველაფერი რუსული დუბლირების გასანეიტრალებლად ხდება ალბათ. ამ საკითხის მოგვარება კი უფრო მარტივად და რაციონალურად შეიძლებოდა. მაგალითად, დაეკანონებინათ ქართულად დუბლირება და აეკრძალათ სხვა ენაზე (ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე) გახმოვანებული ფილმების გაშვება (ორიგინალის გამოკლებით), ამ შემთხვევაში თავისუფლების ხარისხი მაინც მაღალია; კონკრეტული კომპანია თავად გადაწყვეტს როგორ უნდა გაუშვას ფილმი, ორიგინალში + სუბ ტიტრები, თუ ქართულად დუბლირებული. აქვე უმცირესობებსაც მივხედავდით – კინოთეატრებისთვის სავალდებულო იქნებოდა ფილმების რუსულ ენაზე გაშვება, ვთქვათ კვირაში ერთხელ, ერთი ან ორი სეანსი – ამით რუსულ ენოვან (რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები) მაყურებელსაც მოიზიდავდნენ. ამ ვალდებულების გამო კინო ბიზნესში ჩართული კომპანიები იძულებულები იქნებოდნენ ხარისხიანი პროდუქცია შეექმნათ და მაყურებელი დაეკმაყოფილებინათ. მოკლედ სახეზეა მეტად დებილური და მიფუჩეჩებული გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა უპრაგონოდ ეთანხმება ამ ქვეყანაში. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მიჩნდება, რომ ამ ხალხს საკუთარი აზრის ქონის უნარი დაკარგული აქვს. განსაკუთრებით ხელისუფლების აპოლოგოეტებს ვგულისხმობ… პრინციპში არც ოპოზიციის აპოლოგეტები ჩამოუვარდებიან… მოკლედ აი ასეთ უმნიშვნელო რამეებში სჩანს ჩვენი საზოგადოების სიჯანსაღე; შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ვაზვიადებ, მაგრამ at least მე ჩემი საკუთარი აზრი მაინც მაქვს. Edited July 27, 2009 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2009 - Can you tell me something about chamber of secrets? – შეგიძლია რამე მიამბო საიდუმლო ოთახის შესახებ? - No, but I can show you. – არა, მაგრამ მე შემიძლია გაჩვენო. ”ერორის” თარგმანი: არა, მაგრამ მე შენ გხედავ! (მსახიობის დრამატული ტონი). ხელისუფლებამ ეს ინიციტივა ხალხზე ზრუნვით ახსნა. როგორც ”ინტერპრეს ნიუსი” იუწყება დავით ბაქრაძეს პარლანეტის სხდომაზე ინიციატივის გამართლება უცდია: პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ სცადა, ოპოზიციონერი კოლეგებს აუხსნა, რომ ფილმების ორიგინალში ნახვა სიამოვნებაა და მოუწოდა აღნიშნული კანონპროექტის გამო ტრაგედია არ შექმნან. რამდენად აბსურდია ეს განმარტებას არ საჭიროებს მგონი. ეს კაცი და ნუ საერთოდ მთელი პარლამენტი ქვევრის შთაბეჭდილებას ტოვებს, აი რასაც ჩასძახებ იმას რომ ამოგძახებს. ან კიდე მაუგლიში რომაა ტურა, შერხანის შნირი ”а мы на север поидем.” +100000 :yes2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kontr-agent 007 Posted July 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2009 ხელისუფლებამ ეს ინიციტივა ხალხზე ზრუნვით ახსნა.პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ სცადა, ოპოზიციონერი კოლეგებს აუხსნა, რომ ფილმების ორიგინალში ნახვა სიამოვნებააისემც მაგათ მო....დედის ვალტორნა!!!!ნუუუ ახლააა.... გალსტუკიანი ხვლიკი და ხალხის ბედზე მჭმუნვარე მაგდა რომ "ისიამოვნებენ" გასაგებია, მაგრამ ჩემმა 75 წლის მეზობელმა რაღა ქნას, ლექსიკონით უყუროს ფილმს?! ესენი სერიოზულად ხელცქვიტობენ ბოოოზიიიიშ!!!!! :ndzreva: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted July 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2009 და საერთოდ რა არის ცუდი იმაში, თუ ქართველ ადამიანს რუსული ენა ეცოდინება? რაც შეეხება ინგლისურ ენას. მართლაც საჭიროა მისი ჩანერგვა საზოგადოებაში. მაგრამ ცოტა უფრო აზრიანად. ჯერ ერთი ამ ფილებს უფროსი თაობის ხალხიც უყურებს, ვინც თავის ასაკში ინგლისურს ვეღარ ისწავლის. მეორეც, ახალგაზრდობის უდიდესს ნაწილსაც არ ესმის ინგლისური და თუ მას ძალით აყურებინებ ქართულსუბტიტრებიან ფილმს ინგლისურ ენაზე, ამ გზით ის ენას ვერ ისწავლის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2009 იდიოტები რიან ... ალბათ ავადმყოფირ ტვინებში იფიქრეს რომ რაც მეტად დატვირთავენ ტელევიზიო ეთერს ინგლისურით მით უფრო მეტი ადამიანი ისწავლის მაგ ენას .. ფარჩაკები არიან რა უნდა თქვა .. არანაირი რაციონალური გამართლება მაგ შიზოიდიზმს არ აქვს ... ვინც ინგლისური არ იცის თვალები დაითხაროს სუბტიტრების კითხვით? აწი რომანს წაიკითხავს რამეს ბლინ : ))) ტფუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2009 lasha_alo სუბტიტრული იდიოტიზმი მოხუცებმა და ბავშვებმა რა უნდა ქნან? ადრე იყო და რუსეთისგან აკოპირებდნენ ყველაფერს.ეხლა არის და დასავლეთისგან.გამოდის რომ საკუთარი არაფერი არ გაგვაჩნია და დაუნები ვართ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Elibo Posted July 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2009 მაგარი ცუდი პონტია, კინოს ვერც უყურებ ნორმალურად, სულ კითხვაში უნდა იყო დაძაბული, ყველა კინო ინგლისურენოვანი ხომ არა???თვითონ როგორ უყურებან ნეტა ჩინურ კინოებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2009 სუბტიტრული იდიოტიზმიდა თანაც ჩერესჩურ მაგარი იდიოტობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2009 და ვინც რუსული არ იცის??? "რა თქვა, რა თქვას" კითხვას, არ ჯობია სუბტიტრი წაიკითხოს?? საქარტველოში ინგლისური ფილმები რატომ უნდა იყოს რუსულად ნათარგმნი?? ან სუბტიტრი იყოს.... ან ქართული პროფესიონალური თარგმანი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2009 machkatela ან ქართული პროფესიონალური თარგმანი... ესე უნდა იყოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2009 machkatela და ვინც რუსული არ იცის??? "რა თქვა, რა თქვას" კითხვას, არ ჯობია სუბტიტრი წაიკითხოს?? საქარტველოში ინგლისური ფილმები რატომ უნდა იყოს რუსულად ნათარგმნი??და თავისუფალი არჩევანი რომ იყოს და ბაზარმა განსაზღვროს?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2009 machkatela და თავისუფალი არჩევანი რომ იყოს და ბაზარმა განსაზღვროს?! არა, ამასობაში ისინი იჩაგრებიან, ვინც რუსული არ იცის... მაგრამ.. ბაზარმა როგორ უნდა განსაზღვროს???? ვერ მივხვდი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted July 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2009 machkatela და ვინც რუსული არ იცის??? "რა თქვა, რა თქვას" კითხვას, არ ჯობია სუბტიტრი წაიკითხოს?? საქარტველოში ინგლისური ფილმები რატომ უნდა იყოს რუსულად ნათარგმნი??იმდენი რუსული საქართველოში ყველამ იცის, ფილმიშ სინაარსი რომ გაიგოს. აი ინგლისური კი ძალიან ცოტა ვინმეს თუ ესმის. ბაზარმა როგორ უნდა განსაზღვროს????როგორ უნდა განსაზღვროს და აქამდე არავისგან არ მსმენია, "კინოში იმიტომ არ დავდივარ, რომ რუსული არ მესმის". ქართულ თარგმანთან როგორც თემის ავტორმა აღნიშნა პრობლემა წარმოშობილა. ინგლისური კი თბილისის 95%-ს არ ესმის იმ დონეზე, რომ კინოს ყურება შეძლოს. ასე რომ ბაზარი განსაზღვრავს იმას, რომ დღესდღეობით კინოთეატრისთვის ყველაზე მომგებიანია რუსულად თარგმნილი კინოს ჩვენება. და ვიღაცის შოვინისტური აზრების გამო ამ ბაზარს შეიძლება სერიოზული ზიანი მიადგეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.