Jump to content
Planeta.Ge

ჩვენი ბიზნესი და შემოთავაზებები


Recommended Posts

რადგან თემა დამიხურეს აქ ვიტყვი, რომ ჩემი ნათესავი ყაზბეგში წურავს ქაცვის წვენს და მერე აქ ჩამოქვს და ყიდის. ძალიან შემეცოდა, რადგან გადამყიდველებთან უწევს ხვეწნა და სირბილი. ამიტომ შევთავაზე, რომ ინტერნეტში გავუყიდდი. მეზობელ ფორუმზე უკვე 24 ლიტრა გაეყიდა. აქაც თუ გამოჩნდებიან მსურველები დამიპიემეთ. მაგარი რამეა ისე. ქაცვის წვენი ინიშნება ავიტამინოზის დროს, მაღალი წნევებისას და გულსისხლძარღვთა დაავადებებისას. მოხეურ ფანტას ეძახიან ხუმრობით. იმიტომ რომ გემოთი წააგავს :eshmak:

ეხლა რგორ მზადდება - ქაცვის ნაყოფს წურავენ, ბოთლებში ასხამენ და ბნელ და მშრალ ადგილას ინახავენ. მერე შეურევენ ერთ ლიტრა წვენზე სამ კილო შაქარს და გადნობამდე ურევენ. შესაძლოა ამას რამოდენიმე დღე დასჭირდეს. დადგამთ და ხანდახან დღეში სამი-ოთხჯერ მოურევთ. როცა გადნება მერე ჭიქაში როგორც შაქარს, ისეთივე დოზებით ჩაასხამთ, მერე დაასხამთ გინდა ცივ გინდა ადუღებულ წყალს და მიირთმევთ :)) თუ გინდათ დამიპიემეთ. თქვენც გაჯანსაღდებით და ჩემი ნათესავიც მიიღებს ფულს. ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება. :D

პ.ს. სხვათაშორის 6-7 ლარი ღირს ბაზარზე ეს წვენი. ჩემს ნათესავს კი შეუძლია 5 ლარად მოგცეთ :) ის წაგებული არ რჩება, რადგან გადამყიდველებსაც ამ ფასად აძლევს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...