Jump to content
Planeta.Ge

I არხი უგულავამ დაითრია?!


Recommended Posts

პრეზიდენტმა პარლამენტს დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამ ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებელი კანდიდატურები წარუდგინა.

 

თითოეულ ვაკანტურ ადგილზე სამ-სამი კანდიდიტურაა წარდგენილი. კერძოდ, პირველ ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს არჩევანის გაკეთება დავით კანდელაკს, ია ჩაგუნავას და დავით ცინცაძეს შორის მოუწევს. მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილნი არიან დავით აფრასიძე, ირაკლი ტაბლიაშვილი და ვლადიმერ ძაგანია, მესამეზე კი ვალერიან დადიანიძე, ზურაბ დავითაშვილი და ნოდარ მალაზონია.

 

აღნიშნულ კანდიდატრებს დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “თვალის ერთი გადავლებით”, კანდიდატურებში ნახევარზე მეტი მერიის თანამშრომლები არიან ჟურნალისტური პრაქტიკის და გამოცდილების მქონე ადამიანების ნაცვლად.

 

“საინტერესოა, საზოგადოებრივი მაიწყებლის სამეურვეო საბჭოს ვაკომპლექტებთ თუ მერიის” – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყოველ შემთხვევაში, რუსთავის და იმედის კონტროლიდან ჩამოაჩოჩეს და ალბათ საზმაუწყი მისცეს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე, გიგი უგულავა მერე საზმაუწყის დირექტორი ხო არ იქნება ნეტა??? მერი რომ ვეღარ იქნება მაშინ!!!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ფიქრობენ სამშვიდობოს არიან

:ბაიდენი:

:ფაქრაშა:

არადა, რეალურად პოლიტიკური პარტიები გაზაფხულთან შედარებით უფრო ძლიერდებიან

 

ფორუმი, ალასანია , ბურჯანაძე რეგიონებში დადიან...

 

გრეჩიხაც კი თავის ორგანიზაციაზე ჩალიჩობს(ადრე არ ქონდა)

 

შემოდგომაზე სტრუქტურები ბევრად უფრო ქმედიდთი ეყოლებათ, ხოლო ხალხის უკმაყოფილება არსად გამქრალა...მეტა რა ამშვიდებს ხელისუფლებას თუ ვხვდებოდე!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:)

გლიჯამს ქვეყნის საკადრო პოლიტიკა...

ერთი იდიოტი წავა... მეორე იდიოტი მოდის... მერე მესამე მოდის.... მერე მეოთხე... :ravic: :ravic::D იდიოტების მაგნიტად იქცევა საჯარო სამსახურების ხელმძღვანელების თანამდებობები ნელ ნელა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ამშვიდებს ხელისუფლებას თუ ვხვდებოდე!

მშვიდად არ არიან. ისეთებს აკეთებენ შედეგს მიიღებენ. ცოტა ტვინი არ აწყენდათ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მშვიდად არ არიან. ისეთებს აკეთებენ შედეგს მიიღებენ. ცოტა ტვინი არ აწყენდათ...

მე მგონი მართლა ირწმუნეს რომ ყოვლიშემძლეები არიან)))

 

გაიხსენე ბადრი....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საზმაუწყებელს მაშინ ეშველება, როცა ჯურნალისტები გაერკვევიან რა უნდათ...

 

მანამდე, გინდა გიგი იყოს ხელმძღვანელი, გინდა ხაინდრავა და გინდა ნინო ბურჯანაძე....

 

ყუბანეიშვილი ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, მაგრამ ეგეც არ მოსწონდათ...

 

აზრი არ აქვს, დასახურია ამ ქვეყანაში ყველა ტელევიზია....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

საზმაუს ეშველება როცა პოლიტიკური ნება იქნება ამის.

ჟურნალისტები არც არიან მაგ არხის ყველამ კარგად იცის.

მაგრამ ის რომ ეგ არხი მაწაკობაა... ჟურნალისტების ბრალი ყველაზე ნაკლებია მაგაში...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...