Jump to content
Planeta.Ge

ატერორებენ თუ არა ბიზნესს?


Recommended Posts

გამოკითხვას არ გავხსნი. აზრი არა აქვს. მე მხოლოდ ჩემს გასაჭირზე მოგითხრობთ. არც მოვყვებოდი, დარწმუნებული რომ არ ვიყო, რომ ეს ჩემი გასაჭირი ქართული ბიზნესისათვის მეტისმეტად სიმპტომატურია.

 

ჯერ ორი სიტყვით ჩემზე, უფრო სწორად ჩემი საქმიანობის სფეროზე:

ბოლო 6-7 წელია ძირითადად უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვითა და ვარ დაკავებული (ოღონდ არა ბინების). სასტუმროები, ქარხნები, სავაჭრო, სამეურნეო, საოფისე შენობა-ნაკვეთები და ა.შ. როგორც წესი, მყიდველთა უმეტესობა( 60-70%) უცხოელები გახლდნენ, ანუ ისინი, ვისაც მიშა ინვესტორებს ეძახის. ჩემი პირადი კონტაქტებით, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ობიექტი გაყიდული მაქვს ებრაელ, ამერიკელ, ჰოლანდიელ, გერმანელ, ყაზახ ბიზნესმენებზე.

შიგადაშიგ სხვა სფეროებსაც მივედ-მოვედები თუ სარფიან გარიგებას შემომთავაზებენ ხოლმე.

 

2004 წლის ბოლომდე ანუ შევარდნაძის ეპილოგ-სააკაშვილის პროლოგში არც არავის შევუწუხებივარ, მაგრამ არც მაინცდამაინც მყიდველთა ინტერესი იყო.

 

2005 წელი სრული კატასტროფა გახლდათ. წინა და იმ წელს განხორციელებული კერძო საკუთრების მასობრივი

კონფისკაცია-გაკულაკებების გამო ჩვენს ქვეყანას სათოფეზე არ ეკარებოდნენ ინვესტორები.

 

2006-ის მეორე ნახევრიდან ნელნელა ამოიქოქა და 2007-2008 (აგვისტომდე) წლებში პიკს მიაღწია საქართველოს მიწებით ინვესტორთა დაინტერესებამ, რადგან წინა წლებში წართმეული ქონების კაპიკებში გაყიდვა დაიწყო ხელისუფლებამ. ასე მაგალითად კახეთში, გზის პირას განლაგებული სახნავ-სათესი მიწები (შევარდნაძის ჩინოვნიკთათვის წართმეული) ერთი კვადრატული მეტრი 12 ცენტადაც (!!!!!) კი იყო გასაყიდად გამოტანილი. ხო, რაც მთავარია, ეს 12 ცენტიც კი არ შედიოდა საქართველოს ბიუჯეტში. "ახალმოსულებმა" ძალით გადააფორმებინეს "ძველებს" თავის ახლობლებზე და შემდეგ ეს ქონება უკვე როგორც კერძო საკუთრება ისე გაიყიდა და არა როგორც სახელმწიფო საკუთრება.

ასე გაიყიდა საქართველოში უამრავი სასტუმრო. მაგალითად ყაზახური ბუმი აჭარაში და ვითომდა იქიდან საქართველოს ბიუჯეტში შემოსული ფული ბლეფია, რადგან ის სასტუმროები 90-ნი წლების დასაწყისიდანვე ასლან აბაშიძის ოჯახის და მათი ახლობლების საკუთრებაში იყო გადასული დე იურეც და დე ფაქტოც. შემდეგ კი ეს ქონება ბენდუქიძის, ვარშალომიძის, ოქრუაშვილის, ბეჟუაშვილის, ნოღაიდელის, მერაბიშვილის ახლობლებზე გადაფორმდა ("პროცენტით" სააკაშვილის ფონდში) და ისე გაიყიდა. არცერთი თეთრი საქართველოს ბიუჯეტში :)

ასე გაიყიდა უამრავი ქარხანა-ფაბრიკა საქართველოს სხვადასხვა ნაწილში.

ანუ წაერთვა-გადაფორმდა-კაპიკებში გაიყიდა.

 

ასე იყო თუ ისე, ამან საქართველოში მაინც დიდი რაოდენობით ფულის შემოდინება გამოიწვია. ამ ამბავს ჰქონდა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც. დადებითი ის იყო, რომ ამ დიდფულნაშოვნმა ჩინოვნიკებმა და მათმა ახლობლებმა, ნაწილმა ფულის გონივრული ხარჯვა დაიწყეს, მართალია იქაც დარღვევებით, უკანონობით, პრივილეგიებით და ა.შ. მაგრამ მაინც...მოკლედ,"პეპსიკო ბოთლერს ჯორჯია", "ეკოფუდი", "კოდა", "ნიკორა", "ბაზისბანკი", "ირაო", "იფქლი", "ელიტ-ელექტრონიკსი", "არტი-ჯგუფი", "პრიზა" და ის, ძასოხოვის ფირმა (დამავიწყდა რა ერქვა) ასეთები "გაჯეჯილდნენ".

თავისთავად რაღაც რაოდენობის ხალხი დასაქმდა. "მოწველიდან" აღებული თანხის ნაწილი ("ატკატებს" მორჩენილი) ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩაიდო (აქაც "ატკატებით"), მაგრამ რაღაც შეიღება, რაღაც აინთო, რაღაც დაიგო...და ეს მნიშვნელოვანია, წინსვლაა, ნამვილად. თუნდაც მხოლოდ თბილისში და ბათუმში ხდებოდეს.

უარყოფითი კი ისეთია, აშკარად გადასწონა დადებითი: ზემოთჩამოთვლილ ახალ კომპანიებში რომ ხალხი დასაქმდა, სამაგიეროდ მათზე 2-3ჯერ მეტი სხვა კომპანიებმა დაითხოვეს ტერორისა თუ გაკოტრების გამო. სახელმწიფო სამსახურებიდან საერთოდ გაუგებარი მიზეზებით და სტადნდარტებით მოხდა თანამშრომელთა 20%-მდე შემცირება ანუ 80% გაუშვეს.

ის ამპლიტუდა რაც შევარდნაძის დროს არსებობდა მდიდრებსა და ღარიბებს შორის კიდევ უფრო (მნიშვნელოვნად) გაიზარდა, თუკი შევარდნაძის პარლამენტარი 7-8 წლის ნახმარ კორეულ კიაზე იჯდა და ამ დროს მეტროს 7 ვაგონზე 1 მათხოვარი მოდიოდა, სააკაშვილის პარლამენტარი 2009 წლის "ეგზექიუთივ" მერსედესზე ზის და მეტროს 1 ვაგონზე მოდის 7 მათხოვარი. თუკი უწინ საზოგადოების 20% მაინც მიიჩნევდა საკუთარ თავს საშუალო ფენად, რადგან მდიდარს არც ისე მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა და ღარიბსაც მნიშვნელოვნად უსწრებდა, ეხლა მაქსიმუმ 10-მა პროცენტმა მიაკუთვნოს საკუთარი თავი საშუალო ფენას, თუმცა ამ 10%-მაც იცის, რომ მდიდარს უსაშველოდ ჩამორჩება და ღარიბისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ მათხოვრობა არ უწევს და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებით თავადვე უზრუნველყოფს საკუთარ თავს. განსაკუთრებულ კომფორტს მისი ჯიბე ვერ გაქაჩავს.

 

2008-ის აგვისტოს ომის შემდეგ განსაკუთრებით აუტანელი გახდა ქართული ბიზნესის მდგომარეობა (ჩემიც, იმიტომ ვყვები).

თუკი აქამდე გარკვეული მარჟა მაინც არსებობდა, რომლამდეც შემეძლო მეც მესარგებლა ჩემი ცოდნისა და უნარის წყალობით გამომუშავებული პროდუქტით.

ანუ მე ვერ გავხსნიდი სასტუმროს, ვერ მექნებოდა ნავთობპროდუქტების, სიგარეტის ან ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ან იმპორტიორი კომპანია, არ მქონდა უფლება გადამეკვეთა სხვათა ინტერესი, რაც არ უნდა მათზე უკეთესი ბიზნეს გეგმა მქონოდა, რაც არ უნდა მეტი თეთრი ფული შემეტანა ბიუჯეტში ან რაც არ უნდა მეტი ხალხი დამესაქმებინა უფრო მარალი ანაზღაურებით. მაგრამ ის მაინც შემეძლო ჩემი საქმიანობით 4 და 5 ნიშნა თანხები გამომემუშავებინა 2-3 თვეში ერთხელ და მეც მიმეკუთვნებინა თავი საშუალო ფენისათვის.

 

2007 წლის ნოემბრის მოვლენებმა, განსაკუთრებით კი პატარკაციშვილის ქონების უტიფარმა ძარცვა-გლეჯამ უვადოდ გააქცია და შეაჩერა საქართველოში შემოსული ინვესტიციები. ბევრმა ალბათ არც იცით, რომ ამ ინვესტიციების დიდი წილი საქართველოდან წასულ ებრაელებზე მოდიოდა, ამათ შემდეგ ყაზახები მოდიოდნენ და ეს ყაზახებიც ქართველი ებრაელების პარტნიორები, მათი მოძებნილი ინვესტორები გახლდნენ.

რაც შეეხება სხვა ინვესტორებს. მოგიყვებით რაც შემემთხვა მე. არის ასეთი, მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელი "SPAR", რომელსაც მსოფლიოს 33 ქვეყანაში აქვს თავის ქსელი გაბმული. ჰოლანდიაში მცხოვრები ერთი პატივცემული ადამიანი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მის მეგობრებს ჰქონდათ ინტერესი საქართველოს მიმართ, ამ SPAR-მა გამოუშვა აქ ერთი ჰოლანდიელი და ერთი ბრიტანელი, შესაბამისად მარკეტინგის სპეციალისტი და პროექტ მენეჯერი, შეისწავლეს აქაურობა და გადაწყვიტეს თბილისში, ფოთში, ქუთაისში და ბათუმში გაეხსნათ ფილიალები. პირველი "გაჩერება" ფოთი იყო. მოვუძებნე მათთვის სასურველი ნაკვეთი, შევთანხმდით ფასზე და ა.შ. პარასკევი დღე იყო...მითხრეს ორშაბათს შევხვდეთ ერთმანეთს ჩვენი იურისტებით და კონტრაქტი გავაფორმოთო. კი, ბატონო მეთქი.

კვირას საღამოს მირეკავენ ჰოლანდიაში ვართ და მომავალში გადავხედოთ, სასიამოვნო იყო შენთან მუშაობაო...

კინაღამ გადავირიე, ამ ხალხს აწყობილი გეგმა ქონდათ, 4 ჰიპერმარკეტი უნდა გაეხსნათ საქართველოში, ათასობით ადამიანი დაესაქმებინათ, ათობით მილიონის ინვესტიცია ჩაედოთ და კონტრაქტის გაფორმების წინ გაუფრთხილებლად "გაიპარნენ" ეს სერიოზული ხალხი. ვერაფრით ვხსნიდი რა მოხდა. ვფიქრობდი რამე ხო არ მივქარე თქო.

სადღაც ერთ კვირაში ისევ მირეკავს ის ერთი პატივცემული ადამიანი და "მამშვიდებს", შენი ბრალი არაა, უბრალოდ პარასკევს რომ შენ გელაპარაკნენ, შაბათ საღამოს პირადად ეწვია ერთი ტიპი, შავი მერსედესების და ჯიპების ესკორტით, სახელმწიფოს წარმომადგენლად გაეცნოო. მერე მეთქი? მერე შესთავაზა მომავალი ბიზნესის 49% მათ სანდო პიროვნებებზე გადაეფორმებინათ, სანაცვლოდ ისინი საგადასახადო და საბაჟო შეღავათებს მიიღებდნენ და იმაზე მეტი შემოსავალი დარჩებოდათ ვიდრე 100%-ის ფლობის შემთხვევაშიო...გადარეულან SPAR-ის მენეჯმენტი და მეორე დილასვე გამომგზავრებულან...იმ კაცის სახელი არ იცოდნენ, მხოლოდ აღწერილობა ქონიათ: საშუალო სიმაღლის, თეთრი. მელოტი მამაკაცი, უცნაური მეტყველებით...

 

მე ერთს ვამსგავსებ...

 

 

http://www.voanews.com/english/images/Merabishvili_tv_29jan07_150.jpg

 

...

 

ეჰ...ეხლა არის და აგვისტოს ომის შემდგე 512 მილიონი გზების დასაგებად გამოყვეს. რა თქმა უნდა ახალციხესა და ლაგოდეხში დაგებული ასფალტი საუკეთესო საჭმელია უმუშევრად დარჩენილი ხალხისთვის და საუკეთესო საცხოვრებელი უსახლკაროდ დარჩენილი სამაჩაბლოელისთვის. სამაგიეროდ ასფალტის სტანდარტული სისქე 22 სანტიმეტრია. ცალკე "ატკატებით" და ცალკე სისქე-სიგანის მოპარვით თავისუფლად შეიძლება თითო დაგებულ კვადრატულ მეტრზე 70-დან 150 ლარამდე მოპარვა. იციან რასაც აკეთებენ :)

 

ეხლა არის და ძველი თბილისის რაიონში მშენებლობების ბუმი განიზრახეს, სახელმწიფომ ბანკებს ამ ტიპის მშენებლობების დასაკრედიტებლად ფული გამოუყო. 100 სჩემტა ლიმონი...თუმცა ჩემნაირებისთვის ისევ არა აქვს აზრი...

თვენახევარი ვიწვალე. ვნახე ეზო საპატრიარქოსთან, 12 ოჯახით. ვნახე ინვესტორი, სამშენებლო კომპანია, ბანკი, მივიღეთ წინასწარი თანხმობა კრედიტზე. მობინადრეებს შევთავაზეთ საუკეთესო პირობები, ყველაზე მაღალი ფასები.

2000$ კვადრატულ მეტრზე, თანხის 20% ხელზე და 1 წელიწადში იგივე ფართის იგივე ადგილას მიღება გარანტიით.

ბოდიშით გამოთქმისთვის და ტრაკზე კოცნით გამოგვიშვეს მობინადრეებმა ისე გაუხარდათ.

მარა ვინ გაცალა? აქაც კონტრაქტის დადებამდე 3 დღით ადრე, ამჯერად მერიის წარმომადგენლები მიბრძანდნენ, სამშენებლო კომპანია "არსთან" ერთად (უგულავა კრიშავს ვინც არ იცით) და მობინადრეებს განუცხადეს, ან ადგილს დაუთმობდნენ არსს და სანაცვლოდ მიიღებდნენ იგივე ფართის კარკასს (ყოველგვარი ზედმეტი კაპიკის გარეშე, უბრალოდ კარკასს) ავლაბარში ან ვერაფერს ვერ მიიღებდნენ, სამშენებლო კომპანიას (ჩემს მიერ მოძებნილს) კი საერთოდ აუკრძალეს იმ ტერიტორიის გაკარება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი სხვა, უკვე მშენებარე პროექტების დემონტაჟით დაემუქრნენ.

 

მოკლედ, მითხარით, არის თუ არა საქართველოში ბიზნესზე ტერორი და რა მეშველება ან საერთოდ რა დავაშავე მე???

რატომ არ მაქვს უფლება ჩემი შესაძლებლობები პატიოსნად მოვახმარო ჩემს თავს და ქვეყანას???

და საერთოდ რა ვქნა, სად წავიდე, რა ვაკეთო???

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ეხლა არის და ძველი თბილისის რაიონში მშენებლობების ბუმი განიზრახეს, სახელმწიფომ ბანკებს ამ ტიპის მშენებლობების დასაკრედიტებლად ფული გამოუყო. 100 სჩემტა ლიმონი...თუმცა ჩემნაირებისთვის ისევ არა აქვს აზრი...

თვენახევარი ვიწვალე. ვნახე ეზო,საპატრიარქოსთან 12 ოჯახით. ვნახე ინვესტორი, სამშენებლო კომპანია, ბანკი, მივიღეთ წინასწარი თანხმობა კრედიტზე. მობინადრეებს შევთავაზეთ საუკეთესო პირობები, ყველაზე მაღალი ფასები.

2000$ კვადრატულ მეტრზე, თანხის 20% ხელზე და 1 წელიწადში იგივე ფართის იგივე ადგილას მიღება გარანტიით.

ბოდიშით გამოთქმისთვის და ტრაკზე კოცნით გამოგვიშვეს მობინადრეებმა ისე გაუხარდათ.

მარა ვინ გაცალა? აქაც კონტრაქტის დადებამდე 3 დღით ადრე, ამჯერად მერიის წარმომადგენლები მიბრძანდნენ, სამშენებლო კომპანია "არსთან" ერთად (უგულავა კრიშავს ვინც არ იცით) და მობინადრეებს განუცხადეს, ან ადგილს დაუთმობდნენ არსს და სანაცვლოდ მიიღებდნენ იგივე ფართის კარკასს (ყოველგვარი ზედმეტი კაპიკის გარეშე, უბრალოდ კარკასს) ავლაბარში ან ვერაფერს ვერ მიიღებდნენ, სამშენებლო კომპანიას (ჩემს მიერ მოძებნილს) კი საერთოდ აუკრძალეს იმ ტერიტორიის გაკარება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი სხვა, უკვე მშენებარე პროექტების დემონტაჟით დაემუქრნენ.

უარესს გეტყვი, მოვიდნენ მერიიდან და იმუქრებოდნენ, ვინც არ დათანხმდებაო, გავასახლებთო!

 

ცეცხლს ეთამაშებიან, არა ბომბას ტროტილით გატენილს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ვქნა, სად წავიდე, რა ვაკეთო???

ვიზა!!!!

ან დაჰყაბულდი თვეში 1000-1500 ლარიან სამსახურს და არ მოგშივდება

დანარჩენზე ბოდიში!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

ან დაჰყაბულდი თვეში 1000-1500 ლარიან სამსახურს და არ მოგშივდება

:) :) :D

ისე არავინ გამიგოთ, ეს თანხა მეცოტავებოდეს და ფოფოდიასავით ცხვირს ვიბზუებდე. უბრალოდ რატომ???

კანონს ვარღვევ?

უნარი არ მაქვს?

არ შეიძლება მეტი მინდოდეს?

სამსახურს კი ჩემისთანები ვერ იშოვიან...

სახელმწიფო სამსახურში არ წავალ სანამ მიშაა, მაგას ალალად მირჩევნია ბენზინგასამართ სადგურებში ბენზინი ჩაგისხათ ან რესტორანში მოგემსახუროთ ლანგრით ხელში და წელზე წინსაფრით :D: :D: :D:

ჩემი CV-ით კი მე პირადად არ მივიღებდი არასოდეს არავის:

პროფესია: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე. სამუშაო გამოცდილება რაც მაქვს (წელიწადნახევრიანი), იმ პოზიციაზე არავინ მიმიღებს და (გენერალური დირექტორის მოადგილე).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

რა ვქნა, სად წავიდე, რა ვაკეთო???

დამოუკიდებელი პოლიტიკურად მოტივირებული და სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე პატიოსანი და განათლებული ადამიანები უნდა ნახო და დააფინანსო, რომ რეალურად დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდეს ამ ქვეყანაში და მიშმაკაკას რეჟიმის დემონტაჟის მერე ახალი მიშმაკაკა კი არ გაიჩითოს იქ და ახლიდან აგიკრძალონ ან ჩაგიშალონ ბიზნესები არამედ სერთოდ არ შეგეხოს სახელმწიფო მანქანა და ლეგალური ბიზნესის კეთების ყველა შესაძლებლობა მოგცეს.

 

სხვა ვარიანტი ვიზაა : ))

 

ორ სიტყვაში ესეა ეს ამბავი ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს ყველა ბიზნესმენი ტერორშია,მაგრამ მათი ზიირითადი ნაწილი მაინც კმაყოფილია,ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა,რომ მათ იგივე შემოსავები აქვთ დაახლოებით რაც უნდა ქონდეთ,შესაბამისად ის ადამიანები,ხელისუპალნი,კლანები რომელებიც მათ ატერორებენრო დააკვირდეთ ხალხს ატერრებენ და არა მათ,იმიტომ რომ ისინი როდუქციას აზვირებენ დაეს ყველაპერი ხალხის ტერორია,ამიტომაც ჩემი აზრით არასწორია მსჯელობა ბიზნესის ტერორთან დაკავშირებით..

 

P.S. ატერორებენ თუ არა ქართველ ხალხს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ეს ორი ფრაზა წინააღმდეგობაში არაა ერთმანეთთან?

ეს ქონება ბენდუქიძის, ვარშალომიძის, ოქრუაშვილის, ბეჟუაშვილის, ნოღაიდელის, მერაბიშვილის ახლობლებზე გადაფორმდა ("პროცენტით" სააკაშვილის ფონდში) და ისე გაიყიდა. არცერთი თეთრი საქართველოს ბიუჯეტში

ადრე იძახდით ბიუჯეტი იმის ხარჯზე ივსება, რომ ხელისუფლება ყიდის რაღაცეებსო. ახლა თურმე ეს ფულიც არ მიდიოდა ბიუჯეტში. და ეს ბიუჯეტი (შევარდნაძის დროს რომ ვერ ივსებოდა იმაზე 10-ჯერ მეტი) საიდან ივსებოდა ხო ვერ მეტყვით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

იმ კაცის სახელი არ იცოდნენ, მხოლოდ აღწერილობა ქონიათ: საშუალო სიმაღლის, თეთრი. მელოტი მამაკაცი, უცნაური მეტყველებით...

 

მე ერთს ვამსგავსებ...

მერე ელ ფოსტით გაუზავნე სურათი და დააზუსტე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

მერაბიშვილი არ იკადრებდა არა კრიმინალს?

 

ოჯახით კრიმინალია ეგ ნაძირალა და მალე გავასამართლებთ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

შენ მე კარდუ ხომ არ გგონივარ რომელიმე ჩემი სიტყვის უკან PR-ი იდგეს???

 

აბა, სადაა მანდ წინააღმდეგობა?

 

ბიუჯეტში ფული შევიდა საქენერგო-თელასის, საქგაზ-თბილგაზის, ფოთის ნავთობ და საბაჟო ტერმიანლების გაყიდვა-პრივატიზაციის, მაგისტრალური ენერგო და გაზსადენების გაყიდვით, ჰიდროელექტრო სადგურების გაყიდვით, სხვადასხვა კვლევითი სამეცნიერო ინსტიტუტების და მათ ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთების გაყიდვით. ტყე-პარკების გაყიდვა-პრივატიზებით, კერძო მეწარმეებისგან პრეზიდენტის და ნაციონალური მოძრაობის ფონდში გადარიცხული (ნაშთის დატოვებით) თანხებით, ლისის ტბის, კუს ტბის, მთაწმინდის პარკის, თბილისის ზღვის, ჟინვალის წყალსაცავის, შაორის ტბის გაყიდვით.ცირკის გაყიდვით. მხატვართა კავშირის, მწერალთა კავშირის და სხვა სახის კავშირების ბალანსზე არსებული ქონების გაყიდვით...ცოტაა? გავაგრძელო ჩამოთვლა? რომ იცოდე ეს სია უსასრულოა, ამაზე მეტი დამღჩა ჩამოსათვლელი.

არ გაგიტყდეს ნეპტუნჩიკ, მარა ბიზნესის ირგვლივ სადისკუსიოდ და ცინიკური რეპლიკებისთვის სხვა ოპონენტი შეარჩიე. მე ხომ არასოდეს გელაპარაკები პასკალზე და ალგორითმებზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ბიუჯეტში ფული შევიდა საქენერგო-თელასის, საქგაზ-თბილგაზის, ფოთის ნავთობ და საბაჟო ტერმიანლების გაყიდვა-პრივატიზაციის, მაგისტრალური ენერგო და გაზსადენების გაყიდვით, ჰიდროელექტრო სადგურების გაყიდვით, სხვადასხვა კვლევითი სამეცნიერო ინსტიტუტების და მათ ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთების გაყიდვით. ტყე-პარკების გაყიდვა-პრივატიზებით, კერძო მეწარმეებისგან პრეზიდენტის და ნაციონალური მოძრაობის ფონდში გადარიცხული (ნაშთის დატოვებით) თანხებით, ლისის ტბის, კუს ტბის, მთაწმინდის პარკის, თბილისის ზღვის, ჟინვალის წყალსაცავის, შაორის ტბის გაყიდვით.ცირკის გაყიდვით. მხატვართა კავშირის, მწერალთა კავშირის და სხვა სახის კავშირების ბალანსზე არსებული ქონების გაყიდვით...ცოტაა? გავაგრძელო ჩამოთვლა? რომ იცოდე ეს სია უსასრულოა, ამაზე მეტი დამღჩა ჩამოსათვლელი.

ანუ ეს რაც შენ ჩამოთვალე რეალურ ფასში გაიყიდა?

 

არ გაგიტყდეს ნეპტუნჩიკ

კარქი კეტონალ

 

ბიზნესის ირგვლივ სადისკუსიოდ და ცინიკური რეპლიკებისთვის სხვა ოპონენტი შეარჩიე

ბიზნესი არაა ეგ რასაც შენ ამბობ უფრო პოლიტიკური საკითხებია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...