Jump to content
Planeta.Ge

ვინ იქნება ახალი ომბუდსმენი?!


Recommended Posts

პარლამენტში სახალხო დამცველის ახალი კანდიდატურის შესახებ მსჯელობა დაიწყეს.

 

ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ~სახალხო დამცველის შესახებ კანონის~ თანახმად, სოზარ სუბარს უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბრისთვის ეწურება. ამავე კანონის მიხედვითვე, სახალხო დამცველს პარლამენტი ირჩევს თანამდებობაზე მყოფი ომბუდსმენის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 60 და ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 30 დღისა.

 

მაჭავრიანმა ფარქციებს კანდიდატურებზე დროული შეჯერება და წარმოდგენა სთხოვა.

 

როგორც დღევანდელ ბიუროს სხდომაზევე გაირკვა, სახელისუფლებო ფრაქციას ~ნაციონალურ მოძრაობას~ უკვე შერჩეული ჰყავს საკუთარი კანდიდატურა, რომელიც ამ პოსტზე სოზარ სუბარის სანაცვლოდ წარადგენს, თუმცა უმრავლსობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ამ კანდიდატურის გახმაურება დღეს არ ისურვა.

 

სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლება კი აქვთ პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას და პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ შედიან.

 

სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლის ვადით, პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით ირჩევს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 55
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მე ვიფიქრე ფორუმზე თქო და უკვე ტრანსფარანტს ვამზადებდი ხელები შორს ჩოხასგან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

თემას რაც შეეხება მგონია რო ეკა ხერხეულიძე

Edited by SHARI
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საიას ყოფილი ბოსი არ არის სოზარის მოადგილე? იმას დატოვებენ ომბუდსმენად ალბათ .. თან რესპუბლიკელების ძმა დ მეგობარი თან სოროსის ფონდისა და ანგლოსაქსების გაზრდიი და მოკლედ ეგ იქნება ალბათ სახელი და გვარი აღარ მახსოვს ტიპის ...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

რას ამბობ ადამიანო?

სოზარისმოადგილეს დატოვებენ ესენი? :D :D:D

იგორა გიორგაძე უფრო დასაჯერებელი იქნებოდა :D

ვინმეს პარლამენტიდან მოიყვანენ ალბათ... ჩიორები და დარჩიების მეტი რა ყავთ :) ან კი რა აზრი აქვს რო? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი ჩხეიძე

ზუსტად ...

 

არც მწვადს დაწვავენ არც შამფურს ეგ რომ დატოვონ ... თან ვიდრე მიშმაკაკაა სათავეში სულ რომ მამაზეციერი იყოს ომბუდსმენი დიდს ვერაფერს გააკეთებს მაგრამ მამენტ ეკა ხერხეულიძეს ხო არ დაესვათ ომბუდსმენის სკამზე? :DD

 

არადა მაგარი პრიკოლი იქნებოდა

 

ბატონებო და ქალბატონებო საქართველოს სახალხო დამცველი ეკა ხერხეულიზე მივესალმოთ :DD :DD

 

http://i075.radikal.ru/0907/8a/9b58cc6fe961.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

asds

რას ამბობ ადამიანო?

სოზარისმოადგილეს დატოვებენ ესენი? :D :D:D

იგორა გიორგაძე უფრო დასაჯერებელი იქნებოდა :D

ვინმეს პარლამენტიდან მოიყვანენ ალბათ... ჩიორები და დარჩიების მეტი რა ყავთ :) ან კი რა აზრი აქვს რო? :)

მართალს ამბობ მაგრამ თეორიაში შეიძლება ჩხეიძეც დატოვონ ვითომ დემოკრატები არიან ს პონტში. რა იცი რა ხდება ... შემთხვევით ხო არ დაინიშა მოადგილედ?

 

თუ არა და ხერხეულიძე მაშინ ვიკაიფებთ მაინც პაწას :DD

 

Beqo

ვაი...ჯვარი გვწერია

საქმეც მაგაშია რომ ჯვარი არ გვწერია :DD

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ანგლოსაქსების გაზრდიი

"ღორი" რომ ჩააკვეხო მაგ სიტყვებს შორის, ვერ ბედავ ამ ფორუმზე ხო? :)

VIP MEMBER -ობას მოგიხსნიან :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Beqo

 

ნუ დარდობ მე მომწონს ხერხეულიძე მაგარი ღადო ქალია :DD

 

ვიცინებთ მაინც ბოლო ბოლო სხვა რა დაგვრჩენია ამ ქვეყანაში : )))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახლა მსჯელობენ მაგაზე პეტრე ცისკარიშვილის კაბინეტში და ალბათ დღესვე გაირკვევა ვინ იქნება მაგათი კანდიდატურა..

 

ეკა ხერხეულიძე არ იქნება..

 

არც პარტიული ვინმე

 

ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება სავარაუდოდ ოპოზიციის კანდიდატუირას დაუჭერს მხარს (წინასაარჩევნოდ)

:) :ravic: :ravic:

Edited by machkatela
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...