Georgiana Posted July 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2009 (edited) პოლიტიკური პარტიების რეიტინგში ოპოზიციიდან ფორუმი ლიდერობს, ნაციონალები კი კვლავ პირველობენ რესპონდენტს, ანბანის მიხედვით დალაგებული პოლიტიკური პარტიებიდან უნდა აერჩია ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც მხარს დაუჭერდა. სატელეფონო გამოკითხვის შედეგი საკმაოდ საინტერესო და მოულოდნელი აღმოჩნდა. გამოკითხულთა დიდი ნაწილი, მიუხედავად მასობრივი მიტინგებისა, მხარს მმართველ პარტიას – "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს. სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობა თავის არჩევანს დაახლოებით ასე ხსნის: "მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებს, იქ ბევრად უფრო პროფესიონალები არიან, ვიდრე ოპოზიციაში". მეორე ადგილზეა ლეიბორისტული პარტია. მშრომელებს არც თუ ისე ბევრი ხმით ჩამორჩება გიორგი თარგამაძის "ქრისტიან დემოკრატები". შემდეგ კი მოდიან: ფორუმი, ლევან გაჩეჩილაძის მოძრაობა – დაიცავი საქართველო, ნინო ბურჯანაძის პარტია, ალასანიას ალიანსი და კონსერვატორები... 1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 201 ხმა2. ლეიბორისტული პარტია – 75 ხმა3. ქრისტიან-დემოკრატები – 65 ხმა4. ფორუმი – 51 ხმა5. დაიცავი საქართველო – 40 ხმა6. ბურჯანაძის პარტია – 20 ხმა7. ალასანიას ალიანსი - 14 ხმა8. კონსერვატორები - 8 ხმა9. ხალხის პარტია - 6 ხმა10. მაისაშვილის პარტია 411. ედპ – 3 ხმა12. ტრადიციონალისტები – 2 ხმა13. არ ვიცი – 7 ხმა14. არ მსურს პასუხის გაცემა – 4 ხმა აღსანისნავია, რომ "დრონი.ჯი"-ს მიერ ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგები შესაძლოა მთლიანად არ ასახავდეს ამომრჩეველთა დღევანდელ პოლიტიკურ განწყობილებას. არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და გამორიცხული არაა, რომ 2010 წლის მაისისთვის ოპოზიციამ ვითარება გამოასწოროს. როდესაც ექსპერტებს ჩვენს მიერ ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგი გავაცანით, მათ განაცხადეს: "2009 წლის აპრილში, ხელისუფლებას საკმაოდ დაბალი რეიტინგი ჰქონდა. თუმცა, შემდეგ თვეებში, ოპოზიციის ძალიან ბევრმა შეცდომამ და ხელისუფლების სწორმა სტრატეგიამ, ვითარება შეცვალა – ოპოზიციის მხარდამჭერთა დიდ ნაწილს იმედი გაუცრუვდა. ნაწილი კი მიხვდა, რომ ოპოზიციას, ხშირ შემთხვევაში, ხალხი მხოლოდ ადგილის შესავსებად სჭირდება. ამიტომ, დღეს, ის შედეგი, რომელიც თქვენ სატელეფონო გამოკითხვით მიიღეთ, სრულიად ლოგიკურია". ექსპერტთა მეორე ნაწილი კი “დრონი.ჯი”-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს გაყალბებულს უწოდებს და აღნიშნავს: "გამორიცხულია, რომ ლევან გაჩეჩილაძე პირველ ადგილზე არ იყოს". შესაძლოა ზოგიერთ ექსპერტს ძალიან სურდეს ლევან გაჩეჩილაძის პირველობა, თუმცა, ხალხისთვის მიცემული პირობის მრავალგზის დარღვევა, კრემლის კარისკაცებთან ღია თუ ფარული შეხვედრები და კარლოვივარის ჰავა, როგორც ჩანს, პირველობისთვის საკმაოდ ხელის შემშლელი ფაქტორია. http://droni.ge/?article_id=56〈=geo ლიცემერი: "დიდხანს ვედექი თავზე , გულნაღვლიანი ვხედავდი , თუ როგორ ერეოდა სიკვდილი ჩემი რასის ქედმაღლობას . ვეძახდი "ჯამუ". თვალი გაახილა შემომხედა. ძალა მოიკრუფა, რაღაც უნდოდა ეთქვა..." დიდოსტატი კონსტანტინე პ.ს. დალოცვილი კლასიკოსები , არასდროს ბერდებიან და არ "ცვდებიან" :ena: უზერებო, თქვენი აზრით, სად არის ტყუილი და სად მართალი?მართალი ისაა,რომ ერმა გაიღვიძა და მისი დაბოლება დღეს გაცილებით უფრო ძნელია.დღევანდელი სიტუაციის უპრეცენდენტობა სწორედ იმაში მდგომარეობს,რომ ისინიც კი-ვისაც არ ეპიტნავება სააკაშვილი და ნაცმოძრაობა-ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად არ მოსწონთ.ანუ ის,რომ პოლიტიკურად შავ-თეთრი აზროვნების ეტაპი საზოგადოების კრიტიკულმა მასამ უკვე განვლო.ვინ თქვა,რომ საზოგადოება არ გაიზარდა 1991 წლის შემდეგ?გაიზარდა და თანაც შესამჩნევად-ხომ აშკარაა,მსგავსი პოლიტიკური დაპირისპირების სიტუაცია 90-იან წლებში რომ ყოფილიყო-აუცილებლად დასრულდბოდა ისევ სამოქალაქო ომითა და საყოველთაო ქაოსით.ახლა საზოგადოება ფრთხილობს-ანუ ისწავლეს რაღაც წარსულიდან.ახლა,მიუხედავად იმ ავადსახსენებელი დროის ცნობილ,ოდიოზურ ფიგურათა ხელახალი მცდელობისა-მათ აღარაფერი გამოსდით და გიჟებს გვანან-საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ დიდი ეჭვის თვალით რომ უყურებს. :papa: მოკლედ,არც ისე ცუდადაა ჩვენი საქმე,რახან საკუთარ შეცდომებზე სწავლა შეგვძლებია. :ndzreva: თანაც თაობები მოდიან და ნელ-ნელა აზავებენ თავისი რაოდენობით იმ საძაგელ კონცენტრატს-საბჭოთა ადამიანი რომ ჰქვია. მადლობა ღმერთს,როგორც ცნობილია-ორჯერ ერთი და იგივე მდინარეში ვერ შეხვალ! :baby: Edited July 28, 2009 by Georgiana Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 29, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2009 (edited) მართალი ისაა,რომ ერმა გაიღვიძავითომ...Georgiana ? ჩემი აზრით, ძინავს და თან ლეთარგიული ძილით Edited July 29, 2009 by licemer Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.