mogzauri Posted August 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2009 იმედია გამოვააააგამოვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted August 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2009 მიხარია, რომ უმრავლესობა საქართველოში ისვენებს და მოგზაურობს! არ მიხარია, რომ უმეტესობისათვის საქრთველოში დარჩენის ან საერთოდ დასვენებისა და მოგზაურობის გარეშე დარჩენის მიზეზი უფულობაა. ბოდიალის სიყვარულს სულ არ სჭირდება ფული...... ტყის სუნი მომენატრაააააააა და ფოთლებსაც შევჭამ...... :jump: :jump: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted August 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2009 კიი. ბათუმში მივდივარ რამდენიმე დღეში :jump: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Goddess Posted August 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2009 აუუუუუუუუუუუუუ როდის მოვა პარასკევიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2009 უკვე რადენიმე დღეა, ბათუმისა და ქობულეთის მიმართულებით მატარებლით წამსვლელ მოქალაქეებს სამგზავრო ბილეთებთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. სალაროებში მათ უცხადებენ, რომ 10 აგვისტომდე ბილეთები უკვე გაყიდულია. საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში პრობლემის არსებობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ახლა სეზონია და უამრავი ადამიანი ცდილობს ზღვისპირეთში გამგზავრებას. “ამიტომ მგზავრმა თადარიგი რამდენიმე დღით ადრე უნდა დაიჭიროს და ბილეთები 5 ან ათი დღით ადრე უნდა დაჯავშნოს, რადგან დასავლეთში წასვლის მსურველი ძალიან ბევრია. ჩვენ მათი რაოდენობის შესაბამისად ახალ სამგზავრო ვაგონებსაც ვამატებთ. რას შეეხება რიგს, ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან სალაროებს მთელი დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი აკითხავს” – განმარტავენ “საქართველოს რკინიგზაში”. რაც შეეხება ბილეთების ფასს იგი, 6 ლარიდან 40 ლარამდე მერყეობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mogzauri Posted August 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2009 უკვე რადენიმე დღეა, ბათუმისა და ქობულეთის მიმართულებით მატარებლით წამსვლელ მოქალაქეებს სამგზავრო ბილეთებთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. სალაროებში მათ უცხადებენ, რომ 10 აგვისტომდე ბილეთები უკვე გაყიდულია. საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში პრობლემის არსებობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ახლა სეზონია და უამრავი ადამიანი ცდილობს ზღვისპირეთში გამგზავრებას. “ამიტომ მგზავრმა თადარიგი რამდენიმე დღით ადრე უნდა დაიჭიროს და ბილეთები 5 ან ათი დღით ადრე უნდა დაჯავშნოს, რადგან დასავლეთში წასვლის მსურველი ძალიან ბევრია. ჩვენ მათი რაოდენობის შესაბამისად ახალ სამგზავრო ვაგონებსაც ვამატებთ. რას შეეხება რიგს, ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან სალაროებს მთელი დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი აკითხავს” – განმარტავენ “საქართველოს რკინიგზაში”. რაც შეეხება ბილეთების ფასს იგი, 6 ლარიდან 40 ლარამდე მერყეობს.ყოველ წელიწადს ასეა, ვერ მოაწესრიგეს ეს საქმე. ჯერ ვერ გეგმავენ პიკის დროს დამატებით მატარებლებს, და მთავარი ბილეთები იყიდება მხოლოდ რკინიგზის სადგურში და ისეთი ამბავია ხალხი ცუდად ხდება. იყო მცდელობა ტურისტული სააგენტოების მეშვეობით გაეყიდათ, როგორც მთელ მსოფლიოშია, ან ონლაინ გაყიდვები შემოეღოთ მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. არადა ჩვენი სატურნი დაუწერდა პროგრამას, რომელიც რკინიგზას ამ ქვის ხანიდან გამოიყვანდა. გრუზინული მენეჯმენტი ქვია მაგას ალბათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 ალპური ბანაკი ,,ზესხო’’ თავგადასავლების მოყვარულებს სვანეთში ალპურ ტურებს სთავაზობს. მენეჯმენტის ცნობით, ამ ეტაპზე მოგზაურობის მსურველები საკმაოდ მრავლად არიან. ,,გასვლები დიდი ხანია დავიწყეთ და მსურველი საკმაოდ ბევრია” – აღნიშნავეს “ზესხოში”. “ზესხოს” პროგრამით ერთი ადამიანის მოგზაურობა 300 დოლარი ჯდება. თანხაში შედის 12 დღიანი მოგზაურობა სვანეთში სამჯერადი კვებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 მოდით ვისაუბროთ!მოდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2009 [ნესტან ცეცხლაძე, რადიო ”უცნობი”]ტურიზმის ექსპერტები თვლიან, რომ აჭარაში ფასები, როგორც სასტუმროებზე, ასევე კვების ობიექტებზე და გართობის საშუალებებზე არის ძალიან მაღალი და არ შეესაბამება მიწოდებულ სერვისს. – ”შეიძლება ითქვას რომ კატასტროფული სხვაობაა ფასებს და სერვისს შორის“, – თვლის აჭარის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ელიზიანი. მისი თქმით ეს აისახა კიდეც შედეგებზე და ბევრი ქართველი, რომელსაც ნორმალურად დასვენების შესაძლებლობა აქვს, აჭარის შავიზღვისპირეთის ნაცვლად თურქეთში, ანტალიაში მიდის. აქ კი ტურისტს, სულ ცოტა 100$ მაინც სჭირდება დღეში რომ ნორმალურად დაისვენოს. ამაში შედის სასტუმრო, კვება და გართობა. თუმცა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით ივნის–ივლისში აჭარაში დამსვენებლების მხოლოდ 20%, ანუ 13 ათასზე ოდნავ მეტი განთავსდა სასტუმროებში. დამსვენებლების უმეტესობა კერძო სექტორს ირჩევს, სადაც ფასები მნიშვნელოვნად დაბალია სასტუმროებთან შედარებით. ტურისტებში ძალიან პოპულარულია ე.წ. ”კოიკა“, ანუ როცა დამსვენებელი საწოლს იზიარებს – ან სხვა ტურისტთან, ან დამსვენებელთან ერთად. მისი ფასი აჭარაში დაახლოებით დღეში 8 ლარიდან 20 ლარამდე მერყეობს – ზღვიდან მანძილის და პირობების მიხედვით. ’გესთ ჰაუსების’ ფასი 40 ლარიდან იწყება. სასტუმროების კი 60 ლარიდან. ყველაზე ძვირადღირებული ნომერი აჭარაში 2’100 დოლარი ღირს. ესაა საპრეზიდენტო ლუქსი სასტუმრო ”ინტურისტში“ და როგორც ადმინისტრაციამ გვითხრა, პრეზიდენტის გარდა, რამდენჯერმე ეს ნომერი იქირავეს სხვა სტუმრებმაც – ქართველებმაც და უცხოელებმაც. ”ინტურისტი“ ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროა აჭარაში. ჩვეულებრივი სტანდარტული ნომერი 189$ ღირს, ლუქსი კი 331$. თუმცა თუ შარშან ამ პერიოდისთვის, აგვისტოს კონფლიქტის დაწყებამდე ”ინტურისტში“ ნომრის დაჯავშნა შეუძლებელი იყო, ახლა ამის პრობლემა აღარ არის. კითხვაზე, თუ რამდენი პროცენტითაა სასტუმრო დატვირთული, მივიღეთ პასუხად, რომ ეს ”კომერციული საიდუმლოებაა”. სხვა რამდენიმე სასტუმრო, რომელთა ფასებიც 80–დან 120 ლარამდე მერყეობს, 50%–ით და უფრო ნაკლებადაა დატვირთული. ამასთან ამ ღირებულების სასტუმროების უმრავლესობაში არ შედის საუზმე. ოფიციალური სტატისტიკით წელს აჭარაში თითო დამსვენებელი დღეში საშუალოდ 118–120 ლარს ხარჯავს. – ”ეს საშუალო ციფრია“, – განმარტავენ ტურიზმის დეპარტამენტში, – ”ზოგი ბევრად მეტს ხარჯავს, ზოგი ნაკლებს. თუმცა ეს ციფრი შარშანდელთან შედარებით მეტია”. 2008 წლის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მარკეტინგული კვლევით თითოეული ტურისტი დღეში საშუალოდ 100 ლარს ხარჯავდა. გამოკითხულთა 27% შარშან დღიურად 21–30 ევროს ხარჯავდა, 31–40 ევრომდე ხარჯავდა 18%, დღეში 60 ევროზე მეტს ხარჯავდა ვიზტორთა 10%. კვლევა ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრებში ტარდებოდა, სადაც ანკეტებს მხოლოდ იქ შესული ტურისტები ავსებდნენ, ამიტომ კვლევის ასეთი მეთოდოლოგიის გამო ეს მაჩვენებელი შესაძლოა ზუსტი არ იყოს. აჭარაში დასვენების ფასების სიძვირეზე საუბრობს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი თემურ დიასამიძეც: – ”ჩვენ არა გვაქვს არანაირი ბერკეტი, რომ ვაიძულოთ კერძო სექტორს ფასების დაწევა. ეს იქნებოდა უხეში ჩარევა საბაზრო პირობებშიო”, – ამბობს ის. დიასამიძის თქმით სეზონის დასაწყისში ის შეხვდა ტურისტული ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს და ურჩია ტურისტული პროდუქტების (სასტუმროები, რესტორნები, ბუნგალოები) გაიაფება. თუმცა ძალიან ცოტამ გააკეთა ეს. ტურიზმის სფეროში დასაქმებული ბევრი ადამიანი ამბობს რომ მათ არ ჭირდებათ გაიაფება, რადგანაც ისედაც ბევრი კლიენტი ყავთ. კურტ რაიცი, ტურიზმის ექსპერტი გერმანიიდან, რომელიც აჭარის ასევე ტურიზმის ასოციაციის კონსულტანტია, თვლის რომ „ეს დამღუპველია ტურისტული ბიზნესისთვის“. მისი აზრით თურქეთმა ათწლეულის განმავლობაში სერვისის რევოლუცია მოახდინა. მათ შეძლეს ფასისა და სერვისის შესაბამისობაში მოყვანა. ასევე იყო ბულგარეთსა და რუმინეთში. რაიცი ამბობს, რომ შეუსაბამობამ ფასსა და სერვისს შორის მომავალში შესაძლოა ტურისტებს მარშრუტის შეცვლა აიძულოს. რაც ნაწილობრივ ახლაც ხდება. – ”ყველაზე მარტივი და აუცილებელი სერვისი ღიმილია, რომელსაც იშვიათად თუ შეხვდებით. არ ვგულისხმობ ირონიულ ღიმილს, რომელსაც აქვს ადგილი. ქართველებს ღიმილის პრობლემა აქვთ“, – ამბობს გერმანელი ექსპერტი, რომელსაც მიაჩნია რომ სწავლითა და მონდომებით სერვისის პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია. – ”მართალია სახელმწიფო ვერ დაიწყებს კერძო სექტორში ფასები რეგულირებას, მაგრამ სხვა უამრავი მექანიზმის მოფიქრება შეიძლება რაც ტურისტულ ინდუსტრიაში მომუშავე პირებს აიძულებს სერვისი გააუმჯობესონ”, – თვლის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი. ელიაზიანის აზრით მთავრობას შეუძლია მაგალითად არ შეიტანოს ტურისტებისათვის მომზადებულ საინფორმაციო კატალოგებში სასტუმროები და კვების ობიექტები, რომელთაც ცუდი სერვისი აქვთ და ასე აიძულოს მეწარემეებს სერვისის ფასებთან შესაბამისობაში მოყვანა. http://presa.ge/index.php?text=news&i=9191 რამდენად მარტალია ეგ სტატია?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted August 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2009 mogzauri თინა მიკეთებს :D ბელეკში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted August 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2009 ვიყავი .. ჩამოვედი.. ხვალ ისევ მივდვიარ.. მერე ჩამოვალ.. მერე თურქეთში წავალ.. მერე ჩამოვალ და სამსახურს ვიწყებ.. რაც ძალიან მახარებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted August 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2009 ხვალ მივივარ კვარიათში :jump: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Roman Posted August 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2009 მე არ მივდივარ. მეზარება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted August 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2009 აუ ოღონდ მოფ-ში მიმიღონ და ვაფშე მკიდია დასვენება. :jump: :jump: :jump: არადა როგორ მინდოდა 20 ში ბათუმში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
NuKi Posted August 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2009 (edited) მე ვიყავი უკვე ზღვაზეც და მთაშიც... ივნისში წავედი დასასვენებლად ვერ მოვითმინე ... ეხლა კიდე ვეღარ გავალ შვებულებაში ... Edited August 15, 2009 by NuKi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.