Bexx Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 პირველი ნაბიჯები - HTML სახელმძღვანელო ახალბედებისათვის იმაზე, რომ თქვენ ტექსტი, სურათები და კიდევ მრავალი სხვა რამ ბრაუზერში გარკვეული თანმიმდევრობით დაინახოთ, პასუხს HTML აგებს. ის იშიფრება როგორც Hyper Text Markup Language. ის სტატიური და შესაბამისად მოუქნელია. იმისთვის, რომ გვერდზე, რომელსაც მომხმარებელი ნახულობს, რამე შეიცვალის, მთელი კოდის მოდიფიცირებაა საჭირო. აქ ისმის სრულიად სამართლიანი კითხვა: თუ HTML ასეთი საშინელებაა, რატომ უნდა ვისწავლოთ ის? ნუთუ არ არსებობს უფრო განვითარებული ენები? პასუხი დადებითია, მაგრამ ნუ გეგონებათ, რომ ჩვენ რაიმე მოძველებულს გასწავლით. საქმე იმაშია, რომ მხოლოდ სხვა პროგრამული ენების გამოყენებით საიტი არ იქმნება, ხოლო დინამიური საიტები HTML-ისა და სხვა ენების შერწყმით მიიღება. უფრო მეტიც - ასეთ ენებს HTML-ში ჩაშენებულებს ეძახიან. რა შეუძლია HTML-ს? HTML-ს მხოლოდ გრაფიკული ნაწილისთვის თავის გართმევა ევალება. ანუ მისი გამოყენებით ნებისმიერი ტექსტის, სურათის, ბმულის, ფორმის თუ სხვა რამის თქვენი გემოვნების მიხედვით გამოსახვა შეგიძლიათ, მაგრამ ეს ფუნქცია სტატიურია - არსებულ გვერდს ხელის ერთი დაჭერით ვერ შეცვლით, ხშირ შემთხვევაში კი კოდში საკმაოდ სერიოზული ჩარევაა საჭირო. გადაწერე წიგნი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 http://www.htmlbook.ru-ონლაინ სწავლაhttp://www.w3schools.com/html/default.aspსაიტზევე შეიძლება გადაამოწმო ნაშრომი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.