Jump to content
Planeta.Ge

ოთხი ჟურნალისტი დაიღუპა((


Recommended Posts

ოთხი ჟურნალისტი დაიღუპა წუხელ, გვიან ღამით, ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად.

 

ადგილობრივი ტელეკომპანია `რიონის~ თანამშრომლები “ფოლკსვაგენის” მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, როდესაც მათ უკნიდან “ჯიპის” ტიპის ავტომობილი დაეჯახა. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

“ფოლკსვაგენში” 6 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან ოთხი ჟურნალისტი დაღუპულია. გარდაცვლილია ტელეკომპანია `რიონის~ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო გიგაშვილი, ტელევიზიის ახალი ამბების წამყვანი გიორგი მგალობლიშვილი, ჟურნალისტი ჯონი კუბლაშვილი და ოპერატორი დათო ავალიანი.

 

ნინო გიგაშვილი და დათო ავალიანი ადგილზე გარდაიცვალნენ, ჯონი კუბლაშვილი და გიორგი მგალობლიშვილი კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპნენ.

საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ავარიაში ბრალი არ მიუძღვის “ფოლკსვაგენის” მძღოლს, რადგან მას “ჯიპი” უკანა მხრიდან დაეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ “ფოლკსვაგენის” ოთხი მგზავრი მანქანიდან გადმოყარა და ისინი უმძიმესი ტრავმებით გარდაიცვალნენ.

 

“ინტერპრესნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს კოლეგების გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და ტელეკომპანია “რიონის” თანამშრომლებს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...