მალინა Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 http://i041.radikal.ru/0907/b1/01d6889da634.jpg დაიბადა ქუთაისში. 1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1938). პირველი ლექსი („თებერვლის დილა“) გამოაქვეყნა 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“. 1939 წელს ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა აქაური ექიმებისაგან განსხვავებით გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს. მან 1940—1941 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“. წიგნი დაიბეჭდა 1943 პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, დაჭრეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი. 1943 წლის ივლისში იგი გარდაიცვალა. იგი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მხოლოდ 1968 გადმოასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ****************************** კრწანისის ყაყაჩოები სამასი არაგველის ხსოვნას ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?! ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?! შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ, ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?! სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?! იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა, მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად: თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა, მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღიალა?! ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. 1940 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.