Jump to content
Planeta.Ge

საერთაშორისო ნოსტალგიის დღე


Recommended Posts

მოდით ის საუკუნე, წელიწადი,თვე, დღე, საათი, წუთი, წამი ვადღეგრძელოთ, როცა პირველად გაჩნდა ქალი, და სიყვარული!

 

არცერთი საუკუნე, წელიწადი, თვე, საათი, წუთი, წამიც კი არ გეცხოვროთ უსიყვარულოდ სამარემდე.

რას გაუმარჯოს?

 

სიყვარულს და სიყვარულს მხოლოდ, ეგაა, რაც დაგვჩა, და მუდამ გვექნება უცვლელი, მარადიული და სასიამოვნო, რადგან არავითარ, მათ შორის პოლიტიკურ კატაკლიზმებსაც არ ექვემდებარება.

 

აბა გიყვარდეთ მარად და უყვარდეთ მუდამ!

................................................................

 

 

გავიქეცი მე მაცივარში "ოტკა" მაქ ცივი (გურული) :buchti: :eshmak:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 97
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

licemer

 

კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო,

ნათქვამი არა გვცხვენოდეს,

მსმენლის გულს აბორგოვებდეს,

არავის არა სწყენოდეს?

ვინა, ვინ არი კაი ყმა,

ვის ტანზე ხმალი ჰშვენოდეს?

 

მიდით, იქ მიდით, სადაცა

ხალხი ხალხზედა ჰღელავდეს,

მტერი ჩვენ გვცემდეს, ჩვენ _ მტერსა,

ხმლები, ხანჯრები ელავდეს.

სისხლის ტბა მუხლებს სწვდებოდეს,

ცოცხლები მკვდრებსა სთელავდეს;

ფარების დადგეს ჯღრდეები,

თვალები თვალებს სწველავდეს;

მოციქულობდნენ ტყვიანი,

შუბები შუბებს სწვერავდეს.

ჭიაფრად მუზარადებსა

სისხლის წვიმაი ჰფერავდეს;

დაგელაობდეს სიკვდილი,

სუდარაებსა ჰკერავდეს.

 

ვინც მიეგებოს მტერს წინა,

წინ-წინ ვინც რისხვას ეტყოდეს,

სახე სისხლგადამდინარი

ტკივილს არ გამოიტყოდეს,

თავზარსა სცემდეს სიკვდილსა,

ზედ ქორებულად ფრინავდეს,

სიცხეში სიოდ დაჰბეროს,

დაათბოს, როცა ჰყინავდეს.

პირველად ომის დამწყები

ბრძოლის ველს ბოლოს სწირავდეს;

სხვანი იყოფდენ ნადავლსა,

ის ისევ მტრის წინ გრგვინავდეს;

მიძღვნილსა საუფროსოსა

ამხანაგებსვე სწირავდეს.

დარაჯად ედგას ლაშქარსა,

როს ის ღრმა ძილით ხვრინავდეს.

სწორს ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს,

ცდუნება არა სძირავდეს.

 

მტრის ჯავრის ედგას ლოგინი,

მტრის ჯავრი საბნად ჰფარავდეს.

იქ იდგას ხმალამოწვდილი,

საც ძალა აღმართს ჰკვალავდეს,

დაბეჩავებულს სიმართლეს

უსამართლობა სძალავდეს.

სხვისა იუბნოს სახელი,

თავის გარჯასა ჰმალავდეს.

მზედ იდგეს ხევსურეთისა,

უხვად შუქს ჩამოჰლალავდეს.

სჯობ, მოკვდეს მშიერ-ტიტველი,

კვდებოდეს, არა გმინავდეს;

თავის სამარხად, სუდრადა,

მარტო სახელსა სწირავდეს.

 

ვადღეგრძელებდეთ ცოცხალსა,

მკვდრისა ვსვათ შესანდობარი.

წყლული სცნას დედის კოცნადა,

თავის ლოგინად _ სამარი,

საკაცე _ თავის ლურჯადა,

ქვა-ლოდი _ ნაბდად საფარი,

ქალისა, რძლისა ქვითინი

ეგონოს სიცილ-ხარხარი,

დენა ცრემლისა _ ხორხოშა,

ღრუბელთა გადმონაყარი.

 

სულეთს შავიდეს ხმლიანი

ლაღი ლაღისა ცხენითა,

წინ მიუძღოდეს არწივი

ხმით მოყაშყაშე, ფრენითა.

ქება უყივლონ გმირებმა,

გადასრულებმა ჩვენითა.

ერეკლემ ხელი მაჰხვიოს,

დაისვას თავის გვერდითა,

გამაეგებოს თამარი

მცინარი, თავის ფეხითა.

გახარებული უფალი

კარგს ყმას ჯვარს სწერდეს ზენითა.

ანგელოზები ხარობდენ,

ალ-ქაჯნი იყვნენ წყენითა.

 

აი, ვინაა კაი ყმა,

მოსაგონარი ქებითა!

არა თქვენ, სადიაცენო,

რო ძროხებივით სძღებითა;

ღამე მაძღრები დასწვებით,

დილით მშივრები სდგებითა;

თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ

არც როს არ გამასდგებითა.

თავისად სცოცხლობთ, მცონარედ,

ლეში ალაღოთ, ჰკვებდითა;

გაიგებთ კარგის გარჯასა,

გწყინსთ და შურითა ხდებითა;

უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს,

უქმად საფლავში სწვებითა.

დაჰკარგავთ სააქაოსა,

ვერც საიქიოს სწვდებითა.

არ იცით, დასჩნდით რისადა,

ან რისათვისა ჰკვდებითა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეორე ბოთლს ვისრუტავ დღეს და მეტს აღარ დავლევ. :eshmak:

 

 

ამ ჭიქით კიდევ დედებს დაგილოცავთ და ვისაც აღარა გვყავს,ცოცხლად გაუმარჯოთ მაინც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

დავისხამ, დავლევ, დავთვრები,

მთვრალი გავყვები გზას,

ღმერთო, რამდენი ხანია ასე ვიტყუებ თავს.

დავისხამ, დავლევ, დავთვრები,

მე ხომ ჯერ კიდევ მწამს,

რომ არ გამწირავს იმედი,

რომ სადმე მოგკრავ თვალს,

და ამ იმედით დაღლილი, სიყვარულს ვანდობ თავს,

მიყვარხარ! მწამხარ! მაკლიხარ!

და მოლოდინი მკლავს. :eshmak: :2kiss:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეორე ბოთლს ვისრუტავ დღეს და მეტს აღარ დავლევ. :eshmak:

ამ ჭიქით კიდევ დედებს დაგილოცავთ და ვისაც აღარა გვყავს,ცოცხლად გაუმარჯოთ მაინც.

 

 

შენ რაღაც ამ ბოლო დროს კოლექტივს ეთიშები ვხედავ. :D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

შენ რაღაც ამ ბოლო დროს კოლექტივს ეთიშები ვხედავ.

 

 

შაბათს შენ არა ჩანხარ ხოლმე და ხვალ ვმუშაობ. :eshmak::

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ ვიტან სუფრაზე ქალებს და ბუზებს... ერთნაირად ხმაურობენ.....
ლიცემერ ამ კაცს ჯარიმა ეკუთვნის. ჩამოასხი ყანწი.

ასეთებს ჯარიმა დალევით კი არა, გამოტოვებით ეკუთვნის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასეთებს ჯარიმა დალევით კი არა, გამოტოვებით ეკუთვნის.

 

კონსესუსს მივაღწიეეეთ.......

 

:ena: :ena:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

ბატონებო და ქალბატონებო, ქალიშვილებო და მანდილოსნებო, ყველა ფერის ქართველებო!!!!

 

მოდით ამ ჭიქით გაცინებულ და გახარებულ საქართველოს გაუმარჯოს!!!

 

ახლო მომავლში ვუსურვოთ საქართველოს ეს ტკბილი დრო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა მოგივიდათ ხალხო, ერთი სადღეგრძელო გენანებათ?

 

მოდი ამ ჭიქით სიყვარულს გაუმარჯოს. აგერ ერთ ლექს დავდებ მაშინ.

 

მინდა დავხატო ლამაზი ფერი

შენს გულს რომ ასე ჩაეხუტება.

სიტყვა წიაღში დაბადებული,

შენს ბაგეს ასე რომ ეფერება.

 

 

მინდა გაჩუქო წუთის სოფელი,

ფერადი დღე და ეს ბნელი ღამე.

შენი ღიმილი, ლამაზი სახე,

მადლის მოსხმაა ამ ქვეყანაზე.

 

 

ჩამოწევ ფარდას დაგეძინება,

დარდიან ღამეს სიზმრად ვიქცევი

ვითარცა ნისლი მდელოს ჩამოწვა

ისე, და თბილად ჩაგეხუტები.

 

 

მინდა გაჩუქო ეს ჩემი გული,

წაიღე, შენთვის არ მემეტება.

მინდა აგიხსნა, რომ სიყვარული

მხოლოდ შენია, გაგეცინება.

 

 

საათი ისრებს გადაწევს ნელა,

წამები ქრება და ისევ ბნელა.

უნდა გავიქცე, შენც გეძინება.

სიზმარში მოვალ, გაგეღიმება.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

გიორგი,ბოდიში ლაშას მეგობრის მამა მოვიდა და ისე მივკრიჭე ცოლმა ძლივს წაიყვანა. :(:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
ბოლო-ბოლ დღეს ნოსტალგიური ვარ ეს დალოცვილი

 

 

დავლიოთ? მართლა გეუბნები ერთ ნახევარ საათში. :) ეხლა ვიყიდე დიდი კენგურუს ბოთლი. პირველი არ მეყო.:)

 

ცოტა ხანი და ლაშას კოპზე გადავალ. :D: მაცადინეობს.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავლიოთ? მართლა გეუბნები ერთ ნახევარ საათში. :) ეხლა ვიყიდე დიდი კენგურუს ბოთლი. პირველი არ მეყო.:)

 

ცოტა ხანი და ლაშას კოპზე გადავალ. :D: მაცადინეობს.

 

 

დღეს არა

ხვალ.

 

ის ანონიმური სერვერი დავყენე მგონი ჩემთან :eshmak::

ხვალ გავასწორებ და მოგცემ მისამართს. მიდი მერე და ...........................

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...