Jump to content
Planeta.Ge

საერთაშორისო ნოსტალგიის დღე


Recommended Posts

.babuagiorgi

 

ერთი ოცი წლის წინათ ასეთ სადღეგრძელოს ვსვავდი: ჩვენ თუ არა, ჩვენ შვილებს ნორმალურ ქვეყანაში ეცხოვროს(საზღვარგარეთ წასვლა არ იგულისხმებოდა). ეხლა ის დროა იგივე შვილიშვილებზე ვთქვათ

 

100%-ი გეთანხმები. ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება უსურვოთ ჩვენს შვილიშვილებს. ძნელი სათქმელია მაგრამ შვილები ჯერ ვერ მოასწრებენ ისე წავიდა საქმე.

 

ღმერთის წყალობით იმედი უნდა გვქონდეს ამისა.

არ მინდა ეს ომი, მაგრამ არც ეს დამონებული ცხოვრება არ მინდა არც ჩემთვის და არც ჩემი შვილებისათვის.

 

თავისუფლებას გაუმარჯოს!

რა არის ბოლო-ბოლო რას ვითხოვთ ასეთ გაუგებარს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 97
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

თავისუფლებას გაუმარჯოს!

აბა ერთი მეც ჩამომისხით ... თავისუფლებას გაუმარჯოს! დაგლოცავთ ჩემო კარგო ქართველო ხალხო იხარეთ, იბედნიერეთ,გამრავლდით და გაიხარეთ. დანარჩენს თანდათან მოგყვებით ჯარიმას ვერ დავლევ ახალი ნაინფაქტარი ვარ და არ დამაძალოთ :ravic:

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ჭიქით მანდილოსნებს და ქალებს ვადღეგრძელებ.

ეს არ არის უბრალოდ სუსტი სქესის სადღეგრძელო, არამდ ძალიან მაგარი პოლიტიკური დატვირთვა აქვს ამ ამბეს. :ravic::

 

მრავალშვილიანობა უსურვო მინდა ჩვენს ქალებს. საქართველოს ვაჯკაცების გამრავლება სჭირდება მომავალში.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ჭიქით მქნდილოსნებს და ქალებს ვადღეგრძელებ.

 

ქალებს გაუმარჯოს! ყველა ქალს! შავთვალება, ცისფერთვალება, თაფლისთვალება, ლურჯთვალება ქალებს! ქერათმიან, შავთმიან, ალისფერთმიან ქალებს გაუმარჯოს! გაუმარჯოს!

თონესავით მხურვალე ქალებს, აგვისტოს ზღვასავით მომთენთავებს, აპრილის ნიავივით გრილ ქალებს, თოვლივით, ვერცხლივით ცივ ქალებს გაუმარჯოს! ყველას!

ზაფხულისა და ზამთრის ქალებს! დღისა და ღამის ქალებს, დილის ქალებს! ქალებს-მდინარეებს! ქალებს-მწვერვალებს! ქალება-ოკეანებს! ქალებს-ქარებს!

ქალებს-ფრთებს გაუმარჯოს!

ქალებს-პირამიდებს!

ქალებს-აისბერგებს!

იმ ქალებს, რომლებიც ვნებით დამუხტულ;ი ძუძუებით უსმენენ სამყაროს და ჯადოსნური თვალებითაც უსმენენ და ბაგეებითაც!

იმათ სინათლეს გაუმარჯოს!

რომლებსაც სულ სადღაც მიეჩქარებათ, და თითქოს გვღალატობენ და ერთდროულად თითქოს ერთგულები არიან ჩვენი და ვუყვარვართ!

იმ ქალებს, რომელთა ალერსი და ღიმილი და მიმოხვრა მილიარდი წლისაა უკვე და რომელთა სადღერგძელოს ეპისკოსებიც მათივე ქოშით მათსავე წინაშე დაჩოქილები სვავდნენ!

იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც ვერასდროს ვეღარ შევხვდებით და მაინც გვიყვარს და იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც ვხედავთ ყოველდღე და მაინც გვიყვარს! და გვიყვარდა და გვეყვარება!

ფუძიამის ქალებს, საჰარის ქალებს, განგის ქალებს, სტეპების ქალებს, ოკეანებისა და ზღვების ქალებს , პრერიების ქალებს, კონტინენტების ქალებს და რა თქმა უნდა ქართველ ქალებს გაუმარჯოს!

მათ ტაჯმაჰალებს გაუმარჯოს, მათ ტაძრებს, მათ ლექსებს, მათ მელოდიებს, მათ ფერებს-მათ მწვანეს, მათ წითელს, მათ ყვითელ. მათ თეთრს, მათ შავს გაუმარჯოს!

იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც პოეტები ჰყავთ და იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც არა ჰყავთ პოეტები, არც ჰყავდათ და არც ეყოლებათ!

მათ სანაპიროებს, მათ ქუჩებს, მათ პლაჟებს, მათ ოთახებს, მათ ტელეფონებს, მათ აბაზანებს, მათ მისამართებს, მათ საწოლებს გაუმარჯოს!...მათ სუნამოებს, მათ სუნთქვას, სურნელს!...

 

მათ ასწლეულებს, რომლებშიც ცხოვრობდნენ და მათ ასწწლეულებს, რომლებშიც კვლავ დაიბადებიან!

იმ ქალებს გაუმარჯოს, სიყვარულში რომელთაც გაუმართლათ და იმ ქალებს, რომელთაც სიყვარულში არ გაუმართლათ!

მათ სიზმრებს გაუმარჯოს!

მათ სხეულებს, მათ კაბებს, მათ კოსმეტიკას გაუმარჯოს, მათ თეძოებს, ფეხებს, ყელს, ტუჩებს, მკერდს, მათ სიცოცხლეს, მათ აზღუდებს, მათ კვნესას, მათ წვივსაკრავებს...

რომ კვდები და კვდები და კვდები მათში და მაინც ცოცხალი ხარ და თავდები და თავდები და თავდები მათში და მაინც იწყები ...

იმ წამებს, იმ წამებს გაუმარჯოს!

ქალებს გაუმარჯოს! ყველა ქალს!...რომლებსაც...რომელთა...რომლებ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ სადღეგრძელოს მე მგონი ქართველი ქალის ერთგულების სადღეგრძელოც მოუხდება.

ეხლა გამახსენდა ნინო ჭავჭავაძესე ამბე და გრიბოედოვის საფლავზე დადგმული ქვა წარწერით "მოია ლუბოვ პერეჟილა ტებია".

 

18 წლისა დაქვრივდა არა და სულ 3 თვე იცხოვრეს ერთად. ულამაზესი ქალი ყოფილა იმ დროს და ბევრჯერ სთხოვდნენ ხელს, მაგრამ არ უღალატა სიყვარულს.

 

მოდით ასეთ სიყვარულს გაუმარჯოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ სადღეგრძელოს მე მგონი ქართველი ქალის ერთგულების სადღეგრძელოც მოუხდება.

ეხლა გამახსენდა ნინო ჭავჭავაძესე ამბე და გრიბოედოვის საფლავზე დადგმული ქვა წარწერით "მოია ლუბოვ პერეჟილა ტებია".

 

18 წლისა დაქვრივდა არა და სულ 3 თვე იცხოვრეს ერთად. ულამაზესი ქალი ყოფილა იმ დროს და ბევრჯერ სთხოვდნენ ხელს, მაგრამ არ უღალატა სიყვარულს.

 

მოდით ასეთ სიყვარულს გაუმარჯოს.

გაუმარჯოს, ჩემო babuagiorgi ... მაიკო ორბელიანსაც გაუმარჯოს, ქართულმა"ელიტამ" ძალით რომ ჩაუგორა რუსთ იმპერატორს ლოგინში

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაუმარჯოს, ჩემო babuagiorgi ... მაიკო ორბელიანსაც გაუმარჯოს, რომელიც ქართულმა"ელიტამ" რუსთ იმპერატორს ძალით რომ ჩაუგორა ლოგინში

 

 

ეხ, რამდენი რამ არის საწყენი კაცმა რომ სთქვას. აბა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დრო რამდენი ქართველი დაიღუპა რუსეთის დაცვისათვის. აბა შეიძლებოდა ამის დავიწყება?

მე ამის დედავატირე რუსებს მხოლოდ ამის გულისათვის არ უნდა გაეკეთებინათ ის რაც გააკეთეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ამის დედავატირე რუსებს მხოლოდ ამის გულისათვის არ უნდა გაეკეთებინათ ის რაც გააკეთეს.

ჯერ კიდევ ბათო ხანის იურტაში არიან , ჩემო babuagiorgi , -პირმოშვებული, ველური და ძარღმაგარი რასა სკვითის თავით და მონღოლის თვალებით...

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ამ ჭიქით მანდილოსნებს და ქალებს ვადღეგრძელებ.

ეს არ არის უბრალოდ სუსტი სქესის სადღეგრძელო, არამდ ძალიან მაგარი პოლიტიკური დატვირთვა აქვს ამ ამბეს.

 

მრავალშვილიანობა უსურვო მინდა ჩვენს ქალებს. საქართველოს ვაჯკაცების გამრავლება სჭირდება მომავალში.

სხვა სუფრაზე, ტოესწ თემაში არ წარმოთქვამთ ამ სადღეგრძელოს?

აქვეა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

სხვა სუფრაზე, ტოესწ თემაში არ წარმოთქვამთ ამ სადღეგრძელოს?

აქვეა :)

 

ეხლა მრავალშვილიანობა მარტო ქალების დამსახურება არაა, მაგრამ მთავარ როლს თამაშობენ ამ საქმეში. :(:

 

ამ სადღეგრძელოს ყოველთვის ვსვამ და ყველა თემაში არ გამოვა, მაშინ სულ ნოსტალგიური უნდა ვიყო. :(:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნოსტალგიური უნდა ვიყო.

babuagiorgi

მოეძალა ნოსტალგია მწარე,

და კვლავ სახლში დაბრუნება აპირებს,

ისეთია საქართველოს გარეთ,

როგორც თევზი გარიყული ნაპირზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

კაი ჩემო ბატონო, მაშ ხელს აღარ შეგიშლით კაცებს :)

 

ნოსტალგიაში დისკრიმანცია არ მოდის. არავითარი ხელის შეშლა. შემოგვიერთდით.

აბა ქართული სუფრა მანდილოსნების უმიოდ გაგონილა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ ვიტან სუფრაზე ქალებს და ბუზებს... ერთნაირად ხმაურობენ.....

 

 

ლიცემერ ამ კაცს ჯარიმა ეკუთვნის. ჩამოასხი ყანწი. :):

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...