lasha_alo Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. “ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატებისა” და “ალიანსი საქართველოსთვის~ ლიდერი დღეს სამეგრელოში გაემგზავრა, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. როგორც “ინტერპრესნიუსს~ ირაკლი ალასანიამ განუცხადა, უკვე დაასრულა აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნას მოსახელობასთან შეხვედრა, რომელიც უშუალო გარემოში, ვიდეოკამერების გარეშეE ჩატარდა. “პარტიის დაფუძნებისთანავე ვთქვით, რომ ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მოსახლეობასთან მუდმივი დიალოგი იქნება. ამ დიალოგის მიზანია, მოვისმინოთ მოქალაქეების პრობლემები, გავაცნოთ ჩვენი თავი და შევთავაზოთ პრობლემების გადაჭრის ჩვენეული გზა”, - განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, ეს არის მისი პირველი შეხვედრები რეგიონში, რომელიც მომავალში აქტიურად გაგრძელდება.“ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი აცხადებს, რომ მოსახლეობას პირველ რიგში უმუშევრობის პრობლემა აწუხებს.“ახალგაზრდობა დაუსაქმებელია. არ აქვს ხელშეწყობა მიწათმოქმედებას, რომ ადამიანებმა თავის რჩენა საკუთარი შრომით შეძლონ. არ არსებობს პროდუქციის გასაღების ბაზრები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - მის ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, ადამიანებს აქვთ უსამართლობის განცდა. ქვეყნის მოსახლეობა თავს დაცულად ვერ გრძნობს. ცხადია, საზოგადოებას აქვს გარე საფრთხეების შიშიც. ეს არის ის საკითხები, რაზეც გულწრფელად და ძალიან ღიად ვილაპარაკეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხის მოგვარების ჩვენეული ხედვა გავაცანით”, - აღნიშნა ალასანიამ. მისივე თქმით, სწორედ ამ პრობლემების გათვალისწინებით დაიწერება “ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების~ საპროგრამო კონცეფცია.“ხალხს უხარია, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერი არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ ჩამდის მათთან. ადამიანი გრძნობს, რომ ეს ხდება არა ტელეკამერებთან კეკლუცობისთვის, არამედ პრობლემის რეალურად გაცნობისთვის და ეს მათ სიამოვნებთ,~- აღნიშნა ალასანიამ.მისივე განცხადებით, ამ მოგზაურობის დროს “თავისუფალი დემოკრატების~ რაიონული ოფისების გახსნა არ იგეგმება, თუმცა შეხვედრები ადამიანური რესურსების შერჩევასაც ემსახურება. “ჩვენ გვყავს მომხრეების საკმაოდ დიდი რაოდენობა, მაგრამ სწორად უნდა შევარჩიოთ ადამიანები, ვინც პარტიული ოფისების ხელმძღვანელ თანამდებობებზე იმუშავებენ~, - განაცხადა ალასანიამ. ირაკლი ალასანია სამეგრელოსა და სვანეთის მოსახლეობას 5 დღიის განმავლობაში შეხვდება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1საჭიროა პარტიებმა რეგიონებში სერიოზულად იმუშავონ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 კი, მარა, ალასანიამ ხალხის ენაზე თუ არ დაიწყო ლაპარაკი და გლეხებს დიპლომატიურად ელაპარაკა, არაფერი გამოუვა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 აუ იქ დაიწყებს ეხლა ეგ მაღალ ფარდოვან საუბარს და სულ გადარევს ხალხს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 ეხლა საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე, გამყრელიძე ჩავიდა კახეთში, მიიწვიეს "ზაოდობაზე", დაჯდა სუფრასთან და ხელსახოცით თეფში გაწმინდა.... იმ სოფელში ნაცებმა პირწმინდად მოიგეს, გაყალბების გარეშე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 (edited) lasha_alo ალასანია რეგიონებში გადის, კარგია, კარგი ლაშა,ახალი ბელადი იქმნება ჩემის აზრით საქართველოში. მიდრეკილება რომ გვაქვს მაგ საქმეზე,კარგად იცი. Edited July 25, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 lasha_alo ლაშა,ახალი ბელადი იქმნება ჩემის აზრით საქართველოში. მიდრეკილება რომ გვაქვს მაგ საქმეზე,კარგად იცი. აბა, უცნობი წმინდა გიორგი გაგიჟდა და ვეღარ ქაჩავს...ალასანია თუ გვიშველის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
king depress Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 machkatela აბა, უცნობი წმინდა გიორგი გაგიჟდა და ვეღარ ქაჩავს...გააქვს რამე ინფო?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 machkatela აბა, უცნობი წმინდა გიორგი გაგიჟდა და ვეღარ ქაჩავს...ალასანია თუ გვიშველის მაგ კაცსს თავი გაანებეთ.ფული იშოვა და თან დამსახურებულად.მაგარი შოუმენია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 machkatela მაგ კაცსს თავი გაანებეთ.ფული იშოვა და თან დამსახურებულად.მაგარი შოუმენია. ხო მარა მერე მესიად წარმოიდგინა თავი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 machkatela უცნობი წმინდა გიორგი გაგიჟდასადაა ეგ ტიპი რომ აღარ ჩანს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მაციხვიტია Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 გუბაზამ რო თქვა, არავინ ყური შეიფერთხა, ეხლა მიხვდნენ, რომ საჭიროა, მაგრამ უკვე მგონია რომ გვიანია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
king depress Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 ბურზო გუბაზამ რო თქვა, არავინ ყური შეიფერთხა, ეხლა მიხვდნენ, რომ საჭიროა, მაგრამ უკვე მგონია რომ გვიანიაგვიანი რისთვის?! საპროტესტო მუხტი და უკმაყოფილება სადმე გაქრა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 machkatela სადაა ეგ ტიპი რომ აღარ ჩანს? მკურნალობს წმინდა გიორგის ილუზიებისგან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pompiero Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 მთელ ოპოზიციურ სპექტრში დღესდღეობით ალასანია ყველაზე მეტად მომწონს: ჯერ არაფერი გაუკეთებია გულის გასახეთქი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giganti Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 გუბაზამ რო თქვა, არავინ ყური შეიფერთხა, ეხლა მიხვდნენ, რომ საჭიროა, მაგრამ უკვე მგონია რომ გვიანია :ravic:არაფერი არ არის გვიან, მეტი ყურადღება ჭირდება რეგიონებს, როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის მხრიდან, და მარტო არჩევნების და აქციების წინ არ უნდა ხდებოდეს იქ ჩასვლები და "ნიანგის ცრემლების" ღვრები პრობლემებზე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.