Jump to content
Planeta.Ge

ალასანია რეგიონებში გადის


Recommended Posts

საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

“ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატებისა” და “ალიანსი საქართველოსთვის~ ლიდერი დღეს სამეგრელოში გაემგზავრა, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

როგორც “ინტერპრესნიუსს~ ირაკლი ალასანიამ განუცხადა, უკვე დაასრულა აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნას მოსახელობასთან შეხვედრა, რომელიც უშუალო გარემოში, ვიდეოკამერების გარეშეE ჩატარდა.

“პარტიის დაფუძნებისთანავე ვთქვით, რომ ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მოსახლეობასთან მუდმივი დიალოგი იქნება. ამ დიალოგის მიზანია, მოვისმინოთ მოქალაქეების პრობლემები, გავაცნოთ ჩვენი თავი და შევთავაზოთ პრობლემების გადაჭრის ჩვენეული გზა”, - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, ეს არის მისი პირველი შეხვედრები რეგიონში, რომელიც მომავალში აქტიურად გაგრძელდება.

“ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი აცხადებს, რომ მოსახლეობას პირველ რიგში უმუშევრობის პრობლემა აწუხებს.

“ახალგაზრდობა დაუსაქმებელია. არ აქვს ხელშეწყობა მიწათმოქმედებას, რომ ადამიანებმა თავის რჩენა საკუთარი შრომით შეძლონ. არ არსებობს პროდუქციის გასაღების ბაზრები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - მის ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, ადამიანებს აქვთ უსამართლობის განცდა. ქვეყნის მოსახლეობა თავს დაცულად ვერ გრძნობს. ცხადია, საზოგადოებას აქვს გარე საფრთხეების შიშიც. ეს არის ის საკითხები, რაზეც გულწრფელად და ძალიან ღიად ვილაპარაკეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხის მოგვარების ჩვენეული ხედვა გავაცანით”, - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, სწორედ ამ პრობლემების გათვალისწინებით დაიწერება “ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების~ საპროგრამო კონცეფცია.

“ხალხს უხარია, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერი არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ ჩამდის მათთან. ადამიანი გრძნობს, რომ ეს ხდება არა ტელეკამერებთან კეკლუცობისთვის, არამედ პრობლემის რეალურად გაცნობისთვის და ეს მათ სიამოვნებთ,~- აღნიშნა ალასანიამ.

მისივე განცხადებით, ამ მოგზაურობის დროს “თავისუფალი დემოკრატების~ რაიონული ოფისების გახსნა არ იგეგმება, თუმცა შეხვედრები ადამიანური რესურსების შერჩევასაც ემსახურება.

“ჩვენ გვყავს მომხრეების საკმაოდ დიდი რაოდენობა, მაგრამ სწორად უნდა შევარჩიოთ ადამიანები, ვინც პარტიული ოფისების ხელმძღვანელ თანამდებობებზე იმუშავებენ~, - განაცხადა ალასანიამ.

ირაკლი ალასანია სამეგრელოსა და სვანეთის მოსახლეობას 5 დღიის განმავლობაში შეხვდება.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

საჭიროა პარტიებმა რეგიონებში სერიოზულად იმუშავონ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი, მარა, ალასანიამ ხალხის ენაზე თუ არ დაიწყო ლაპარაკი და გლეხებს დიპლომატიურად ელაპარაკა, არაფერი გამოუვა..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე, გამყრელიძე ჩავიდა კახეთში, მიიწვიეს "ზაოდობაზე", დაჯდა სუფრასთან და ხელსახოცით თეფში გაწმინდა.... იმ სოფელში ნაცებმა პირწმინდად მოიგეს, გაყალბების გარეშე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ალასანია რეგიონებში გადის, კარგია, კარგი

 

 

ლაშა,ახალი ბელადი იქმნება ჩემის აზრით საქართველოში. :D მიდრეკილება რომ გვაქვს მაგ საქმეზე,კარგად იცი. :D

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ლაშა,ახალი ბელადი იქმნება ჩემის აზრით საქართველოში. :D მიდრეკილება რომ გვაქვს მაგ საქმეზე,კარგად იცი. :D

 

აბა, უცნობი წმინდა გიორგი გაგიჟდა და ვეღარ ქაჩავს...ალასანია თუ გვიშველის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

აბა, უცნობი წმინდა გიორგი გაგიჟდა და ვეღარ ქაჩავს...ალასანია თუ გვიშველის

 

 

მაგ კაცსს თავი გაანებეთ.ფული იშოვა და თან დამსახურებულად.მაგარი შოუმენია. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

მაგ კაცსს თავი გაანებეთ.ფული იშოვა და თან დამსახურებულად.მაგარი შოუმენია. :D

ხო მარა მერე მესიად წარმოიდგინა თავი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუბაზამ რო თქვა, არავინ ყური შეიფერთხა, ეხლა მიხვდნენ, რომ საჭიროა, მაგრამ უკვე მგონია რომ გვიანია :yes:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბურზო

გუბაზამ რო თქვა, არავინ ყური შეიფერთხა, ეხლა მიხვდნენ, რომ საჭიროა, მაგრამ უკვე მგონია რომ გვიანია

გვიანი რისთვის?! საპროტესტო მუხტი და უკმაყოფილება სადმე გაქრა?! :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთელ ოპოზიციურ სპექტრში დღესდღეობით ალასანია ყველაზე მეტად მომწონს: ჯერ არაფერი გაუკეთებია გულის გასახეთქი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუბაზამ რო თქვა, არავინ ყური შეიფერთხა, ეხლა მიხვდნენ, რომ საჭიროა, მაგრამ უკვე მგონია რომ გვიანია :ravic:

არაფერი არ არის გვიან, მეტი ყურადღება ჭირდება რეგიონებს, როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის მხრიდან, და მარტო არჩევნების და აქციების წინ არ უნდა ხდებოდეს იქ ჩასვლები და "ნიანგის ცრემლების" ღვრები პრობლემებზე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...