king depress Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 ამერიკაში მცხოვრები რუსი ფოტოხელოვანი სერგეი მელნიკოვი საქართველოში ომის თემატიკაზე შექმნილ ფოტოგამოფენას მოაწყობს.როგორც სერგეი მელნიკოვმა “თავისუფალი აზრის სახლში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გამოფენაზე, 2008 წელს საქართველოში განხორციელებული რუსული აგრესიის ამსახველ ფოტომასალასთან ერთად, ომის თემატიკაზე სხვადასხვა ქვეყნებში გადაღებული ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი. სერგეი მელნიკოვმა პრესკონფერენციაზე რუსეთის საქართველოსთან და მისი გავლენის სფეროდან გასულ სახელმწიფოებთან დამოკიდებულებაზეც ისაუბრა. “ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ რუსეთის დღევანდელ და თავის დროზე ფაშისტური გერმანიის მიერ განხორციელებულ ქმედებებს შორის”, - განაცხადა მელნიკოვმა და მწუხარება გამოთქვა ყოველივე იმის გამო, Bრაც საქართველოში შარშან მოხდა და რაც დღესაც ხდება ჩრდილოკავკასიის რეგიონში. გარდა ამისა, სერგეი მელინკოვმა აღნიშნა, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარების თავლსაზრისით არასახარბიელო მდგომარეობაა. “იმ უდიდეს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსთან შედარებით, რაც საქართველოს აქვს, ქვეყანაში ტურიზმი განვითარებული საერთოდ არ არის”,-მიიჩნევს სერგეი მელნიკოვი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.