king depress Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 საქართველოს საპატრიარქო მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.განცხადების თანახმად, გუშინ გავრცლდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის გამო დააკავეს ბერი ალექსანდრე (ერეკლე) პაიჭაძე. საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ პაიჭაძე არ არის სასულიერო პირი, მან ეკლესიური ცხოვრების დაწყების მოტივაციით მიმართა ჯერ რუის-ურბნისის, შემდეგ კი გურჯაანის ეპარქიის ვეჯინის მამათა მონასტერს. ამ პერიოდში მას არანაირი სასულიერო ხარისხი არ მიუღია. “საქართველოს ეკლესიაში დღესაც არის მრავალი პიროვნება, რომელიც ამა თუ იმ მონასტერში სტუმრის სტატუსით ან სასულიერო პირობისათვის მოსამზადებელ პერიოდში იმყოფება. ეკლესია ყოველთვის მზად არის, მიიღოს ნებისმიერი მონანული ადამიანი, ამიტომ მისი კარი მუდამ ღიაა ამ სურვილით მოსულთათვის, მაგრამ ცალკეული ადამიანები ვერ ახერხებენ, დაძლიონ ცოდვითი მიდრეკილებები, სამწუხაროდ, მათ რიცხვს ალექსანდრე პაიჭაძეც მიეკუთვნება”, _ ნათქვამია განცხადებაში. საპატიარქო აღნიშნავს, რომ ეკლესიის წევრობა არა თუ ათავისუფლებს ადამიანს დანაშაულისგან, არამედ კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს მას. არსებული ინფორმაციით, ერეკლე პაიჭაძე მოქალაქე ზაზა ლომიძის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. პაიჭაძესა და მასპინძელს შორის სუფრაზე შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც მეზობლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერეკლე პაიჭაძე ძებნაში იყო და გაუპატიურების ბრალდებით დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. რას ნიშნავს გავრცელებული ცნობით?! დაზუსტებით ვერ გვეტყვიან? ან ის მაინც არ უნდა გაერკვიათ მღდელი არის თუ არა დაკავებული? ისევ მიზანმიმართული საპატრიარქოს დისკრედიტირების მცდელობა... არა რა ნაცმოძრაობა არაფერს არ სწავლობს და არ იცვლება...მართლა არ ეშინიათ შემოდგომის?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 ნაცმოძრაობა არაფერს არ სწავლობს და არ იცვლება...მუტაციას განიცდიან უჯრედის დონეზე - ქალამანა ფოსტალა მოძრაობაა, რა უნდა ისწავლონ მაგათმა? კონკორდატთან დაკავშირებით რაღაც ხმები დადის - მართალია, რომ სახელმწიფოს მაგის გაუქმე სურს?იქნებ ეს ინფოები ამ ჯაჭვის რგოლებია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
king depress Posted July 25, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 kisa კონკორდატთან დაკავშირებით რაღაც ხმები დადის - მართალია, რომ სახელმწიფოს მაგის გაუქმე სურს?იქნებ ეს ინფოები ამ ჯაჭვის რგოლებია?რას გაიგებ, მაგათი მოქმედება უკვე აღარანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 king depress საქართველოს საპატრიარქო მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებსვინ გაავრცელა, კონკრეტულად მასმედიის რომელმა საშუალებებმა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
king depress Posted July 25, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 Saturn ვინ გაავრცელა, კონკრეტულად მასმედიის რომელმა საშუალებებმა?ალბათ გადაცემა პატრულმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 king depress ალბათ გადაცემა პატრულმაშენს პოსტში მოყვანილ ინფორმაციაზე დაყრდნობით სავარაუდოდ interpressnews -მა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 მუტაციას განიცდიან უჯრედის დონეზე - ქალამანა ფოსტალა მოძრაობაა, რა უნდა ისწავლონ მაგათმა? კონკორდატთან დაკავშირებით რაღაც ხმები დადის - მართალია, რომ სახელმწიფოს მაგის გაუქმე სურს?იქნებ ეს ინფოები ამ ჯაჭვის რგოლებია? კონკორდატტან არაფერი უქმდება... ჩანაწერი ამოდის "ნოტარიული აქტების შესახებ ახალი კანონპროექტიდან, მაგრამ, პარლამენტში განხილვა ჯერ არ დაწყებულა და შეიძლება არც ამოვიდეს... ზოგადად კი, კონკორდატის საკითხი კონსტიტუციით არის დარეგულირებული, კონსტიტუცია კი უზენაესი კანონია... ასე რომ, ამ ეტაპზე არაფერი ცვლილება არ არის კონკორდატზე, მომავალში რა ვიცი აბა რა დაარტყამთ თავში.. (ეხლა გავიდა ჩემი უფროსი და ძლივს ზეწოლისგან განვთავისუფლდი ) ე.ი. ეს განმარტება ჩემი უფროსის გარეშე გავაკეთე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 machkatela კონკორდატის საკითხი კონსტიტუციით არის დარეგულირებული, კონსტიტუცია კი უზენაესი კანონია... ასე რომ, ამ ეტაპზე არაფერი ცვლილება არ არის კონკორდატზე, მომავალში რა ვიცი აბა რა დაარტყამთ თავში..როდის იყო ნაცებისთვის კონსტირუცია უზენაესი? http://www.pinky.ge/Smiles/titlikana/duut.gif სულ არ კიდიათ რა წერია იქ?თუ დასჭირდათ - მიჭრი-მოჭრიან, და არ არის პრობლემა.ეს განმარტება ჩემი უფროსის გარეშე გავაკეთეგილოცავ, გაიხარე მუშავ შენ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 ის, რომ ხელისუფლება ებრძვის საპატრიარქოს და ზოგადად ეკლესიას, არის მითი და არანაირი საფუძველი არ აქვს.... (ფერიას მთის გარდა და მანდაც არ იყო მთლად ისე საქმე) საპატრიარქოს წინააღმდეგ, მე მარტო სოზარ სუბარი მახსენდება და ისიც კარგად მახსოვს, როგორ მიახურა ხელისუფლებამ.. :resent: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 მუტაციას განიცდიან უჯრედის დონეზე - ქალამანა ფოსტალა მოძრაობაა, რა უნდა ისწავლონ მაგათმა? კონკორდატთან დაკავშირებით რაღაც ხმები დადის - მართალია, რომ სახელმწიფოს მაგის გაუქმე სურს?იქნებ ეს ინფოები ამ ჯაჭვის რგოლებია? კონკორდატის გაუქმება სოზარ სუბარს უნდოდა და ითხოვდა....ორი თუ სამი წლის განმავლობაში... მაშინ დაიწყო სუბარისა და ხელისუფლების დაპირისპირება....თუ გაინტერესებთ, დეტალებსაც გავიხსენებ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 machkatela ის, რომ ხელისუფლება ებრძვის საპატრიარქოს და ზოგადად ეკლესიას, არის მითი და არანაირი საფუძველი არ აქვსდაპირისპირება არა კვატი რად უნდა ხელისუფლებას საპატრიარქოსთან დაპირისპირება? ჯიპები და მისი ჯანი, არანაირი დაპირისპირება აღარ იქნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 machkatela დაპირისპირება არა კვატი რად უნდა ხელისუფლებას საპატრიარქოსთან დაპირისპირება? ჯიპები და მისი ჯანი, არანაირი დაპირისპირება აღარ იქნება განვედ სატანა... :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.