Jump to content
Planeta.Ge

მორიგი იერიში საპატრიარქოზე


Recommended Posts

საქართველოს საპატრიარქო მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, გუშინ გავრცლდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის გამო დააკავეს ბერი ალექსანდრე (ერეკლე) პაიჭაძე.

 

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ პაიჭაძე არ არის სასულიერო პირი, მან ეკლესიური ცხოვრების დაწყების მოტივაციით მიმართა ჯერ რუის-ურბნისის, შემდეგ კი გურჯაანის ეპარქიის ვეჯინის მამათა მონასტერს. ამ პერიოდში მას არანაირი სასულიერო ხარისხი არ მიუღია.

 

“საქართველოს ეკლესიაში დღესაც არის მრავალი პიროვნება, რომელიც ამა თუ იმ მონასტერში სტუმრის სტატუსით ან სასულიერო პირობისათვის მოსამზადებელ პერიოდში იმყოფება. ეკლესია ყოველთვის მზად არის, მიიღოს ნებისმიერი მონანული ადამიანი, ამიტომ მისი კარი მუდამ ღიაა ამ სურვილით მოსულთათვის, მაგრამ ცალკეული ადამიანები ვერ ახერხებენ, დაძლიონ ცოდვითი მიდრეკილებები, სამწუხაროდ, მათ რიცხვს ალექსანდრე პაიჭაძეც მიეკუთვნება”, _ ნათქვამია განცხადებაში.

საპატიარქო აღნიშნავს, რომ ეკლესიის წევრობა არა თუ ათავისუფლებს ადამიანს დანაშაულისგან, არამედ კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს მას.

 

არსებული ინფორმაციით, ერეკლე პაიჭაძე მოქალაქე ზაზა ლომიძის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. პაიჭაძესა და მასპინძელს შორის სუფრაზე შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც მეზობლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერეკლე პაიჭაძე ძებნაში იყო და გაუპატიურების ბრალდებით დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. რას ნიშნავს გავრცელებული ცნობით?! დაზუსტებით ვერ გვეტყვიან? ან ის მაინც არ უნდა გაერკვიათ მღდელი არის თუ არა დაკავებული?

 

ისევ მიზანმიმართული საპატრიარქოს დისკრედიტირების მცდელობა...

 

არა რა ნაცმოძრაობა არაფერს არ სწავლობს და არ იცვლება...მართლა არ ეშინიათ შემოდგომის?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაცმოძრაობა არაფერს არ სწავლობს და არ იცვლება...

მუტაციას განიცდიან უჯრედის დონეზე - ქალამანა ფოსტალა მოძრაობაა, რა უნდა ისწავლონ მაგათმა?

 

კონკორდატთან დაკავშირებით რაღაც ხმები დადის - მართალია, რომ სახელმწიფოს მაგის გაუქმე სურს?

იქნებ ეს ინფოები ამ ჯაჭვის რგოლებია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

კონკორდატთან დაკავშირებით რაღაც ხმები დადის - მართალია, რომ სახელმწიფოს მაგის გაუქმე სურს?

იქნებ ეს ინფოები ამ ჯაჭვის რგოლებია?

რას გაიგებ, მაგათი მოქმედება უკვე აღარანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

king depress

საქართველოს საპატრიარქო მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

ვინ გაავრცელა, კონკრეტულად მასმედიის რომელმა საშუალებებმა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ვინ გაავრცელა, კონკრეტულად მასმედიის რომელმა საშუალებებმა?

ალბათ გადაცემა პატრულმა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

king depress

ალბათ გადაცემა პატრულმა

შენს პოსტში მოყვანილ ინფორმაციაზე დაყრდნობით სავარაუდოდ interpressnews -მა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მუტაციას განიცდიან უჯრედის დონეზე - ქალამანა ფოსტალა მოძრაობაა, რა უნდა ისწავლონ მაგათმა?

 

კონკორდატთან დაკავშირებით რაღაც ხმები დადის - მართალია, რომ სახელმწიფოს მაგის გაუქმე სურს?

იქნებ ეს ინფოები ამ ჯაჭვის რგოლებია?

 

 

კონკორდატტან არაფერი უქმდება... ჩანაწერი ამოდის "ნოტარიული აქტების შესახებ ახალი კანონპროექტიდან, მაგრამ, პარლამენტში განხილვა ჯერ არ დაწყებულა და შეიძლება არც ამოვიდეს...

 

ზოგადად კი, კონკორდატის საკითხი კონსტიტუციით არის დარეგულირებული, კონსტიტუცია კი უზენაესი კანონია... ასე რომ, ამ ეტაპზე არაფერი ცვლილება არ არის კონკორდატზე, მომავალში რა ვიცი აბა რა დაარტყამთ თავში..

 

(ეხლა გავიდა ჩემი უფროსი და ძლივს ზეწოლისგან განვთავისუფლდი :D ) ე.ი. ეს განმარტება ჩემი უფროსის გარეშე გავაკეთე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

კონკორდატის საკითხი კონსტიტუციით არის დარეგულირებული, კონსტიტუცია კი უზენაესი კანონია... ასე რომ, ამ ეტაპზე არაფერი ცვლილება არ არის კონკორდატზე, მომავალში რა ვიცი აბა რა დაარტყამთ თავში..

როდის იყო ნაცებისთვის კონსტირუცია უზენაესი? http://www.pinky.ge/Smiles/titlikana/duut.gif

სულ არ კიდიათ რა წერია იქ?

თუ დასჭირდათ - მიჭრი-მოჭრიან, და არ არის პრობლემა.

ეს განმარტება ჩემი უფროსის გარეშე გავაკეთე

გილოცავ, გაიხარე მუშავ შენ! :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის, რომ ხელისუფლება ებრძვის საპატრიარქოს და ზოგადად ეკლესიას, არის მითი და არანაირი საფუძველი არ აქვს.... (ფერიას მთის გარდა და მანდაც არ იყო მთლად ისე საქმე)

 

საპატრიარქოს წინააღმდეგ, მე მარტო სოზარ სუბარი მახსენდება და ისიც კარგად მახსოვს, როგორ მიახურა ხელისუფლებამ..

:resent:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მუტაციას განიცდიან უჯრედის დონეზე - ქალამანა ფოსტალა მოძრაობაა, რა უნდა ისწავლონ მაგათმა?

 

კონკორდატთან დაკავშირებით რაღაც ხმები დადის - მართალია, რომ სახელმწიფოს მაგის გაუქმე სურს?

იქნებ ეს ინფოები ამ ჯაჭვის რგოლებია?

 

კონკორდატის გაუქმება სოზარ სუბარს უნდოდა და ითხოვდა....ორი თუ სამი წლის განმავლობაში... მაშინ დაიწყო სუბარისა და ხელისუფლების დაპირისპირება....

თუ გაინტერესებთ, დეტალებსაც გავიხსენებ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

ის, რომ ხელისუფლება ებრძვის საპატრიარქოს და ზოგადად ეკლესიას, არის მითი და არანაირი საფუძველი არ აქვს

დაპირისპირება არა კვატი :D რად უნდა ხელისუფლებას საპატრიარქოსთან დაპირისპირება? ჯიპები და მისი ჯანი, არანაირი დაპირისპირება აღარ იქნება :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

 

დაპირისპირება არა კვატი :yes: რად უნდა ხელისუფლებას საპატრიარქოსთან დაპირისპირება? ჯიპები და მისი ჯანი, არანაირი დაპირისპირება აღარ იქნება :)

 

განვედ სატანა...

:D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...