Jump to content
Planeta.Ge

კიტანო ტაკეში "7 ნოემბრის" წინააღმდეგ


Recommended Posts

JIA-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა ცენტრალური აზიისა და კავკასიის განყოფილების დირექტორის მოადგილესთან, ბ-ნ. კიტანო ტაკეში უმცროსთან, სადაც საქართველოზეცაა საუბარი.

 

საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში, - განაცხადა იაპონელმა დიპლომატმა, - ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას და თანამშრომლობას უკვე საკმაო ისტორია აქვს. იაპონიასა და საქართველოს 1996 წლიდან აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები.

ამა წლის გაზაფხულზე საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა ჩვენი ქვეყნის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა მასაიოში კომაჰარამ.

 

იაპონია საქართველოს მეგობარი და ერთ-ერთი დიდი დონორი ქვეყანა გახლავთ: დღეისთვის საქართველოში იაპონიას 100-მდე პროექტი აქვს დაფინანსებული და პროექტებისთვის 5 მილიარდი დოლარზე მეტი დაიხარჯა. ჩვენ განზრახული გვაქვს, კიდევ უფრო განვავითაროთ და გავაღრმავოთ ურთიერთობა საქართველოსთან.

 

ამავე დროს, - განაცხადა ბ-მა კიტანომ, - არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ამ ბოლო დროს საქართველოში სუშის საწინააღმდეგო კამპანიაა დაწყებული, რაც იაპონლების გულისტკივილს იწვევს.

 

ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მიერ არაერთგზის გამოითქვა აზრი, რომ სუშის ჭამა სირცხვილია. რომ სუში სატანისტური საკვებია. რომ სუშით ქართველი ადამიანის სული და ხორცი წაწყმდება.

 

კიდევ მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ აზრს ის ქართველი პოლიტიკოსები გამოთქვამენ, რომლებიც ხალხში დიდი პოპულარობით და ავტორიტეტით სარგებლობენ და ამგვარ სუშის საწინააღმდეგო პროპაგანდას ისინი პოპულარული ქართული ტელეარხის პირდაპირი ეთერით ეწევიან.

 

მეტიც, საქართველოში შექმნილია ახალგაზრდული მოძრაობა „ანტი-სუში“, რომელიც სუშის საწინააღმდეგო აქციებს მართავს. ეს იაპონია-საქართველოს მეგობრობის წინააღმდეგ მიმართული აქტია.

 

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადრებითა და შეშფოთებით ადევნებს თვალს მოვლენათა განვითარებას. ჩვენ ვცდილობთ გავერკვეთ, თუ ვის მიერ ფინანსდება ეს პროტესტი.

 

ჯერ-ჯერობით ზუსტი პასუხი არ გავქვს, მაგრამ, სავარაუდოდ, ამ აქციების უკან ჩინური სამზარეულოს შანხაის ტრიადა დგას, თუმცა რუსულ ინტერესსაც ვერ გამოვრიცხავთ. ჩვენს ქვეყანას ხომ, საქართველოს მსგავსად, რუსეთთან მოუგვარებელი ჩისიმა რეეტოს ტერიტორიული პრობლემა აქვს, რაც ხელს უშლის რუსეთ-იაპონიის ურთიერთობის ნორმალურ განვითარებას, ამიტომ იაპონიაში ყველას კარგად გვესმის, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და მასთან დიპლომატიური და ყველა სხვა სფეროებში ურთიერთობის გაღრმავებას.

როგორც ჩანს, ბევრს ეს არ მოსწონს - განაცხადა იაპონელმა დიპლომატმა.

 

 

http://sidenkai21.cocot.jp/Iwao_Oyama_.jpgინტერვიუს ბოლოს ბ-ნმა კიტანო ტაკეშიმ წაიკითხა აკაკი წერეთლის ლექსი, რომელიც რუსეთის არმიის პორტ-არტურთან დამმარცხებელ იაპონელ ადმირალს, ივაო ოიამას ეძღვნება...

ოი ამას ვენაცვალე

ოი ამას ვენაცვალეოოოო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Democrat

ამავე დროს, - განაცხადა ბ-მა კიტანომ, - არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ამ ბოლო დროს საქართველოში სუშის საწინააღმდეგო კამპანიაა დაწყებული, რაც იაპონლების გულისტკივილს იწვევს.

აბა ამათა ყოლიათ :))

არადა იაპონური კულტურა როგორ მომწონს :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Democrat

კიტანო ტაკეში "7 ნოემბრის" წინააღმდეგ, საერთაშორისო სკანდალი გრ

 

 

ორიგინალი მოვიდეს და დაიდოს. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში შექმნილია ახალგაზრდული მოძრაობა „ანტი-სუში“, რომელიც სუშის საწინააღმდეგო აქციებს მართავს.
რაიოოოო? :help: :sicili:

 

ამ აზრს ის ქართველი პოლიტიკოსები გამოთქვამენ
რატი სამყურაშვილი რა კომენტარს აკეთებს? მაგის კომპეტენტური აზრი მაინტერესებს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...