Jump to content
Planeta.Ge

ლეონტევმა ოსებს ნამდვილი რუსეთი ანახა


Recommended Posts

მიხეილ ლეონტიევმა ცხინვალელი ჟურნალისტები განარისხა

 

 

 

რუსი ჟურნალისტი, რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივ არხზე (ОРТ) გადაცემა „ოდნაკოს“ წამყვანი მიხეილ ლეონტიევი, რომელიც საქართველოს და უკრაინის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით არის ცნობილი, ცხინვალის ხშირი სტუმარია. მას საქართველოსგან განდგომილი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქში ყოველთვის ხელგაშლილად ხვდებოდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ იგი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დამცველი იყო. რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ლეონტიევი კიდევ ერთხელ ჩავიდა ცხინვალში და ერთ–ერთ შეხვედრაზე ოსური საზოგადოებისთვის მოულოდნელი და მიუღებელი განცხადებები გააკეთა.

როგორც რადიო „თავისუფლებას“ ცხინვალიდან აცნობეს, “მრგვალ მაგიდაზე”, სადაც სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური მომავლის საკითხები განიხილებოდა, რუსი ჟურნალისტი ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკას რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი და ცხინვალის რაიონი უწოდა, რამაც პირველ რიგში ადგილობრივი ჟურნალისტების აღშფოთება გამოიწვია. მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე, რომელიც ცხინვალის ტელევიზიით გადაიცა, ინტერნეტგამოცემა „ირონთაიმსის“ ჟურნალისტმა, ირინა ქელეხსაევამ, ლეონტიევის გამონათქვამები გაიმეორა და მის მოსაზრებებზე კომენტარი სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარეს სტანისლავ ყოჩიევს სთხოვა.

ციტატა: „ტელეწამყვან მიხეილ ლეონტიევის ექსცენტრიული განცხადებით, ჩვენ არ გვჭირდება, მაგალითად, ზიმბაბვეს მიერ აღიარება, რადგან რუსეთმა უკვე გვცნო. მან ასევე თქვა, რომ ჩვენ ყველანი რუსეთის დიდი იმპერიის ნაწილი ვართ და ისეთი ტერმინიც გამოიყენა, როგორიც ცხინვალის რაიონია, ამიტომ თგვენგან მაინტერესებს, თუ რა მიმართულებით უნდა ვიმოქმედოთ, როგორ უნდა იმუშაოს პარლამენტმა და დამოუკიდებლობისაკენ უნდა ვიმოძრაოთ თუ რუსეთის იმპერიის ნაწილი გავხდეთ?“–ციტატის დასასრული

 

პარლამენტის თავმჯდომარემ სტანისლავ ყოჩიევმა რუსი ჟურნალისტის გამონათქვამები მის ნასვამ მდგომარეობას დააბრალა და ირინა ქელეხსაევა იმით დააწყნარა, რომ კრემლში ყველა ლეონტიევის მსგავსად არ აზროვნებს. –„რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჩვენი მომავალი თუნდაც ისეთმა პოპულარულმა პიროვნებამ უნდა განსაზღვროს, როგორიც მიხეილ ლეონტიევია. ეს მისი პირადი აზრია, მითუმეტეს, ვინც იმ შეხვედრას ესწრებოდით, კარგად ნახეთ, თუ როგორ მდგომარეობაში იყო. ცხადია, რომ მსგავს მდგომარეობაში მისი ექსცენტრიულობა გაორმაგდა. ისიც ხომ გახსოვთ, რომ ლეონტიევი ჩვენს დამოუკიდებლობას მხარს ყოველთვის მტკიცედ უჭერდა, ამიტომ მისი გამოსვლიდან რაღაც შორს მიმავალ დასკვნებს არ გამოვიტანდი და ლმობიერად მივუდგებოდი“, –განაცხადა ყოჩიევმა.

 

გაეროს ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი მიხეილ ლეონტიევი ყოველთვის კრემლის რუპორად ითვლებოდა და სიმთვრალეში მის მიერ გაკეთებული განცხადება გულწრფელ მოსაზრებად უნდა ჩაითვალოს, რადგან დეფაქტო რესპუბლიკას კრემლი არც აღიარებამდე და არც აღიარების შემდეგ სრულფასოვან სახელმწიფოდ არ მიიჩნევს.

 

ქართველი ექსპარტების აზრით, ოფიციალურ მოსკოვს საქართველოსგან განდგომილ რეგიონებში ხალხი კი არა, მხოლოდ ტერიტორია სჭირდება, სადაც სამხედრო ბაზები იქნება განთავსებული და ეს ტერიტორია საქართველოზე ზეწოლის იარაღად იქნება გამოყენებული. რუსმა ჟურნალისტმა კი ეს ყველაფერი ოსურ საზოგადოებას გულწრფელად უთხრა.

 

გოგა აფციაური, გორი

 

http://media.ge/geo/page.php?m=news_detail...mp;id_numb=4932

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მიხეილ ლეონტიევმა ცხინვალელი ჟურნალისტები განარისხა

 

 

კაცო რას აოფებ ამ პოლიტიკის განყოფილებას ამისთანა თემებით? რამდენი დურაკი რამეს იტყვის თემა უნდა გახსნა? ერთი ლეონტიევის დედაც....... :D

 

 

ისე თემებზე გამახსენდა და ლიცი ხომ კარგად არის? არ ჩანს რაღაცა. :D

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ისე თემებზე გამახსენდა და ლიცი ხომ კარგად არის? არ ჩანს რაღაცა.

მეც ვიკითხე, არ მგონია კარგად იყოს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

მეც ვიკითხე, არ მგონია კარგად იყოს

 

 

რატო ეგრე დაჯერებულად? :D გოგო გაუთხოვდა და შეიძლება მოყვრებში გრიალებს. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

რატო ეგრე დაჯერებულად?

ქალური ინტუიცია.

თუმცა ამჯერად მართლა არ მგონია სახუმარო საქმე იყოს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცო რას აოფებ ამ პოლიტიკის განყოფილებას ამისთანა თემებით? რამდენი დურაკი რამეს იტყვის თემა უნდა გახსნა? ერთი ლეონტიევის დედაც.......

სამშობლოს ჭირდება. :D

ოფი არაა. :D

 

ლიციზე არაფერი ვიცი.იმედია კარგადაა

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...