Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

სარწყავი წყლის დატაცებისთვის გლეხებს სოლიდური თანხით დააჯარიმებენ.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესაბამისი ცვლილებები შედის, რომლის ინიციატივაც მთავრობას ეკუთვნის.

კანონპროექტის თანახმად, სარწყავი წყლის გადაცემის ან განაწილების ქსელიდან სარწყავი წყლის დატაცება, ასევე, სამელიორაციო ასოციაციებისთვის მიწოდებული წყლის თვითნებურად მოხმარება, ფიზიკური პირის 250 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

აღნიშნული დანაშაულის გამეორების შემთხვევაში კი ჯარიმები გაორმაგდება. მთავრობა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

პ.ს. იქეთ ბენზინი აქეთ წყალი, მოკლედ ფულის კაკეტების დაჩქარებულ ტემპებზე გადავიდნენ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა.. 1 ჰექტარის მორწყვა 70 ლარი ღირს.....როგორია?? კახეთში კი ხშირი მორწყვაა საჭირო, ისეთი გვალვა იცის....

:D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მალე ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე გადასახადს მოგვთხოვენ

რავარია, ამოსუნთქვას რომ გადაგიკეტავენ, თუ გადაკეტეს უკვე?

:husein:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოიცათ-მოიცათ ერთი წუთი, მაგ წყალს სავარგულამდე მიტანა არ უნდა, არხებს გაწმენდა არ სჭირდება, სისტემას აღდგენა არ უნდა, ერთ ჰექტარს ურწყავენ ოთხჯერ წელიწადში, ერთი ჰექტარიდან ათიათასობით ლარის პროდუქციის მიღება შეიძლება, 70 ლარი არ უნდა გადაიხადონ?, რა ღირს კიტრი და პამიდორი შუა ზაფხულია უკვე? დათვლილი მაქვს 20 თეთრადაც რომ გაყიდო პომიდორი 100% მოგებას გაძლევს.გლეხების მიწების მორწყვის ფულიც ჩვენ (ტაქსფეიერებმა) უნდა ვიხადოთ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

prologic

ერთი ჰექტარიდან ათიათასობით ლარის პროდუქციის მიღება შეიძლება

სად ცხოვრობ???

აბა რომელი სასოფლო პროდუქტიდან შეიძLება თხილის გარდა 10 000ობით ლარის მიღება?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

king depress

ამ სამყაროში ჰაერიდან არაფერი არ მოდის. თუ არ გადაიხდის ის გლეხი, სხვამ უნდა გადაიხადოს. და ის სხვა სახელმწიფო გამოდის ხო? სახელმწიფოს საიდან მისდის ფული? გადასახადებიდან ანუ შენი და ჩემი ჯიბიდან. ასე რომ თუ გლეხი არ გადაიხდის და ის მიწები მოირწყვება, მე და შენ ვიხდით იმ მორწყვის ფულს. მე არ მაწყობს მასეთი მიდგომა.

გადასახადი უნდა იყოს.. გეთანხმები.. მაგრამ უბედურება ისაა, რომ ამ ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის ე.წ. მოწესრიგება, მაღალი გადასახადებისა და შესაბამისად მაღალი სანქციების დაწესებით დაიწყო..

გლეხისთვის ჰექტარზე 70 ლარი მორწყვაში, საკმაოდ დიდი თანხაა... მარტო მორწყვა ხომ არ არის საჭირო???? თან კახეთში და ქართლში.. დასავლეთში წყლის პრობლემა არაა და რაცხას მოახერხებს კაცი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იცით თქვენ,მაგალითად კახეთში ერთი ჰექტარი ვენახის შეწამლვა რა უჯდება გლეხს?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1კგ ყურძენის საერთაშიროსო საბაზრო ფასი რა არის, თუ იცით? რატომაა ასეთი ძვირი, ძალიან დიდ შრომას ხომ არ მოითხოვს და ძალიან ხელოვნურად ხომ არაა დაწეული ჩვენთან ყურძნის ჩაბარების ფასი?

რამდენი გადაიხადა ხალხმა და რამდენი დაჯდა პრეზიდენტის სასახლის მშენებლობა?

ამ სამყაროში ჰაერიდან არაფერი არ მოდის
გადასახადებიდან ანუ შენი და ჩემი ჯიბიდან

შენ რა პროდუქტს ქმნი ან რას აძლევ იმის ფასს სახელმწიფოს, რამდენსაც შენ გიხდიან, ან ხელფასს ვისი ჯიბიდან გიხდიან? იმ გლეხზე მეტი სარგებელი მოგაქვს ამ სახელმწიფოსთვის?

Edited by Pompiero
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pompiero

შენ რა პროდუქტს ქმნი

მე ვქმნი პროგრამულ უზრუნველყოფას.

რას აძლევ იმის ფასს სახელმწიფოს, რამდენსაც შენ გიხდიან

იმაზე ცოტას მიხდიან რასაც ვაძლევ.

ხელფასს ვისი ჯიბიდან გიხდიან

ბიუჯეტიდან.

იმ გლეხზე მეტი სარგებელი მოგაქვს ამ სახელმწიფოსთვის?

ერთი გლეხისა და ერთი პროგრამისტის მიერ შექმნილი პროდუქციის ღირებულებას თუ შევადარებთ მთელს მსოფლიოში, უპირატესობა აშკარად მეორეს მხარეზეა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვქმნი პროგრამულ უზრუნველყოფას.

რაც შენ ფორუმებში პოსტავ, ნეტავ რა ქვია მაგ პროგრამას

პროგრამისტის მიერ შექმნილი პროდუქციის ღირებულებას

ეგ მაინტერესებს სწორედ, რა ხეირი მოუტანა ამ სახელმწიფოს შენმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ, თორემ სტალინი მიშაზე მაგარი იყო :D:

Edited by Pompiero
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ევროპული ფასები საწვავზე ყწალზე საჭმელზე

სამაგიეროდ ხელფასები აფრიკის დონეზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენი გადაიხადა ხალხმა და რამდენი დაჯდა პრეზიდენტის სასახლის მშენებლობა?

რა არის უფრო პრიორიტეტული - სასახლე თუ ხალხი?

ამ სამყაროში ჰაერიდან არაფერი არ მოდის. თუ არ გადაიხდის ის გლეხი, სხვამ უნდა გადაიხადოს

ის სხვა მაინც ჩვენ ვიქნებით - კაკ ნე კრუტი, გინდ ბიუჯეტიდან იყოს, გინდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მომხმარებლის.

ძალიან მარტივია.

ისე ევროპას , რომ ვედრებით ყველაფერში სოფლის მეურნეობაში ძალიან დიდ ინვესტიციებს დებენ და ეს დარგი არის დოტაციური.

ველური კაპიტალიზმია პოსტ-საბჭოთა სვრცეში გავრცელებული.

ცნება "ძლიერი სახელმწიფო" არ ნიშნავს ძალადობას საკუთარ მოსახლეობაზე - ეს არაფერ კარგს არ მოიტანს.

პრიორიტეტები გათვალონ ნორმალურად და ნაკლები კომფორტი შეიქმნან ჩვენ ხარჯზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...