lasha_alo Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 (edited) http://www.comunicatemedia.ro/media/gallery/thumbs500/natiunile_unite/Irakli_Alasania.jpg ირაკლი ალასანია (დ. 21 დეკემბერი, 1973, ბათუმი), ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი; 2006 წ. 11 სექტემბრიდან 2008 წლის 4 დეკემბრამდე იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ამავდროულად საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში.მამამისი, გენერალ-ლეიტენანტი მამია ალასანია, მოკლეს აფხაზმა მეამბოხეებმა სოხუმის დაცემის შემდეგ 1993 წ. ირაკლი ალასანიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით 1995 წ. პარალელურად, 1994-96 წწ., სწავლობდა სახელმწიფო უშიშროების აკადემიაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში; იყო უშიშროებისა (2002-04 წწ.) და თავდაცვის (2004 წ.) მინისტრის მოადგილე, ეროვნ ული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე (2004 წ.) 2004 სექტემბრიდან 2006 მარტამდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დე-იურე მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში. მის დანიშვნას ამ პოსტებზე მტრულად შეხვდა აფხაზეთის სეპარატისტული ხელმძღვანელობა, თუმცა ალასანიამ მოახერხა ზოგიერთ აფხაზ პოლიტიკოსთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება. ამან ხელი შეუწყო 2006 წ. მარტში ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის განახლებას. იმავე თვეში ალასანია დაინიშნა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად გაეროში. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ოფიციალური პირების განმარტებით, ალასანიას გაეროში ელჩად მივლინება მიზნად ისახავდა საერთაშორისო მცდელობების გაძლიერებას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების კუთხით; თუმცა, ოპონენტები შიშობდენ, რომ ახალი დანიშვნა აფერხებდა ალასანიას უშუალო მონაწილეობით მიღწეულ დადებით შედეგებს ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებზე. მიუხედავად ამისა, ალასანია რჩება პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში. 2008 წ. 12 მაისს, აფხაზეთში გართულებული სიტუაციის ფონზე, ალასანია მოულოდნელად ეწვია სოხუმს და თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან გამართა შეხვედრები, რომელთა დეტალები არ გახმაურებულა. 2008 წ. აგვ. რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში მონაწილეობდა გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებში და ბრალი დასდო რუსეთს „საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღგვისა“ და „ქართველი ხალხის მოსპობის“ მცდელობაში.იმავე წლის 4 დეკებერს გადადგა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგნლის თანამდებობიდან .მისი განმარტებით, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მისი და პრეზიდენტის ძირეულად განსხვავებული ხედვა საქართველოს შიდა და სამხედრო განვითარების საკითხებში, მათ შორის, კონფლიქტების მოგვარების საკითხშიც.ცნობა აღებულია :http://ka.wikipedia.org/wiki/ირაკ Edited July 24, 2009 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 ჯერ რა უნდა სთქვა... გააჩნია როგორ მოიქცევიან, კრიზისულ პერიოდებში რას იზავენ, არჩევნების გაყალბებისას ეყოფათ თუ არა გამბედაობა რომ არ "გაუპრავონ" გიორგი თარგამაძის მაგვარად ფაქტები და ასე შემდეგ...თორემ მსგავსი ოპოზიცია უკვე გვყავს და რა "ეფექტურადაც" მუშაობენ და რა "ნაყოფიერია" მათი პოლიტიკურ არენა არსებობა მაგასაც ვხედავთ...დღეს რომ სულ გაქრნენ თარგამაძე და ძმანნი მისნი პოლიტიკიდან არაფერი არ შეიცვლება და არანაირი აზრი არ ექნება... ასე რომთუ პოლიტიკურ გვამად ჩამოყალიბდა ეს პარტიაც... გინდ ყოფილა და გინდ არა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 არადა სახეზე ეტყობა რომ კაცი პერსპექტიულია.... ვნახოთ.... ხალხს მოსწონს ჯერ–ჯერობიტ გაწონასწორებული მასტის სახით დადის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.