lasha_alo Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 ბაიდენი იქით დაhttp://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...10050&ct=17 სტატისტიკის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩიოსნის, ექსპერტოს სოსო არჩვაძის შეფასებით, 2009 წლის ივნისში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6 პროცენტით არის გაზრდილი და ფასების ზრდის ტენდენცია ისევ გრძელდება. “სტატისტიკის დეპარტამენტი მხოლოდ ინფლაციის მაჩვენებელსა და საარსებო მინიმუმს ითვლის მაშინ, როდესაც აუცილებელია სტატისტიკა სხვადასხვა ფენების მიხედვით ცხოვრების ღირებულების მაჩვენებელს ითვლიდეს”–დასძენს ექსპერტი. მისივე თქმით, საქართველოში არსებული ფასები თანდათანობით უახლოვდება და ზოგ შემთხვევაში აღემატება კიდეც ამერიკაში არსებულ ფასებს და ეს მაშინ, როდესაც ამერიკელების და ქართველების ხელფასების შედარება წარმოუდგენელია. „ამერიკელი მოქალაქის საშუალო ხელფასი წელიწადში 34 ათასი დოლარია. ჩვენთან საუკეთესო შემთხევაში თვეში 350-360 დოლარი, ანუ წელიწადში საშუალოდ 4200 დოლარი. ფასებით ზოგიერთ შემთხვევაში ფაქტობრივად უკვე გავუსწარით კიდეც ამერიკას”–დასძენს არჩვაძე. ასევე შეგახსენებთ, რომ გაძვირებული ცხოვრების ფონზე საქართველოში საარსებო მინიმუმი კლებას განაგრძობს. 2009 წლის ივნისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 114,2 ლარი შეადგინა, რაც მაისის ანალოგიურ მაჩვენებელს 2,3 ლარით ჩამოუვარდება. სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 129 ლარია, ერთსულიანი ოჯახის 114,2 ლარი, ორსულიანის 182,2, ექვსი და მეტწევრიანი ოჯახის კი 303,9 ლარი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 lasha_alo ფასებით ზოგიერთ შემთხვევაში ფაქტობრივად უკვე გავუსწარით კიდეც ამერიკასთვითონ თუ სჯერა რასაც ამბობს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 იმ პროდუქციაზე ძვირდება, რომლებიც სახელისუფლები კლანს შემოაქვს... ასე ვფიქრობ მე.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 24, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 Saturn თვითონ თუ სჯერა რასაც ამბობს?მე დავაკოპირე . ამით ამოიწურება ჩემი შეფასება . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 Saturn ისე საწვავის ფასი თუ იცი ამერიკაში? და თუნდაც ხორცის... ..... ისე კი...ესე იყოს ყველა ენაჩაგდებული საწვავის ფასზე, მათ შორის "საპარლამენტო ოპოზიცია"... და კიდევ კაი ცხოვრება გველის.მე არ ვგულისხმობ საყოფაცხოვრებო ფასების გაზრდას... ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ვგულისხმობ. უდიდესი შემაფერხებელი ფაქტორია და ამ დროს არავინ არაფერს არ ამბობს...სრულიად, განუზომლად და არაადეკვატურად დიდი ფასი ადევს...ხეკავენ ბიჭები ფულს...და ქვეყნის ეკონომიკა არ კიდია ყველასეფექტური მთავრობა და "წარმატებული" ხერხემალი კიდევ კორუმპირებული უვიცები არიან ესენი, მეტი არაფერი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 Saturn თვითონ თუ სჯერა რასაც ამბობს?მას რისი ჯერა არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად მჯერა ჩემი თავის. ნიუიორკში 34 ქუჩაზე თავად შევადარე სურსათის ფასები თბილისის არა ვაკის, არამედ გარებნების მაღაზიების ფასებთან. აშკარად არის რიგი პროდუქცია, რაც ჩვენთან უფრო ძვირი ღირს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 liliko რომელი აბა? საინტერესოა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 მოდით და შევადაროთ, აქაური ფასები იცით ალბათ, აშშ-ს რეთაილ (საცალო) ფასების სტატისტიკა ოფიციალური წყაროებიდან: http://www.ers.usda.gov/Data/meatpricespreads/Data/pork.xlshttp://www.ers.usda.gov/Data/meatpricespreads/Data/beef.xls http://www.ers.usda.gov/publications/ldp/x...les/RMPFORE.xls ჩემი გამოთვლებით ღორის ხორცის საცალო ფასი აშშ-ში- 10,7 ლარი/კგ (6,49$/KG, 1KG=2,2 ფუნტს) საქონლის ხორცის- 15,5 ლარი/კგ (9,394$/KG)ქათმის ხორცი- 3,08 ლარი/კგ (1,87$/კგ)კვერცხი-0,231 ლარი/ცალი (0,14$/ცალი) ეხლა ხელფასების შედარებას აზრი არაა აქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 ახლა ევროპული ქვეყნებისიც დადეთ აბა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 ახლა ევროპული ქვეყნებისიც დადეთ აბა. ევროპის ზოგ ქვეყანაში ფასები მაღალია, ზოგში დაბალი, ძნელია შედარება ნორვეგიასა და რუმინეთს შორის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 prologic ევროპის ზოგ ქვეყანაში ფასები მაღალია, ზოგში დაბალი, ძნელია შედარება ნორვეგიასა და რუმინეთს შორისრუმინეთის იყოს ანუ სადაც დაბალია იმ ქვეყნებისა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 Saturn რომელი აბა? საინტერესოარომ მცოდნოდა დაინტერესდებოდი პრეისკურანტს ჩამოვწერდი, ახლა რაც დამამასხოვრდა იმას გეტყვი. 3ლიტრიანი კოკა-კოლა 2 დოლარამდე, ჩიფსები და მარსი და სნიკერსები უფრო იაფი, შაპმუნებიც ასევე, 12 ცალი კვერცხი დოლარი და რაღაც ცენტები ღირდა. ერთადერთი სიგარეტი ღირდა ძვირი ახლა ევროპული ქვეყნებისიც დადეთ აბა.კი ბატონო, 2 თვის წინ ვიყავი გერმანიაში და საფრანგეთში. ტკბილეული და პროდუქტი ჩვენსაზე განსაკუთრებულად ძვირი არ ღირს, ირლანდიაში კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები ჩვენზე იაფიც კია.ხელფასი კი, ცნობისათვის, მათ საშუალოდ დღეში 100-200 ევრო აქვთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 Saturn ხელფასი რამდენი გაქ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 choxa ხელფასი რამდენი გაქ?ინფორმაცია კონფედენციალურია. უარი ეთქვას გაცემაზე. საერთოდ მე იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენთან კარგი ფასებია და ხელფასებს შეესაბამება, უბრალოდ განვითარებულ ქვეყნებში რამდენადაც ვიცი უფრო მაღალი ფასებია კვების პროდუქტებზე ვიდრე ჩვენთან. თუნდაც იმის გამო, რომ იქ დაბეგვრა უფრო მაღალია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 საწვავი, ხორცი. ეს რაც ამერიკაში იაფია... კიდევ ბევრი რამ შეიძლება მაგრამ არ მახსოვს... და საწვავის ფასები რომაა ჩვენთან არანორმალური... ამაზე ხმა არ ამოიღოთ არავინ...ეს თიტქოს და არ არსებობს... კორუმპირებული ქვეყანა არ არისო... აგერ გაქვთ თვალწინ კორუფცია...მაგრამ გასვრილი იმ დონეზე ყველა, რომ ხმას ვერავინ იღებს... "კორუფციას ებრძვიან" - მრუდე ხერხემლით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.