lasha_alo Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 ედუარდ შევარდნაძე: "ბაიდენმა მკაფიო მხარდაჭერა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მოქმედ ხელისუფლებასაც გამოუცხადა" აქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის აზრით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მხარდაჭერა არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, არამედ საქართველოს ხელისუფლებასაც გამოუცხადა. "მისი მხრიდან ძალიან აქტიური მხარდაჭერა დაფიქსირდა როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ასევე მოქმედი ხელისუფლების მიმართ", - განუცხადა "პირველს" შევარდნაძემ. რაც შეეხება ზოგადად ბაიდენის ვიზიტს, ყოფილი პრეზიდენტი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსის ვიზიტს მნიშვნელოვნად აფასებს და ყურადრებას ვიზიტის ორგანიზაციის მაღალ ხარისხზე ამახვილებს. "ვიზიტი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. სტუმარი ძალიან კორექტულად მოიქცა და შეეცადა, ვიზიტის მნიშვნელობა მაღალ ხარისხში აეყვანა", - აღნიშნა შევარდნაძემ. ამასთან, ექს-პრეზიდენტი სამომავლო პროგნოზებსაც აკეთებს და მიაჩნია, რომ ამ ვიზიტისა და ბაიდენის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ "ბევრი არაფერი შეიცვლება". "მიუხედავად იმისა, რომ მან თბილად ისაუბრა და ბევრი დაპირება მოგვცა, მაინც ვფიქრობ, რომ ბევრი არაფერი შეიცვლება. აშშ ყოველთვის მხარს გვიჭერდა", - აცხადებს შევარდნაძე. რაც შეეხება ბაიდენის განცხადებებთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციას, საქართველოს ექს-პრეზიდენტი თვლის, რომ "თუ კი საქართველოსა და რუსეთს შორის რაიმე შეიცვალა, არა ბაიდენის მკაცრი განცხადებების გამო". "რუსეთის პოლიტიკის გათვალისწინებით, ძალიან ძნელია, მას უკარნახო და გააკეთებინო რამე", - მიაჩნია შევარდნაძეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ბაიდენი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მიმართ მხარდაჭერა მკაფიოდ დააფიქსირა. ამასთან, მან რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს საკუთარი სამხედროები საქართველოს ტერიტორიიდან, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და საერთაშორისო ნორმებს პატივი სცეს. ამასთან, მაღალმა სტუმარმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოს ხარჯზე არ მოხდება. ბაიდენმა საქართველოს ხელისუფლებასაც მისცა რჩევა და განაცხადა, რომ "არადემოკრატიული საქართველო ვერ გამთლიანდება", ქარეთველ ერს კი ილია ჭავჭავაძის ოცნებების აღსრულება უსურვა. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...61&Itemid=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 lasha_alo ედუარდ შევარდნაძე: "ბაიდენმა მკაფიო მხარდაჭერა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მოქმედ ხელისუფლებასაც გამოუცხადა"+1 იცის ამ ნა....მა რასაც ამბობს... თურმე დემოკრატიები, თავისუფლებები და მსგავსი ლეგენდები არამარტო რუსებს შესძლებიათ ერთი ნეხვი არიან...აშკარად...აიატოლა გვინდა რა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 წავიდეს რა ეს კაცი... გამოიყვანეს ექსპერტი... ჩამოვკიდოთო.. ერი დაღუპაო... და აზრის საკითხავად კი აკითხავენ.. რა უბედურებააააა :nasos: :nasos: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 machkatela ნუ... დიდი დედააფეთქებული არსებაა... ასე რომ.. რაღაც რაღაცეების მოსმენა მაგისგანაც საჭიროა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 machkatela ნუ... დიდი დედააფეთქებული არსებაა... ასე რომ.. რაღაც რაღაცეების მოსმენა მაგისგანაც საჭიროა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 lasha_alo მიუხედავად იმისა, რომ მან თბილად ისაუბრა და ბევრი დაპირება მოგვცა, მაინც ვფიქრობ, რომ ბევრი არაფერი შეიცვლება. აშშ ყოველთვის მხარს გვიჭერდა", - აცხადებს შევარდნაძე. მაგას შევარდნაძე რად უნდა? მეც მაგას არ გეუბნებით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.