king depress Posted July 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2009 სახალისო ინფოა ალბათ, ქართველი მარიხუანისტები ალბათ ცივ ოფლს იწმენდენ! აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივმა სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი მასშტაბების ~მარიხუანას~ პლანტაციები აღმოაჩინეს. ~სი-ენ-ენ~-ის ცნობით, კალიფორნიელი სამართალდამცავების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, რომელიც 13 ივლისის შემდეგ მიმდინარეობდა, 82 მექსიკელი ნარკოდილერი დააკავეს და 330 000-ზე მეტი ~მარიხუანას~ ნერგი აღმოაჩინეს, რომელთაგან თითოს ღირებულება მომწიფების შემთხვევაში 4 000 დოლარამდე აღწევს. როგორც ადგილობრივი სამართალდამცავები აცხადებენ, დაკავებულ მექსიკელ ნარკოდილერებს თავის ~კოლეგებთან` კავშირები სხვადასხვა ქვეყნებში აქვთ, რაც საერთო ჯამში დიდ დანაშაულებრივ ქსელებს ქმნის, თუმცა სამართალდამცავები დაკავებულებისგან საქმის დეტალების გარკვევის იმედს არ გამოთქვამენ და მიიჩნევენ, რომ ისინი გამოძიებასთან არავითარ შემთხვევაში არ ითანამშრომლებენ. სამართალდამცავების განცხადებით, კალიფორნიის შტატის ისტორიაში ეს ერთ-ერთი უმსხვილესი ანტინარკოტიკული ოპერაცია იყო. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Hotel California Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 ჰაჰა :)აბა ბარიგებო ფრთხილად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts