Jump to content
Planeta.Ge

ბაიდენი წავიდა-შედეგები?!


Recommended Posts

liliko

მანამდე რუსეთის კი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუ განსხვავებას დე-ფაქტო და დე-იურე დაკარგვაში ვერ ხედავ

განსხვავება არის ქაღალდზე. რეალობა კი ასეთია: რუსეთი მართავდა საქართველოს იმ რეგიონებს მაშინაც და ახლაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 53
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Saturn

განსხვავება არის ქაღალდზე. რეალობა კი ასეთია: რუსეთი მართავდა საქართველოს იმ რეგიონებს მაშინაც და ახლაც.

ქალს და კაცს შეუძლია სამოქალაქო ქორწინება ჰქონდეთ. ან ოფიციალური - განსხვავება არის ქაღალდზე, დო პარი, დო ვრემენი.

როდესაც პრობლემები დაიწყება, სახლის გასაყოფად ზუსტად ეს ქაღალდი ხდება არსებითი.

შენგან მეტს მოველოდი, ისეთი რეაქცია ჰქონდათ ფორუმელებს შენს გამოჩენაზე, წარმოიდგინე მეც კი გამიხარდა :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

სახლის გასაყოფად ზუსტად ეს ქაღალდი ხდება არსებითი

არსებითი ხდება ეგ ქაღალდი სასამართლოსთვის. სასამართლო კი ახლაც აღიარებს იმას, რაც მაგ ქარალდზე წერია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

არსებითი ხდება ეგ ქაღალდი სასამართლოსთვის. სასამართლო კი ახლაც აღიარებს იმას, რაც მაგ ქარალდზე წერია.

აღმსრულებელს ვერ აგებინებენ ამას და ახლა გინდა აღიარეო და გინდა არაო მაგი ფარატინა ქაღალდიო :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამაზეა ნათქვამი - აღდგომა და ხვალეო.

 

 

“გუშინ, როგორც არასდროს, მძაფრად და ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბდა საქართველოს თავისუფლების, მომავლის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პოლიტიკა. ბოლო პერიოდში ჩვენი დამპყრობლის, მტრის მიერ დანერგილი აზრი საქართველოს გარშემო და შიგნით, რომ საქართველოს პატივს არავინ სცემს, ქვეყნის დემოკრატიას და თავისუფლებას მომავალი არ აქვს, რომ მთავრობა გამოსაცვლელია, გუშინდელის შემდეგ სასაცილოდ გამოიყურება. ეს თავიდან ბოლომდე იყო მტკნარი სიცრუე”,-განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც ჯოზეფ ბაიდენის საქართველოში ორდღიანი ვიზიტის შედეგებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთი მართავდა საქართველოს იმ რეგიონებს მაშინაც და ახლაც.

ეგ რა თქმა უნდა მასეა.

და დიდი ხანი არც არაფერი შეიცვლება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში

 

 

 

ბატონო თავმჯდომარევ, ბატონებო, ქალბატონებო, სტუმრებო, ძვირფასო მეგობრებო!

 

გმადლობთ პატივისათვის!

 

ჩემს გამოსვლას თქვენ წინაშე მე მივიჩნევ პატივად. მე მიმაჩნია პატივად თქვენი პარლამენტის წინაშე გამოსვლა. მე მოგმართავთ არა მხოლოდ ჩემი, როგორც ვიცე–პრეზიდენტის, არამედ ამერიკის პრეზიდენტის, ობამას სახელით და აგრეთვე ჩემი ქვეყნის სახელით. მე ჩამოვედი აქ შეერთებული შტატებიდან ცალსახა, მარტივი გზავნილით. ჩვენ შეერთებულ შტატებში ვდგავართ თქვენს გვერდით, თქვენს გზაზე, უსაფრთხო, თავისუფალი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსკენ. ეს არის მოგზაურობა, რომელიც მიმდინარეობს თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში.

 

1918 წლის მაისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა ისევე, როგორც გამოაცხადა ჩემმა ქვეყანამ იქამდე 150 წლით ადრე. 3 წლის შემდგომ თქვენ მიიღეთ კონსტიტუცია. ეს იყო თქვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ვაჟკაცური განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა თავდასხმის გარდაუვალი საფრთხე. ერთი თვის შემდეგ მოხდა ბოლშევიკური ოკუპაცია და ეს იყო ამ პარლამენტის ბოლო შეკრება იმ საუკუნის დასასრულამდე. ეს იყო ის მოგზაურობა, რომელიც 1918 წელს აღინიშნა თავისუფლებისადმი მოწოდებით. თავისუფლების ძახილი კიდევ ერთხელ გაისმა საქართველოში მომაკვდავი იმპერიის დასასრულისკენ. 3 წლის შემდეგ კიდევ გაისმა ეს შეძახილი, როცა ვარდმა დაიწყო აყვავება და საქართველოში დაიწყო პირველი პოსტსაბჭოთა ექსპერიმენტი. ეს იყო სამოქალაქო დაპირისპირებების და ეკონომიკური სირთულეების პერიოდი და მოხდა უკუსვლა მანამ, სანამ 6 წლის წინ, 2003 წელს არ მოხდა „ვარდების რევოლუცია“ და დაიწყო თავისუფლების ახალი ეტაპი, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიგო. მე მახსოვს თქვენი გზა თავისუფლებისაკენ, მე მას მთლიანად ვადევნებდი თვალყურს, ასევე მილიონობით ადამიანი გადევნებდათ თვალყურს მსოფლიოში, რომელთაც თვითონაც სურდათ თავისუფლება. ერთი წლის წინ, როგორც ბატონმა თავმჯდომარემ ბრძანა, მე ჩამოვედი საქართველოში სულ სხვა გარემოებების გამო და მე ბევრი ადამიანი მირჩევდა არ ჩამოვსულიყავი. მეუბნებოდნენ, რომ არ იყო მაინცდამაინც ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ მე მსურს ცალსახად განვაცხადო რატომ იყო თქვენი თავისუფლება ამდენად მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნისთვის და მსოფლიოსათვის. მე ვიდექი პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად და ცაში კიდევ ისმოდა სამხედრო თვითმფრინავების ხმა და მე მაშინ განვაცხადე იქ, იმ სახურავზე, ამერიკის მხარდაჭერის შესახებ საქართველოსადმი როგორც სენატორმა და მე დღეს კიდევ ერთხელ გიცხადებთ ამ მხარდაჭერას, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტი (ხანგრძლივი აპლოდისმენტები). მე ამ მხარდაჭერას გიცხადებთ არა პირადად ჩემი, არამედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელით. ეს ვიზიტი საქართველოში სპეციალურად განხორციელდა ობამას ვიზიტის შემდგომ რუსეთში, მოსკოვში და როცა ის გეგმავდა თავის ვიზიტს, მან დამავალა მე, რომ დამეგეგმა ჩემი ვიზიტი თბილისში.

 

ბატონებო და ქალბატონებო, მე მესმის, რომ ზოგიერთები შეშფოთებულები არიან და მე მესმის ეს შეშფოთება. ეს შეშფოთება შეეხება იმას, რომ შეერთებული შტატების ურთიერთობების ხელახალი ჩამოყალიბება არ მოხდეს საქართველოს ხარჯზე. მე მსურს ცალსახად განვაცხადო, მათ ვერ შეძლეს და ისინი ვერ შეძლებენ, როგორც მე განვაცხადე, პრეზიდენტმა ობამამაც განაცხადა ორი კვირის წინ მოსკოვში. ჩვენ ვართ პრინციპულები იმ საკითხზე, რომ სუვერენულ დემოკრატიებს აქვთ უფლება მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და აირჩიონ თავისი პარტნიორები და თავისი ალიანსები. ჩვენ ვართ წინააღმდეგი XIX საუკუნეში დამკვიდრებული გავლენის სფეროს ცნების. ამ ცნებას ადგილი აღარ აქვს XXI საუკუნეში, (აპლოდისმენტები). ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს (აპლოდისმენტები) და ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიოს, არ აღიარონ ისინი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც ცალსახად იყო გამოხატული 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში. შეთანხმების მიხედვით, კონფლიქტის ზონიდან და თქვენი ტერიტორიიდან უნდა გასულიყო ყველა შეიარაღებული ნაწილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მონიტორების უფრო ფართოდ გავრცელებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.

 

ბატონებო და ქალბატონებო, კიდევ უფრო მეტი რამ არის გასაკეთებელი. გასული წლის ვიზიტის დროს მე შემძრა იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახების ცხოვრებამ და იმ ეკონომიკურმა ზარალმა, რაც გამოიწვია საქართველოს ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის დაზიანებამ. მე გპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა გაუწევს მნიშვნელოვან დახმარებას საქართველოს და რომ შეერთებული შტატები განახორციელებს იმ ვალდებულებას, რაც იყო აღებული 1 მლრდ. დოლარის სახით.

 

ბატონებო და ქალბატონებო, აგვისტოს შემდეგ ჩვენ დავეხმარეთ გადაადგილებულ პირებს თავშესაფრით და ფინანსური დახმარებით თქვენს მთავრობას, რათა დევნილებმა შეძლონ სახლში დაბრუნება და იყოს უზრუნველყოფილი ენერგოუსაფრთხოება, სამოქალაქო საზოგადოება და საკანონმდებლო სისტემა. მთლიანობაში საქართველო დღესდღეობით იღებს ერთ–ერთ ყველაზე დიდ დახმარებას შეერთებული შტატებიდან ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. 1 მლრდ დოლარი 5 მლნ მოსახლეზე გაანგარიშებით საკმაოდ დიდი თანხაა. ჩვენ აგრეთვე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან თქვენი სამხედრო ძალების მოდერნიზების მიზნით. ყურადღება ექცევა ტრეინინგებს, დაგეგმვას და ორგანიზებას. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს სურს გაწევრიანდეს ნატოში. ჩვენ სავსებით ვუჭერთ მხარს ამ მისწრაფებას. პარლამენტარებო, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ მუშაობას, რომ დაგეხმაროთ, რომ დააკმაყოფილოთ ნატოს სტანდარტების მოთხოვნები. საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაწერეს ხელი ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ამ ქარტიით დაისახა ამბიციური გეგმები ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით: თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკურ, სავაჭრო და ენერგოსფეროში თანამშრომლობა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა და კულტურული კონტაქტების გაღრმავება ჩვენს ქვეყნებს შორის. ცალსახად მსურს განგიცხადოთ, რას ნიშნავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და რას არ ნიშნავს ის. შეერთებულ შტატებს არ აქვს სურვილი შექმნას საკუთარი გავლენის სფერო ამ რეგიონში ან სადმე სხვაგან მსოფლიოში. ჩვენი მიზანი გახლავთ დავეხმაროთ მრავალპოლარული სამყაროს შექმნას, სადაც ქვეყნები ითანამშრომლებენ საერთო მიზნისთვის და საერთო პრობლემების დასაძლევად. ეს პარტნიორობები არ იქნება მიმართული ვინმეს წინააღმდეგ. ის იქნება დაფუძნებული ყველას სასარგებლოდ, ვისაც სურს გამჭვირვალე, დემოკრატიული და უსაფრთხო სამყარო. საქართველოსთან პარტნიორობა ნიშნავს უსაფრთხოების სფეროში გამოწვევებზე რეაგირებას. ჩვენ ღრმა მადლიერებას გამოვხატავთ იმის გამო, რომ ქართველი ჯარისკაცები დგანან ჩვენი გულადი საზღვაო ქვეითების გვერდით ავღანეთში.

 

ეს შეეხება ენერგოუსაფრთხოების საკითხებსაც და ჩვენ მივესალმებით საქართველოს როლს, როგორც დამაკავშირებლის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, როგორც ეს იყო ათასი წლის წინ. ეს შეთანხმება შეეხება კავშირების გამყარებას არა მხოლოდ ჩვენს მთავრობებს შორის, არამედ ჩვენს ხალხებს შორისაც, სამეწარმეო თანამშრომლობასაც და თანამშრომლობას სამოქალაქო სფეროში. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება გაზიარებულ დემოკრატიულ ღირებულებებს. აი სწორედ ეს არის ამის იდეა. ჩვენ განვაგრძობთ თქვენს მხარდაჭერას იმ დემოკრატიულ დაპირებებში, რომლებიც გაეცით ექვსი წლის წინ. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიმართა პარალამენტს ამ კვირის დასაწყისში, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. თქვენი „ვარდების რევოლუცია“ სრული სახით მაშინ წარდგება, როცა თქვენი მთავრობა იქნება დამყარებული დემოკრატიაზე, წარმომადგენლობითობაზე და იქნება ანგარიშგებადი, როცა პრობლემატური საკითხები განხილული იქნება პარლამენტში და არა მხოლოდ პარლამენტს გარეთ, როდესაც სრულად იქნება განხილული ისეთი საკითხი, როგორიც არის ხელისუფლების წონასწორობა და ბალანსი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის, როცა მედია იქნება სრულიად თავისუფალი და მიაწვდის ინფორმაციას მოსახლეობას ინფორმირებული გადაწყვეტილებების შესახებ და მთავრობა იქნება ანგარიშგებადი იმ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, რომლებსაც მიიღებს, როცა სასამართლოები იქნება თავისუფალი გარე ზეგავლენისაგან და იქნება სრულიად მიუკერძოებელი და ძალაუფლების გადაცემა მოხდება მშვიდობიანი და დემოკრატიული პროცესების შედეგად და არა ქუჩის აქციების შედეგად.

 

ბატონებო და ქალბატონებო, არ მინდა, რომ ჭკუის სასწავლებელი ტონი მქონდეს, მაგრამ შემიძლია მოგახსენოთ ჩემი გამოცდილებიდან: არ არსებობს დემოკრატიის კონკრეტული ნუსხა, მაგრამ არსებობს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა იყოს გადადგმული, რომ განვითარდეს ნებისმიერი დემოკრატია. წარმატებისათვის საჭიროა იყოს ჩართული ყველა, ვინც იმყოფება ახლა ამ დარბაზში და ყველანი, ვინც იყვნენ არჩეულნი, მაგრამ არ არიან წარმოდგენილნი ამ დარბაზში, მოითხოვს საქართველოს ყველა მოქალაქის მონაწილეობას მათი ეთნიკური წარმომავლობის თუ პარტიულობის მიუხედავად. მე დღეს განსაკუთრებით მოვუწოდებ საქართველოს ახალგაზრდობას, საქართველოს ლიდერების შემდეგ თაობას, განაგრძონ თავისი იდეებისა და მოსაზრებების მოწოდება, რათა შეიქმნას სტაბილური, დემოკრატიული და აყვავებული საქართველო. მხოლოდ მაშინ ჩვენ ვნახავთ საქართველოს, რომელიც არის სამშობლო ყველა თავისი მოქალაქისათვის. შეიძლება, ეს ძალიან რთული იყოს, მაგრამ ღია კარი დატოვეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის, რომ იცოდნენ მათ, რომ სხვა ვარიანტებიც აქვთ, გარდა არსებული სტატუს–კვოსი. არასტაბილურობა ან განახლებული კონფლიქტი არის ჩვენი თვალსაზრისით, მიუღებელი, სტატუს–კვოს გაგრძელების გარანტია და ხელს შეუშლის უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, რომელიც არის აუცილებელი ეკონომიკური ზრდისათვის და ეკონომიკური პროგრესისათვის, რომელიც ასე გჭირდებათ.

 

როგორც ნათქვამია, არ არსებობს სამხედრო გადაწყვეტა ტერიტორიული რეინტეგრაციისთვის. მხოლოდ მშვიდობიანი და აყვავებული საქართველო იქნება პერსპექტივა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის და უჩვენებს აფხაზეთისა და ოსეთის მოსახლეობას, რომ საქართველოში მათ შეუძლიათ იგრძნონ თავი თავისუფლად და შეუზღუდავად და, რომ ისინი შეძლებენ ისარგებლონ ავტონომიით ფედერალური სისტემის მთავრობაში და, რომ ცხოვრება გაცილებით უკეთესი იქნება მათთვის, ვიდრე ეს ახლაა, და ნახონ მათ რეალური სარგებელი თქვენი ქვეყნის მოდელიდან. ძალა ერთობაშია.

 

ბატონებო და ქალბატონებო, პარლამენტარებო, გაყოფილი საქართველო ვერ დაასრულებს თავის გზას ბოლომდე. გაერთიანებული საქართველო კი შეძლებს განახორციელოს თქვენი წინაპრების სურვილები და თქვენი შვილების ოცნებები. მე დავასრულებ საქართველოს, ალბათ, ყველაზე ცნობილი პოეტის ლექსის ნაწყვეტით. როდესაც ვხვდებოდი თქვენს პრეზიდენტს, მან ჩამიტარა პატარა ისტორიის გაკვეთილი თქვენს ყველაზე ცნობილ პოეტთან მიმართებაში. პოეტის, რომელმაც სული ჩაუდგა საქართველოს თავისუფლებისაკენ სწრაფვას 1921 წელს, ხმა ჩვენ დღესაც გვესმის, და იმედია, სწორად გადმოვცემ. მისი სიტყვებია:

 

„ ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,

 

მეწვოდეს მის ტანჯვით სული,

 

მის ბედით და უბედობით

 

დამედაგოს მტკიცე გული.“

 

ბატონებო და ქალბატონებო, ჩემი პრეზიდენტი და მე, ჩემი ქვეყანა, ჩვენ გისურვებთ, რომ თქვენი დიდი ამოცანები შეესაბამებოდეს თქვენს შესაძლებლობებს. მე ვიცი, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ და თქვენც იცით ეს და ძალიან დიდი მადლობა, რომ არა მარტო თქვენი ქვეყნის შთაგონება მოახერხეთ თავისუფლების იდეებით, არამედ მილიონობით სხვებისაც. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ და მხარს გიჭერთ. დიდი მადლობა და, როგორც გარანტი, ჩვენ ვიდგებით თქვენ გვერდით (ხანგრძლივი აპლოდისმენტები).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უი წავიდა უკვე?

 

რა მაიტნერესებს

 

გზა გაიხსნება ნეტა?

 

ავტობუსები ივლიან? :შ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...