ticianelo Posted April 15, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2008 მეკიდე ქართულად წავიკIთხე პირველადაც და მეორედაცმარა ენა გამადამეყლაპა ისეთი იყო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ჩუპა Posted April 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2008 ნიზამი განჯელი ამა ქვეყნად ორი გზაა, მაგრამ ჩემი რომელია? ერთი გზაა მეჩეთისა, სადაც აღარ მომელიან, მეორე კი გზაა ლხინის, სადაც სარდაფია ღვინის, მაგრამ იქაც ჩემი გული მარად დაუდგრომელია. მეჩეთსა და სარდაფს შუა იდუმალი სხვა გზა თუა, ჯერ არ ვიცი ცხადლივ, მაგრამ გუმანით ვგრძნობ, რომელია. იქ მეგულვის და იქ მივის ჩუმი გაელვება სხივის, სადაც სიყვარული ღვივის, სული დაუცხრომელია. შენ კი განა იზამ იმდენს, რომ მიხვიდე ნიზამიმდე და შესძახო: ჭეშმარიტი გზა მითხარი, რომელია?! უნიჭოს ნათარგმნია ეს შედევრი!უჟასსს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
psychosophie27 Posted April 18, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 18, 2008 მე ვარ დაინტერესებული სხვათაშორის რუმით ოღონდ ინგლისურად ვკითხულობ ქართული ნამდვილად არ ვიცი როგორიათუ ვინმეს მოეპოვება ძალიან მაინტერესებს ქართულად როგორ ზუსტად ტარგმნიანსხვათაშორის ამასწინათ გამოვიტანე ბიბლიოთეკიდან DVD. აქ პოეზიის ვუდსტოკს ვეძახით ყოველ ზაფხულს (წელს ბოლო იქნება) ეწყობა ეგ ფესტივალი სადაც ეს მწერლები და თარჯიმნები გამოდიან და თავის ნათარგმნ ან თავიანთ ლექსებს კითხულობენ. და მოკლედ ასეთი პიროვნებაა Coleman Barks რომელსაც რუმის პოეზია თავისებურად ესმის და თავისებურად თარგმნის და უნიკალურად კითხულობს. რავიცი ვინც იშოვის ამ DVD-ის მართლა გეფიცებით თვალს ვერ მოწყვეტს ისეთი სილამაზეა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted April 19, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2008 კოტეტიშვილის თარგმანია. ***ჯერაც არ ვიცი, მე მე ვარ თუ მე მე არ ვარ,რაღაც საოცარ ყოფაში ვარ, მე მე არ ვარ. სიყვარული ვარ, მოყვარული თუ საყვარელი?ვარ გაოგნების ჯამით მთვარალი, მე მე არ ვარ. ვინა ვარ, რა ვარ, უსახელო რაღაც ქიმერა,მე სულ სხვა არსის ნიღაბი ვარ, მე მე არა ვარ. მარადისობას შენივთული, სული მოკვდავი,რაღაც დიდების მწვერვალი ვარ, მე მე არა ვარ. ჯალალ ედ-დინ რუმი. სხვებს საღამოს დავდებ, მეზარება ეხლა ცოტა წერა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted April 23, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2008 ჩემდა გასაოცრადპოეზია.გეზე ყოფიალ რუმის თარგამანებიhttp://poezia.php1h.com/each_author.php?poets_id=22 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
The Reaper Posted April 23, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2008 ჰაფეზის ეს ლექსი მევასება: ***ხმამ იდუმალმა მამცნო, რომ სევდადა მწუხარება წარმავალია,არრა დარჩება სამარადისოდ,რადგან ყოველი წარმავალია. რადგან ყოველი, ქვეყნად რაც არი,იწვის და რჩება მხოლოდ ნაცარი.და სხვა ნუგეში ქვეყნად არც არი,რადგან ყოველი წარმავალია. საწუთროს ბჭესთან დგას კარის მცველი,ხელთ უმოწყალო უპყრია ცელი,ყოველ ჩვენთაგანს ის ცელი ელის.რადგან ყოველი წარმავალია. ცრემლთა მდინარის სველი ნაპირიდა სიხარული სევდით ნაფერი,აღარ დარჩება აღარაფერი,რადგან ყოველი წარმავალია. ოქროს სახვეჭად გმინვა და ოხვრაარ ღირს წვალებად და წელში მოხრად,ავლა-დიდება დარჩება ოხრად,რადგან ყოველი წარმავალია.ჭეშმარიტებას ახადე ფარდა,ნახე წარწერა იდუმალ აკრთა:კეთილშობილურ საქმეთა გარდაქვეყნად ყოველი წარმავალია ჰ ა ფ ე ზ, ავდარი კვალდაკვალ გდევდა,ოცნების აფრებს გრიგალი ხევდა,მაგრამ გაივლის ეგ შენი სევდა,რადგან ყოველი წარმავალია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ჩუპა Posted April 25, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2008 ვაიმეე... რას გავს რუმის პოეზია ქართულად :ux: :ux: :ux: მაპატიეთ და საზიზღრობად მეჩვენება, სხვადროსაც გადავიკითხავ აბა, იქნებ სხვა თვალით შევხედო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted April 25, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2008 არცმასეთი საზიზღრობაა ნუ შეიძლება ორიგინალი უფრო კაია და არცაა გასაკვირიმაგარამ ქართული ენა უხდება პოეზიას... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
anano Posted May 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2008 ხაიამი მაგარი დარდიმანდი კაცი იყო :jump: რა უნდოდ, თავადაც არ იცოდა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Poisonblack Posted May 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2008 არ ვიცი, სპარსული პოეზია როგორია ორიგინალში, მაგრამ რაც ქართულად ნათარგმნი წამიკითხავს, იმო ზედმიწევნით საშინელი რამეა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted May 12, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2008 რომელი ავტორები წაგიკითხავს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.