newstudio Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 აქ განვათავსოთ ამ ვიზიტზე ყველაფერი, ინფოები, მოსაზრებები, შეფასებები: აეროპორტის ტრასაზე ე.წ პოლიტპატიმრების ოჯახის წევრების აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.აქციის მონაწილეები ტროტუარზე დგანან ამერიკის დროშებით და პლაკატებით - “გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ისინნი აშშ ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის თბილისში ჩამოსვლას ელოდებიან.როგორც “ინტერპრესნიუსს” აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, მათი ინფორმაციით, ბაიდენი საქართველოში ჩამოფრინდება 18:30 საათზე. ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ ბაიდენს დახვდებიან შეძახილებით და მოითხოვენ, რომ ამერიკა დაეხმაროს პოლიტპატიმრების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლების საკითხში. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. გზას არ გადაკეტავენ ნეტა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 აქციის მონაწილეები ტროტუარზე დგანან ამერიკის დროშებით და პლაკატებით - “გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ისინნი აშშ ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის თბილისში ჩამოსვლას ელოდებიან. ეხლა მანქანაში ეტყვის მიშა ეგო შეცდომაა და ბოდიში მოიხადესო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე პოლიტპატიმრების ოჯახების აქციის მონაწილეები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნით ტროტუარიდან საცხოვრებელი კორპუსების მხარეს გადავიდნენ.რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებთან მივიდა საპატრულო პოლციის რამდენიმე ათეული თანამშრომელი. მათ აქციის მონაწილეებს სთხოვეს, რომ ტროტუარიდან კორპუსების მხარეს გადასულიყვნენ.თავდაპირველად აქციის მონაწილეები წინაამღდეგობას უწევდნენ, თუმცა ბოლოს დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის თხოვნას.ისინი ამერიკის დროშით და პლაკატებით ხელში კვლავ ელოდებიან ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საქართველოში ჩამოსვლას.როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, ისინი არ უპისპირდებიან პოლიციის თანამშრომლებს. ‘’ბრძანება პოლიციის ხელმძღვანელობისგან მოდიოდა. ეს ბრძანება ემსახურება იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ვერ დაინახოს საპროტესტო აქცია. თუმცა, ყველანაირად შეეცდებიან, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტამდე მივიტანოთ მათი მოთხოვნა, რომელიც ეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ამ საკითხში ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებას’’,-აღნიშნა ქუცნაშვილმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 აი ეს სწორია, მომწონს,მეც იგივეს ვურჩევდი დანარჩენ ოპოსაც, დახვდით გზაზე თქო, თუ #რაკი ექნებოდათ. აბა რუსთაველზე არავის არ მიუშვებენ, იმდენი პატრულია. ეტყობა მართალია ქალაქში მოარული ხმები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 prologic ეტყობა მართალია ქალაქში მოარული ხმები.რა ხმები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 რა უბედურებაა,ეხლა ვუყურებ რუსთავს და რამდენ კომენტატორს მიჰყავს გადაცემა თუ სხვა ტელევიზიების კომენტატორების ხმა ისმის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 ფილარმონიასთან ოპოზიციონერი მომიტინგეები უკვე იკრიბებიან. ლიდერთაგან ფილარმონიასთან ჯერჯერობით მხოლოდ “კონსერვატიული პარტიის” წარმომადგენელი ბიძინა გუჯაბიძე იმყოფება. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი დაჩი ცაგურია და სხვა აქტივისტები. გუჯაბიძის განცხადებით, 18:30 საათზე ეკა ბესელიას პარტიის ოფისში ოპოზიციონერი ლიდერები შეიკრიბებიან, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, დღევანდელი აქცია რა ფორმით ჩატარდება და გადაინაცვლებენ თუ არა ისინი ფილარმონიიდან სხვა მიმართულებით. მისივე თქმით, სავარაუდოდ აქცია მხოლოდ ფილარმონიასთან გაიმართება, თუმცა ეს საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 კანცერტი არ იქნება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
NuKi Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 კანცერტი არ იქნება? იქნება იქნება , სუხიშვილების ... :bob: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მაციხვიტია Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 რამდენი შვილი ყავს ნეტა ზოჯის, არ მიშვილებს რამე რომ იყოს ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 ოპოზიციის მხარდამჭერებმა ფილარმონიასთან მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს, რის გამოც ავტომანქანების საცობი წარმოიქმნა. ოპოზიციის მხარდამჭერების ამ გადაწყვეტილებას მძღოლების უკმაყოფილება და მცირე ინციდენტებიც მოჰყვა, თუმცა, ოპოზიცია გზის გახსნას არ აპირებს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები ლევან გაჩეჩილაძე, სალომე ზურაბიშვილი, ნინო ბურჯანაძე, ზვიად ძიძიგური, ეკა ბესელია და სხვები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი თბილისში იმყოფება. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 18:20 საათზე დაეშვა. აეროპორტში ამერიკის მეორე პირს დახვდნენ ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი მეუღლითურთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია და ამერიკაში საქართველოს ელჩი ბათუ ქუთელია. ჯოზეფ ბაიდენი აეროპორტშივე მცირე ხნით გამოელაპარაკა პრემიერ-მინისტრს, ამერიკის ელჩს და მის მეუღლეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Poisonblack Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 რა უბედურებაა, ყველაFერი გადაკეტილია :| სკეიტ პარკიდან მარჯანიშვილამდე Fეხით ვიარეთ, ეგაა სამართალი? ეგეც შენი ბაიდენი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Elibo Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 დროშებით და პლაკატებით ტრასაზე ნეტა რამდენ ლარად იდგნენ თუ დაავალეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 პირველი სატელევიზიო კადრები საზეიმო ვახშმისა და პირველი ჩემი რეაქცია - თვითკმაყოფილი მიშა, მომღიმარი ბაიდენი, სერიოზული იაკობაშვილი, დაბნეული სანაკოევი, გალამაზებული ზღულაძე და ბლა, ბლა, ბლა...არ ვიცი, რა იქნება მთავარი თემა კერძო საუბრების, მარა საჯაროდ ბაიდენს არ უთქვამს ის, რასაც საზოგადოება აღიქვამს.ისე ცნობისთვის, მილოშეციჩი პირველად მან დაასახელა სამხედრო დამნაშავედ. რეპეტე, ბატონო ბადენ, რეპეტე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.