Jump to content
Planeta.Ge

მედეა ჯაფარიძე


Recommended Posts

http://i055.radikal.ru/0907/d0/5a8806034b6a.jpg

 

მის არამიწიერ მომხიბვლელობაზე ლეგენდები დადიოდა. მისი ქალური მაგნიტიზმი ყველას იზიდავდა – ქალსაც და კაცსაც, მიუხედავად იმისა, იყვნენ მისი თაყვანისმცემლები თუ არა... ალბათ, საქმე მის გარეგნობაში კი არ იყო, არამედ მის სულიერ სილამაზეში. მას ძალიან ხშირად ადარებდნენ ჯადოსნურ ფერიას.

პირველივე როლმა ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმ „ქეთო და კოტეში“ დაატყვევა მაყურებელი.

მედეას უზარმაზარი სურვილი ქონდა მეტ ფილმში მიეღო მონაწილეობა , მაგრამ 1938 წელს გამოვიდა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ფილმების გადაღება მხოლოდ რევოლუციისა და კოლმეურნების თემატიკაზე შეიძლებოდა და მედეას განუხორციელებელ ოცნებად დარჩა კინემატოგრაფიაში თავის სრულად რეალიზება. ის ამბობდა: კინოში არ მიმართლებს... უიღბლობაზე რომ ვსაუბრობ, იმას ვგულისხმობ, რომ სულ რაღაც შვიდ თუ რვა ფილმში ვარ გადაღებული».

სამაგიეროდ თეატრის სცენას ახსოვს მის მიერ განსახიერებული როლები. სცენაზე პირველად «მარგარიტა გოტიეში» გამოჩნდა. შემდეგ იყო სპექტაკლები: «ინჟინერი სერგეევი», «ბაგრატიონი», «მოკვეთილი»... «უფსკრულის პირას ამოსული ყვავილი» - ასე უწოდა გულსუნდას როლის შემსრულებელ ახალგაზრდა მსახიობს გერონტი ქიქოძემ.

მედეა მარჯანიშვილის თეატრში იმ წლებში მოხვდა, როდესაც სცენაზე ბრწყინავდნენ ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, გიორგი შავგულიძე, შალვა ღამბაშიძე, სანდრო ჟორჟოლიანი და ვასო გოძიაშვილი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორი ძნელი იქნებოდა მისთვის ასეთი თანავარსკვლავედის გარემოცვაში ადგილის დამკვიდრება და ახალი სიტყვის თქმა?! მან ეს მოახერხა, პირველ რიგში ძლიარი ხასიათის გამო – ის მზად იყო სცენის სახელოვანი მეგობრებისაგან მიეღო რჩევა-დარიგებები და შენიშვნები: ცდილობდა ყოფილიყო ღირსეული გამგრძელებელი კ. მარჯანიშვილის თეატრის დიადი ტრადიციებისა... ეს მან მოახერხა.

მედეამ ვახტანგ ტაბლიაშვილის სპექტაკლ «რომეო და ჯულიეტაში» ჯულიეტას როლი ითამაშა. პრემიერას მოჰყვა კრიტიკოსთა საუკეთესო რეცენზიები.

ფეხმძიმობისას ცოტა ხნით ჩამოსცილდა სცენას, ხოლო როცა კვლავ გაჩნდა მისი სახელი აფიშაზე, თეატრში ადგილი აღარ იყო და ნახევარზე მეტი მაყურებელი ქუჩაში დარჩა. ქართველ მაყურებელს დღესაც ახსოვს მედეას კლეოპატრა. ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული კლეოპატრა, რაც ქართველ ხალხს უნახავს. ის ამ როლს მოსკოვში, «მოსსოვეტის» სცენაზეც ასრულებდა.'

1994 წელს კი დამთავრდა ზღაპარი-ლეგენდა პრინცსა და პრინცესაზე ... მედეა ჯაფარიძე გარდაიცვალა.

ნუ დაუჯერებთ მათ ვინც ამტკიცებს, რომ წლებთან ერთად სილამაზე ფერმკრთალდება და ქრება, მთელი თავისი ცხოვრებით მედეა ჯაფარიძემ უკუაგდო ეს აზრი ...

 

 

©lady.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...