laci Posted November 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2012 :D ანეგდოტებმა დაგლიჯა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted November 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2012 ა კიდო გურულებზე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted November 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2012 ა კიდო გურულებზე... ნაღდი გურული იუმორია . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted November 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2012 ნაღდი გურული იუმორია . კი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted November 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2012 http://b.pix.ge/b/378mu.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted November 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2012 http://a.pix.ge/c/vhxje.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted November 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2012 http://b.pix.ge/e/81r5n.jpghttp://b.pix.ge/x/7kyyx.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted November 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2012 გურულს ეკითხებიან :- "ვიაგრა"-ს ტაბლეტებზე გაგიგია რამე?- "ვიაგრა" რაია ძამა, რისთვის სვამენ?- რისთვის და ორჯერ - სამჯერ რო შეძლო ქალთან!- რაია, დამაწყნარებელია თუ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted December 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2012 http://a.pix.ge/g/8jvzn.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted December 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 11, 2012 http://www.youtube.com/watch?v=VEuuO6VRRiY Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted December 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 11, 2012 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted December 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2012 http://a.pix.ge/g/8jvzn.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted March 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 ერთ ძალიან საინტერესო ისტორიას გადავაწყდი და გაგიზიარებთ თქვენც.. როგორ გაძარცვეს გურულებმა ოსმალეთის ბანკი( მსოფლიო დონის აფიორა, რომელიც კრიმინალისტიკის გაკვეთილებზე ისწავლებოდა) ამბავი, რომელსაც ამჟამად მოგიყვებით, XX საუკუნის დასაწყისისთვის მეტისმეტად უჩვეულო იყო. ამიტომ, კარგა ხანს, კრიმინალისტიკის რუსულ სახელმძღვანელოებში მისი დეტალები განიხილებოდა, როგორც "არნახული აფიორის" ნიმუში. უნდა ითქვას ისიც, რომ ოთხი გურული ფირალის მიერ სტამბოლში, ოსმალეთის ბანკის გაძარცვის ამბავი შემდგომში არაერთი სათავგადასავლო ფილმის სიუჟეტადაც კი იქცა. საბჭოთა კავშირში კი, რატომღაც, ამ ისტორიას ბოლო დრომდე გრიფი "სრულიად საიდუმლოდ" ედო. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1905-1907 წლების გამოსვლების ჩახშობის შემდეგ, ახალგაზრდა "წითელი მაუზერისტი" ბესო რამიშვილი საქართველოდან ოსმალეთში გადავიდა, რადგანაც ცარისტული ხელისუფლება "ღვთისა და მეფის საწინააღმდეგო" საქმეებში მონაწილეობისთვის წითელი ცირკულარით ეძებდა. ბესო ერთხანს ლაზეთის ქალაქ ვიწეში (დღევანდელი ფინდიკლი) მჭედლად იყო, მაგრამ მერე აგენტებმა იქაც მიაგნეს და მანაც, დაჰკრა ფეხი და სტამბოლში ამოყო თავი. იქ ბესოს დედის გაზრდილი თავადი სპირიდონ გურიელი ცხოვრობდა და ყოფილ მაუზერისტსაც მისი იმედი ჰქონდა. მართლაც, თავადმა ძიძიშვილი შეიფარა და სამჭედლოშიც დააწყებინა მუშაობა. ამ ხელობას იმხანად სტამბოლში ძირითადად ქართველები მისდევდნენ, მათ კი თავადი გურიელი მფარველობდა. 1910 წელს, როდესაც ოსმალეთის იმპერიაში "ახალგაზრდა თურქთა" გამოსვლები მძვინვარებდა, სპირიდონ გურიელი ვიღაც უცნობმა, ხმის ჩამხშობიანი რევოლვერით მოკლა ქუჩაში. მკვლელობის თაობაზე პოლიციამ ვერაფერი შეიტყო, რადგანაც ჯერ ერთი, მკვლელი არც არავის დაუნახავს - მან თავადს, რომელიც ქუჩაში ეტლს ელოდა, სავარაუდოდ, მოპირდაპირე სახლის ფანჯრიდან ესროლა; მეორეც - საქმის გამოძიებით თავი არ შეუწუხებიათ, რამდენადაც სპირიდონ გურიელი უცხოელი იყო, თან ქრისტიანი და სხვათა შორის, პოლიცია თავადაც უთვალთვალებდა მას. თვალთვალის მიზეზი უცნობია, თუმცაღა, თავად ეს ფაქტი საფუძველს მოკლებული არ არის, რომ გურიელი ვიღაც გავლენიანი პირის დავალებით გაისტუმრეს იმ ქვეყნად. გურიელის სიკვდილის შემდგომ, ბესო რამიშვილი და მასთან ერთად მომუშავე 3 გურული - სილიბისტრო ცენტერაძე, ლევან ჭყონია და დათიკო ადეიშვილი სტამბოლში ულუკმაპუროდ დარჩნენ: ის სამჭედლო, რომელსაც ქართველი თავადი მფარველობდა, ვიღაც ალბანელმა შეისყიდა და ძველი მჭედლები ქუჩაში გამოყარა. გურულებმა სხვა ადგილას სცადეს სამუშაოს დაწყება და სტამბოლის ერთ-ერთ ბერძნულ მონასტერში მოეწყვნენ შავ მუშებად. იქ კარგა ხანს იმუშავეს, მაგრამ მერე მონასტერი დაიკეტა და ისევ ქუჩაში აღმოჩნდნენ. სწორედ ამ დროს, მათ დაუკავშირდა მონასტრის მამულის ყოფილი მოურავი, წარმოშობით ალბანელი მარტინ ზებარი. მარტინ ზებარი ალბანეთის ოსმალთაგან გათავისუფლებისთვის მებრძოლი ერთ-ერთი ორგანიზაციის წევრი იყო. მან და გურულებმა ადვილად გამონახეს საერთო ენა და დიდად დამეგობრდნენ. მეგობრობა მონასტრის დაკეტვის შემდეგაც გაგრძელდა და ერთ დღესაც, როცა გურულებმა ალბანელს შესჩივლეს - ვერც ვერაფერს ვაკეთებთ და სამშობლოშიც ვეღარ ვბრუნდებითო, მან მოულოდნელად შესთავაზა: "ერთი საქმე უნდა გაკეთდეს აუცილებლად, მაგრამ ვერავინ ვიპოვე ისეთი, ვინც ყველაფერს შეძლებდა და ზედმეტი ხლაფორთიც არ დასჭირდებოდა"... გურულებმა ყურები ცქვიტეს, შემდეგ კი მარტინს ღიმილით ჰკითხეს: "რა საქმე უნდა იყოს ისეთი, ჩვენ რომ ვერ შევასრულოთ? კი გვიცნობ და იცი, რომ არაფერი გაგვიჭირდება". ალბანელმაც, შეთქმულივით გაიღიმა და ამოღერღა: ბანკი უნდა "გავიტანოთო". იმხანად ოსმალეთის საიმპერიო ბანკი არათუ ოსმალეთში, არამედ თითქმის მთელ ევროპაშიც საუკეთესოდ დაცულ ბანკად მიიჩნეოდა და მის "გატანაზე" ოცნებაც კი დიდ უტოპიას წარმოადგენდა, მაგრამ გურულები ამას არ შეუშინებია - ოთხივე ყოფილი ფირალი იყო და ამისთანა საქმეები კარგად ეხერხებოდათ, თან სინდისი იმით ჰქონდათ დამშვიდებული, რომ ბანკში არსებული ფული ეროვნულ საქმეს უნდა მოხმარებოდა, ოსმალები კი ოდითგანვე საქართველოს მტრები იყვნენ. ასე იყო თუ ისე, ბანკის გაძარცვის საქმე გურულებმა ითავეს, ხელმძღვანელობა კი მათში ასაკით უფროსსა და გამოცდილ ბესო რამიშვილს ხვდა წილად. მან თავიდანვე კარგად იცოდა, რომ ბანკზე შეიარაღებული თავდასხმა გამორიცხული იყო - ოთხივენი სასიკვდილოდ იქნებოდნენ განწირულნი ისე, რომ ფულს თვალსაც ვერ მოჰკრავდნენ. ამიტომ, რაღაც სხვა გზა უნდა გამოენახათ. ბესო რამიშვილმა ბევრი ფიქრის შემდეგ, მართლაც, ბრწყინვალე გეგმა შეიმუშავა. საქმე ის იყო, რომ ბანკის გასაღებები საგანგებო სამჭედლოში მზადდებოდა. ბესო რამიშვილი იმ სამჭედლოს უფროსს კარგად იცნობდა, მისი ხასიათის თავისებურებანი კარგად მოეხსენებოდა და იცოდა, რომ კარგი რუსული არაყი ქვეყანას ერჩია. უფროსი რწმენით მუსლიმანი იყო, მაგრამ ბევრს სვამდა და ბესომაც სწორედ ამაზე დაამყარა მთელი იმედები. ერთ მშვენიერ დღეს, ვითომ შემთხვევით შეხვდა გზაში, მოიკითხა და მახლობლად, რუსულ დუქანში დაპატიჟა. როგორც რამიშვილი ვარაუდობდა, მართლაც, სამჭედლოს უფროსი იმ დუქანში რუსულ არაყს მიეძალა და უგონოდ გამოთვრა. ბესომ დიდსულოვნად მიაცილა შინამდე, მერე თავაზიანად გამოემშვიდობა და უკან გამობრუნდა - იმავე დუქანში მას სილიბისტრო, ლევანი და დათიკო ელოდნენ. ბესო აუჩქარებლად შევიდა კუპეში, სადაც გურულები ისხდნენ და ჯიბიდან სამჭედლოს გასაღები ამოიღო. "აუჰ, ბესო, რა კარგად მოიფიქრე ყველაფერი! ავდგეთ და ახლავე წავიდეთ!" - წამოხტა დათიკო, მაგრამ ბესომ მზერით შეაჩერა: "მოიცა! ყველაფერს თავისი დრო აქვს!" - უთხრა მან და მედუქნეს გასძახა, ოთხი კაცის პურმარილი მოეტანა. ფევზი-ბეი - ოსმალეთის საიმპერიო ბანკის სამჭედლოს უფროსი, სახლში მშვიდად ფშვინავდა, როცა მისგან შეუმჩნევლად მოპარული გასაღებით, ოთხმა გურულმა დიდი გარჯის და დავიდარაბის გარეშე გააღო სამჭედლოს კარი, შეიპარა შიგ და საიმპერიო ბანკის საცავების გასაღებების ასლები გადაიღო. საქმეში საგანგებოდაა აღნიშნული, რომ მძარცველებს არც ერთი გასაღები არ მოუპარავთ. როგორც ითქვა, ბესო რამიშვილმა იცოდა, რომ სამჭედლოში მხოლოდ ბანკისთვის საჭირო გასაღებებსა და საკეტებს ამზადებდნენ და ერთი ღამის განმავლობაში, ყველა გასაღების ასლიც იქვე გადაიღო. მეორე დღეს კი, როცა ფევზი-ბეი სამჭედლოში მივიდა, ჩვეულებისამებრ, იქაურობა დალაგებული დახვდა. ოსტატს არაფერი უეჭვია. კაცმა რომ თქვას, საბაბიც არ ჰქონია ამისი; გურულებს კი ბანკის ყველა გასაღები უკვე ხელთ ჰქონდათ. ახლა, საჭირო იყო შემდეგ ეტაპზე გადასვლა: ბესო რამიშვილის მითითებით, დათიკომ კარგად შეისწავლა ის კვარტალი, სადაც ბანკი მდებარეობდა, ლევან ჭყონიამ კი მეხანძრეთა ფორმები იყიდა სტამბოლის "ქაფალი ჩარშის" ბაზარში; სილიბისტრო ცენტერაძემ და თავად ბესო რამიშვილმა ბლომად ნავთი მოიმარაგეს, მერე წავიდნენ და ოსმალეთის საიმპერიო ბანკის ახლომახლო, ხის შენობები შეათვალიერეს. ამ დროს მათ მარტინ ზებარი ინტერესით ადევნებდა თვალს და გაკვირვებისგან მხრებს იჩეჩდა - ვერ იგებდა, რა ჰქონდათ ჩაფიქრებული "გურჯებს". სანამ მარტინ ზებარი ოთხეულის ჩანაფიქრის გამოცნობას ცდილობდა, იმ უბანში, სადაც ოსმალეთის საიმპერიო ბანკი მდებარეობდა, დიდი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ისე სწრაფად მოედო შენობებს, რომ მეხანძრეებმა რეაგირება ძლივს მოასწრეს. წამიც და მთელი სტამბოლის მეხანძრეობამ იქ მოიყარა თავი. მათ ადგილობრივი მოსახლეობა და ბანკის მცველებიც მიეხმარნენ და ყველამ ერთად დაიწყო ცეცხლის ჩაქრობა. ამ დროს ყურადღებაც არავის მიუქცევია იმისთვის, რომ ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეთა კიდევ ერთი ეტლი მოვარდა, რომელიც ბანკის უკანა მხარეს შეჩერდა და იქიდან მხოლოდ და მხოლოდ სამი მეხანძრე გადმოხტა. ისინი სწრაფად აძვრნენ ბანკის სახანძრო კიბეზე და მეორე სართულზე, ფანჯრის ჩამტვრევის შემდეგ, ბანკის შენობაში შეაღწიეს. ამასობაში, გარეთ ხანძარი ძლიერდებოდა და ყველა ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა. გურულებმა აუჩქარებლად გააღეს საცავის ყველა კარი (ყველა მცველი, რომელიც სხვა დროს მათ იცავდა, მაშინ გარეთ იყო გასული) და სოლიდური თანხა დაისაკუთრეს. მერე ისევ იმავე გზით გამოვიდნენ გარეთ, ეტლში ჩასხდნენ და თვალს მიეფარნენ. იმავე საღამოს, სტამბოლის ერთ-ერთ გარეუბანში მარტინ ზებარი, ოთხივე გურული და კიდევ ერთი ალბანელი ნაძარცვი ფულის გაყოფას შეუდგნენ. მოგვიანებით, როცა ოსმალეთის საიმპერიო ბანკის ძარცვაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, წინასწარი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ წაღებული იყო ხუთასი ათასამდე ოსმალური ლირა, რაც იმ დროისთვის საარაკო თანხად ითვლებოდა. ბესო რამიშვილის გეგმამ გაამართლა, თუმცაღა როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე, საფრთხემ სრულიად მოულოდნელად იქ იჩინა თავი, სადაც არ ელოდნენ: მას შემდეგ, რაც ფული გადათვალეს, გაყვეს და გურულებმა თავისი წილი მიიღეს, ალბანელები, ცხადია, თავიანთი გზით წავიდნენ. მათ, როგორც ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი პარტიის წევრებს, პოლიცია უთვალთვალებდა და ორივენი დააკავეს. რაღა თქმა უნდა, დაკავებულებს ფული თან ჰქონდათ და შემდეგ ყველაფერი, როგორც ამჟამად იტყვიან ხოლმე - ტექნიკის საქმე იყო: მარტინ ზებარიმ და მისმა მხლებელმა ალბანელმა, ვინმე ენვერ არნავიდიმ წამებას ვერ გაუძლეს და გურულების ვინაობა დაასახელეს. შესაბამისად, ოთხივე მართლმსაჯულების ხელში ჩავარდა. მათ, როგორც უცხოელებს, უფლება ჰქონდათ, დუმილის უფლება გამოეყენებინათ, მაგრამ ამას აზრი აღარც კი ჰქონდა - ალბანელებს უკვე ყველაფერი გაემხილათ. გურულებს ისღა დარჩენოდათ, მათი ნაამბობი უარეყოთ ან დაედასტურებინათ. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ბესო რამიშვილს, სილიბისტრო ცენტერაძეს და ლევან ჭყონიას რუსეთის იმპერიაში ოფიციალურად ეძებდნენ. ბანკის მძარცველების ვინაობა დაჭერიდან მეორე დღესვე, გაზეთებმა ქვეყანას მოჰფინეს და ცხადია, ცნობებმა რუსეთის საელჩომდეც მიაღწია. იქ მაშინ სამხედრო ატაშე ქართველი იყო - თავადი სოლომონ წერეთელი. სწორედ მისი მეოხებით შეიტყო რუსეთის ელჩმაც, რომ ბანკის მძარცველებს რუსეთის ჟანდარმერია ეძებდა. გურულებს ოსმალო გამომძიებლებისთვის ჯერ პირველი ჩვენებაც არ მიეცათ, რომ პოლიციის განყოფილებაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი გამოცხადდა და ელჩის ხელმოწერილი ოფიციალური ნოტა მოიტანა. "1907 წლის 3 სექტემბრიდან, რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ძებნილებად ცხადდებიან ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის მცხოვრებნი..." - იტყობინებოდა სამგვერდიანი ნოტა. ოსმალებმა ეჭვმიტანილთა გადაცემაზე თავიდან უარი თქვეს, რადგან ოთხეულს ძარცვა ოსმალეთის ტერიტორიაზე ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ მერე მაინც დასთანხმდნენ და დაკავებულები საელჩოშიც თავადვე მიიყვანეს, სათანადო დოკუმენტაციითურთ. ოთხი გურული, როგორც წესი, სამხედრო ატაშემ - თავადმა სოლომონ წერეთელმა ჩაიბარა. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ყველა ფორმალობა მოგვარდა, წერეთელმა ოთხივენი (რა თქმა უნდა, ბორკილდადებულები) გემში ჩასხა და ბადრაგს ბათუმში გაატანა. სოლომონი დაკავებულებს არც შეხვედრია; ერთი შეხედვით, იგი ჩვეულებრივ მოიქცა ისე, როგორც რუსი დიპლომატი უნდა მოქცეულიყო, მაგრამ... ძებნილთა ნაცვლად ორ კვირაში, სანქტ-პეტერბურგში ბადრაგის მეთაურის - კაპიტან მაზმიშვილის ახსნა-განმარტებითი ბარათი ჩავიდა: "გატყობინებთ, რომ 1912 წლის 15 დეკემბერს, ქ. ბათუმის ნავსადგურში კონსტანტინოპოლიდან მომავალი ხომალდიდან რუსეთის იმპერიის დაკავებულ ქვეშევრდომთა გადმოყვანის დროს, თავს დაგვესხნენ ადგილობრივი კრიმინალები და ხანმოკლე შეტაკების შემდეგ გაიტაცეს პატიმრები: ვისარიონ რამიშვილი, სილვესტრ ცენტერაძევი, ილია ჭყონიევი და დავიდ ადეიშვილი, რომლებიც ბრალდებულნი არიან"... - და შემდეგ, დაწვრილებით ჩამოთვლილი იყო ყველა ის დანაშაული, რაშიც ბრალი ედებოდათ გურულებს. სწორედ იმ დროს, როდესაც სანქტ-პეტერბურგში რუსეთის იმპერიის მთავარი ძალოვანი მინისტრი სიბრაზისაგან ცოფებს ყრიდა, სურების ტყეში, ბესო რამიშვილის სახლთან ახლოს ზღაპრული სუფრა იყო გაშლილი. მას ოთხივე ძებნილი და კიდევ სხვა რამდენიმე ფირალი შემოსხდომოდა. ბესო ფეხზე იდგა და თავად სოლომონ წერეთლის გამოგზავნილ წერილს კითხულობდა: "გულით მიყვარხართ, ძვირფასო ქართველებო! მართალია, ნახევარი მილიონი ვერ შეინარჩუნეთ, მაგრამ ნუ გამოეკიდებით - ნათქვამია, რაც არ გერგება, არ შეგერგებაო. მთავარია, სამშობლოში ხართ და ისეთ ადგილას, სადაც თქვენს თავისუფლებას ვერავინ და ვერაფერი დაემუქრება. თავადი სოლომონ წერეთელი" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted March 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 laci :+: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted March 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 mamaგურულებსაც საღოლ და სოლომონ წერეთელიც მაგარი ტიპი აღმოჩნდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.