Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ნუ დადებთ მაინც და მაინც თავზე ყაბალახ წაკრულ ხვლიკების სურათებს, ნანახი მაქვს წიფნაგვარაში და არ უხდებოდა :|

 

 

 

 

 

 

 

 

 

http://s16.radikal.ru/i190/0907/45/ba7fec4ea3e3.jpg

post-4373-1248200506.jpg

Edited by ბურზო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მხარის ფართობი შეადგენს 2030,7 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – 148 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე – 73 კაცს. მოსახლეობის 96% ეთნიკურად ქართველია. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი. მხარეში 193 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

ქალაქი - 2: ლანჩხუთი, ოზურგეთი;

 

დაბა – 5: ლაითური, ნარუჯა, ნასაკირალი, ურეკი, ჩოხატაური.

 

სოფელი - 186.

http://old-garemo.dlf.ge/shroma/system/files/shroma/saxli.jpg

 

http://guriissastumro.ge.iatp.net/images/potogalerea/800/guria9.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...
  • 4 weeks later...

ტერმინ გურიის წარმოშობის შესახებ საბოლოო და დაზუსტებული მოსაზრება არ არსებობს. ქართულ მეცნიერებაში არსებობს რამდენიმე ანგარიშგასაწევი აზრი. მაგალითად თედო სახოკიას მოსაზრებით, ტერმინი გურია შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს-კოლხეთის გულს ნიშნავდეს. გეოგრაფიულად ისტორიული კოლხეთი გადაჭიმული იყო ლაზეთიდან დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე, სწორედ მის ცენტრალურ ნაწილშია მოქცეული გურია. მეგრულად გური _ნიშნავს გულს.

 

ნიკო ბერძენიშვილის მოსაზრებით კი, ისევე როგორც სხვა რეგიონები, მაგალითად, ჰერეთი, რომელითაც სოფელიც იყო და მხარეც, მთაკვერი, რომელიც ციხეც იყო და მხარეც, ასევე გურიაც შესაძლებელია წარმოდგებოდეს რომელიმე დასახლებული პუნქტიდან. ნიკო ბერძენიშვილს ასეთად მიაჩნია სოფელი გურიანთა და ამავე სახელწოდების ციხე.

 

არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომლის თანახმადაც, გურია უნდა იყოს ის სახელწოდება, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში ურარტუს ისტორიულ წყაროებშია მოხსენიებული ქვეყანა კურიანთა. ეს ქვეყანა სწორედ დღევანდელი გურიაა. პირელად ტერმინი გურია ჩვენს ისტორიულ წყაროებში გვხვდება VIII საუკუნეში, მურვან ყრუს შემოსევის დროს. როგორც მემატიანე წერს, `მურვან-ყრუმ გაიარა გზა გურიისა“.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ დადებთ მაინც და მაინც თავზე ყაბალახ წაკრულ ხვლიკების სურათებს, ნანახი მაქვს წიფნაგვარაში და არ უხდებოდა :|

http://s16.radikal.ru/i190/0907/45/ba7fec4ea3e3.jpg

რა ბედნიერი სახეები აააქქვვვთთ... :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

http://ozurgeti.ge/content/blogcategory/15/38/

 

გურია

 

გურია კოლხეთის და შემდგომში ლაზიკის (ეგრისის) სისხლხორცეულია.ქართულ საისტირიო წყაროებში ტოპონიმი გურია VII საუკუნეში ჩნდება. როგორც ცნობილია, მურმან ყრუს ურდოებს (735-738წწ) უკანდახევისას გაუვლიათ “გზა გურიისა” (ქართული ცხოვრება 1955წ,ძვ.241ჩხარტიშვილი 1996ძვ.121)

გურია საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ისტორიულად იგი შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთით რიონით, სამხრეთით - ჭოროხით. აღმოსავლეთით ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავიდან მესხეთის ქედის გაყოლებით აჭარას ესაზღვრებოდა. იგი სამ რეგიონად იყოფოდა: ზემო გურია (სუფსა-გუბაზეულის ხეობები), ქვემო გურია (მხარე ჭოროხსა და ჩოლოქს შორის) და შუა გურია (დანარჩენი ტერიტორია).ფეოდალურ ხანაში საერისთავო იყო იმერეთის სამეფოში. XV ს-ის მე-2 ნახევარში საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა გურიის სამთავრო. მას გურიელები განაგებდნენ და რეზიდენცია ოზურგეთში ჰქონდათ. 1828 წელს გურიის სამთავრო რუსეთის იმპერიას შეუერთდა. ამ დროისათვის სამთავრო იმ ფარგლებში იყო მოქცეული, რომელშიც ისტორიულად ცხოვრობდნენ გურულები. 1840 წელს სამთავრო გაუქმდა და გურია ოზურგეთის მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა.

დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ეს არის გურიის მხარე, რომელიც მოიცავს ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის რაიონების ტერიტორიას.ამათგან მთავარი ქალაქი არის ოზურგეთი.

 

ადმინისტრაციული ერთეულები, მოსახლეობა:

 

მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 83879 კაცს, 226714 კომლს. მუნიციპალიტეტში 36 დასახლებული პუნქტია, რომელიც გაერთიანებულია 28 სადაბო, სათემო და სასოფლო ტერიტორიულ ერთეულებში. სოფლებია: ასკანა, ბახვი, ბოხვაური, ბაილეთი, გურიანთა, დვაბზუ, ვაკიჯვარი, კონჭკათი, ლიხაური,მერია,მელექედური,მაკვანეთი,მთისპირი, თხინვალი, ნაგომარი, ნატანები, შრომა, შემოქმედი, ძიმითი,ჭანიეთი,სილაური,სოფ.ოზურგეთი, ჯუმათი, ცხემლისხიდი, დაბა ლაითური, ნასაკირალი, ნარუჯა და ურეკი. სათემო სოფლებია: ასკანა მზიანთან ერთად, ბახვი-ქვედა ბახვი მშიდობაურთან ერთად, ცხემლისხიდი ბაღდადთან ერთად, დვაბზუ გაღმა დვაბზუსთან ერთად, ვაკიჯვარი ფამფალეთთან ერთად, მერია-ნაღობილევი ხვარბედთან ერთად, შემოქმედი-წითელმთა გომთან ერთად.

 

წყლის რესურსები:

 

ოზურგეთი მდიდარია წყლის რესურსებით; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაედინება 24 დიდი და მცირე ზომის მდინარე, რომლებიც სათავეს იღებენ არა მარტო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, არამედ სხვა ტერიტორიიდანაც მოედინებიან. მდინარეთა აუზების საერთო ფართობი შეადგენს 9331კმ2 -ს.მუნიციპალიტეტის საერთო ფართობის 2,2% ანუ 14,78კმ2 წყლის ქვეშაა მოქცეული. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მდინარეებია: სუფსა, გუბაზეული, ბახვის წყალი, ნატანები, ბჟუჟუ, აჭი და სხვა.

 

მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო:

 

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 42,3% ანუ 285,92კმ2 ტყეს უკავია. ტყეთა საერთო რაოდენობიდან მწვანე ზოლის ტყეებს უჭირავს 3340 ჰექტარი. ტერიტორიაზე ზღვის ტიპის ტენიანი ჰავა განსაზღვრავს მცენარეული სახეობების ვერტიკალურ გავრცელებას. აქ გვხვდება იმერეთის მუხა, დაფნა, წაბლი, რცხილა. ხოლო დაბლობის ჭარბტენიან ადგილებში თხემლა, ბზა, კოპიტი და შქერი.მუნიციპალიტეტის ტყე მდიდარია სამკურნალო მცენარეებით, რომლებიც გამოიყენება როგორც ხალხურ მედიცინაში, ასევე სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია ასევე მდიდარია ცხოველთა მრავასახეობით,ფრინველებით,თევზებითა და ქვერწამავლებით. ტყეში გვხვდება მურა დათვი, მაჩვი, მელია, კურდრელი, ციყვი; ფრინველები: როჭო, შურთხი, შევარდენი, ქორი, მიმინო, ჩხიკვი, საშვი, კოდალა, მტერდი;თევზები: კალმახი, ქაშაყი, წვერა, ქორჭილა. მდინარეებში შემოდის ორაგული, კეფალი, ხრამული, ფალგა...

Edited by ჭანო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

სასარგებლო წიაღისეული:

 

ოზურგეთი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით: წითელი რკინის მადანი - სოფ. ვაკიჯვარში, ხოლო ურეკსა და მაგნეტიტში გვხვდება რკინა ქვიშანარევი სახით; სოფ. ვაკიჯვარში აღმოჩენილია სპილენძის ბუდობები, მცირე ოდენობით ტყვია, ვერცხლი და თუთია. სოფ. მაკვანეთში მაღალი ხარისხის კაოლინის საბადოებია. სოფ. შემოქმედში მოიპოვება მაგმური ქანი სიენტი, სოფ. ნაგომარში მდინარე სუფსის სანაპიროზე მოიპოვება ოქრა-რკინის ჟანგისა და თიხის ნაერთი, ხოლო სოფ. მთისპირში ბენტონიტური თიხის მოპოვება ხდება სამრეწველო მასშტაბით.

 

 

 

მუნიციპალიტეტის ეკონომიკა:

 

მუნიციპალიტეტის ეკონომიკის წარმართველი დარგებია; ენერგეტიკა, მანქანათმშენებლობა, საშენ მასალათა წარმოება, ქიმიური მრეწველობა, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი, ჩაის მრეწველობა, კვების მრწეველობა, სამეცნიერო საწარმოები და ვაჭრობა, რომელიც წარმოდგენილია კერძო სამართლის იურიდიული პირების ფორმით მოქმედი საწარმოების სახით.

 

ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სოფლის მეურნეობას, რომელიც ძირითადად მეჩაიობითა და მეციტრუსეობით იყო წარმოდგენილი. ასევე მუნიციპალიტეტის ზღვისპირა ზოლში მოსახლეობა მისდევს მესაქონლეობას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გურიის სამთავრო, ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში XV საუკუნის II ნახევრიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე, ისტორიული გურიის ტერიტორიაზე. წარმოიქმნა საქართველოს სამეფოს დაშლის პერიოდში, ადრინდელი გურიის საერისთავოს ტერიტორიაზე, მოიცავდა მესეთის ქედს, შავ ზღვას, მდ. რიონსა და მდ. ჭოროხის შესართავს შორის მდებარე ტერიტორიას. XV-XVII საუკუნეებში გურიის სამთავროში ზოგჯერ აჭარა, ჭანეთის ჩრდილოეთი ნაწილი (გონიოს მხარე) და მაჭახელიც შედიოდა. გურიის სამთავროს განაგებდნენ გურიელები. მათი ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი.

გურიის სამთავროს დამუკიდებლობა იწყება კახაბერ II გურიელის დროიდან, როცა ის დაუპირისპირდა ერთიანი საქართველოს სამეფოს უკანასნელ მეფეს, გიორგი VIII-ს. ამის შემდეგ გურიის სამთავრო დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა. 1533 წელს ოდიშის მთავართან ერთად მამია I გურიელის ჯიქეთში მარცხიანი ლაშქრობის შემდეგ გურიის სამთავრო დროებით იმერეთის მეფეზე დამოკიდებული გახდა. როსტომ გურიელის (1534-1566) დროს გურიის სამთავროს შემოუერთდა აჭარა და ჭანეთი.

1810 წლის 19 ივნისს მამია V გურიელმა რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულება დადო. გურია რუსეთის იმპერიაში შევიდა როგორც ავტონომიური სამთავრო

 

 

გურიის მთავრების ქრონოლოგიური სია:

 

 

კახაბერ II გურიელი 1462-1483

გიორგი I გურიელი 1483-1512

მამია I გურიელი 1512-1534

როსტომ გურიელი 1534-1566

გიორგი II გურიელი 1566-1582; 1587-1600

ვახტანგ I გურიელი 1582-1587

მამია II გურიელი 1600-1625

სიმონ II გურიელი 1625-1626; 1658

მალაქია I გურიელი 1626-1639

ვახტანგ II გურიელი 1639-1641

ქაიხოსრო I გურიელი 1641-1658

დემეტრე გურიელი 1658-1664; იმერეთის მეფე 1660-1664

გიორგი III გურიელი 1664-1684; იმერეთის მეფე 1681-1683

მალაქია II გურიელი 1684-1685; 1689

ქაიხოსრო II გურიელი 1685-1689

მამია III გურიელი 1689-1711; იმერეთის მეფე 1701-1702; 1711

გიორგი IV გურიელი 1711-1712; 1714-1716; 1717-1726 იმერეთის მეფე 1716-1717;

ლევან გურიელი 1712-1714

ქაიხოსრო III გურიელი 1716-1717

მამია IV გურიელი 1726-1756; 1758-1765; 1771-1776

გიორგი V გურიელი 1756-1758; 1765-1771; 1776-1788

სიმონ III გურიელი 1788-1792;

ვახტანგ III გურიელი 1792-1797;

ქაიხოსრო ბატონიშვილი 1797-1809;

მამია V გურიელი 1809-1826;

დავით გურიელი 1826;

 

 

გურიის სამთავროს დროშა

 

http://s56.radikal.ru/i151/1001/aa/7b770b3dc752.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kalaa

 

 

ვერ ვამატებ... :D((

 

მე გურული ვარ!.. :jump:

 

ხასიათში გამჯდარი :D

 

ოზურგეთში სოფელიც მაქვს... (ნუ სახლი ბოლოს რომ ვნახეთ დანგრევის პირას იყო... მაგრამ ეზოა ულამაზესი!)

 

ხოდა, თუ ვინმე ისვენებთ ხოლმე მანდ გამაგებინეთ :D წელს ვაპირებ წასვლას... : :)

Edited by irusha
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ხოდა, თუ ვინმე ისვენებთ ხოლმე მანდ გამაგებინეთ 011.gif წელს ვაპირებ წასვლას... : 038.gif

მეც ვაპირებ აგვისტო-სექტემბრისთვის, იმედია მოვახერხებ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irusha

მე გურული ვარ!.

ღმერთმა გვამრავლოს :alk: :))

 

სამწუხაროდ მე გურიაში მხოლოდ გავლით ვარ ნამყოფი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...