Jump to content
Planeta.Ge

ადამიანის განწყობა


Recommended Posts

ძალიან გთხოვთ თემა წაიკითხოთ ბოლომდე და შემდეგ გამოეხმაუროთ თორემ უშინაარსო და უაზრობა იქნება!!!

 

ახლა მინდა გესაუბროთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის ადამიანის განწყობა. და მაინც რატომ გაიხსნა ეს თემა. მოდით აქედან დავიწყოთ.

 

ნაციონალიზმი და ზოგადად პატრიოტულ-სახელმწიფოებრივი საკითხები ჩემთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. ძალიან მინდა მისი ხალხისათვის მიწოდება, ადამიანთან მასზე საუბარი და ასე შემდეგ. ხშირად ვაწყდები ასეთ შემთხვევებს:

 

მივდივარ ადამიანთან (რომელიც ნაცნობია, ან ახლა უნდა გავიცნო) და მას ვესაუბრები ზოგადად ნაციონალიზმზე (ნაციონალიზმი აქ ზოგადადა მომყავს თორემ ისე შეიძლება ყველაფერზე ესაუბრო, მითუმეტეს ახლად გაცნობილ ადამიანს), ის დიდის გულიყურით მისმენს და ინტერესით ეკიდება ჩემს სიტყვებს. მაგრამ არის მეორე შემთხვევაც, როდესაც მეორე ადამიანი არათუ არ ეკიდება ამ სიტყვებს ინტერესით არამედ საერთოდ არ მისმენს.

 

ეს იქნებოდა ჩვეულებრივი შემთხვევა რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება: ადამიანთა ის ნაწილი ვისთანაც შეხება მაქვს, არიან ერთი სოციალური, ერთი ეკონომიკური, ერთი პილიტიკური ფენებიდან, აქვთ ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში ერთნაირი აზრები და იდეალები, უსმენენ ერთნაირ მუსიკას და თითქმის ერთნაირად იცვამენ. ამას ემატება ერთი ფაქტორიც, როდესაც მე დაუშვათ ვესაუბრები იმ გოგოს რომელსაც ჩემი სიტყვები არ აინტერესებს შეიძლება ხვალ თვითონ დამირეკოს და მთხოვოს ამაზე მესაუბრეო!

 

ასეთმა უცნაურმა გარემოებებმა გამაოცა და გამაოგნა კიდეც. მაგრამ უკეთ რომ ამეხსნა ეს მოვლენები დავფიქრდი და მივედი დასკვნამდე, რაც მინდა ახლა წარმოგიდგინოთ.

 

ადამიანი ყოველთვის ერთ განწყობასა და ხასიათზე ვერ იქნება. არსებობს მომენტები როდესაც ერთი პიროვნება არის დაუშვათ და ცუდ ხასიათზე, მისთვის ახლა ყოველი მცირე თუ დიდი კომპლიმენტი, ღიმილია ან რაიმე ჟესტი არა თუ მისაღები არამედ ხასიათის ცვალებადობის მიზეზადაც შეიძლება მოგვევლინოს. მაგალითად ამ დროს ადამიანს რომ უთხრა მისნაირი ლამაზი ცოტა თუ დადის ამ ქვეყნად ან დაუშვათ და მის მიერ დაწერილი თემა საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის და მოუყვანო რაიმე ფილოსოფიური სტატია, მაშინ წარმატება ნათელი და ყველასათვის დასანახი გახდება.

 

მაგრამ იგივე გოგოს ორი დღის შემდეგ რომ გაუმეორო იგივე, ან თუნდაც მხოლოდ შინაარსი გაიმეორო, შეიძლება დაცინვა, ცუდი განწყობა შენს მიმართ და ქილიკი მიიღო...

 

მაგალითად ახლად გაცნობილი მეგობარი სიგარეტს ეწევა (დაუშვათ და ეს მეგობარი არის გოგო), მიდიხარ იმ დროს როდესაც ის არის კარგ ხასიათზე, დგას ეზოში და მიირთმევს ახლად ნაყიდ შოკოლადს, ამ დროს გხედავს შენ, გიღიმის და გკოცნის. შენ თემას უგდებ სიგარეტზე, რომელიც ამ წუთებში მისთვის სულაც არ არის მისაღები, საინტერესო და ეფექტური, ამ დროს მას შენ დააყენებ არაკეთილ განწყობაზე და პლუს წინააღმდეგ განაწყობ შენდამი.

 

მაგრამ ორი დღით ადრე, შენ სკოლის უკან ხედავ იგივე გოგოს რომელიც სიგარეტს ეწევა და უცებ დაგინახა. სიგარეტი მოისროლა მაგრამ, მიხვდა უკვე გვიან იყო. შენ მიდიხარ, მეგობრულად უღიმი, ხელს ადებ მხარზე და ეუბნები, რომ შენთვის და ირგვლივ ბევრისთვის მნიშვნელობა არ აქვს მოწევს თუ არა იგი, მაგრამ რადგან სწორედ შენი მეგობარია მას ურჩევ ნუ დაიზიანებს ჯანმრთელობას, ნუ გაიფუჭებს ხმას და ამასგარდა ნუ გამიოწვევს სხვა ადამიანებას ამ ჩვევის გამო გაღიზიანებას, შენ კი რომ მის გვერდით იქნები მარად და ყველგან.

 

როდესაც გოგონა ხედავ ასეთ განწყობას ის იღიმება, მეგობრულად შეიძლება გკოცნის კიდეც და შესაძლოა ანებებს კიდეც სიგარეტის მოწევას თავს...

 

და კიდევ ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო რადგან თემა უფრო გასაგები გავხადო. მაგალითად მე ვუსმენ მუსიკას, ამ შემთხვევაში მეტალს, იმიტომ რომ ეს ჩემი განწყობაა, მაგრამ უცებ ჩავრთო რეპი ხომ შევიშლები?! ან პირიქით ვუსმენ რეპს და უცებ მეტას მივუბრუნდე?! ან საერთოდაც ვარ სევდიან ხასიათზე და მოვუსმინო მხიარულ მუსიკას, ეს ჩემი მხრიდან იქნება სულელური საქციელი, რადგან სულაც არ შემიწყობს ეს ხელს ჩემი ხასითის შეცვლაში.

 

და ბოლოს! ვიღაც არის ცუდ ხასიათზე და შენ ცდილობ ნებისმიერი ხერხებით გამოუსწორო ხასიათი, მაგრამ ხვალე თუ ის კარგ ხასიათზეა შენი ხერხები მისდამი უშედეგო, უაზრო და წარუმატებელი იქნება. ამ დროს შეგიძლია თემა მიმართო სასიამოვნო საკითხებზე.

 

და კიდევ ერთი საკითხი - დისტანცია. საერთოდ ურთიერთობის დასამყარებლად კარგი არის სილაღე, თავისუფლება...

ახლად გაცნობილი სასიამოვნო განწყობით გხვდება, გიღიმის... ურთიერთობის შემდეგი გაგრძელებისათვის, არის თუ არა საჭირო ახლო დისტანციის დაცვა, ანუ ახლად გაცნობილი ცდილობს მუდმივად დაგიახლოვდეს, გაიგოს შენზე მეტი და მეტი, შენ კი ნელ-ნელა აწვდი მცირე ცოდნას... ინტერესი არასდროს იკარგება ამ დროს... მაგრამ ხომ შეიძლება დისტანციამ გამოიწვიოს ისეთი ფაქტი რომ ახლად გაცნობილი ადამიანი არათუ დაგიახლოვდეს არამედ დაგშორდეს კიდეც...

 

აი ამ საკითხებთან მიმართებაში გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასეთი ურთულესი საკითხის გამოსაკვლევად!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ ძალიან მრავალშრიანი მსჯელობაა წარმოჩენილი. :papa:

 

რამდენიმე საკითხია საკმაოდ მწვავედ დაყენებული, იმდენად მწვავედ რომ რაღაც მომენტში განწყობაც კი გამიფუჭდა, საოცარი სევდითაა აღსავსე მოცემული მსჯელობა. :ndzreva:

 

სევდა, ადამიანთა სევდა, ძნელი ასატანია, გაუმარჯოს კარგ განწყობას. :rocker:

 

პ.ს. მაინტერესებს ვინმემ წაიკითხა ეს ბოდვა ჩემს გარდა? :puke:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ ძალიან მრავალშრიანი მსჯელობაა წარმოჩენილი. :papa:

 

რამდენიმე საკითხია საკმაოდ მწვავედ დაყენებული, იმდენად მწვავედ რომ რაღაც მომენტში განწყობაც კი გამიფუჭდა, საოცარი სევდითაა აღსავსე მოცემული მსჯელობა. :ndzreva:

 

სევდა, ადამიანთა სევდა, ძნელი ასატანია, გაუმარჯოს კარგ განწყობას. :rocker:

 

პ.ს. მაინტერესებს ვინმემ წაიკითხა ეს ბოდვა ჩემს გარდა? :puke:

რაზე ამბობ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვფიქრობ სად გადავიტანო ეს თემა...

რომელ განყოფილებას მოუხდება არ ვიცი...

ქალი და მამაკაცს ცოტა ნაკლებად უხდება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა თქმა უნდა ჩემს პოსტზე ვთქვი ბოდვა-თქო.

 

აბა ეგეთ რამეს შენს საინტერესო და ამოუცნობ აზრს ხომ არ ვაკადრებდი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანის განწყობა-ხასიათი

ეს ცოტა რთული საკითხია

საინტერესოც და სამსჯელოც... მაგრამ მაინც ბოლომდე გაურკვეველი

ადამიანის ინდივიდუალობიდან გამომდინარე

 

აქ ვერ ვხედავ კავშირს ქალს და მამაკაცს შორის

სადმე ფსიქოლოგიაში უნდა იყის ეს თემა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

_13_ გაიხარე :blush:

 

nesquik შუალედი ალბათ თუ მოინახა...

 

ადამიანთან დაახლოების შემდეგ ჩნდება რამდენიმე გზა:

 

1. ან უნდა მიყვე მარჯვენა გზას რასაც მუდმივი, საინტერესო აქტიურობა ქვია, ანუ მაგალითად ის შენიშნე რაღაც გაჭირვებაში, მარტო კი არ ჩამოჯდები და კი არ ჩაეხუტები, არამედ დიდსა და საინტერესო რჩევას მისცემ. ან არის ისეთი შემთხვევებიც რომ მის დანახვაზე მუდმივად გაიღიმებ... მუდმივად ეტყვი კომპლიმენტს... ანუ დაახლოებით შეიძლება ამას მოჰყვეს ერთგვარი მობეზრება და გაუცხოება. უბრალოდ იმ გარემოში სადაც ის არის (დაუშვათ სადაც სულ ეწევიან და არადადებით საქციელზე ფიქრობენ და საუბრობენ), შენი თუნდაც ყოველდღიურმა დადებითმა სიტყვებმა შეიძლება მაინც გაამხნევოს და არ მოაბეზროს შენი თავი. მაგრამ ეს ასეა?!

2. და არის მეორე გზა. გაცნობა და შემდეგ დისტანცია. ანუ არ ნახულობ ხშირად, არ აქებ ხშირად, არ აძლევ ხშირ რჩევებს... ამით კი შეიძლება აღიმართოს ერთგვარი კედელიც კი!

3. მესამე გზა არ არსებობს ეს გზა შენ უნდა შექმნა ანუ, იყო საშუალო! და კიდევ ერთი საკითხი - დისტანცია.

საერთოდ ურთიერთობის დასამყარებლად კარგი არის სილაღე, თავისუფლება...

ახლად გაცნობილი სასიამოვნო განწყობით გხვდება, გიღიმის...

ურთიერთობის შემდეგი გაგრძელებისათვის, არის თუ არა საჭირო ახლო დისტანციის დაცვა, ანუ ახლად გაცნობილი ცდილობს მუდმივად დაგიახლოვდეს, გაიგოს შენზე მეტი და მეტი, შენ კი ნელ-ნელა აწვდი მცირე ცოდნას... ინტერესი არასდროს იკარგება ამ დროს... მაგრამ ხომ შეიძლება დისტანციამ გამოიწვიოს ისეთი ფაქტი რომ ახლად გაცნობილი ადამიანი არათუ დაგიახლოვდეს არამედ დაგშორდეს კიდეც...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...

ამას ფლეიმში გადავიტან ქალი და მამაკაცი არაფერ შუაშია.

 

 

ვიფიქრეთ ვიფიქრეთ ვიფიქრეთ და სხვა ვერ მოვიფიქრეთ :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანი ყოველთვის ერთ განწყობასა და ხასიათზე ვერ იქნება.

სულაც არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი ყოველთვის "ცუდ" ან "კარგ" ხასიათზე იყოს... არსებობს შუალედური ზღვარი, რომელიც ნიშნავს იყოს ჩვეულებრივად ადამიანი... ეს შეიძლება არასერიოზულად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად ჩამჯდარი და გათქვეფილია, რომ ვერც კი ვამჩნევთ... ამ შემთქვევაში, ცუდად ნათქვამმა, უფრო სწორად კი, არასწორმა ნათქვამმა გამოიწვიოს მისი განწყობის რადიკალური შეცვლა და ა.შ.

 

ურთიერთობის შემდეგი გაგრძელებისათვის, არის თუ არა საჭირო ახლო დისტანციის დაცვა, ანუ ახლად გაცნობილი ცდილობს მუდმივად დაგიახლოვდეს, გაიგოს შენზე მეტი და მეტი, შენ კი ნელ-ნელა აწვდი მცირე ცოდნას... ინტერესი არასდროს იკარგება ამ დროს... მაგრამ ხომ შეიძლება დისტანციამ გამოიწვიოს ისეთი ფაქტი რომ ახლად გაცნობილი ადამიანი არათუ დაგიახლოვდეს არამედ დაგშორდეს კიდეც...

მიუხედავად ყველაფრისა დისტანცია მაინც აუცილებელია მაგ საკითხთან დაკავშირებით... არ არის აუცილებელი ყველა ახალგაცნობილი მეგობარი და ახლობელი გახდეს... ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...