Jump to content
Planeta.Ge

რა შემოგვთავაზა პრეზიდენტმა?


Recommended Posts

დიდი ხანია ქართული პოლიტიკა დაემსგავსა გაფუჭებულ პატეფონს , რომლის მონაწილეებსაც ერთმანეთის არ ესმით. რატომღაც კარგ ტონად ითვლება არა პოლიტიკური ნოვაციები ,ახალი მეთოდების დანერგვა ,არამედ ოპონენტთა გამოყენებული საშუალებების უხეში გადამღერება ან საკუთარი შეცდომების ქრონიკული განმეორება.

 

ვთამაშობთ ამ უღიმღამო თამაშს და ვერ ვხდებით,თუ როგორ ჩამოვრჩით დროებას.

 

ხელისუფლება ვერ თმობს აბსოლიტური უმრავლესობის სინდრომს ,ვერ ახერხებს ოპონენტებს შესთავაზოს "რაღაც საინტერესო " ,რათა მმართველობა უფრო ეფექტური გახდეს.ერთადერთი ენა -ესაა ძალის დემონსტრირება პლიუს კოსმეტიკური ცვლილებები,რაც არსებითად არაფერსაც არ ცვლის,ხოლო ოპოზიცია კი თანხმდება ითამაშოს სააკაშვილის წესებით და "ბოლომდე ბრძოლის მანიით" შეპყრობილნი ვერ გრძნობენ ,თუ როგორ დაკარგეს აშკარა უპირატესობა და ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოახერხა უმთავრესი-დაემტკიცებინა ,რომ ისაა არსებულზე უკეთესი.

ამიტომაც მივედით გუშინდელ კომიკურ "აპლოდისმენტებამდე"......

 

რა შემოგვთავაზა პრეზიდენტმა?

 

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 4 თვით ადრე ანუ არაფერი განსაკუთრებული.....კანონმდებლობის გასწორების ნება ერთადერთია , რაც შეიძლება მოიწონო , მაგრამ ფონი?!

 

ა)"ხალხთან დიალოგი" გულისხმობს წინასაარჩევნო პიარს . ნოემბრის მოვლენების შემდეგ ეს გზა უკვე გამოყენებულ იქნა და წარმატებითაც და არის დიდი შანსი რეგიონებში ამ "საუბრებმა" გამოიღოს რეალური საარჩევნო რეზულტატი მათთვის. ესაა საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება , აქტიურ შეტევაზე გადასვლა დაუძლურებული ოპოების ფონზე....მაგრამ არანაერად არ გულისხმობს რაიმე კომპრომისს-

ფოჩიანი,იაფფასიანი კანფეტების დარიგების ახალი ტალღა იწყება ...მოემზადეთ მეგობრებო :D

 

ბ)ადგილობრივი არჩევნების ჩატარებისას უპირობოდ ჩაერთვება მაჟორიტართა ბატალიონი .სავარაუდოდ ბევრი მათგანი უშუალოდ გახდება რაიონული ფეისი ,ხოლო სახელმწიფო რესურსთან , სახელისუფლებო ფინანსებთან კონკურენცია აბსოლიტური უტოპიააა.ასე რომ მივიღებთ "ხალხზე" დამოკიდებულ ლიდერებს ,რომლებიც ჩაუყრიან ფუნდამენტს საპარლამენტო ფორპოსტის დაძლევასაც ,ხოლო თბილისი გახდება შიდაოპოზიციური ბრძოლის პოლიგონი,სადაც ასევე სავსებით შესაძლოა ერთმანეთი ჩაძირონ....ხოლო მერი კვლავ აგრესიულად მორჩილი უტვინესობიდან გავიდეს.

 

გ) თბილისიდან პოლიტიკური ბრძოლის გადატანა ჭკვიანური სვლაა. ოპოებს ბრძოლის გაშლა უჭირთ, ხოლო პარლამენტის ნაწილობრივ ქუთაისში ყოფნა ამ ქალაქის მოსახლეობაზეც გარკვეულწილად აისახება...,მაგრამ ამ ეტაპზე დაუშვებელია დედაქალაქის როლის დაკნინება.რეფორმების ეპიცენტრი უნდა გადავიდეს ცენტრიდან ადგილებზე და არა პოლიტიკური ინსტიტუტები,რომელთა სიმტკიცე ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და უფრო მეტადაც შესუსტდება. ვერაფერ კარგს აღნიშნულში ვერ ვხედავ. თბილისის როლი სავაჭრო და ინდუსტრიული ფუნქციით განისაზღვრება და არა ბაქრაძის აპარტამენტების აქ ყოფნით.

...ვიმეორებ ამ ეტაპზე!!!!!!!!!!!!!!! ,თორემ ზოგადად ეს ნორმალური მოვლენაა.

 

დ)არ გამორიცხოთ "არჩეული" რეგიონალური მერები იქცნენ მინიაბაშიძეებად,ითამაშონ თავიანთი თამაში , კოჭი გაუგორონ ცენტრს , მაგრამ რეგიონებში წნეხი უპირობოდ გაიზრდება, ხოლო ეს უკვე განხილულ იქნება თვითმართველობის გვერდითა მოვლენად...თბილისში ხომ ყველაფერი წესრიგშია?! :( -იქნება "არგუმენტი".

ანუ დასკვნა -

 

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებით საარჩევნო ციკლის დაწყება ოპოზიციის კატასტროფული კრახით დასრულდება, ხოლო მოსახლეობის თავისუფლების თუ დემოკრატიის ხარისხი დაიწევს და არანაერად არ აიწევს.

 

ერთადერთი გზაა-მრავალმანდატიანი, პროპორციული საპარლამენტო არჩევნები ....

ან ადგილობრივი თვითმართველობის ფორმირებამდე ,ან მის პარალელურად.

წინააღმდეგ შემთხვევაში საჭიროა -აქტიური ბოიკოტი.....მინიმუმ თბილისისის მოსახლეობის მხრიდან....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 33
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

რა შემოგვთავაზა პრეზიდენტმა?

 

 

 

 

 

ზღაპრების ენაზე, ჩემო lasha_alo, მის შემოთავაზებას "ოქროს არაფერი" ჰქვია

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ პრეზიდენტის გამოსვლის ვიდეო თავიდან ბოლომდე დევს სადმე ???

 

დამილინკეთ რა ... :buchti:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგრეა...

ერთი რამ უბრალოდ...

არანაირ საარჩევნო ციკლზე არაა ლაპარაკი.

ლაპარაკია ერთი წლით პროცესების მიყრუებაზე, მანამდე აშშ-ში ურთიერთობის დალაგების იმედად. ადგილობრივს ჩაატარებს ვანოების საშინელი ტანდემი და ოპოზიცია ისევ დიდ ###-ზე აღმოჩნდება.

გავლილი გვაქვს რა უკვე ... 5 იანვრის არჩევნები, კულუარული დაპირებებით რომ აი პარლამენტს მივცემთ, არ გაყალბდება და უსაზიზღრესი არჩევნები სადაც ნაცმომ საკონსიტუციო უმრავლესობაც კი ვერ დათმო.

იგივე განმეორდება და მოხდება ისევ.

:D

ცუდია?

კი.

საშველი არის?

არ მგონია...

ერთადერთი აშშ-ს ზეწოლა სააკაშვილზე...

იქნება?

არ მგონია :(

ხოდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

"ოქროს არაფერი" ჰქვია

"ოქროს ყველაფერი"...ოღონდ თავისთვის.......:D

საშველი არის?

არ მგონია...

არ გეთანხმები პესიმიზმში....თუნდაც ეს

-აქტიური ბოიკოტი.....მინიმუმ თბილისისის მოსახლეობის მხრიდან....

დააფიქრებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა შემოგვთავაზა პრეზიდენტმა? - დიდი ###

როგორც ყოველთვის :D

 

არ გამოვა ბოიკოტი :( სამწუხაროდ არ გამოვა... ამ დაშინების ფონზე, გამორიცხულია.

დაშინების წნეხის მოხსნის შემთხვევაში კიდევ შეიძლება მაგრამ...

ვანოს სისტემის შემცვლელი გეგულებათ ეს ადამიანები? :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ გამოვა ბოიკოტი სამწუხაროდ არ გამოვა... ამ დაშინების ფონზე, გამორიცხულია.

ქალაქში გამოვა,როგორც მინიმუმ.სასურველი არაა, მაგრამ ამ არჩევნებს მერწმუნეთ კარგი არ მოყვება.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშა კი დემოკრატიას გვთავაზობს და მე მას უკეთეს შევთავაზებ !

 

ამინიზინს მიეძალოს, იქნებ ეშველოს და ჩვენც გვეშველოს : |

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ არჩევნებს... არც კარგი მოყვება და არც ცუდი.

ისედაც საჯდომშია ქვეყანა... მეტი ცუდი არ ვიცი რაღა უნდამოჰყვეს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავით უსუფაშვილი - ვადამდელ ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი საერთოდ არ ღირს

 

ნინო ბურჯანაძე - თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს

 

 

 

დავით გამყრელიძის განცხადებით, მას სურდა, მიხეილ სააკაშვილისგან უფრო კონკრეტული წინადადებები მოესმინა, ვიდრე სინამდვილეში მოისმინა. ამის შესახებ “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე თვით ადგილობრივი არჩევნების გადმოწევა არ ნიშნავს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევას და ეს არაფერს არ ემსახურება.

 

პ.ს.იმედია არ ჭამენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

რა შემოგვთავაზა პრეზიდენტმა?

 

 

ისე მაგას თუ თავის ქვეყნისთვის კარგი უნდა,ესე თავი არ უნდა ემართლებინა.ტერიტორიები დაიკარგა მაგის მმართველობის დროს,ამდენი ლტოლვილი და გაჭირვებული ადამიანია საქართველოში.იმის მაგივრად,რომ რამე დათმობაზე წავიდეს და ერი გაამთლიანოს თავს იმართლებს ეს ჩემისა.

 

 

მოიტანა ის,რომ უფრო ჩაეჭიდა სკამს და უფრო მეტი ცინიზმი იქნება უბრალო ადამიანების მიმარ.აი ეს მოიტანა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ არჩევნებს... არც კარგი მოყვება და არც ცუდი.

ისედაც საჯდომშია ქვეყანა... მეტი ცუდი არ ვიცი რაღა უნდამოჰყვეს...

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მზადებაა საპარლამენტოსთვის.. და ჭკუა აქვს ოპოზიციას, რამე უნდა ქნას..

 

არჩევნები თუ ყალბდება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით..

 

ხოდა, შანსი ეძლევა ოპოზიციას ადმინისტრაციული რესურსები დაიკავონ რეგიონებში..

 

თბილისის მერის სკამის აღების შანსიც აქვთ, თუ რა თქმა უნდა, ერთი ნაციონალი არ იქნა არჩევნებში და 6 ოპოზიცია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...