lasha1997 Posted July 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2009 შეიძლება რჩევებიც მისცეს მიშას,გადადგომის შესახებ. :siriko: ჩამოვა და ვნახამთ რა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2009 licemer აგვისტოში რომ გვიჭერდა მხარს ამერიკა,იმიტომაც არ მიგვჟიმეს ლიც?. :siriko: თუმცა მიშისტებს მიშას თამადობით,სხვანაირად ჰგონიათ. :eshmak: ბაიდენმა თუ მიშა შეაქო,აი მაშინ დაგვენძრევა უბრალო მოკვდავებს, თორემ რუსეთთან მიმართებაში არაფერი შეიცვლება.რა თქმა უნდა, ჩემო დიტო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2009 საინტერესო რამ სთქვეს ეხლა რადიოში,ბაიდენის ვიზიტზე უკრაინაში და საქართველოში. ბაიდენის თანაშემწეს უთქვამს,რომ ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტებს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ მომავალშიო.ეხლა დავგუგლავ და თუ ვიპოვნე მოგართმევთ. :siriko: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შხარა Posted July 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2009 (edited) ამერიკელებს აქვთ ასეთი გამოთქმა "if it ain't broke don't fix it" ანუ თუ გაფუჭებული არ არის შეკეთებას ნუ დაუწყებო. ეს საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის არის გაფუჭებული და გატეხილი სისტემა, მაგრამ ამერიკის და მისი ინტერესების გადმოსახედიდან, ისევე როგორც მიშას და მისი მომხრეებისთვის, ოკი დოკია ყველაფერი. არ ჩამოიშალნენ!!! ასე თუ ისე აკონტროლებს სიტუაციას ეს ხელისუფლება და ამერიკული ინტერესებს სერიოზულ ბარიერებს არ უქმნის, რაც მათთვის სრულიად დამაკმაყოფილებელია. მიშას მომხრეებისთვისაც დამაკმაყოფილებელია სიტუაცია. ძლივს ისეთი სიტუაცია შეექმნათ სადაც შეუძლიათ ველოსიპედი გარეთ დატოვონ და არავინ მოიპარავს, როგორც ეს ადრე იყო. ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით უკმაყოფილება თუ გამოთქვი, უცბად აგიხსნიან რომ დაკარგული ტერიტორიები არსად მიდის, რუსეთი მალე დაინგრევა და აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს კი არა სოჭს ვიბრუნებთ. ნელ-ნელა გვაპარებენ საქართველოს გაჩანაგებას! ახეთქებენ რაღაცა სამომავლო მიზანს, მოვლენას და თარიღს, რის ირგვლივაც ახდენენ უსაფუძვლო იმედების ჩასახვას ხალხის ცნობიერებაში, ანუ ხალხის რეალობიდან მოწყვეტას. გაპრეზიდენტებისას, ვადის ამოწურვამდე კონფლიქტური რეგიონების დაბრუნების გარანტია დადო. მარტო აქედან უნდა გამოგვეტანა დასკვნა, რომ ის საშიში პიროვნება იყო, რადგან ასეთი განცხადების ავტორი ან უსინდისოა ან გიჟია. მერე EU და NATO წევრობის მიზანი გახდა პრიორიტეტული და ჩვენი გადამრჩენი. ახლა ეს ნაბუკო და რუსეთის დანგრევაა, ანუ 2014-მდე, სანამ ნაბუკო ამუშავდება და რუსეთი ჩამოშლას დაიწყებს, ზედმეტი პრეტენზიები არ უნდა გამოვთქვათ. მუშაობს ხალხი საქმეზე და ხელი არ უნდა შევუშალოთ. გზადაგზა ისეთ პატარ-პატარა "გადამრჩენ მოვლენებს" შევციცინებთ. როგორიც არის ობამა რუსეთში ან ბაიდენი საქართველოში. ასე უთხრიან საძირკველს საქართველოს, უსაფუძვლო მოლოდინიდან მოლოდინამდე, იმედიდან იმედამდე, წლიდან წლამდე. Edited July 21, 2009 by შხარა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 (edited) საქართველოს დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი თბილისში დღეს, დღის მეორე ნახევარში ჩამოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს~ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ჯოზეფ ბაიდენი თბილისში 16.30 საათისთვის ჩამოფრინდება. საღამოს 20:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში ჯოზეფ ბაიდენისა და მიხეილ სააკაშვილის ვახშამი გაიმართება. შემდეგ კი, იქვე, 21.00 საათზე დაგეგმილია კონცერტი. ვიზიტის მეორე დღეს, 11.00 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება და, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს შედგება ჯოზეფ ბაიდენსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შეხვედრა. ბაიდენი ასევე გეგმავს შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლებთან. 16.30 საათისთვის კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს ეწვევა და დეპუტატების წინაშე მოხსენებით გამოვა.ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს 23 ივლისს, დაახლოებით, 21.00 საათისათვის დატოვებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Edited July 22, 2009 by licemer Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დღეს ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავსhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 lasha1997 კი ეგრე იყო... მე წავიკითხე გუშინ იაჰუზე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
girvan Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 ბუშის ჩამოსვლა ხო ლამის ეროვნულ დღესასწაულად გამოვაცხადეთ მაშინ...არაფერსაც არ ველი. ჩვენს საკეთებელს არავინ გააკეთებს. ან თუ გააკეთებს ისევ სათავისოდ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 girvan ხო ეგეც არის...მაგრამ იმედის ნაპერწკლებს მაინც... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 მაინც კარგია =============================================== Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 მაინც კარგია ===============================================დასტურ!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
girvan Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 რა ვიცი რა ვიცი, ბოლოს ისევ პირდაღებულები არ დავრჩეთ ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 girvan დაველოდოთ...და დიდი იმედები არ ვიქონით.მაგრამ პატარა იმედი ვიქონიოთ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 (edited) აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მიმართვების დასტა დახვდება ამერიკელი დამკვირვებლები - ძლიერი არგუმენტი სტაბილურობის სასარგებლოდ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მიმართვების დასტა დახვდება “ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი თბილისში დღეს საღამოს ჩამოვა. მისი საქართველოში ყოფნის გრაფიკი სრულად არ ხმაურდება, მაგრამ მისი ძირითადი შეხვედრები მაინც ცნობილია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვის შეხვდება ჯოზეფ ბაიდენი / და რატომ სცემა ამერიკულმა დაცვამ კახა ბენდუქიძეს.“ბაიდენი თბილისში საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციით ჩამოვა, რომლის შემადგენლობაშიც სახელმწიფო ადმინისტრაციის, სავაჭრო და სახელმწიფო უშიშროების საბჭოების მაღალჩინოსნები შედიან. ვიზიტის ფარგლებში სტუმარს ვრცელი გამოსვლა ექნება საქართველოს პარლამენტში და მნიშვნელოვანი, შინაარსის თვალსაზრისით. ამასთან, ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ბაიდენი, პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების გარდა, არასაპარლამენტო ოპოზიციასაც შეხვდება, თუმცა რომელ ლიდერებს, ეს თავად სტუმრის არჩევანის საკითხია”, - განმარტავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღონია.“უკვე ცნობილია, რომ ბაიდენი ღამეს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაათევს. სხვათა შორის, ამ ვიზიტს პირდაპირ არ უკავშირდება, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის გაკონტროლება კახა ბენდუქიძეს მოუნდომებია”, - ამგვარ ვერსიას ავრცელებს სტატიის ავტორი და დასძენს:“გუშინწინ საღამოს ბენდუქიძე მისულა სასტუმროში და არამარტო ვითარების გაკონტროლება, არამედ ამერიკული დაცვისთვის მითითებების მიცემაც კი მოუნდომებია. ძნელი სათქმელია, მან ეს რა ფორმით მოინდომა, მაგრამ დაცვას ფიზიკური ძალის გამოყენება მოუხდა მისი თავიდან მოსაშორებლად და იმასაც ამბობენ, რომ მას დაცვამ ცხვირიდან სისხლი ადინაო. ცხადია, ამას ოფიციალურად არ ადასტურებენ, მაგრამ სასტუმროში საკმაოდ ბევრი ხალხი მოძრაობს და, შესაბამისად, ამის დამალვაც არ მოხერხდა”.“გუშინ ოპოზიციის ლიდერებმა მასმედიას გააცნეს ის მიმართვა, რომელსაც დღეს 7 საათისთვის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დასახვედრად გამართულ მიტინგზე მოსული საზოგადოება მიიღებს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” და მიმართვის ტექსტს სრულად აქვეყნებს სტატიაში სათაურით სააკაშვილის უშიშროების საბჭოში არაფერი გვესაქმება!“ჩვენ ვართ სწორედ იგივე ხალხი, რომელიც 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” დროს ითხოვდა სამართლიანი არჩევნებით არჩეულ ხელისუფლებას და დემოკრატიულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორც ერის გაძლიერების საწინდარს, სამართლიანობასა და თავისუფლებას, როგორც ერის განვითარების ერთადერთ გზას. მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების უპირობო მხარდაჭერისა, დღემდე ეს მიზანი არ არის მიღწეული, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტები - მედია, პარლამენტი, სასამართლო, კერძო ბიზნესი კვლავ კორუფციული და კლანური მმართველი გუნდის მიერ არის უზურპირებული... სააკაშვილმა “ვარდების რევოლუციის” იდეასა და ხალხის მიერ არჩეულ მიზანს უღალატა. ის შეუდგა ავტორიტარიზმის გზას. მან რეალური დამოუკიდებლობისა და ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანების ახლო პერსპექტივა თავისი ავანტიურისტული ქმედებებით საქართველოს დაუკარგა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნაცვლად მან საქართველო ომში ჩაითრია, რის შედეგადაც დაკარგულ იქნა ახალი ტერიტორიები... გამოთქვამთ იმედს, რომ ამერიკა მხარს დაუჭერს ხალხის ნებას, რათა ადღგეს საქართველოში დემოკრატიული წყობა, დაინიშნოს ვადამდელი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, გათავისუფლდეს მედია სახელისუფლებო ცენზორებისგან, მიეცეთ უდანაშაულო ადამიანებს თავის დაცვის საშუალება დამოუკიდებელი სასამართლოს ფარგლებში და ჩვენც შევძლოთ არა ქუჩიდან, არამედ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში ჩართვით მივაღწიოთ ჩვენს მიზანს - თავისუფალ არჩევნებს”, - ნათქვამია მიმართვაში.“გუშინ ოპოზიციამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისადმი მიმართვის ტექსტი გაავრცელა. გთავაზობთ მას სრულად”, - ამ შესავლით აქვეყნებს “რეზონანსი” მიმართვის ტექსტს, სტატიაში სათაურით ქართველი ხალხის მიმართვა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის JOE BIDEN-ისადმი.“გუშინ ქართული მედიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მიმართვას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის სახელზე. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს განცხადების ტექსტს დღეს გადასცემენ. მიმართვაში ჟურნალისტები მედიის თავისუფლების ხარისხის გარანტიებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმების გამოძიებას მოითხოვენ”, - წერს გამოცემა სტატიაში სათაურით ქართული მედია ბაიდენს მიმართავს.“1. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს საქართველოს ნაციონალური სატელევიზიო არხები, როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთპარტიული სახელმწიფო წნეხისგან. გამჭვირვალე გახადონ ტელეარხების დამფუძნებელთა ვინაობა და არ ჩაერიონ სატელევიზიო არხების ქონების გადანაწილებასა და შიდა სარედაქციო პოლიტიკაში. 2. შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებულ საქმეს. ჩვენ ვფიქრობთ, “იმედი”, რომელიც სამართლებრივი მანიპულაციების შედეგად ჩამოერთვა პატარკაციშვილების ოჯახს, უნდა დაუბრუნდეს მის ქვრივს. 3. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პრესის დისტრიბუციის მონოპოლიზების მცდელობა და მისცეს საშუალება ჟურნალისტებს, იმუშაონ დამოუკიდებლად, ზეწოლისა და მოსალოდნელი დასჯის შიშის გარეშე. 4. საქართველოში ბოლო პერიოდში არაერთი თავდასხმა განხორციელდა ჟურნალისტებზე. მათ შორის, 2009 წლის 6 მაისსა და 15 ივნისს, როცა პოლიციამ ჟურნალისტებზე განახორციელა მასობრივი ფიზიკური ანგარიშსწორება და ასევე მათ საქმიანობაში ხელისშეშლა. ჟურნალისტებს წაართვეს და გაუნადგურეს გადაღებული მასალები, რომელზეც ასახული იყო პოლიციის მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები... მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ამ ფაქტების სასწრაფო გამოძიების, მათი შეფასების მიცემასა და დამნაშავეების დასჯისკენ. ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, გთხოვთ, დაინტერესდეთ აღნიშნული საკითხებით და შეფასება მისცეთ მათ, რაც იქნება ამერიკელი ხალხისა და პირადად თქვენ მიერ შეტანილი წვლილი ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გაძლიერების საქმეში...” - ნათქვამია მედიის წარმომადგენლების მიმართვაში.“ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას გიძღვნით საქართველოში ჩამოსვლისთვის რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება იმ დღეებში ქართველების გვერდით თქვენი ყოფნა”, - აღნიშნულია გაზეთ “24 საათში” გამოქვეყნებულ მიმართვაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისადმი, რომელსაც უცხოეთში, სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები რამდენიმე ქართველი მოღვაწე აწერს ხელს. ამერიკელი დამკვირვებლები - ძლიერი არგუმენტი სტაბილურობის სასარგებლოდ “გამოცემა “ნიუ-იორკ ტაიმსის” მტკიცებით, საქართველოს იმედი აქვს, რომ აშშ შეუერთდება ევროკავშირის დამკვირვებლებს, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებთან მონიტორინგს ახორციელებენ. ამ ინფორმაციას გაზეთი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელ ეკა ტყეშელაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს. ტყეშელაშვილის თქმით, ეს რუსეთის მხრიდან აგრესიის შეკავებას შეუწყობს ხელს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან ამერიკელი დამკვირვებლების განლაგება სურს.“გაზეთის ინფორმაციით, სადამკვირვებლო მისიაში ამერიკელების მიწვევის შესახებ, ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს შორის არაფორმალური დისკუსია მიდის. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელთა პიტერ სემნებიმ “ნიუ-იორკ ტაიმსს” განუცხადა, რომ ევროკავშირმა “შეამჩნია საქართველოს ინტერესი ამ საკითხის მიმართ, მაგრამ ფორმალურად ეს გადაწყვეტილება ჯერ დღის წესრიგში არ დამდგარა. “ნიუ-იორკ ტაიმსის” ცნობით, ზემოხსენებულ თემაზე მხარეები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის თბილისში ვიზიტისას იმსჯელებენ. “ნიუ-იორკ ტაიმსს” ინკოგნიტო ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუხადა, რომ ბაიდენი თბილისსა და კიევში “აღმზრდელობით სამუშაოსაც ჩაატარებს”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი და მოჰყავს ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მაღალჩინოსან დევიდ კრამერის კომენტარი (ის ამჟამად მარშალის ფონდში მუშაობს), რომელიც მან ამერიკული გამოცემისთვის გააკეთა:“საქართველოში ამერიკელი დამკვირვებლების განლაგება ტერიტორიების საზღვრებზე სტაბილურობის სასარგებლოდ ძლიერი არგუმენტი იქნება. ბაიდენის ვიზიტი ნათლად მიუთითებს, რომ აშშ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ყურადღების გარეშე არ დატოვებს. ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც აშშ იმ რეგიონის საქმეებში ერევა, სადაც ამერიკელებს არ ელიან. საქართველოს სურს, რომ ჩვენ იქ ვიყოთ”. Edited July 22, 2009 by licemer Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 არა რა... ბაიდენი... არიქა..არადა არაა თან ბაიდენი იმხელა წონის ფიგურა რაც მაგალითად ჩეინი იყო ბუშის დროს.თუმცაღა რაღაც დონეზე არის რა თქმა უნდა ფიგურა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.