Jump to content
Planeta.Ge

მსოფლიოში 170 სხვადასხვა რელიგიაა. ყველა მათგანი "ერთადერთსა"

Recommended Posts

მე არ ვიცი რელიგია, რომელიც პირდაპირ აგრესიულობას ქადაგებდეს. ვფიქრობ ადამიანზეა დამოკიდებული თუ რამდენად ტოლერანტული იქნება სხვა თვალსაზრისის მქონე ადამიანებისადმი და მათი მოსაზრებებისადმი.

თუ ადამიანს სჯერა რომ ის ნამდვილ, სწორ, ანუ ღვთის მოსაწონ რელიგიას მიეკუთვნება, მაშინ ყველაზე შემწყნარებელი უნდა იყოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
  • Replies 60
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მე არ ვიცი რელიგია, რომელიც პირდაპირ აგრესიულობას ქადაგებდეს.

ისლამი მოკვლას ამართლებს. (სიკვდილით დასჯას)

ჩაქოლვა და მკვლელობები ძველ აღთქმაში, გამართლებულად მიიჩნევა ხოლმე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვფიქრობ რომ ქრისტეა ღმერთი და შესაბამისად ის ეკლესიაა რეალური და ჭეშმარიტი რომელიც მან დააარსა. ანუ ერთი წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. შეიძლება ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ უბრალოდ ქრისტიანად დავიბადე და ა. შ. თუმცა ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ "ჭეშმარიტების ძიებაში" და ბოლოს მაინც ქრისტესთან შევჩერებულვარ... არ ვიცი რატომ, მაგრამ მე მისი მწამს!!! თუმცა არც სხვა რელიგიებს ვაკნინებ და ვფიქრობ რომ მათ არ მიეცათ ქრისტიანობა ისევ ღმრთის ნებით და ამიტომ მათ როგორც შეუძლიათ და როგორც იციან ისე სწამთ და ადიდებენ ღმერთს, ასე რომ მათთანაც არის ღმერთი. : )
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ძალიან ბევრი შეიძლება ამაზე მსჯელობა. თუმცა მე ვფიქრობ რომ სასწაულების არგუმენტებად მოყვანა სისულელეა, რადგან სასწაული მუსულმანებსაც აქვთ, კათოლიკებსაც (იგივე ქრისტიანებს) და ბუდისტებსაც. ანუ ასე ვერ ვიმსჯელებთ. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ რწმენა ადამიანს ეძლევა ღმრთისაგან და ყველას ვერ მოთხოვ რომ ჩაეძიოს ყველა რელიგიას, შემდეგ ამოირჩიოს მათგან ყველაზე ჭეშმარიტი და ა. შ.

უბრალოდ იქიდან გამომდინარე რომ თავს ვთვლი წმინდა სამოციქულო ეკლესიის წევრად ამიტომ ღმერთს ვმადლობ ამისათვის და ვფიქრობ რომ ეს არის ღვთის საჩუქარი. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რელიგიად შესაძლოა მრავალი მიმდინარეობა იწოდებოდეს, მაგრამ ერთადერთი და ჭეშმარიტი არის მ ა რ თ ლ მ ა დ ი დ ე ბ ე ლ ი ეკლესია და მეტი არაფერი სხვა!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ ერთადერთი და ჭეშმარიტი არის მ ა რ თ ლ მ ა დ ი დ ე ბ ე ლ ი ეკლესია და მეტი არაფერი სხვა!

მოიტანე არგუმენტები რატომაა ესე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...
რელიგიად შესაძლოა მრავალი მიმდინარეობა იწოდებოდეს, მაგრამ ერთადერთი და ჭეშმარიტი არის მ ა რ თ ლ მ ა დ ი დ ე ბ ე ლ ი ეკლესია და მეტი არაფერი სხვა!

არჩილი გამარჯობა. კარგად გითხრეს მგონი: მოიტანე არგუმენტები რატომაა ესე?

ახლა მიპასუხე: მხოლოდ მართლმადიდებლები ცხონდებიან? ან ხო, ან არა. მიპასუხე.

თან მოაყოლე მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებიდან დამადასტურებელი არგუმენტი. თუ არა და, აქ ნუ უკეთებ მართლმადიდებელ რელიგიას რეკლამას. თავისი გასაჭირიც ჰყოფნის. :(

მომინდოეს აქ ერთადერთ ჭეშმარიტ სარწმუნეობად თავის გამოცხადებაააა.. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...
ჭეშმარიტი მხოლოდ მართმადიდებლობაა!!!

დანარჩენები ტყუიან,ამის დამამტკიცებელი საბუთია ყოველ აღგომას მხოლოდ მართმადიდებელ ღვთის მსახურზე გადმოდის ცეცხლი.

ან კიდევ ეს შეგიძლიათ ყველამ ნახოთ ნაკურთხი წყალი არ ფუჭდება.

შეგიძლიათ მიხვიდეთ ეკლესიაში,წამოიღოთ და დააკვირდით რამდენიმე დღე :bushti:

ერტი ბოლომდე მოუსმინე!

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერტი ბოლომდე მოუსმინე!

muslim.geo

რას მოვუსმინოთ? :bushti:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ციტატა(შუშანა @ Aug 2 2009, 08:01 PM) *

ჭეშმარიტი მხოლოდ მართმადიდებლობაა!!!

დანარჩენები ტყუიან,ამის დამამტკიცებელი საბუთია ყოველ აღგომას მხოლოდ მართმადიდებელ ღვთის მსახურზე გადმოდის ცეცხლი.

ო, წმინდაო გულუბრყვილობავ :beach:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ო, წმინდაო გულუბრყვილობავ :)

+1. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გსმენიათ, რომ ლეგენდის თანახმად, ანტიქრისტე მეოცე საუკუნეში ერთ პატარა ქვეყანაში (ქართული ვერსიით – სწორედ საქართველოში) უკვე დაიბადა? რომ მას ექნება ყველაზე დიდი ძალაუფლება, ქარიზმა და ავტორიტეტი, მის წინაშე მეფენი და პრეზიდენტნი მუხლს მოიყრიან... მას ექნება პასუხი ყველა კითხვაზე – რა უნდა ვჭამოთ, რა – არა. რითი, როდის და რატომ უნდა დავიბანოთ, როდის, სად და რისთვის უნდა ვიბრძოლოთ, როგორ უნდა მოვაწყოთ ქვეყანა, ოჯახური ცხოვრება, მეზობლებთან ურთიერთობა... მოკლედ, ყველა კითხვაზე ექნება პასუხი.

ამასთან, ეს ანტიქრისტე სწორედ ქრისტეს სახელით ილაპარაკებს, მისი სამოსით იქნება შემოსილი და ყველა სიტყვას სწორედ ქრისტეთი დაამოწმებს. ადამიანები მასში სატანას ვერ შეიცნობენ, პირიქით, გულით ირწმუნებენ, რომ სწორედ ქრისტეს მოციქულს ელაპარაკებიან და ბრმად და უკრიტიკოდ მიენდობიან.

Nukriko

შენ რა მაგრა გყვარებია ლეგენდები. :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...