zeppelina Posted July 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2009 Wolfgang Amadeus Mozart ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი გენიოსი! http://www.capricorn-astrology-software.com/example_reports/mozart/wolfgang-amadeus-mozart.jpg http://www.judiciaryreport.com/images/mozart-2.jpg ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (გერმ. Wolfgang Amadeus Mozart; სრული სახელი Joannes Chrysostomus Wolfgangus Theophilus Mozart) (დ. 27 იანვარი, 1756, ზალცბურგი — გ. 5 დეკემბერი, 1791 ვენა), ავსტრიელი კომპოზიტორი, ინსტრუმეტალისტი, დირიჟორი, ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენელი. ბიოგრაფია მოცარტი დაიბადა ზალცბურგის კარის კაპელმაისტერის და კომპოზიტორის, ლეოპოლდ მოცარტისა და ანა მარია პერტლის ოჯახში. მან პირველი გაკვეთილები ვიოლინოს, ფორტეპიანოს და კომპოზიციაში მამასთან მიიღო. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ტალანტით, ხუთი წლის ასაკში მან უკვე რამდენიმე პატარა მუსიკალური ნაწარმოები შეთხზა. ოთხი წლის მოცარტი უკვე უკრავდა ფორტეპიანოზე, ექვსისა კი სერიოზულ ნაწარმოებებს ასრულებდა. ექვსი წლის ასაკში იგი შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე და ფორტეპიანოზე. მოცარტის და ნანერლი და თვით მოცარტი 1762 წლიდან უკვე მართავდნენ კონცერტებს ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის. ბავშვების დიდმა წარმატებამ მიუნხენის კარზე მტკიცედ გადააწყვეტინა ლეოპოლდ მოცარტს, რომ საჭირო იყო მოცარტის უფრო დიდ ასპარეზზე გაყვანა. მან 1763 წელს მთელი ოჯახით, დიდი მოგზაურობა დაიწყო, რომელიც სამ წელზე მეტს გრძელდებოდა. ისინი გაემგზავრნენ დასავლეთ ევროპაში ძირითადად კი იტალიაში, იქ მოცარტი გახდა საქვეყნოდ ცნობილი გენიოსი. ეს იყო მათი პირველი მოგზაურობა ევროპაში. ამ ტურნეში შედიოდა ევროპის მრავალი დიდი ქალაქი: მიუნხენი, აუგსბურგი, ლუდვიგსბურგი, ჰაიდელბერგი, მაინცი, ფრანკფურტი, კობლენცი, კიოლნი, ბრიუსელი, პარიზი, ვერსალი, ლონდონი, ამსტერდამი, ლიონი, ჟენევა, ბერნი, ციურიხი, ულმი და ისევ მიუნხენი, სადაც ბავშვები საგრაფო კარებზე და მუსიკალურ აკადემიებში მუზიცირებდნენ. ამ მოგზაურობის დროს შეიქმნა პირველი სონატები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის და ასევე პირველი სიმფონია Es-Dur(KV 16).იგი ლონდონში ეცნობა იტალიურ ოპერას და სიმფონიას. ზალცბურგში დაბრუნების შემდეგ, სხვა კარის მუსიკოსებთან ერთად ქმნის პირველ ოპერას. პირველი მოგზაურობა ვენაში და იტალიაში 1766-1771 1766 წელს ოჯახი მიემგზავრება ვენაში, მაგრამ ეპიდემიის გამო უწევთ ვენის დატოვება და თავს ოლომოუცში აფარებენ. 1768 წელს ბრუნდება მოცარტი ვენაში და ქმნის ზინგშპილი "ბასტიენ და ბასტიენა" (KV 50) და ოპერა-ბუფა "La finta semplice" (KV 51), რისი პრემიერაც მიუხედავად კაიზერ ფრანც I-ის შეკვეთისა არ შედგა, "იტალიური პარტიის" ინტრიგების გამო. 1769 წლის დეკემბერში მოცარტი მამასთან ერთად იწყებს შემდეგ ტურნეს იტალიაში, რომელსაც თავბრუსდამხვევი წარმატება ხვდება. მილანში მან ერთი მოსმენით გრეგორიო ალეგრის ცხრა ხმიანი მიზერერეს პარტიტურა უშეცდომოდ ჩაწერა ნოტებში, როდესაც ამ პარტიტურის გავრცელება ვატიკანისგან სასტიკად იკრძალებოდა. პადრე ჯოვანი ბატისტა მარტინისთან ეუფლებოდა მოცარტი კონტრაპუნქტს. ერთერთი გამოცდის წარმატებულად ჩაბარების შემდეგ მას ბოლონიის ფილარმონიული აკადემია იღებს, სადაც იგი ცნობილ იტალიელ მუსიკოსებს: ჯოვანი ბატისტა სამარტინის, ნიკოლო პიჩინის, პიეტრო ნარდინის და ჯოვანი პაისიელოს ხვდება. 1770 წლის 26 დეკემბერს მილანში შედგა მისი ოპერა-სერიის "Mitridate, Rè di Ponto" (KV 87) პრემიერა, რასაც თავისი დიდი წარმატების გამო მალევე მოყვა "Serenata teatrale Ascanio in Alba" (KV 111, პრემიერა შედგა მილანში 17 ოქტომბრის 1771 წელს) და "Dramma per musica Lucio Silla" (KV 135, პრემიერა შედგა მილანში 1772/1773 წლების სეზონზე). ------- ზალცბურგი-მანჰაიმი-პარიზი-ზალცბურგი 1772-1781 ზალცბურგში 1772 წელს არქიეპისკოპოსად დაინიშნა ჰიერონიმუს კოლორედო-მანსფელდი, რომელმაც მოცარტი ზალცბურგის კარის კაპელის კონცერტმაისტერად დანიშნა. მიუხედავად ზალცბურგის სამსახურის მკაცრი რეგლამენტისა, მოცარტი არ წყვეტს თავის მოგზაურობას მამასთან ერთად. 1772/1773 წლებში მათი იტალიაში მოგზაურობის დროს შედგა „ლუციო სილას“ (Lucio Silla) პრემიერა. 1773 წლის ბოლოს კი მოცარტი ქმნის პირველ საფორტეპიანო კონცერტს. ხანგძლივი პაუზის შემდეგ, 1777 წელს არქიეპისკოპოსთან არასასურველი ურთიერთობის გამო, ინთავისუფლებს თავს მოცარტი ზალცბურგის კარის კაპელისგან. ზალცბურგიდან განთავისუფლების შემდეგ, მოცარტი მიმეზავრება დედასთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში უკეთესი სამუშაოს საძებნელად. მანჰაიმში იგი ეცნობა იმპერატორ კარლ თეოდორს და მის ორკესტრს, რომლის კაპელმაისტერი, ცნობილი კომპოზიტორი ქრისტიან კანაბიჩი მისი ერთგული მეგობარი ხდება(იხ. აგრეთვე მანჰაიმის სკოლა). 1778 წელს მამის ინიციატივით მოცარტი პარიზს მიემგზავრება. პარიზში დაიდგა მისი ბალეტი "Les petits riens", რასაც დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამავე წლის ივლისში გარდაეცვალა დედა. 1779 წელს მოცარტი ბრუნდება ზალცბურგში. იგი ინიშნება კარის ორგანისტად. მიუხედავად იმპერატორთან კვლავ დაძაბული ურთიერთობისა ამჯერად თითქმის ორი წელი გაატარა მან ზალცბურგში. აქ მან შექმნა "Krönungsmesse" (KV 317) და ოპერა "იდომენევსი — კრეტის მეფე" (KV 366). ვენა 1781-1791 1781 წელს მისმა კონფლიქტმა არქიეპისკოპოსთან პიკს მიაღწია. შეუძლებელი გახდა მისი ზალცბურგში გაჩერება და იგი გადადის ვენაში. ზალცბურგის "კლანჭებიდან" განთავისუფლებული მოცარტი ვენაში განაგრძობს ცხოვრება, სადაც იქმნება მისი უმნიშვნელოვანესი ოპერები: 1782 წელს შედგა ვენაში პრემიერა "მოტაცება სერალიდან" (Die Entführung aus dem Serail)(KV 384), რასაც მოჰყვა 1786 წლის 1 მაისს ოპერა ბუფას, "ფიგაროს ქორწინების" (Le nozze di Figaro)(KV 492) პრემიერა. 1787 წლის 29 ოქტომბერს პრაღაში შედგა "დასჯილი გარყვნილი ანუ დონ ჟუანის" (Don Giovanni) (KV 527) პრემიერა. 1790 წლის 26 იანვარს ოპერა ბუფას "ასე იქცევა ყველა ქალი" (Cosi fan tutte) (KV 588) იდგმება ვენაში. ბოლო სამი ოპერის ლიბრეტოს ავტორია ლორენცო და პონტე. 1791 წლის 6 სექტემბერს შედგა ოპერა სერიას "La clemenza di Tito" (KV 621)პრემიერა პრაღაში და ამავე წლის 30 სექტემბერს უმნიშვნელოვანესი ოპერა "ჯადოსნური ფლეიტა" (Die Zauberflöte)(KV 620) დაიდგა ემანუილ შიკანედერის თეატრში auf der Wieden. ვენის შემოქმედებაში შედის აგრეთვე მესა c-Moll(KV 427)(1783), ი. ჰაიდნზე მიძღვნილი 6 კვარტეტი (KV 387, 421, 428, 458, 464, 465)(1785), "ლინცის სიმფონია" (Linzer Sinfonie)(KV 425), "პრაღის სიმფონია" (Prager Sinfonie) (KV 504) (1786) და "მცირე ღამის მუსიკა"(Eine kleine Nachtmusik) (KV 525) (1787), აგრეთვე ბოლო 3 სიმფონია: Es-Dur(KV 543), g-Moll(KV 550) da C-Dur "იუპიტერის სიმფონია" (Jupiter-Sinfonie)(KV 551)(1788). ვენაში 1782/1783 წლებში მოცარტი იცნობს გოტფრიდ ვან სვიტენს, იმპერატორულ ბიბლიოთეკის(დღევანდელ ავსტრიის სახელმწიფო ბიბლიოთეკის) პრეფეკტს, რომელიც მას აცნობს ი. ს. ბახისა და გ. ფ. ჰენდელის ნაწარმოებებს, მანუფაკტურებს. ბაროკოს დროის ნაწარმოებები დიდ გავლენას ახდენს მოცარტის შემოქმედებაზე. 1782 წლის 4 აგვისტოს მოცარტი ქორწინდება კონსტანცა ვებერზე, რომელიც მან მანჰაიმში ყოფნის დროს გაიცნო. ექვსი შვილისგან, რომლიც მათ გაუჩნდათ გადარჩა მხოლოდ ორი, კარლ ტომასი და ფრანც ქსავერ ვოლფგანგი. მოცარტის მამა ლეოპოლდ მოცარტი ორჯერ აკითხავს მას ვენაში, 1783 და 1785 წლებში. იგი 1787 წელს გარდაიცვალა. ოპერა "ფიგაროს ქორწინებას" და მის მაშინდელ ოპერებს, რომლებიც ვენაში დაიდგა, წარმატება არ მოჰყოლია. წარმატება მის ოპერებს პრაღაში მოჰყვა. მაგრამ ეს მის მატერიალურ მდგომარეობას ვერ შველიდა. მოგვიანებით "ჯადოსნურმა ფლეიტამ" ასე თუ ისე მოიპოვა წარმატება, რამაც მოცარტს მატერიალური მდგომარეობაც საგრძნობლად გაუუმჯობესა. მაგრამ ბოლოს დაიღალა ვენის არისტოკრატია მოზარტიტ, მოზარტმა დაკარგა ყველაფერი, აღარ ყავდა მოსწავლეები და იდზულებული გახდა მიეტოვებინა კომფორტული სახლი ცენტრში და გადასულიყო ქალაქის გარეუბანში. ----- გარდაცვალება და გარდაცვალების ვერსიები "ჯადოსანური ფლეიტის" პრემიერიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, 20 ნოემბერს იგი ლოგინად ჩავარდა და 5 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი ამ დროს 35 წლის იყო. მისი სიკვდილის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ციებცხელება იყო პირველი დიაგნოზი, რომელიც მიცვალებულის პირველი შემოწმების შემდეგ დადგინდა. ასევე სხვა ვერსიებიც, სიფილისი, რევმატიზმი და ინფარქტი არ გამოირიცხებიან. ლეგენდის დონეზეა აგრეთვე ვერსია, რომ იგი მისმა თანამედროვე კოლეგამ, კომპოზიტორმა ანტონიო სალიერიმ მოკლა (მოწამლა). თანამედროვე სამედიცინო კვლევის მიხედვით მოცარტის სიკვდილის მიზეზი, მის ბავშვობაში ექიმების, ავადმყოფობის წინააღმდეგ არასწორი მოქმედებაა დადგენილი, რამაც მოგვიანებით გულისა და სხვა ორგანოების ფუნქციის მოშლა გამოიწვია. ცნობილია აგრეთვე ვერსიაც, რომ იგი მოწამლეს. ამას თვით მოცარტის ბოლო შეხვედრის დროს, თავის მეუღლეს, კონსტანცას ეუბნება, რომ იგი დარწმუნებულია იმაში, რომ მოწამლეს. მოცარტი დასაფლავებულ იქნა ვენაში, წმ. მარქსერის სასაფლაოზე. --------- იმედია ვინმეს მაინც მოგწონთ ამ გენიოსის შემოქმედება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted August 17, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2009 Wolfgang Amadeus Mozart Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ioane.zosime Posted September 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 20, 2009 მე მომწონს, .. განსაკუთრებით რექვიემი !!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mrs.Brigante Posted December 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2009 მომწონს მოცარტი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted December 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 მე მომწონს, .. განსაკუთრებით რექვიემი !!! მართლა უსმენ??? თუ განსაკუთრებით რექვიემი იმიტომ მოგწონს რომ სხვა არაფერი მოგისმენია და მაგ კომპოზიციის შესახებ რაღაც გსმენია? :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
qeti32 Posted January 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2011 მეც ძალიან მიყვარს მოცარტი, როდესაც ვუსმენ ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს და სხვათაშორის ფეხმძიმეებსაც ურჩევენ მოსმენას, გამოიკვლიეს და ნაყოფზე ძალიან კარგად მოქმედებსო რასაც ვერ ვიტყვი რექვიემზე რექვიემიც ძალიან მომწონს მაგრამ რატომღაც ყოველთვის ძალიან მრთგუნავს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted June 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2012 (edited) ...ზეპელინა, კარგი სტატიაა! სხვათაშორის მისი ბიოგრაფიების მეტი რა მიკითხია, მაგრამ აქ, ჩემდა გასაკვირად ახალი რაღაცეებიც აღმოვაჩინე. რესპეკტ! რასაც ვერ ვიტყვი რექვიემზე რექვიემიც ძალიან მომწონს მაგრამ რატომღაც ყოველთვის ძალიან მრთგუნავსქეთი32, რექვიემმა შენ კი არა მოცარტი დათრგუნა.. ;))http://www.youtube.com/watch?v=P2yn_vaKgJQ Edited June 20, 2012 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted June 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2012 მისი ოპერები ხომ საერთოდ..! -http://www.youtube.com/watch?v=ElZcW4olcyA&feature=relmfu Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted July 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2012 ხომ არ იცით ვინემ რაიმე გვერდი(ტორენტების გარდა) სადანაც შეიძლება მოცარტი(ზოგადად კლასიკის) ჩამოწერა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted July 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2012 ხომ არ იცით ვინემ რაიმე გვერდი(ტორენტების გარდა) სადანაც შეიძლება მოცარტი(ზოგადად კლასიკის) ჩამოწერა? მაპატიეთ, მაგრამ ტორენტები რაა? -) მე, ძირითადად, გოლ.გე და ავოე.გე - საიტის გარდა, თითქმის ყველაფერს იუითუბეთ ვიწერ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted July 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2012 მაპატიეთ, მაგრამ ტორენტები რაა? -)ემულე თუ იცი, მაგდაგვარია, თუ არ იცი --> სპეციალური პროგრამა და ვებ-გვერდი(სერვერი) რის საშუალებით უცვლი სხვებს ფაილებს. მე, ძირითადად, გოლ.გე და ავოე.გე - საიტის გარდა, თითქმის ყველაფერს იუითუბეთ ვიწერ.. მადლობა, იუთუბიდან მეც ვიწერ ხოლმე, მაგრამ ხარისხი არ მომწონს, თან მე მთელი ალბომების ჩამოწერა მინდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted July 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2012 (edited) http://muzofon.com/s...%B9%D1%82%D0%B0აი მაგალითად, ასეთზე რას იტყვით..?MP3-ა Edited July 1, 2012 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted July 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2012 (edited) ან ამაზე..? http://muzofon.com/search/%D0%BC%D0%BE%D1%86%D0%B0%D1%80%D1%82_%D0%94%D0%BE%D0%BD_%D0%96%D1%83%D0%B0%D0%BD/0/ Edited July 1, 2012 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted July 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2012 აი მაგალითად, ასეთზე რას იტყვით..? MP3-ამადლობა, ვნახავ ამ დღეებში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted July 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2012 არაფრის.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.