Jump to content
Planeta.Ge

მიშას არაფერი გამოასწორებს და არაფერი შეცვლის....


Recommended Posts

მიშა ოც ლარს მაინც აძლევს . . .

 

ოპოზიცია უნდა მივიდეს ხალხის გულამდე და არა ხალხი ოპოზიციამდე. რატომ მისცემს ხალხი ხმას იმას, ვინც მას არანაირ პატივს სცემს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pompiero

ეჰ.

მიშას გამოსწორება ზღაპარია.

გამოსწორება რას ნიშნავს? ანუ უნდა შეუყვარდეს ქვეყანა და მოუნდეს მისთვის კარგის გაკეთება თავის თავის საზიანოდ...

ეს რომ ზედმეტია მაგას რად უნდა ლაპარაკი :yes:

ოპოზიცია კი....

იგივე საკითხია ოპოზიციაშიც...

მათ რომ თავის თავზე მეტად საქართველო უყვარდეთ მიხვდებიან რომ ვერ გაამართლეს, წავლენ და დაჯდებიან სახლში, ან შევლენ ნაცმოძრაობაში ან არ ვიცი რა. მოკლედ დათმობენ ოპოზიციურ ნიშას რომ მასზე ვინმე სხვა ამოზევდეს.

მაგრამ... ამპარტავნობა, ქედმაღლობა, საკუთარი თავის უზომო სიყვარული... ქვეყანა კი კიდია ყველას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხვდებიან რომ ვერ გაამართლეს, წავლენ და დაჯდებიან სახლში, ან შევლენ ნაცმოძრაობაში ან არ ვიცი რა. მოკლედ დათმობენ ოპოზიციურ ნიშას რომ მასზე ვინმე სხვა ამოზევდეს.

საქმეც მაგაშია, რომ არ ვიცით, რა ჯობს. მარტო ის ვიცით, რონ ჯერჯერობით ნაცმოძრაობა ისევ ხელისუფლებაშია და უკვე თვითგვემაში გადავეშვით. სულ ვიღაცას რაღაცას ვაბრალებთ: საკუთარ თავს, საკუთარ ხალხს, საკუთარ ოპოზიციას, რუსეთს, აშშ-ს . . .

 

მახსოვს, 80-იან წლებში ერთ ოჯახში კედელზე წარწერები ქონდათ: ყველა სტუმარს უნდა დაეწერა თავისი პროგნოზი, როდის დაიშლებოდა სსრკ. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და მეგონა, რომ ცოტა გიჟი იყო ჩემი მასპინძელი, თუმცა ძალიან დადებითად ვიყავი მის მიმართ განწყობილი. ასე იფიქრებდა მაშინ ჩემს ადგილას უმეტესობა, მაგრამ მე აღმოვჩნდი მტყუანი და ის -- მართალი. იქნებ ახლაც, ვისაც სჯერა, ისინი მაინც გავატაროთ და დაუნდობლად ნუ ვაძაგებთ, როგორც ეს ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა უკვე ფორუმებზე? :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pompiero

რამდენჯერ ვატაროთ?

ფაქტია რომ პირველ რიგში ინტელექტის, პრინციპულობის და პატიოსნების პრობლემა აქვთ.

და ეს პრობლემა კი გადაუწყვეტელი პრობლემაა.

ამიტომ შევიდნენ რა ნაცმოძრაობაში არ შეიძლება? ან სახლში.. ან პარლამენტში...

მოკლედ წავიდნენ ოპოზიციური სპექტრიდან და დათმონ ეს ადგილი.

ეს ადგილი კი ცარიელი არასოდეს არ არის. და ვინც დაიკავებს მერე ის ვნახოთ რას მოახერხებს...

ფაქტობრივად ასეც ხდება... ხალხმა დაიკიდა მათი მიტინგებიც და ყველაფერი. ეს პირდაპირი უნდობლობის გამოხატვაა...

მაგრამ მიხვდებიან?

რასამბობ...

ყველას სათითაოდ თავი ეროვნული გმირები ჰგონია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშას არაფერი გამოასწორებს და არაფერი შეცვლის....

ვინც ელოდება რაიმე ცვლილებებს მისგან.....ცდება....

არა მგონია აქ (ამ ფორუმზე)მყოფებიდან ვინმე ელოდებოდეს, მაგრამ ეგ ალბათ ბევრს არაფერს ცვლის..

მოვა არჩევნები და ისევ გაიყიდება 20 ლარად.

"შემდგარი ერი".

Edited by lundabo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ხალხმა დაიკიდა მათი მიტინგებიც

მე არ დავიკიდე და ბევრმა სხვამაც, უბრალოდ ამდენის თავი არ გვაქვს

მოკლედ წავიდნენ ოპოზიციური სპექტრიდან და დათმონ ეს ადგილი.

უკეთესი რომ გამოჩნდეს, ხალხი მიემხრობა და თავისთავად დათმობილი იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pompiero

იცი რა ძნელია უკეთესის გამოჩენა?

ამათ ფონზე რა გინდა გამოაჩინო?

წავიდნენ წავიდნენ.... პრინციპში წასულებიც არიან...

100 კაცი დარჩათ მხარდამჭერი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...