Goddess Posted July 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2009 ჩვენო კეთილო უზერებო დღეიდან, პოლიტიკის განყოფილებაში ამოქმედდება შემდეგი წესები. გთხოვთ, გადაავლოთ წესებს თვალი და სამომავლოდ გაითვალისწინოთ. იკრძალება: 1. ფორუმზე მპოსტავი სხვა მომხმარებლის ნებისმიერი სახით პირადი შეურაცხყოფა.2. ყველასათვის თვალსაჩინოდ მაპტოვოცირებელი პოსტები, გამიზნული რომელიმე ან რამდენიმე უზერის წყობიდან გამოყვანაზე (საუბარია ყველასათვის ნათელ პროვოკაციაზე).3. სხვა ადამიანის, უზერის სურათის, ან პირადი ინფორმაციის (PM და სხვა) გამოქვეყნება მისი ნებართვის გარეშე.4. ნებისმიერი სახით დაფლუდვა სერიოზული თემებისა (ფლუდისათვის არსებობს ცალკე თემები)5. უკვე არსებული თემის გახსნა (შინაარსობრივად ან სათაურით მსგავსი თემისა)6. თემის გახსნისას პირველ პოსტში ორი სიტყვის ჩაწერა! თუ ხსნით თემას, ან დაიდება წყარო ინფორმაციის, ან ინფორმაციის წყაროს არ არსებობის შემთხვევაში თემის ავტორი ვალდებულია ლოგიკურად გამართული მსჯელობა მოიყვანოს თემის საწყის პოსტში, სადაც დეტალურად აიხსნება თემის გახსნის მიზანი და საკამათო თემა. როცა რომელიმე თემა ეხება კონკრეტულ პიროვნებას, თემის ავტორი ვალდებულია მოკლე ბიოგრაფიული ცნობებიც მოაყოლოს აღნიშნული პიროვნების შესახებ. გამოყენებული იქნება შემდეგი სადამსჯელო ღონისძიებები: თავდაპირველად მოხდება წესების დამრღვევი მომხმარებლის სიტყვიერი გაფრთხილება, პარალელურად, თუ მისი პოსტი შეიცავს სხვა მომხმარებელთა შეურაცხმყოფელ ინფორმაციას, ან წესების ხილულ დარღვევას, მოხდება მისი პოსტის რედაქტირება. განმეორების შემთხვევაში, უფრო მკაცრად მოხდება გაფრთხილების მიცემა თემაშივე და ასევე გაეგზავნება გაფრთხილება PM-ის საშუალებით. მესამედ შემთხვევის განმეორების შემთხვევაში მოხდება უზერზე ბანის დადება მინიმუმ 1 საათით. ურჩ უზერებზე ბანის დადების მაქსიმალური ვადები გადაწყდება ინდივიდუალურად. პ.ს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც პოლიტიკის განყოფილება მუშაობს განსაკუთრებულ რეჟიმში (მაგალითად, ცნობილი პოლიტიკური სახის რესპოდენტის სახით სტუმრობა), წესების დარღვევებზე რეაგირება იქნება გაცილებით გამკაცრებული! პატივისცემით,პოლიტგანყოფილების მოდერაცია ნებისმიერი სახის საჩივრის განხილვა შესაძლებელია თემაში: http://planeta.ge/index.php?showtopic=9467 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts