Jump to content
Planeta.Ge

თეა თუთბერიძე მოგწონთ ვინმეს?


მოგწონს თეა თუთბერიძე?  

41 members have voted

  1. 1. კი-არა = რატომ?

    • დიახ
      5
    • არა
      31
    • ეგ ვინღაა?
      5


Recommended Posts

ვისაც კი ვიცნობ ნაცისტებს (საბედნიეროდ ცოტას), სუყველა ერთ შიშსა ყავს პანიკურა ატანილი, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ეკლესიიდან არ წამოვიდეს მოწოდება - "ჰკა მაგათაო".....

 

ამას წინეებზე, თბილისის საკრებულოს ერთი სირთაოზა წევრი მეუბნებოდა: ბიჭო, პატრიარქი ძალიან გადაიხარა რუსებისაკენ და არ ვიცით რა მოვუხერხოთო...როგორც ეტყობა ეს დედანაქაჩი ნაცმო რაღაც საიდუმლო შეკრებებ-თათბირებს მართავს თავისი მოდებილო წევრებისათვის და ათასგვარ სისულელეს ატენიან თავებში...

 

 

ეშინიათ როელია,თან მაგრა ეშინიათ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 167
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ეშინიათ როელია,თან მაგრა ეშინიათ.

აუ ეშინიათ არ ვიცი მარა ჩემი კლასელია უშიშროებაში გონი სკოლის მერედან სულ. ამასწინატ ბიჭები ჩავუსხედიტ და გაკვირვებული ამბობდა-ედიკას დროს როგორ იყოო ძალოვანში ყოფნა ევასებოდა სასტავსო, ან ფულის შოვნის გზები, ჩალიჩი, ვლასწი-რამე რუმე ეხლა როგორააო ვგიჯდებიო-იმენნა ბირთვია სასტავიო მიშაზე და ვანოზე აფანატებსო-დედას მოკლავენ თუ ეგენი უბრძანებენო-და ეგეთ პრედანნი ხალხს აჯობებს ოპოზციაო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s47.radikal.ru/i118/0910/a9/d28fe5776796.jpg

თეა თუთბერიძე მიმართვას ავრცელებს

 

თეა თუთბერიძე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, ფეისბუქის გვერდზე მის საქმიანობას არანაირი კავშირი არა აქვს არც ერთ ინსტიტუტთან, უნივერსიტეტთან და მეტადრე ხელისუფლებასთან, რომელთანაც, თუთბერიძის მტკიცებით, არანაირი ფორმალური, ორგანიზაციული და წარმომადგენლობითი ურთირთობა არ აქვს.

~ჩემს მიერ გამოქვეყნებული მასალები ან საჯაროდ გაკეთებული კომენტარები მეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მე, როგორც კერძო პირს. მეორე, საჭიროდ მიმაჩნია განვმარტო, რომ ჩემს მიერ გარკვეული მასალების გამოქვეყნება ზოგიერთის მიერ არასწორად იქნა გაგებული როგორც ჩემი მხრიდან ამ მასალების მოწონება და მხარდაჭერა, რომ არაფერი ვთქვათ დამზადებაზე. ბევრ რამეს, რასაც ჩემს გვერდზე ვაქვეყნებ, არ ვიზიარებ. რაღაცეებს ვაქვეყნებ არა იმიტომ, რომ მომწონს და მისაღებად მიმაჩნია, არამედ იმიტომ, რომ ვთვლი, რომ აქტუალური და საინტერესოა~,-ნათქვამია მიმართვაში.

აქვე აღნიშნულია, რომ მისი მიზანი და სურვილი არ ყოფილა ვინმეს პირადი ან რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.

~ვწუხვარ, რომ ჩემს მიერ კიბერ სივრცეში გამოტანილი მასალები, საჯარო კომენტარები საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო.

მიუხედავად ამისა, ვრჩები ჩემს პოზიციაზე და მიმაჩნია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, კანონით დაშვებულ ფარგლებში, აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, მოქალაქეთა ჯგუფს, ორგანიზაციას აქვს უფლება გამოხატოს ამ აზრისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და პროტესტი, ასევე კანონის ფარგლებში. ეს ლიბერალური დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპი და ყოველდღიური პრაქტიკაა. ვფირობ, რომ ყველა თვალსაზრისი უნდა გაიგოს საზოგადოებამ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად პროვოკაციული ან მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია, რომ ყველამ ავირიდოთ თავიდან აგრესია და შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის, განსხვავებულ თვალსაზრისს მოვეპყრათ კრიტიკულად, მაგრამ პატივისცემით და არ გავცდეთ ცივილიზებული კამათის ფარგლებს~,-აცხადებს თუთბერიძე.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თეა თუთბერიძე მიმართვას ავრცელებს

 

თეა თუთბერიძე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, ფეისბუქის გვერდზე მის საქმიანობას არანაირი კავშირი არა აქვს არც ერთ ინსტიტუტთან, უნივერსიტეტთან და მეტადრე ხელისუფლებასთან, რომელთანაც, თუთბერიძის მტკიცებით, არანაირი ფორმალური, ორგანიზაციული და წარმომადგენლობითი ურთირთობა არ აქვს.

~ჩემს მიერ გამოქვეყნებული მასალები ან საჯაროდ გაკეთებული კომენტარები მეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მე, როგორც კერძო პირს. მეორე, საჭიროდ მიმაჩნია განვმარტო, რომ ჩემს მიერ გარკვეული მასალების გამოქვეყნება ზოგიერთის მიერ არასწორად იქნა გაგებული როგორც ჩემი მხრიდან ამ მასალების მოწონება და მხარდაჭერა, რომ არაფერი ვთქვათ დამზადებაზე. ბევრ რამეს, რასაც ჩემს გვერდზე ვაქვეყნებ, არ ვიზიარებ. რაღაცეებს ვაქვეყნებ არა იმიტომ, რომ მომწონს და მისაღებად მიმაჩნია, არამედ იმიტომ, რომ ვთვლი, რომ აქტუალური და საინტერესოა~,-ნათქვამია მიმართვაში.

აქვე აღნიშნულია, რომ მისი მიზანი და სურვილი არ ყოფილა ვინმეს პირადი ან რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.

~ვწუხვარ, რომ ჩემს მიერ კიბერ სივრცეში გამოტანილი მასალები, საჯარო კომენტარები საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო.

მიუხედავად ამისა, ვრჩები ჩემს პოზიციაზე და მიმაჩნია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, კანონით დაშვებულ ფარგლებში, აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, მოქალაქეთა ჯგუფს, ორგანიზაციას აქვს უფლება გამოხატოს ამ აზრისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და პროტესტი, ასევე კანონის ფარგლებში. ეს ლიბერალური დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპი და ყოველდღიური პრაქტიკაა. ვფირობ, რომ ყველა თვალსაზრისი უნდა გაიგოს საზოგადოებამ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად პროვოკაციული ან მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია, რომ ყველამ ავირიდოთ თავიდან აგრესია და შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის, განსხვავებულ თვალსაზრისს მოვეპყრათ კრიტიკულად, მაგრამ პატივისცემით და არ გავცდეთ ცივილიზებული კამათის ფარგლებს~,-აცხადებს თუთბერიძე.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ვახ ჩართო ავარიულები თეაკომ?

"ვინუჟდენი" ჩემო maliari , ვინუჟდენი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ვინუჟდენი" ჩემო maliari , ვინუჟდენი

კაი ბალანსიროვკა ქონია ამ ქართული პოლიტიკის ოღროჩოღროს მიუხედავად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

რა გასაკვირია

გასაკვირი ისაა რაში დასჭირდა ხელისუფლებას ეს სპექტაკლი? მოლოდინი მაქვს რაღAცაში გამოიყენებენ-მგონი დეკორაცია მომზადდა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

maliari

გასაკვირი ისაა რაში დასჭირდა ხელისუფლებას ეს სპექტაკლი? მოლოდინი მაქვს რაღAცაში გამოიყენებენ-მგონი დეკორაცია მომზადდა..

უკვე ვეღარაფერში გამოიყენებენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით წერილის მიწერა ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციისთვის ვინც თავისუფლების ინსტიტუტთან თანამშრობლობს.

 

 

"აირის ცენტრი" მერილენდის უნივერსიტეტში (IRIS Center at the University of Maryland)

 

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, კავკასიის რეგიონალური მისია (United States Agency for International Development/Mission to Caucasus)

 

აშშ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (National Democratic Institute)

 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (International Republican Institute)

 

ურბანული ინსტიტუტი (Urban Institute)

 

ფონდი "ჰორიზონტი" (Horizonti Foundation)

 

ევრაზიის ფონდი (Eurasia Foundation)

 

გაეროს განვითარების პროგრამა (United Nations Development Programme)

 

პროექტი ჰარმონია (Project Harmony)

 

ქეა (CARE)

 

Mercy Corps

 

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ (Reports on Human Rights Practices in Georgia - 2001, released by US Department of State)

 

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში რელიგიური თავისუფლების შესახებ 2002 წ. (International Religious Freedom Report 2002 - Georgia. Released by US Department of State)

 

"ჰიუმან რაითს უოთჩი" საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ (Human Rights Watch about Georgia)

 

"ემნესტი ინთერნეიშენალ" საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ (Amnesty International about Georgia)

 

ორგანიზაცია "ალფამი" (Alfami)

 

ესენი მათ გვერდზეა ჩამოთვლით. http://www.liberty.ge/geo/page.php?genre_i...from=categories თუ სხვებიც არიან და იცით დავამატოტ. მაგალითად, სოროსის ფონდი.

 

 

შეგვიძლია ქართულად დავწეროთ წერილი, გადავთარგმნოთ ინგლისურად და დავუგზავნოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შხარა

შეგვიძლია ქართულად დავწეროთ წერილი, გადავთარგმნოთ ინგლისურად და დავუგზავნოთ.

და რა გრანტს აღარ მისცემენ?

 

--------------------

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რა გრანტს აღარ მისცემენ?

რა თქმა უნდა თავისუფლების ინსტიტუტთან ურთიერთობას (გრანტების თუ სხვა სახის) არ შეწყვეტენ, მაგრამ თუ გამოხატავენ უკმაყოფილებას თუთბერიძის, როგორც ინსტიტუტის ცნობილი წევრის უმსგავსობასთან დაკავშირებით კარგი იქნება და ეს სრულიად რეალურია.

 

არ არის მაგ პიროვნების ადგილის ორგანიზაციაში, რომელიც ადამიანის უფლებებზე ზრუნვით უნდა იყოს დაკავებული. მისი აზრებია და მოსაზრებები სულ არ მაღელვებს. უბრალოდ, ფაქტია, რომ ის ვერ ეტევა იმ ელემენტარული ეთიკისა და საზოგადოებრივი ნორმების ჩარჩოებში, რომელიც არათუ ადამიანის უფლებებისთვის "მებრძოლს", ნებისმიერ რიგით, ზრდასრულ მოქალაქეს უნდა ახასიათებდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შხარა

 

აბა ეს წაიკითხე.

 

 

 

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის განცხადება

 

გასულ დღეებში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია მოქალაქე თეა თუთბერიძის მიერ საკუთარ ინტერნეტ პროფილზე რამდენიმე ვიდეორგოლის გამოქვეყნების ფაქტმა.

 

აღნიშნული ვიდეორგოლები საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან შეფასდა, როგორც მათი მრევლის ღირსებისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი.

 

ზოგადად მივიჩნევთ, რომ საზოგადოების რელიგიური გრძნობებით სპეკულირება და განსხვავებული რელიგიური შეხედულებების მქონე პირთა ჯგუფებს შორის დაძაბულობის მიზანმიმართული პროვოცირება გაუმართლებელია, ვინაიდან იგი წარმოშობს ექსტრემიზმისა და დაპირისპირების გაღვივების საფრთხეს.

 

ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიის ქვაკუთხედს და სახელმწიფო (საზოგადოებასთან ერთად) უნდა იყოს მოწოდებული აღნიშნული თავისუფლების დასაცავად.

 

დაუშვებელია საზოგადო მოღვაწეთა კრიტიკისა და მათი პიროვნების საჯარო განხილვის შეზღუდვა მოსახლეობის უმრავლესობისათვის ამგვარი კრიტიკის მიუღებლობის მოტივით.

 

საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ კონკრეტული საჯარო ფიგურის შესახებ დამზადებული ვიდეორგოლის (სტატიის, ნახატის, ტრანსპარანტის თუ გამოხატვის სხვა ფორმის) შინაარსი შესაძლოა აღმაშფოთებელი იყოს მოსახლეობის ნაწილისათვის, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება არის ის სიკეთე, რითაც ვსარგებლობთ ყველანი, ამ სახელმწიფოს მოქალაქეები, განურჩევლად ჩვენი რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებისა, სქესისა თუ ეროვნებისა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის სასამართლო აღნიშნავს:

 

“გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ არსებით საფუძველს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთ ძირითად პირობას. იგი მოიცავს არა მარტო იმ “ინფორმაციასა” და “მოსაზრებებს”, რომლებსაც ბევრი იზიარებს, ან გულგრილად ეკიდება, არამედ იმათაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, თავზარდამცემი ან შემაშფოთებელია სახელმწიფოს ან მოსახლეობის ნაწილისათვის. ამგვარია მოთხოვნები პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ფართო თვალთახედვისა, რომელთა გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა”

Handyside v. United Kingdom, 7 December 1976, Application No. 5493/72, 1 EHRR 737, para. 49.

 

განსახილველ თემასთან დაკავშირებით ჩვენი ყურადღება მიიპყრო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებამ, სადაც აღნიშნულია, რომ

"ჩვენ /ხელისუფლება/ ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ საშუალებას მივმართავთ რათა დავიცვათ მისი /პატრიარქის/ რეპუტაცია და არავის მივცეთ თავისუფლების პრინციპების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა".

 

ქვემორე ხელისმომწერთა შეფასებით, მოცემული ციტატა სცილდება ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთპატივისცემის დეკლარირებას და შეიცავს საკმაოდ დამაფიქრებელ გზავნილს საზოგადოებისადმი (ხელისუფლება არავის მისცემს შესაძლებლობას, გააკრიტიკოს ეკლესიის მეთაური).

 

ისევ ევროსასამართლოს განმარტებას მოვიშველიებთ:

 

“უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება სხვადასხვა სანქციის შიშით არ მოერიდოს საჯარო ინტერესის მქონე საკითხებზე აზრის გამოთქმას”

Barford v. Denmark, Application# 11508/85

 

თუკი ხელისუფლება მოქალაქეებს დაუშლის მისგან მხარდაჭერილ რელიგიურ ავტორიტეტებზე კრიტიკული აზრის გამოთქმას, ეს ნამდვილად არ წაადგება დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების განმტკიცებას ჩვენს ქვეყანაში, ვინაიდან წარმოშობს დახურული, ფუნდამენტალისტური საზოგადოებისკენ სწრაფვის საშიშროებას.

 

ამგვარი მიდგომა ალბათ არ არის სასარგებლო არც ეკლესიის, როგორც ინსტიტუტისათვის, ვინაიდან არგუმენტირებული და კონსტრუქციული კრიტიკა (ხოლო ზოგჯერ მწვავე და აღმაშფოთებელიც კი), მხოლოდ დაეხმარება მას სისტემური თუ ინდივიდუალური პრობლემების უკეთ დანახვასა და გამოსწორებაში.

 

აქვე გვსურს მოვიტანოთ რამდენიმე ამონარიდი

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან საქმეზე Hustler Magazine v. Falwell, რომელიც შეეხებოდა რელიგიური ავტორიტეტის მიმართ ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებულ კარიკატურებს.

 

"გამოხატვის თავისუფლების არსი მდგომარეობს საჯარო ინტერესის სფეროში არსებული იდეებისა და აზრების თავისუფალ გავრცელებაში".

 

"ჩვენ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით დაკვირვებულები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ინდივიდუალური შეხედულებები და იდეები იყოს თავისუფალი სახელისუფლებო სანქციებისაგან".

 

"ჯანსაღი დებატები, რაც მიმდინარეობს დემოკრატიულ საზოგადოებაში, მოიცავს კრიტიკას საჯარო ფიგურებისადმი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები მნიშვნელოვანი საზოგადო საკითხების გადაწყვეტაში".

 

"პიროვნების სიტყვის თავისუფლება არ არის მხოლოდ ინდივიდუალური თავისუფლების ასპექტი, არამედ იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოებისათვის".

 

_________________________________________________________________

 

განცხადების დასასრულს, გვსურს მოვუწოდოთ ხელისუფლებას, კერძოდ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, ყურადღებით დაინტერესდნენ მოქალაქე თეა თუთბერიძის მიმართ განხორციელებული მუქარის საკითხით და უზრუნველყონ შესაბამისი პრენვენციული და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება.

 

იქითა ფორუმზე ხელმოწერებს აგროვებენ და ვანიჩკას სთხოვენ ეს სტერვა დაიცვას.

 

 

ეს არის იმის ბრალი,რომ აზრზე არ არინ საქართველოში რა არის კრიტიკა და რა არის შეურაცხყოფა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

რა ითქმის….. :) ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ჰასლერის პორნო ჟურნალის საქმესთან პარალელს გამვლებს, თავი უკანალში აქვს უბრალოდ.

 

აქ ლაპარაკი არ არის საჯარო პირის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე. ვისაც რა უნდა ის ილაპარაკოს და ის ვედეოები ამზადოს, მაგრამ როდესაც მსგავსი საზიზღრობების გაზიარების დემოსტრირებას და პოპულარიზაციას ეწევა ცნობილი საზოგადო მოღვაწე ორგანიზაციიდან, რომელიც ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდეს, სხვა საკითხია.

 

ამ ნაგვის გამზიარებელი არ შეიძლება იზიარებდეს და მოწიწებით ეკიდებოდეს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ფასეულობებს და შესაბამისად არ შეიძლებ აღელვებდეს მათი უფლებების დაცვა.

 

აქ ლაპარაკია, რომ ეს პიროვნება არ არის ადეკვატური საქმიანობისთვის რომელსაც იბრალებს და მისი პერსონა წარმოადგენს დიდი ლაქას თავისუფლების ინსტიტუტისთვის და ყველა მისი საერთაშორისო პარტნიორისთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...