Jump to content
Planeta.Ge

თეა თუთბერიძე მოგწონთ ვინმეს?


მოგწონს თეა თუთბერიძე?  

41 members have voted

  1. 1. კი-არა = რატომ?

    • დიახ
      5
    • არა
      31
    • ეგ ვინღაა?
      5


Recommended Posts

ჰე ჰე ეხლა ვნახე ფორუმ გე-ზე , სიტყვის თავისუფლების და თეა თუთბერიძის დასაცავად ხელმოწერებს აგროვებენ ფორუმელები.

 

გაანებე თავი დემოკრატიას აშენებენ. :user:

 

ეგეთი ვიდეო ამ სტერვა ქალის დამცველების ოჯახის წევრებზე,დედაზე ან მამაზე რომ გაეკეთებინათ რა რეაქცია ექნებოდათ დემოკრატიის ნორჩ შუქურებს?:D:

 

 

ვობშემ ტრაკში ვართ კრუგომ ბეგომ.ერთი წინადადება მაქვს.გააერთიანეთ ამ სტერვა ქალზე ყველა თემა ერთ თემაში და ვისაც უნდა იქ დაპოსტოს. :D

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 167
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

”შეწყვიტეთ მორალური ზეწოლა თეა თუთბერიძეზე და მთავარი დამნაშავე ხელისუფლების სათავეში ეძებეთ”

2009 წლის 23 10, პარასკევი - 01:24

 

ეროვნულ-ქრისტიქნული მოძრაობის თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძე, თეა თუთბერიძის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება და საგანგებო განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს შეწყვიტოს მასზე მორალური ზეწოლა: ”მოვუწოდებ საზოგადოებას შეწყვიტოს მორალური ზეწოლა თეა თუთბერიძის მიმართ და მთავარი დამნაშავე ხელისუფლების სათავეში ეძებოს ბოლოს და ბოლოს ეს არა ქრისტიანული და არა ვაჟკაცური საქციელია. ყველამ კარგად იცის, რომ ყველა ანტიქართული და ანტიეკლესიური პროექტის შემკვეთი და შემსრულებელი სააკაშვილის რეჟიმია.

 

ქრისტიანობის, ტოლერანტობის და ვაჟკაცობის სამშობლოში ვფიქრობ არ გვეკადრება ფოკუსში ამ ერთ პიროვნებაზე ამდენი დამუშავება. ეს ყველაფერი იყო სიმპტომი იმისა თუ რას აკეთებს და რას აპირებს ხელისუფლება; იმ საღამოსვე პილატესავით რომ დაიბანა ხელი პრეზიდენტის ადმინისტაციის განცხადების სახით.

სახელმწიფო დაგვეშალა და არაფერი გვითქვია, ორ დღეში ომ წაგებულ პრეზიდენტს რუსთაველზე ტაშფანდური მოვუწყეთ და ეხლა თუთბერიძე გახდა ქვეყნის დამაქცევარი?

 

მოვუწოდებ საზოგადოებას ნუ გახდებიან მორიგი პოლიტიკური სპექტაკლის „მასოვკის“ და პროვოკაციის მონაწილენი და ჯობია იმას მივხედოთ, რომ სააკაშვილი თავისი პიარისათვის ეხლა უკვე ბაგრატის ტაძრის აღდგენით მას საბოლოოდ ანადგურებს. სხვათაშორის საპატრიარქომ საზოგადოებრივ არხს აღნიშნული საკითხის გაშუქებისათვის პირდაპირი ეთერი მოსთხოვა და ჯობია ამას მივაღწიოთ, რომ სიტყვის თავისუფლების ელემენტარული საშუალება გვქონდეს.” - ნათქვამია განცხადებაში

 

http://www.fact.ge/news.aspx?i=a020f2d5-f7...ab-753f34558666

 

პ.ს. ეს ის გიორგი ანდრიაძეა?!

 

მე მგონი საღი აზრია....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს როგორ გამოდის, სანამ თვითონ ლანძღავს მართლმადიდებლებს ეს ადამიანის უფლებაა, მაგრამ როგორც კი ეს მართლმადიდებლები ლანძღავენ მას, ეს უკვე კრიმინალია? მაგ ამებამ უკვე გამოუტანა განაჩენი საკუთარ თავს და ეს მისი არჩევანია, ეგ ქალი არის 0! და ნებისმიერი, ვისაც მაგის გამო დაიჭერენ იქნება პოლიტიკური პატიმარი იმ მარტვივი მიზეზით, რომ თეა ამ ხელისუფლების ნაწილია, თეა კი იმავე 0-დ დარჩება რომელიც იყო რევოლუციამდე და მის შემდეგ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ahuramazda

ეს როგორ გამოდის, სანამ თვითონ ლანძღავს მართლმადიდებლებს ეს ადამიანის უფლებაა, მაგრამ როგორც კი ეს მართლმადიდებლები ლანძღავენ მას, ეს უკვე კრიმინალია?

აგერ ხალხი პეტიციას ამზადებს თუთბერიძის დასაცავად

 

მარა თავისუფალი სიტყვა რომ ილახება ხელისუფლების მიერ ქვეყანაში ეს არასდროს გახსენებიათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ეგ სხვა თემაში რომ ვკამათობთ იმის დასტურია--დღეს თეა შემოგიგდეს- დაიწრიტე აგრესიული განწყობისგან "ერო", ხვალ მოღალატეს შემოგიგდებენ, ზეგ ტერაქტს და ესე-მუხტის სტაბილურად შენარჩუნება და შენთვის სასურველი მიმართულებით ენერგიის გატყორცნა-აი ესაა ეხლანდელი პოლიტიკა ხელისუფლების-ეს კი სიძლიერის მაჩვენებელია-რახან მარტავს სიტუაციას. 7 ნოემბრამდე კიდევ რამდენიმე თეას გადმოაგდებს-მე ველოდები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგერ ხალხი პეტიციას ამზადებს თუთბერიძის დასაცავად

 

მარა თავისუფალი სიტყვა რომ ილახება ხელისუფლების მიერ ქვეყანაში ეს არასდროს გახსენებიათ

 

 

იმედი რომ დაანგრიეს და შემდეგ ყაჩაღური გზით მიიტაცეს, მაშინ რატომ არ შეაგროვეს ხელმოწერები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართლაც და ერთი შტერი გოგოს სულელურ და არაფრის მთქმელ ვიდეოებს რატომ უნდა მოუოლოდა ესეთი ამბავი?!

 

მართლა ასეთი მანიაკები ვართ ქართველები?! თუ პრობლემა ცოტა სხვა რამეშია...

 

გაზაფხულის აქციების შემდეგ, საპროტესტო მუხტი არსად გამქრალა...უბრალოდ არჩევნების მოლოდინის გამო, ოპოზიციის პასიურობის გამო, ასე ვთქვათ თვალხილული აღარ არის.

 

მაგრამ საკმარისი იყო მცირე გამაღიზიანებელი ფაქტორიც კი, რომ ეგრევე თავი იჩინა რეალურმა მდგომარეობამ საზოგადოების.

 

ასე რომ ჩემი აზრით,საინტერესო მოვლენები ჯერ კიდევ წინ გვაქვს....

 

არაფერი დასრულებული არ არის, და მიშამ თუ მიაღწია 2013-მდე, გამუდმებით ვულკანის თავზე მოუწევს ყოფნა....

 

თქვენ რას იტყვით უზერებო?>?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

აღარ ვიცი კინგ... რაღაც საინტერესო ტენდენციებია....

ვნახოთ მე მოლოდნის რეჟიმში ვარ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ ატყდა თუთბერიძეზე ამხელა ამბავი, გავაკეთოთ ანალიზი

 

 

რა ანალიზი ამას უნდა? კიდევ ერთხელ მოსინჯეს პატრიარქის რეიტინგი საქართველოში ხელისუფლებამ.ის ბაზარი,რომ სიტყვის თავისუფლება და ეგეთები რიჟა ბაზარია.ვოტ. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

რა ანალიზი ამას უნდა? კიდევ ერთხელ მოსინჯეს პატრიარქის რეიტინგი საქართველოში ხელისუფლებამ.

მე კიდე ეჭვი მაქვს რომ თუთბერიძემ თავის ინიციატივით დადო თავის ფეისბუქის პორტალზე...და მერე ნანა ლეჟავამ გაუჩალიჩა....

 

მაგრამ მე ვიძახი საზოგადოების მძაფრ რეაქციაზე და არა იმაზე ვინ დაგეგმა, ეს სხვა თემაა....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ ატყდა თუთბერიძეზე ამხელა ამბავი

ღლე მენტალიტეტის მქონე ადამიანების დიდი რაოდენობა ცხოვრობს ამ ქვეყანაში და იმიტომ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღლე მენტალიტეტის მქონე ადამიანების დიდი რაოდენობა ცხოვრობს ამ ქვეყანაში და იმიტომ.

 

 

აბა ერთი ახსენი მაგ სასტავში ვის გულისხმობ მოდერ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ღლე მენტალიტეტის მქონე ადამიანების დიდი რაოდენობა ცხოვრობს ამ ქვეყანაში და იმიტომ.

მიშისტების საყვარელი ახსნა... :D "ხალხი არ ვარგა, თორემ..."

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ ატყდა თუთბერიძეზე ამხელა ამბავი, გავაკეთოთ ანალიზი

ეს ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან კარგად "ჯდება" ამ თემაში

 

"სამარცხვინოა, მიშა ქვეყანას აქცევდეს, ჩვენ კი მაგის იმიჯის გადასარჩენად ფულს ვიხდიდეთ"

"ოროსანმა თუთბერიძემ ფართომასშტაბიანი ბრძოლა წამოიწყო ეკლესიასთან, მაგრამ სიტყვა "შეურაცხყოფა" როგორ იწერება, ვერა და ვერ ისწავლა"

ბოლო ხანს საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმა ხელისუფლების მიერ კონტროლირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ტელევიზიების მხრიდან აშკარად გამძაფრდა, მეტიც, "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენლები უკვე დაუფარავად ესხმიან თავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. ინტერნეტგვერდებზე გამოჩნდა პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლები. გვესაუბრება რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი.

 

- ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთობის პროცესი არ არის ნორმალური. ხელისუფლება ზედმეტად ერევა ეკლესიის საქმეებში და, სამწუხაროდ, ზოგჯერ შეცდომას ეკლესიაც უშვებს. სახელმწიფო და ეკლესია კანონმდებლობით მკვეთრად არის ერთმანეთისგან გამიჯნული, ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომლის დარღვევა არ შეიძლება. რაც შეეხება იმას, რაც ბოლო ხანს ხდება, თვალსაჩინოა, რომ ხელისუფლების მიერ კონტროლირებული, ზოგ შემთხვევაში ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი ან ხელისუფლების, ასე ვთქვათ, არასამთავრობო ნაწილი აშკარად უტევს ეკლესიას. ვიცით, რომ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლებისთვის მუშაობენ. ისიც ვიცით, რომ "თავისუფლების ინსტიტუტი" ხელისუფლების დანამატია. რასაც თეა თუთბერიძე პატრიარქზე ამბობს, ეს არ არის მხოლოდ მისი პირადი აზრი, ამასვე ამბობს ლევან რამიშვილი და ამასვე ფიქრობს მიხეილ სააკაშვილიც. თეა თუთბერიძე დაუსაბუთებელ ბრალდებებს უყენებს პატრიარქს და ამას ხელისუფლება მის მიერვე კონტროლირებული ტელევიზიებით ზურგს უმაგრებს. აი, ეს არის პრობლემა, თორემ რას ფიქრობს ერთი რიგითი თეა თუთბერიძე და რას წერს ინტერნეტბლოგებზე, უბედურება არ არის. ეს ქალბატონი ერთი ჩვეულებრივი კლასიკური ოროსანია. ჰოდა, ამ ოროსანმა ფართომასშტაბიანი ბრძოლა წამოიწყო ეკლესიასთან, მაგრამ სიტყვა "შეურაცხყოფა" როგორ იწერება, ვერა და ვერ ისწავლა. ორთოგრაფიასა და გრამატიკაზე ლაპარაკიც არ ღირს. უბედურებაა ისიც, რომ ქვეყანაში ასეთი უვიცობაა გამეფებული, თორემ გონიერი ადამიანი ადვილად მიხვდება, რომ წერა-კითხვის უცოდინარ თუთბერიძეს არ უნდა დაუჯეროს.

 

- ანუ - საფუძვლიანია ვარაუდი, რომ ეს პოლიტიკური დაკვეთაა?

- ეს ეჭვს არ იწვევს. ხელისუფლება ებრძვის ეკლესიას, რომელიც სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ განიხილება როგორც პოლიტიკური კონკურენტი. ესეც დანაშაულია, რადგან ეკლესია არ შეიძლება იყოს პოლიტიკური კონკურენტი. ეს ბოლო გააფთრება კი მოჰყვა იმას, რომ სააკაშვილი საქართველოს სულიერმა მოძღვარმა სრულიად დამსახურებულად და მეტად კორექტულად გააკრიტიკა. როცა ვინმეს აკრიტიკებენ, მით უფრო, თუ ამას პატრიარქი აკეთებს, ნიშნავს, რომ კრიტიკის ობიექტმა გულთან ახლოს მიიტანოს ნათქვამი და რამე გაიგოს. მიხეილ სააკაშვილმა კი ამჯერადაც ვერაფერი გაიგო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მას არ უყვარს კრიტიკის მოსმენა და არ დაუშვებს, მიიღოს ეს კრიტიკა თუნდაც ერის სულიერი მოძღვრისგან.

რაც შეეხება იმას, რომ თუთბერიძემ რუსეთის აგენტურა "აღმოაჩინა" საქართველოს ეკლესიაში, მათ მეც მიწოდეს რუსეთის აგენტი, მაგრამ დღემდე ვერ წარმოადგინეს დამადასტურებელი საბუთები. აქედან გამომდინარე, ვასკვნი, რომ როგორც ჩემს შემთხვევაში, ამჯერადაც ეს მხოლოდ და მხოლოდ უსაფუძვლო ბრალდებაა. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ასეთი ტიპის აგენტურა არსებობს, რას აკეთებს და რატომ არ მოქმედებს კანონის შესაბამისად?! ეს ყველაფერი მიმართულია ეკლესიისა და პატრიარქის ავტორიტეტის დისკრედიტაციისკენ. საქმე ის არის, რომ დღეს ყველაზე მაღალი ავტორიტეტი ეკლესიასა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს, რაც ხელისუფლებას აღიზიანებს, სააკაშვილს ეს ავტორიტეტი შურს კიდეც. ამასთანავე, ეშინიათ, რომ შეიძლება ეკლესიამ რომელიმე სხვა პოლიტიკურ წამოწყებას დაუჭიროს მხარი. ისე, სააკაშვილი ჯერ კიდევ "ვარდების რევოლუციის" გარიჟრაჟზე ხშირად ამბობდა, არ გამოჩნდეს ვინმე, ვისაც მღვდლები დაუჭერენ მხარსო. ამ თვალსაზრისით ხელისუფლების შიში შესაძლოა საფუძვლიანიც იყოს, თუმცა ვიმეორებ, ეკლესია პოლიტიკურ პროცესებში არ უნდა ჩაერიოს. ის ფორმა, რომლითაც ხელისუფლება უპირისპირდება ეკლესიას, მაგათ დაბალ პოლიტიკურ კულტურას წარმოაჩენს. ასეთი მეთოდებით ეკლესიას ვერაფერს დააკლებენ. ამ თეა თუთბერიძის პერსონამ შეაწუხა უკვე საზოგადოება, აუტანელია, როცა ოროსნები გვასწავლიან ჭკუას, ქალმა 33 ქართული ასო ვერ ისწავლა... ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს იმ ხალხის გაჩუმებას ან დამცირებას, ვისგანაც საფრთხეს ხედავს. ზოგჯერ ერთი ხელით ცდილობს, ვიღაც შეურაცხყოს, მეორე ხელით კი მოეფეროს, მაგალითად, აჩუქოს მანქანები, მეორე დღეს კი მთელ მსოფლიოს გააგებინოს, ვის რომელი მარკის მანქანა აჩუქა. ამ საკითხს ჩვენი ზოგიერთი ეპისკოპოსისგან განსხვავებულად ვუყურებ, თუმცა მათმა ნაწილმა სააკაშვილის საჩუქარზე უარი თქვა. ვფიქრობ, არავითარი საჩუქარი ხელისუფლებისგან ეკლესიამ არ უნდა აიღოს. ეს ხელისუფლება დღეს გაჩუქებს, ხვალ კი გაგლანძღავს. ეს საჩუქრებიც ეკლესიის ავტორიტეტის დაკნინებისთვის რიგდება. არც ის არის ნორმალური, სააკაშვილი რომ შეიჭრება ხოლმე და ეკლესიაში მოხსენებით გამოდის, ესეც უნდა აღიკვეთოს.

 

- თუმცა ოპოზიციამაც არაერთხელ სცადა ეკლესიის ავტორიტეტის გამოყენება...

- ოპოზიციის მცდელობა, ჩართოს ეკლესია პოლიტიკურ პროცესებში, ისეთივე მცდარია, როგორიც ხელისუფლების მოქმედება. განსხვავებას ვერ ვხედავ.

 

- ამ დღეებში საზოგადოებრივი განსჯის საგნად იქცა ფილმი, რომელსაც აგვისტოს მოვლენებზე ჰოლივუდი იღებს და სადაც პრეზიდენტ სააკაშვილის როლს ენდი გარსია ასრულებს...

- ყველა კარგად ვხვდებით, რომ ამ მრავალმილიონიან ფილმს საქართველოსთვის არ იღებენ. ფილმს იღებენ სააკაშვილის საერთაშორისო იმიჯის გადასარჩენად. ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ საქართველოს იმიჯის გადარჩენას ცდილობენ, რაც ბლეფია. ჩემი კითხვა არის მარტივი, შეიძლება თუ არა გადაარჩინო ის, რის გადარჩენასაც აზრი არა აქვს? გამაგებინონ ერთი, როგორ უნდა გადაარჩინო სააკაშვილის იმიჯი, როცა ომი უკვე იყო და ტერიტორიებიც დავკარგეთ?! ახლა ფილმს გადაიღებენ და ყველაფერი მოგვარდება?! ფილმით დაბრუნებული ტერიტორიები გინახავთ სადმე? შეიძლება ქვეყანა ამ სისულელეში მილიონებს ხარჯავდეს? ახლა რეჟისორ რენი ჰარლენსა და ენდი გარსიას საყვედურს ვერ ვეტყვი, მაგათი პროფესია ეს არის, გადაუხდიან ფულს, ჰოდა, ფილმსაც გადაიღებენ და როლსაც შეასრულებენ. მაგათი მიზანი სიმართლის დადგენა ვერ და არ შეიძლება იყოს. თუ ვინმეს სიმართლე აინტერესებს, ტალიავინის დასკვნა წაიკითხოს. ჩემი აზრით, ამ უკიდურესად შეჭირვებულ ქვეყანაში ბიუჯეტიდან ასეთ სისულელეებზე ერთი თეთრიც არ უნდა იხარჯებოდეს. სააკაშვილის იმიჯს აღარაფერი ეშველება.

 

კარგად ხვდებით, რომ ამ ფილმისთვის სახლში წაღებულ მილიონებს უკან არავინ მოიტანს. გივი თარგამაძე ძვირად ღირებული ბინისა და ცოლისთვის ნაყიდი ულტრაკლასის მანქანის დათმობას არ აპირებს, არც კეზერაშვილი დააბრუნებს სახელმწიფოსთვის მოპარულ ფულს. ასე რომ, ამ ფილმსაც ჩვენი ჯიბიდან აფინანსებენ. სამარცხვინოა, მიშა ქვეყანას აქცევდეს, ჩვენ კი მაგის იმიჯის გადასარჩენად ფულს ვიხდიდეთ.

 

 

”ყველა სიახლე” 23-10-2009

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...