lasha_alo Posted July 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2009 საინტერესო მოვლენაა,რომელმაც განსაზღვრა ამიერკავკასიის ისტორიის თავისებურებანი.რა მოხდა ?როგორია თქვენი მოსაზრება. რატომ დაუპირისპირდა ორი ეკლესია ერთამნეთს სამკვდროსასიცოცხლოდ?შეგახსენებთ მოვლენათა ქრონიკას.მონოფიზიტური და დიოფიზიტური სარწმუნოებათა დაპირისპირებამ ერთგვარი პოლიტიკური იერსახე მიიღო.სპასეთისკენ იმედის თვალით შემყურე სომხებმა აირჩიეს ბერძნების საწინააღმდეგო კონტრსვლა და ქწართული ეკლესიაც დადგა არჩევანის წინაშე.მოვლენები დააჩქარა ცურტავის სომეხი ეპისკოპოსის მოქმედებამ. მოსე ცურტაველი გაიქცა სომხეთში ,თან მოითხოვა კირიონ კათალიკოსის წინააღმდეგ პროტესტი. დაიწყო ეპისტოლეთა სერია, რომელსაც სხვადასხვა ინტერპრეტაციას აძლევენ უხტანესი და არსენ საფარელი, მაგრამ ფაქტია ბოლოს კირიონმა შეწყვიტა საეკლესიო ურთიერთობა სომხებთან , ხოლო ის დღესაც სომხურ ისტორიოგრაფიაში ცნობილია კირიონ ბილწის სახელით,.ჩვენთვის კი ეს პიროვნება ,რომლის შესახებაც წყაროები ერთობ ბუნდოვანია ერთერთ საინტერესო ისტორიულ პერსონაჟად გვევლინება.მაინტერესებს თქვენი აზრი?გთხოვთ თავი შეიკავოთ ეროვნული შეურაცხყოფებისგან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 ყველას გაქვთ ალბათ სახლში ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორია"ხოდა, დღეს შემდეგი რამ ამოვიკითხე იქ.რომ, 506 წელს დვინის საეკლესიო კრებაზე,24 ქართველმა ეპისკოპოსმა, კათოლიკოსიანად ხელი მოაწერა სომხეთის, ალბანეთისა და ქართლის ეკლესიების გაერთიანებას (იდეური) დაგმო ქალკედონიკობა და მართლმადიდებლობად მონოფიზიტობა აღიარაო... აქვე, ჯავახიშვილი ამატებს, რომ ვახტანგ გორგასლსა და მიქაელს შორის დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე მოხდა.მიქაელი ქალკედონობის დამცველი იყოვო, გორგასალი კი ტავისი სპით მონოფიზიტიო. სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზი და არა ვახტანგის მიერ მაზდეანობის მიღებაო...ამ მიქაელს ტავისნაირად მოაზრვნე ეპისკოპოსთა ჯგუფიც ეყოლებოდაო, ამიტომ მოახდინა ვახტანგმა პეტრესთან ერთად კიდევ 12 ეპისკოპოსის კურთხევაო... აგრეთვე, ქართლის პირველი კათოლიკოსი ხელდასმული იქნა ანტიოქიის პატრიარქის მიერ, ცნობილია, რო ამ დროს ანტიოქია მონოფიზიტობის ბუდე იყო.. შესაბამისად, ანტიოქიაში, მიქაელის საპირისპირო რწმენის, კათალიკოსი და 12 ეპისკოპოსი იქნა ხელდასმულიო... აქე, 608 წელს მოხდა ქართველ-სომეხთაა საეკლესიო განხეთქილება.განხეთქილება იმისია, რომ მანამდე ერთიანი იყო.როგორც ვიცით სომხები მონოფიზიტები იყვნენ მონოფიზიტობის გაჩენიდანვე. 607 წლამდე შუშანიკის სახელობის სამარტვილეში წირვა ქართულ-სომხურ ენებზე ყოფილა. ასურელი მამაბი საქართველოსი (ივ.ჯავახიშვილისა და ბროსეს აზრით) სწორედ მონოფიზიტობის წინააღმდეგ საბრძოლველად იყვნენ ჩამოსულები... ცნობილი ქართველი, მაიუმის ეპისკოპოსი, ერისკაცობაში მურვანოსი, სასულიერო სახელი პეტრე იბერი, ფსევდონიმი დიონისე არიოპაგელი, მონოფიზიტი ყოფილა. დანამდვილებით მტკიცდება, რომ მონოფიზიტები ქართველთა შორისაც ყოფილან, მეტის თქმაც შეიძლება, — ზოგს მათგანს ამ მოძღვრების გაძლიერებასა და განმტკიცებაში მხურვალე მონაწილეობაც კი მიუღია. ცნობილია, რომ მონოფიზიტობის ერთ ბურჯთაგანად და სახელგანთქმულ მოღვაწედ სწორედ პეტრე იბერი იყო, ქართველი უფლისწული, რომელიც 412 წ. დაიბადა და 488 წ. გარდაიცვალა, ორმოცდაათიანი წლებიდან, ვითარცა პალესტინის სამაგალითო მოღვაწე, ქ. მაჲუმის ეპისკოპოზად იქმნა დადგენილი. მისივე მოწაფის ზაქარია ქართველისავე მიერ ასურულად დაწერილი მისი ცხოვრება კარგად გვისურათებს იმ დიდ ავტორიტეტსა და განუსაზღვრელ პატივისცემას, რომელიც მას თვით მოწინააღმდეგეთა წრეებშიაც კი მოხვეჭილი ჰქონია. ვახტანგ გორგასალი თურმე უბრალო ეპისკოპოზს მიქაელს კი არ ებრძოდა, არამედ ისეთ პირს, რომელიც ქალკიდონიანი მართლმადიდებლობის ბურჯი ყოფილა საქართველოში. ცხადია, ამავე მოძღვრების მიმდევარნი იქნებოდნენ მიქაელის თანამოაზრე ეპისკოპოზები, რომელთა მაგივრადაც ახლები უნდა ყოფილიყვნენ ხელდასხმულნი რაკი მიქაელი და მისი თანამოაზრენი ქალკიდონიანნი ყოფილან, უნდა დავასკვნათ, რომ ვახტანგ გორგასალი და მისი "სპა" მონოფიზიტობის მიმდევარნი უნდა ყოფილიყვნენ. ეს დასკვნა აღმოსავლეთში მაშინდელ მდგომარეობასაც კარგად ეგუება, რადგან, როგორც ცნობილია, თავდაპირველად აღმოსავლეთი უფრო მონოფიზიტობას მიემხრო. ამასთანავე ეს საშუალებასაც გვაძლევს გავითვალისწინოთ, თუ როგორ მოხდა, რომ 506 წ. ქართული ეკლესიის 24 მღვდელმთავარმა მონოფიზიტობა ერთადერთ მართლმადიდებელ სარწმუნოებად აღიარა, ქალკიდონიანობა კი უარჰყო. ეს მიქაელ მთავარეპისკოპოზისაგან ვახტანგ გორგასალის წინააღმდეგ წამოყენებული გამაზდეიანების ბრალდების საფუძვლის გაგებასაც იმ მხრივ გვიადვილებს, რომ სპარსეთის მთავრობა მონოფიზიტობას მფარველობას უწევდა, ქალკიდონიანობისა კი წინააღმდეგი იყო. *XXIV 412 წ. დაბადებული და 488 წ. გარდაცვლილი ქართველი უფლისწული და ვახტანგ გორგასლის თანამოგვარე და ნათესავი, V ს. ორმოცდაათიან წლებიდან მოყოლებული, განთქმული საეკლესიო მოღვაწე და მაჲუმის ეპისკოპოზი პეტრე იბერი ანუ ქართველი, მონოფიზიტობის მომხრე და ერთი საუკეთესო ბურჯთაგანი იყო, რომ 506 წ. ქართულმა ეკლესიამ გაბრიელ კათალიკოსის მეთაურობით ალბანურ და სომხურ ეკლესიებთან ერთად გაერთიანებულ საეკლესიო კრებაზე მონოფიზიტობა ერთადერთ მართლმადიდებელ აღსარებად გამოაცხადა, მაშინ ჩვენთვის თითქმის უეჭველი შეიქმნება, რომ ბრძოლა, ალბათ, მონოფიზიტობისა და ქალკიდონიანობის გამო ყოფილიყო გაჩაღებული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2009 ნუ ორი სხვადასხვა ერი იყო და გაიყვნენ რა არაფერ ტრაგიკულს ამაშI ვერ ვხედავ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 5, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2009 (edited) ქვე, ჯავახიშვილი ამატებს, რომ ვახტანგ გორგასლსა და მიქაელს შორის დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე მოხდა. ავტორთა მტკიცებულებებს შორის დიდი და კონტრასტული სხვაობაა. საერთოდ არავინ არ დაობს საქართველოში მონოფიზიტური სარწმუნოების არსებობის შესახებ და ქრისტიანობის ექსპანსიის აღმოსავლური გზა საკმაოდ ძლიერი იყო, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ბიზანტიურ ბილიკსაც ,რაც ასევე ბუნებრივია ,თუ გავითვალისწინებთ მათ პოლიტიკურ გავლენებს. მე თუ მკითხავთ..... პირველადი ქრისტიანობა უფრო ქაოტური იქნებოდა და შიდასარწმუნოებრივ ტენდენცენციებზე მხოლოდ ერთიორი მაღალი სასულიერო პირი თუ იფიქრებდა . ასევე მხედველობაშია მისაღები, მონოფიზიტობა იმ პერიოდში ბიზანტიაშიც გავრცელდა და იმპერატორი ზენონი აქტიურად ცდილობდა 2 მიმართულებას შორის შუალედურ შეთანხმებას, მაგრამ ბოლოს ეს ვერ მოხერხდა და საბოლოოდ საქართველოში აქტიურად დაისვა საკითხი ვისკენ?! Edited October 5, 2009 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 საერთოდ არავინ არ დაობს საქართველოში მონოფიზიტური სარწმუნოების არსებობის შესახებ და ქრისტიანობის ექსპანსიის აღმოსავლური გზა საკმაოდ ძლიერი იყო, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ბიზანტიურ ბილიკსაც ,რაც ასევე ბუნებრივია ,თუ გავითვალისწინებთ მათ პოლიტიკურ გავლენებს.მართლმადიდებლობა საქართველოში გაიმარჯვა გვიან... მე თუ მკითხავთ..... პირველადი ქრისტიანობა უფრო ქაოტური იქნებოდა და შიდასარწმუნოებრივ ტენდენცენციებზე მხოლოდ ერთიორი მაღალი სასულიერო პირი თუ იფიქრებდა .არ იყო მასე.. იბრძოდა რამოდენიმე მიმდინარეობა და ძირითადად ძლიერი იყო სწორედ მონოფიზიტობა, მარა საქართველოზე ხო იცით რამხელა გავლენა ჰქონდა ბიზანტიას და ამ გავლენის საშვალებითაც გაიმარჯვა მართლმადიდებლობამ 7 სეუკუნეშიასევე მხედველობაშია მისაღები, მონოფიზიტობა იმ პერიოდში ბიზანტიაშიც გავრცელდა და იმპერატორი ზენონი აქტიურად ცდილობდა 2 მიმართულებას შორის შუალედურ შეთანხმებას, მაგრამ ბოლოს ეს ვერ მოხერხდა და საბოლოოდ საქართველოში აქტიურად დაისვა საკითხი ვისკენ?!ოფიციალურ საიმპერატორო კარის წარმომადგენლები მონოფიზიტები არ იყვნენ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 7, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 მართლმადიდებლობა საქართველოში გაიმარჯვა გვიან...და ვინ დაობს ?!მაგრამ ქართული ქრისტიანობა არ იყო არც წმინდა მონოფიზიტური .ის ერთგვარად ქაოტურია ,თუმცა ამის აღიარება არ გვსურს .რაც შეეხება ე.წ კირიონ ბილწს",აქ უკვე საბოლოოდ გადაიჭრა გზები და ეს გარდაუვალი იყო განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის გამო.არ იყო მასე.. იბრძოდა რამოდენიმე მიმდინარეობა და ძირითადად ძლიერი იყო სწორედ მონოფიზიტობანწუ. მე ჩემი აზრი გითხარით და ვთვლი ,რომ გარკვეულ გავლენებს მონოფიზიტიზმი ფლობდა ,საკმაოდ აგრესიულად ცდილობდა დამკვიდრებას და შეგნებულად , მაგრამ მხოლოდ "გარკვეული" ....და არა სრული, თუმცა საგრძნობი და ვახტანგ-მიქაელის ეპიზოდი სავსებით უდგება ამ რეალობას. როცა ამან მიიღო უკვე "ნათესაობრივი" თუ "პოლიტიკური" ელფერი საბოლოოდ გაფორმდა განხეთქილება. ჩვენ არ გამოვყოფილვართ სომხებს....და არც ისინი ჩვენ.....უბრალოდ პოლიტიკამ და სახელმწიფოების საგარეო ორიენტირებმა ლოგიკურად "გაგვყო". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 მაგრამ ქართული ქრისტიანობა არ იყო არც წმინდა მონოფიზიტურირას ქვია წმინდა მონოფიზიტური?ის ერთგვარად ქაოტურია ,თუმცა ამის აღიარება არ გვსურსარ არის ესე. ქრისტიანობა იყო საქართველოში მეფეების რელიგია თავიდანვე, ქრისტიანობა გავრცელდა საქართველოში ზემოდან ქვემოთ, ანუ მეფეებმა და დიგვაროვნებმა მოახდინეს ძალადობის მეშვეობით გაევრცელებინათ ქრისტიანობა.. ხოლო ოფიციალურ რელიგიად ითვლებოდა ის რასაც აღიარებდა სამეფო კარი, თორე იქ მოსახლეობის პროცენტულ მაჩვერნებელს, იქ უმრავლესობა წარმართი იყო, მონოფიზიტი თუ სხვა არავინ არ უყურებდა.. ასე რომ ოფიციალურ რელიგიად უნდა მივიჩნიოთ ის რაც სამეფო კარის მიერ არის გამოცხადებული. ხოლო წყაროებით დასტურდება რომ ქართულ-სომხური ეკლესია ერთი სარწმუნოების იყო, ანუ მონოფიზიტური იყო, ასე რომ ოფიციალური რელიგია იყო მონოფიზიტიზმი.. ნწუ. მე ჩემი აზრი გითხარით და ვთვლი ,რომ გარკვეულ გავლენებს მონოფიზიტიზმი ფლობდაგარკვეულს არა, სახელმწიფო დონეზე იყო აღიარებული და ეხლა ამ ფაქტს ვერ გავექცევით, გვერდს ვერ ავუვლით და მომკალი ეხლა...როცა ამან მიიღო უკვე "ნათესაობრივი" თუ "პოლიტიკური" ელფერი საბოლოოდ გაფორმდა განხეთქილება. ჩვენ არ გამოვყოფილვართ სომხებს....და არც ისინი ჩვენ.....უბრალოდ პოლიტიკამ და სახელმწიფოების საგარეო ორიენტირებმა ლოგიკურად "გაგვყო".მაშინ რელიგია პოლიტიკის ნაწილი იყო, ხო და სწორედაც აქედან გამომდინარე პოლიტიკურ შეხედულებების მსგავსად იცვლებოდა ოფიციალური რელიგია სდაქართველოში.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Led_Zeppelin Posted October 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2009 ტიგრან I დიდმა ლუკულუსთან ჩვენს წელთაღრიცხვამდე 68-წ 6ოქტომბერს წააგო ომი სამარცხვინოთ--მოკლედ ამ ომის შესახებ: ,,ლუკულუსმა მითრიდატეს დამარცხების შემდეგ ტიგრანზე გაილაშქრა, რადგან მან დახმარება აღუთქვა მითრიდატე პონტოელთან ომში, მერე კი მოატყუა და ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, მაგრამ მისი დამარცხება მაინც ძნელი იყო, რადგან ლუკულუსი მთლიანი ძალებით ვერ შეუტევდა, ხოლო ტიგრან II-ს გვერდს უმაგრებდნენ სპარსელები, მიდიელები და ალბანელები...მოკლედ, მას 55 000 მძიმედ შეიარაღებული მხედარი ყავდა და 200 000-მდე ქვეითი, რომაელების არმია კი გაცილებით ნაკლები ყოფილა... ჰოდა, მაშინ უთქვია ტიგრანს ის ცნობილი სიტყვები: "ესენი თუ ელჩების სახით ჩამოვიდნენ, ძალიან ბევრი არიან და, თუ საომრად, ძალიან ცოტანიო.."მაგრამ ლუკულუსი მოულოდნელად გადასულა თურმე შეტევაზე და ამაზე სომხები დაბნეულან, ტიგრანს არ ჯეროდა, - ,,ნუთუ ჩვენს წინააღმდეგ მოდიან რომაელებიო,, ჰოდა, იმ ველზე ყოფილა ერთი დიდი ბორცვი, სადაც დაუყენებია თავისი კავალერია ტიგრანს და იმის უკან კიდე მთელი ბანაკი იყო მისი.. ლუკულუსმა კიდე მათ შეუტია და თან თავის ჯარისკაცეს უთხრა, ცხენებს და მხედრებს ფეხში უქნიეთ ხმლებიო, ადგან იქ აბჯარი არ აცვიათო... ჰოდა, ეს ცხენოსნები ისე დაბნეულან, სულ უკან გაქცეულან, იქ კიდე ქვეითი ჯარი იდგა და გადაუთელავთ ერთმანეთი... ცოცხალი თითქმის არავინ დარჩენილა და მერე რომალები ასე ამბობდნენ: "სირცხვიილთ ვწითლდებით, ასეთ საცოდავებზე როგორ აღვმართეთ ხელიო?" ტიგრანმა ყველა ომი ლუკულუსთან მიუხედავად დიდი რიცხობრივი უპირატესობით მაინც სამარცხვინოთ წააგო..ეს ბრძოლები საინტერესოიდ აქვს აღწერილი პლუტარქეს ლუკულუსისა და პომპეუსის ბიოგრაფიებში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2009 ტიგრან I დიდმა ლუკულუსთან ჩვენს წელთაღრიცხვამდე 68-წ 6ოქტომბერს წააგო ომი სამარცხვინოთ--მოკლედ ამ ომის შესახებ: ,,ლუკულუსმა მითრიდატეს დამარცხების შემდეგ ტიგრანზე გაილაშქრა, რადგან მან დახმარება აღუთქვა მითრიდატე პონტოელთან ომში, მერე კი მოატყუა და ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, მაგრამ მისი დამარცხება მაინც ძნელი იყო, რადგან ლუკულუსი მთლიანი ძალებით ვერ შეუტევდა, ხოლო ტიგრან II-ს გვერდს უმაგრებდნენ სპარსელები, მიდიელები და ალბანელები...მოკლედ, მას 55 000 მძიმედ შეიარაღებული მხედარი ყავდა და 200 000-მდე ქვეითი, რომაელების არმია კი გაცილებით ნაკლები ყოფილა... ჰოდა, მაშინ უთქვია ტიგრანს ის ცნობილი სიტყვები: "ესენი თუ ელჩების სახით ჩამოვიდნენ, ძალიან ბევრი არიან და, თუ საომრად, ძალიან ცოტანიო.."მაგრამ ლუკულუსი მოულოდნელად გადასულა თურმე შეტევაზე და ამაზე სომხები დაბნეულან, ტიგრანს არ ჯეროდა, - ,,ნუთუ ჩვენს წინააღმდეგ მოდიან რომაელებიო,, ჰოდა, იმ ველზე ყოფილა ერთი დიდი ბორცვი, სადაც დაუყენებია თავისი კავალერია ტიგრანს და იმის უკან კიდე მთელი ბანაკი იყო მისი.. ლუკულუსმა კიდე მათ შეუტია და თან თავის ჯარისკაცეს უთხრა, ცხენებს და მხედრებს ფეხში უქნიეთ ხმლებიო, ადგან იქ აბჯარი არ აცვიათო... ჰოდა, ეს ცხენოსნები ისე დაბნეულან, სულ უკან გაქცეულან, იქ კიდე ქვეითი ჯარი იდგა და გადაუთელავთ ერთმანეთი... ცოცხალი თითქმის არავინ დარჩენილა და მერე რომალები ასე ამბობდნენ: "სირცხვიილთ ვწითლდებით, ასეთ საცოდავებზე როგორ აღვმართეთ ხელიო?" ტიგრანმა ყველა ომი ლუკულუსთან მიუხედავად დიდი რიცხობრივი უპირატესობით მაინც სამარცხვინოთ წააგო..ეს ბრძოლები საინტერესოიდ აქვს აღწერილი პლუტარქეს ლუკულუსისა და პომპეუსის ბიოგრაფიებში043.gifდა რა კავშირშია ეს თემასთან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
LuKa CerCvadze Posted January 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2010 Nukriko აი ეხლა მაგრად გამაცინე ;) მე-2 საუკუნეში შემოვიდა სვიმონ პირველწოდებული ოფიციალურად მე არ გეუბნები,დასავლეთ საქართველოში იყო 2-ე საუკუნიდან,ეპისკოპოსიც კი იყო ამ მხარეში დანიშნული და ოფიციალურად ჯერ ეგ ერთი მირიან მეფის დროს იყო მართლმადიდებლობა და შენ გინდა მითხრა რა 7-ე საუკუნეში იყო მირიან მეფე? ვახტანგ გორგასალი 5-ე საუკუნეში მოღვაწეობდა და იყო მართლმადიდებელი მეფე და რა გინდა მითხრა რო იმ დროს მარტო მეფეები იყვნენ მართლმადიდებლები და გლეხები კერპ თაყვანისცემლები? შეიძლება 2-ე საუკუნეში არ შემოვიდა და 3-ე საუკუნეში იყო ნუ რა მნიშვნელობა აქვს 1-ს ან 2 საუკუნეს? Siknadmo არა მაშინ მითხარი რანაირი მართლმადიდებელი ხარ ამბობ ესეც შენი რელიგიაო ვერ ხედავ მართლმადიდებელი მღვდელი ზის თუ გინდა ეპისკოპოსი იყოს.მართლმადიდებლებზე კაიფობ ცუდად და კიდე შენ თავს ეუბნები რო მართლმაიდებელი ხარ? თუ მარხულობ, შენ გასახდომად ხო არ მარხულობ მითხარი ან საერთოდ მარხულობ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2010 LuKa CerCvadze მე-2 საუკუნეში შემოვიდა სვიმონ პირველწოდებული ოფიციალურად მე არ გეუბნები,დასავლეთ საქართველოში იყო 2-ე საუკუნიდან,ეპისკოპოსიც კი იყო ამ მხარეში დანიშნულიროგორც ერთი პატარა სექტასავით ისე არსებობდა ქრისტიანობა 2-ე საუკუნეში.. ირიან მეფის დროს იყო მართლმადიდებლობაწყარო? ვახტანგ გორგასალი 5-ე საუკუნეში მოღვაწეობდა და იყო მართლმადიდებელი მეფეუკაცრავად და ვახტანგ გორგასალი იყო, მონოფიზიტი და არა დიოფიზიტი.. ივ.ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორია" წაიკითხე და გაიგებ.. ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
LuKa CerCvadze Posted January 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2010 (edited) ნურიკო ეგ "ქართველი ერის ისტორია" რო წერია ჯერ ეგ ერთი როდის დაიწყო გაყოფა მონოფიზიტად და დიოფიზიტად შენ მგონი ძაან ბევრს კაიფობ.ვახტანგ გორგასალი თუ მონოფიზიტი იყო ეხლა სად არი დამარხული აბა ამ კითხვაზე გამეცი პასუხი. Edited January 8, 2010 by LuKa CerCvadze Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
LuKa CerCvadze Posted January 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2010 dariala დარიალი ვინ გითხრა ეგ სისულელე ეგეთი რამ ისტორიაში არ მომხდარა,დამიჯერე ეგრე არ აკეთებენ.მე გამეგება ეკლესიის და არავინ არ გააკეთებდა მაგას თუ ადრე გააკეთებდნენ დგეს იმ საფლავს ამოიგებდნენ და სხვაგან გადამარხავდნენ,უბრალოდ დიდი სისულელე გამოდის მითუმეტეს რომ მეფეს არ მოესურვებოდა ტუ მონოფიზიტი იყო დიოფიზიტურ ეკლესიაში დასვენებას ეხლა ეგ წიგნი რაც გამოვიდა არის სისულელე ვიღაცა აფერისტი წერს მაგას და რაც არ უნდა წეროს მე სულ არ მანაღვლებს ათეისტი მაგას დაიჯერებს თუ არა.თან ისიც სასაცილოა 7-ე საუკუნეში გახდა ოფიციალური სარწმუნოებაო იმის მერე კაცს რაღაზე უნდა ელაპარაკო როცა ისტორიას თვითნებურად აკეთებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.