Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

აფხაზეთში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ქართული მხარის ხელში არსებული არგუმენეტებიდან უმნიშვნელოვანესი იყო დალის ხეობის ფაქტორი, რომელიც სამწუხაროდ მტერმა დაიკავა და აუცილებლად მეჩვენება არა სასოწარკვეთილი წყევლები ოკუპანტის წინააღმდეგ, არამედ ფიქრი ,თუ რა უნდა გავაკეთოთ ,რათა გავამყაროთ ჩვენი პოზიციები ,იმ რეალობიდან გამომდინარე ,რომელშიც ვართ.

 

ჩემი აზრით:

პერსპექტივაში-

ა) ერთერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ჩატარდეს საქარტველოს პარლამენტის წევრთა არჩევნები აფხაზეთის მოსახლეობისათვის,რომელსაც აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება.

ბ) აფხაზეთის დეპუტაციის არჩევა უნდა მოხდეს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული არჩევნებით გათვლილი იმდენ რეგიონზე ,რამდენიც იყო აფხაზეთში ომამდე.

გ) მათი სახით საჭიროა აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების განახლება იმ 12 დეპუტატის ნაცვლად , რომელთაც გაუვიდათ უუფლებამოსილება.(ვგულისხმობ საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრებს და არა ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოდან დარჩენილ წარმომადგენლებს).

დ)აფხაზეთის ახალმა უზენაესმა საბჭომ უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე და მოითხოვოს ,რომ ის იყოს ერთადერთი უფლებამოსილი პირი, რადგანაც წარმოადგენს უშუალოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერ სტრუქტურას ,არა სიტყვით ,არამედ საქმით.

 

რას დამიწუნებთ იუზერებო?

 

კიდევ რა შეიძლება ვიფიქროთ ამ რეგიონის დაკარგვის დაკანონების საწინააღმდეგოდ?

პარალელური არჩევნები ყელში ძვალად გაეჩხირება მტერს .......

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

რას დამიწუნებთ იუზერებო?

საქმე დაწუნება-მოწონებაში არაა. არამედ იმაში, რომ ჩვენი ბრიყვული მოქმედებებით, ამ შემთხვევაში ხელისუფლების (არა მარტო მიშას ვგულისხმობ) ქმედებებზე პასუხისმგებლობა ჩვენზეც გადმოდის, აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნების პერსპექტივა კაი ხნით უნდა გადავდოთ. თუ საქართველო რეგიონის შვეიცარიის დონეს არ მიაღწევს, ღმერთმა იცის როდის, სხვაგვარად მათი ნებით დაბრუნების შანსი არაა. და სხვა შემთხვევაში ნებისმიერი აქტიურობები ან იქნება მახათის ეფექტის მქონე, ან მცირე ლოკალური შედეგების მომტანი.

მე ასე ვფიქრობ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქმე დაწუნება-მოწონებაში არაა. არამედ იმაში, რომ ჩვენი ბრიყვული მოქმედებებით, ამ შემთხვევაში ხელისუფლების (არა მარტო მიშას ვგულისხმობ) ქმედებებზე პასუხისმგებლობა ჩვენზეც გადმოდის, აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნების პერსპექტივა კაი ხნით უნდა გადავდოთ. თუ საქართველო რეგიონის შვეიცარიის დონეს არ მიაღწევს, ღმერთმა იცის როდის, სხვაგვარად მათი ნებით დაბრუნების შანსი არაა. და სხვა შემთხვევაში ნებისმიერი აქტიურობები ან იქნება მახათის ეფექტის მქონე, ან მცირე ლოკალური შედეგების მომტანი.

მე ასე ვფიქრობ

მე კი ვფიქრობ ყოველდღიურად უნდა ვიფიქროთ რაა საჭირო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მე კი ვფიქრობ ყოველდღიურად უნდა ვიფიქროთ რაა საჭირო.

მე რამე სხვა ვთქვი? ზუსტადაც რომ უნდა ვიფიქროთ, ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ. სხვაგვარად მუდმივად აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნებაზე მეოცნებედ დავრჩებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე რამე სხვა ვთქვი? ზუსტადაც რომ უნდა ვიფიქროთ, ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ. სხვაგვარად მუდმივად აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნებაზე მეოცნებედ დავრჩებით

ზუსტად მაგას ვამბობ. უნდა ვიფიქროთ ზუსტი სვლები.გინებებმა დაწყევლებმა რაც მოგვიტანა გასაგებია.ისიც რეალობაა მოსაფიქრია სწორი გზა,რათა მტერმა არ მოახდინოს დაკანონება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

უნდა ვიფიქროთ ზუსტი სვლები.

მე და შენ რამდენიც არ უნდა ვიფიქროთ, თუ სახელმწიფომ, უფრო სწორად იმ ნარჩენებმა, რაც დარჩა, და ხელისუფლებამ არ ჩამოაყალიბა ქვეყნის განვითარების სტრატეგია, სხვაგვარად ჩვენი მოქმედებები კვლავ მახათის ეფექტის იქნება :D

ამ ხელისუფლებას ეს არ შეუძლია, და მგონი არც უნდა.

ამიტომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელისუფლებამ არ ჩამოაყალიბა ქვეყნის განვითარების სტრატეგია, სხვაგვარად ჩვენი მოქმედებები კვლავ მახათის ეფექტის იქნება 011.gif

+ უსასრულობა

ამიტომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება

უნდა შეიცვალოს ისეთით, ვინც მართლაც საქმე ლაპარაკის ნაცვლად-ს გააკეთებს, და მისი საქმიანობა 100%-იანი პიარით არ იქნება გაჯერებული

შემდეგმა ხელისუფალმა სამხედრო გზით დაბრუნება არც უნდა გაიფიქროს ვაFშე, მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებები, რაღაცეების დათმობა, რის შემდეგაც იმ ტერიტორიებს ისევ საქართველოს ერქმევა

მაგრამ ვაი რომ ესეთი კომფლიქტებით კაი ფული კეთდება.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ჩვენი აფხაზეთი, აუცილებლობა!!!!!

 

 

აფხაზეთს დავემშვიდობოთ ერთი ნახევარი საუკუნე მაინც თუ სულ არა.ეს არის რეალობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...