Jump to content
Planeta.Ge

სალომე ზურაბიშვილი მიტინგებზე ხალხის პასიურობით უკმაყოფილოა


Recommended Posts

სალომე ზურაბიშვილი მიტინგებზე ხალხის პასიურობით უკმაყოფილოა

 

 

 

“საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის აქციებზე ხალხის პასიურობით უკმაყოფილოა.

პარლამენტთან ერთი საათის დაგვიანებით განახლებულ საინფორმაციო მიტინგზე ზურაბიშვილმა ხალხს მობილიზებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აქციები კვლავ მასშტაბური უნდა გახდეს, რათა პრეზიდენტმა სააკაშვილმა არ იფიქროს, რომ მიტინგები “გადაგორდა”.

“ის ვაჟბატონი, რომელიც ახლა სასახლეში ზის, ფიქრობს, რომ აქციები გადაგორდა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ მიტინგებს სადაც მოესურვებათ აგვისტოშიც გამართავენ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანას ვეღარ მართავს და მხარს აღარავინ უჭერს, გარდა იმ გუნდისა, რომელიც მასთან ერთად არის. სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მათი აქციები შედეგს გამოიღებს და მათი გამარჯვებით დასრულდება.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ლიცემერი: ბედუინის სევდა დამეუფლა. :ena: უკვე ტირილ-ჩივილით ბაზრობენ...

 

უზერებო, აქსიომაა და გადახედვას არ ექვემდებარება, რომ პოლიტიკური ლიდერის ფსიქოტიპს ერის ხასიათი განსაზღვრავს და თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის რომ ძალიან ცუდად გვქონია საქმე, რამეთუ ეს არაადეკვატური დიაცი პოლიტიკური ლიდერია

 

ასეა თუ არა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 55
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ეჰ, ყოფილიყო გუბაზა.. აგორდებოდა სცენაზე და დაიზონზროხებდა "საქონლებო, გამოდიიით"""... :papa: :papa:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეჰ, ყოფილიყო გუბაზა.. აგორდებოდა სცენაზე და დაიზონზროხებდა "საქონლებო, გამოდიიით"""... :papa: :papa:

გუბაზა რომ ვიღაცას საქონელს დაუძახებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

უზერებო, აქსიომაა და გადახედვას არ ექვემდებარება, რომ პოლიტიკური ლიდერის ფსიქოტიპს ერის ხასიათი განსაზღვრავს და თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის რომ ძალიან ცუდად გვქონია საქმე, რამეთუ ეს არაადეკვატური დიაცი პოლიტიკური ლიდერია

 

ასეა თუ არა?

არა!

სადღაც აქ თქვენი გახსნილი თემა ვნახე მიშას შესაშურ ადეკვატურობაზე, რაღა დიაცზე გაქვთ ასე მძაფრი რეაქცია? :P

 

ისე კი, პრობლემა მიშაში ან სალომეში კი არა, სრულიად საქართველოში მოდებულ სენში - გულგრილობაშია :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუბაზა რომ ვიღაცას საქონელს დაუძახებს

არადა მერე ამაყად ამბობს: მოყვარე ვარ და მიტომ ვთქვიო :P

Edited by liliko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან სუსტი პოსტია დაბოღმილი კაცისა :(

ცოტა კორექტულად...liliko

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

 

არა!

სადღაც აქ თქვენი გახსნილი თემა ვნახე მიშას შესაშურ ადეკვატურობაზე, რაღა დიაცზე გაქვთ ასე მძაფრი რეაქცია? :(

 

:(

http://planeta.ge/index.php?showtopic=9849

 

liliko

 

უკეთ წაიკითხეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანიკიძის,შარტავას და შავიშვილის მეათედი პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა რომ ჰქონოდათ ამათ, დღეს ქვეყანა წუმპეში არ იქნებოდა.... Edited by kote-1962
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ცოტა კორექტულად...liliko

სწორია, კორექტულობა ნამდვილად აუცილებელია, და არა მარტო ჩემთვის :(

გუბაზის ადვოკატობა არანაირად მინდა, მაგრამ მისი ასეთი წარმოჩენა ჩემთვის ისევე მიუღებელია, როგორც მიშაზე მსგავსი შემოქმედებები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

გუბაზის ადვოკატობა არანაირად მინდა, მაგრამ მისი ასეთი წარმოჩენა ჩემთვის ისევე მიუღებელია, როგორც მიშაზე მსგავსი შემოქმედებები.

ჩემთვისაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

უკეთ წაიკითხეთ

უკეთ როგორ?

ეხლა შევამჩნიე - წინწკლები დამივიწყნია :(

უნდა იყოს

სადღაც აქ თქვენი გახსნილი თემა ვნახე მიშას შესაშურ "ადეკვატურობაზე", რაღა დიაცზე გაქვთ ასე მძაფრი რეაქცია?

Edited by liliko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანიკიძის,შარტავას და შავიშვილის მეათედი პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა რომ ჰქონოდათ ამათ, დღეს ქვეყანა წუმპეში არ იქნებოდა....

და რაც დაპოსტე იმის გჯერა...'kote?

 

სამივეს ვიცნობ და ფაიზაღი გეუბნები, რომ ვაჟკაცობით ვერც ერთი ვერ დაიკვეხნის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან სუსტი პოსტია დაბოღმილი კაცისა :ravic:

 

არც დაბოღმილი ვარ და არც კაცი

ერთი ჩვეულებრივი აღშფოთებული ადამიანი ვარ.. რომელმაც 6 მაისის ღამეს კავკასიის ეთერში მჯდომიარე გუბაზას მოუსმინა მოწოდებით "ვინც სახლში ხართ ახლა, საქონლები ხართ, გამოდით" და სიტყვა საქონელი თქვა ხმამაღლა, გამოკვეთილად და თქვენ წარმოიდგინეთ, გულწრფელადაც

 

კიდევ ბევრი გამონათქვამი მახსოვს მდგომარეობიდან გამოსული ოპოლიდერების მიმართვებიდან მოსახლეობისადმი.....

 

რა თქმა უნდა, ოპოლიდერების ჟურნალისტებისადმი მიმართვებს აღარ ვიხსენებ... სრულიად შეგნებულად..

 

:( :( :ravic: :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არც დაბოღმილი ვარ და არც კაცი

ერთი ჩვეულებრივი აღშფოთებული ადამიანი ვარ.. რომელმაც 6 მაისის ღამეს კავკასიის ეთერში მჯდომიარე გუბაზას მოუსმინა მოწოდებით "ვინც სახლში ხართ ახლა, საქონლები ხართ, გამოდით" და სიტყვა საქონელი თქვა ხმამაღლა, გამოკვეთილად და თქვენ წარმოიდგინეთ, გულწრფელადაც

 

 

:( :( :ravic: :ravic:

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ვიღაც-ვიღაცეებმა ეს კომპლიმენტად აღიქვეს...machkatela :ravic::

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...