Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ხო იძახვდა პროგამა გვინდსა პროგრამაო. ა ბატონო ალასანიას ძირითადი საპროგრამო დებულებები, ვისაც არ გეზარებათ წაიკითხეთ:

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/103856.html

 

მე რამოდენიმე პოსტულატს გამოვყოფდი

 

• სტატისტიკის სამსახურისა და სისტემის რეფორმირება, მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ობიექტური სტატისტიკური ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

 

ამისათვის აუცილებელია საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა

 

• რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდების და სოფლად ხელმისაწვდომი საფინანსო ინსტიტუტების შექმნა; საინფორმაციო, სარეკომენდაციო და სასწავლო მომსახურების მიწოდება;

 

• დაზღვეულებისთვის თავისუფალი არჩევანის უფლების გარანტირება - თავად აირჩიონ სადაზღვევო კომპანია და თავად განსაზღვრონ პენსიის მიღების ფორმა;

 

• სამედიცინო მომსახურების საბაზისო პაკეტის შემუშავება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება თითოეული მოქალაქისათვის;

 

საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში უმთავრესი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ენერგოეფექტიანობის გაზრდას;

 

უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს და წარმოჩნდეს საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციის მნიშვნელობა რეგიონში.

 

• საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება შეკავებისა და გაწონასწორების პრინციპის მიხედვით ხელისუფლების დაბალანსებული გადანაწილების მისაღწევად;

• საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა;

 

• საგრძნობლად უნდა გაიზარდოს განათლებისა და მეცნიერებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსება;

 

• არასაუნივერსიტეტო სექტორში, კერძოდ, კვლევით ინსტიტუტებში, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი სამეცნიერო კვლევების უზრუნველყოფისათვის საჭიროა ისეთი ახალი ქმედითუნარიანი ინსტიტუციური სისტემის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას, მეცნიერების მუდმივ განვითარებას და ერთიან ევროპულ სამეცნიერო სივრცეში მის ინტეგრირებას;

 

• პარტიას ,,ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია ესახება;

 

• მიგვაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს თანამშრომლობა უნდა დაეფუძნოს კეთილმეზობლობის, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკური დიალოგის დაწყება, რაც უნდა დაეფუძნოს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, კერძოდ: საქართველოს დეოკუპაციას,

 

უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ არსებობს ამ კონფლიქტების სწრაფი, ძალისმიერი (სამხედრო), ცალმხრივი გადაჭრა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი მოგვარების მომხრენი ვართ. ჩვენი სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს უშუალო კონტაქტებს, პირდაპირ დიალოგს, ნდობის აღდგენას და შერიგებას აფხაზებთან და ოსებთან.

 

თავისუფალი მედიის გარეშე სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება შეუძლებელია. ქვეყნის თითოეული მოქალაქის უფლებაა, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია და თავად შეაფასოს მიმდინარე მოვლენები.

 

გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულება უნდა გახდეს.

 

სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა მომავალ თაობებს შეუნარჩუნოს ის უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის სახელს და ადგილს ცივილიზაციის ისტორიაში და, ამავე დროს, შექმნას ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროს სტიმულირების ეფექტური მექანიზმები.

 

გარდა ამისა, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს ყველა რეგიონში აღდგეს კულტურის კერები, გაცოცხლდეს კულტურული ცხოვრება,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაახ , ძლივს რაღაც გამოჩნდა, მარტო აი ეს ორი საკითხიც, რომ მოაგვარონ, მაგარი იქნება:

 

• რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდების და სოფლად ხელმისაწვდომი საფინანსო ინსტიტუტების შექმნა; საინფორმაციო, სარეკომენდაციო და სასწავლო მომსახურების მიწოდება;

• შიდა ბაზრის დაცვა ფალსიფიცირებული, კონტრაბანდული და დემპინგური პროდუქციისაგან.

 

 

 

• მიგრაციისა და თავშესაფრის სფეროში ქვეყნის შიდა კანონმდებლობის შეცვლას ევროპული სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად;

• არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას და მისი პრევენციის კონტროლს;

• ქვეყანაში შემოსული უცხო ქვეყნების მოქალაქეების სამართლებრივი სტატუსის დადგენას და მათთან მიმართებაში შრომის კოდექსის შეცვლას.

ქვეყანაში შექმნილი მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას და აღნიშნული პრობლემის დროულად გადაწყვეტას.

• სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს საიმიგრაციო პოლიტიკის სათანადო რეგულირება, რათა შემცირდეს ეკონომიკური ემიგრაცია, განსაკუთრებით კი მაღალკვალიფიციური და შედარებით ახალგაზრდა მოსახლეობის საზღვარგარეთ გადინება;

 

 

 

ამ საკითხებში, სრულიად ვეთანხმები, დანარჩენებს, გავეცნობი, ახალ პარტია ვურჩევდი ნორმალურ ხალხთან ერთად ჩაუჯდეს ახალი კანონების შემუშავებას, ძველებში ცვლილებების ინიციატივებს, ყველა საკითხზე პასუხი უნდა იყოს მზად, აი აქ ამას ვიზავთ აი ასე .

 

მეტი კონკრეტიკა ეკონომიკაში, ციფრები დაიზეპირეთ, მშპ -ი --- შპს- ში არ აგერიოთ, აბა ხე და აბა ხო, თქვენ იცით.

 

ერთი-ორი "ჯიგარი" ტიპიც დაგჭირდებათ, ნაროდია ესეთი, ჯერ ვერ შეცვლი... ძმაოთი- უნდა ებაზრო, ძაან ღრმა სოფლელსაც ევასება ეგრე ,რომ მიმართავენ, ეეჰ ....."აღსდექ საქართველო! "

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ალასანიას პროგრამა

 

 

პროგრამა ნაცებსაც მაგარი აქვთ. :(

 

 

ალასანიას თუ უნდა რამეს რომ მიახწიოს,ილაპარაკოს ხალხს პრობლემებზე და არა მხოლოდ ილაპარაკოს. :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ალასანიას თუ უნდა რამეს რომ მიახწიოს,ილაპარაკოს ხალხს პრობლემებზე და არა მხოლოდ ილაპარაკოს.

+1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

სამედიცინო მომსახურების საბაზისო პაკეტის შემუშავება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება თითოეული მოქალაქისათვის;

საგრძნობლად უნდა გაიზარდოს განათლებისა და მეცნიერებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსება;

 

აი ეს ორი მუხლი...

არის ის რაც ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს თუ ოდნავი პრეტენზია აქვს რაიმეზე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საჭიროა პარტიებისათვის პროგრამები

---------------------------------------------

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საჭიროა პარტიებისათვის პროგრამები

---------------------------------------------

 

კი აბა.. პროგრამები ყველას აქვს... მარა შინაარსი თავადაც აღარ ახსოვთ ხოლმე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...